ავსტრალიის ეროვნული გალერეა
ავსტრალიის ეროვნული გალერეა (იგივე ავსტრალიური ეროვნული გალერეა) ― ხელოვნების ეროვნული მუზეუმი და ერთ-ერთი უდიდესი მუზეუმი ავსტრალიაში. მუზეუმში 166 000-ზე მეტი ნამუშევარია დაცული.[3] მუზეუმი კანბერაში, ავსტრალიის დედაქალაქის ტერიტორიაზე მდებარეობს. დაარსდა 1967 წელს, ავსტრალიის მთავრობის მიერ, როგორც ეროვნული საჯარო ხელოვნების მუზეუმი.
ავსტრალიის ეროვნული გალერეა | |
---|---|
35°18′01″ ს. გ. 149°08′12″ ა. გ. / 35.300389° ს. გ. 149.136806° ა. გ. | |
ქვეყანა | ავსტრალია |
მდებარეობა | კანბერა[1] [2] და ფედერალური ტერიტორია |
ოფიციალური საიტი | http://nga.gov.au/ და https://nga.gov.au/[2] |
დაარსება
რედაქტირებამუზეუმის დაარსებისთვის გამოჩენილი ავსტრალიელი მხატვარი, ტომ რობერტსი ავსტრალიის რამდენიმე პრემიერ-მინისტრთან ლობირებდა, დაწყებული ედმუნდ ბარტონით. 1910 წელს პრემიერ-მინისტრმა ენდრიუ ფიშერმა იდეას მხარი დაუჭირა. მომდევნო წელს პარლამენტმა ექვსი პოლიტიკოსისგან ისტორიული მემორიალების კომიტეტი ჩამოაყალიბა. კომიტეტის გადაწყვეტილებით, მთავრობას ავსტრალიის გენერალ-გუბერნატორის, საპარლამენტო ლიდერებისა და ფედერაციის პრინციპული „მამების“ პორტრეტები უნდა შეეგროვებინა. შემდგომში თანამეგობრობის ხელოვნების მრჩეველთა საბჭო ჩამოყალიბდა, რომელიც 1973 წლამდე ხელოვნების ნიმუშების შეგროვებაზე იყო პასუხისმგებელი. ავსტრალიის საპარლამენტო ბიბლიოთეკის კომიტეტიც აგროვებდა ნამუშევრებს თანამეგობრობის საპარლამენტო ბიბლიოთეკის ავსტრალიური კოლექციებისთვის. გალერეის გახსნამდე ნახატები პარლამენტის შენობაში, თანამეგობრობის ოფისებში, სახელმწიფო გალერეებში და დიმპლომატიური მისიების ოფისებში.
1912 წლიდან თანამეგობრობის ხელოვნების მრჩეველთა საბჭოს პრიორიტეტს კოლექციების შესანახი მუდმივი ნაგეობის შერჩევა წარმოადგენდა. ორი მსოფლიო ომისა და დიდი დეპრესიის გამო, მთავრობამ სხვა საკითხები მიიჩნია პრიორიტეტულად: 1920-იან წლებში კანბერის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და საპარლამენტო შენობი აგება, 1950-1960-იან წლებში კი სამთავრობო ოფისების აშენება, ბარლი-გრიფინის ტბის შექმნა და ავსტრალიის ეროვნული ბიბლიოთეკის დაარსება. 1965 წელს თანამეგობრობის ხელოვნებსი მრჩეველთა საბჭომ საბოლოოდ დაარწმუნა პრემიერ-მინისტრი რობერტ მენსიესი, რომ გალერეა დაეარსებინათ.[4] 1967 წლის 1-ელ ნოემბერს პრემიერ-მინისტრმა ჰაროლდ ჰოლტმა გამოაცხადა, რომ მთავრობა შენობას ააშენებდა.
მდებაროება
რედაქტირებაგალერეის შენობის ადგილმდებარეობის შერჩევა პრობლემატური აღმოჩნდა. მთავარი პრობლემა ახალი პარლამენტის მდებარეობა იყო. უოლტერ გრიფინის 1912 წლის კანბერის გეგმის მიხედვით, პარლამენტი კემ-ჰილზე უნდა აჩენებულიყო, ქეფითალ-ჰილსა და პროვინციული პარლამენტის შენობას შორის. გრიფინმა ჩათვალა, რომ პარლამენტის შენობა „გენერალური ადმინისტრაციული ნაგებობა უნდა ყოფილიყო“.[5] 1960-იან წლებში საპარლამენტოს სამკუთხედთან დაკავშირებით, ეროვნული დედაქალაქის განვითარების კომისიის შემოთავაზებით, რომელიც უილიამ ჰალფორდის 1958 წლისა და 1964 წლის გეგმებს შეესაბამებოდა, პარლამენტის შენობა ბარლი-გრიფინის ტბის სანაპიროზე უნდა გადაეტანათ. გალერეა ქეფითალ-ჰილზე უნდა აშენებულიყო, სხვა ეროვნული კულტური ინსტიტუტების მახლობლად.[6] 1968 წელს გალერეის დაპროექტების უფლება კოლინ მადიგენმა მიიღო, თუმცა საბოლოო დიზაინი არ იყო ბოლომდე ჩამოყალიბებული, შენობის ადგილმდებარეობის ეჭვქვეშ ყოფნის გამო.[7] საბოლოოდ გადაწყდა, რომ გალერა ქეფითალ-ჰილსზე ვერ აშენდებოდა.[8] 1971 წელს მთავრობამ გალერეისთვის 17 ჰექტარი ფართობის ტერიტორია შეარჩია.[9]
დიზაინი
რედაქტირებამადიგენის მიერ შექმნილი შენობის დიზაინი ეროვნული დედაქალაქის განვითარების კომისიის გეგმის საფუძველზე შეიქმნა. შენობის დაპროექტებაში ჯეიმზ ჯონსონ სვინი და ჯეიმზ მოლისონიც მონაწილეობდნენ. სვინი 1952-1960 წლებში გუგენჰეიმის მუზეუმის დირექტორი და და ჰისუტონის გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმის დირექტორი იყო და ნამუშევრების გამოფენისა და შენახვის საკითხებში მრჩეველი იყო. 1989 წელს ჯეიმზ მოლისონი აღნიშნავდა: „შენობის ფორმა და ზომები კოლინ მადიგენმა, ჯ. ჯ. სვინმა და ეროვნული დედაქალაქის განვითარების კომისიამ განსაზღვრეს.“[10]
შენობის მშენებლობა 1973 წელს დაიწო. მშენებლობას ეროვნული დედაქალაქის განვითარების კომისია ზედამხედველობდა. მშენებლობა 82 მილიონი დოლარი დაჯდა. გალერეა 1982 წელს დედოფალმა ელიზაბეთ IIმ გახსნა.
დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი
რედაქტირებათანამეგობრობის ხელოვნების მრჩეველთა საბჭო პრემიერ-მინისტრ ჯონ გორტონს გალერეის დირექტორის თანამდებობდა ლორი თომასს ურჩევდა, რომელიც დასავლეთ ავსტრალიის სამხატვრო გალერეისა და ქვინსლენდის სამხატვრო გალერეის ყოფილი დირექტორი იყო, თუმცა პრემიერ-მინისტრი ჯეიმზ ჯონსონ სვინის დანიშვნას ემხრობოდა, მიუხედავად იმისა, რომ სვინი უკვე 70 წლის იყო.
1969 წლიდან პრემიერ-მინისტრის დეპარტამენტში გამოფენების ოფიცერი ჯეიმზ მოლისონი იყო. 1970 წლის ნოემბერში თანამეგობრობის ხელოვნების მრჩეველთა საბჭომ მას ასისტენ დირექტორის თანამდებობა შესთავაზა. 1971 წლის მაისში ჯონ გორტონის მთავრობის დაშლის შემდეგ მთავრობამ მადიგენის პროექტი მიიღო. იმავე წლის ოქტომბერში ახალმა პრემიერ-მინისტრმა, უილიამ მაკმეჰონმა ეროვნული გალერეის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად მოლისონი დანიშნა. შენობის აგების ტენდერები 1972 წლის ნოემბერში გამოცხადდა, იმავე წლის დეკემბერში მაკმაჰონის მთავრობის მარცხამდე ადრე.[11]
შენობა
რედაქტირებაეროვნული გალერეის შენობა XX საუკუნის ბრუტალისტურ სტილშია აგებული. შენობა კუთხოვანი მასებითა და ბეტონის ზედაპირით ხასიათდება და ავსტრალიური მცენარებიითა და ხეებით სავსე სკულპტურების ბაღებითაა გარშემორტყმული.
ეროვნულ გალერეაში სამი დონეა. მთავარ სართულზე საგამოფენო სივრცეები ფართოა და ძირითადად ადგილობრივი ავსტრალიური და საერთაშორისო (ევროპული და ამერიკული) კოლექციები იფინება. ქვედა დონეზეც დიდი საგამოფენო სივრცეები, რომლებიც თავდაპირველად ქანდაკებების გამოსაფენად იყო ჩაფიქრებული, მაგრამ დღეისთვის აზიური ხელოვნების კოლექციების გამოსაფენად იყენებენ. ზედა დონეზე უფრო მცირე მცირე საგამოფენო სივრცეები ავსტრალიური ხელოვნების ნიმუშების გამოსაფენად გამოიყენება.
2007 წელს უზენაესი სასამართლოსა და ეროვნული გალერეის უბანი ავსტრალიის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში შეიტანეს.[12]
კოლექცია
რედაქტირებააბორიგენთა ხელოვნება
რედაქტირებაავსტრალიელ აბორიგენთა და ტორესის სრუტის მკვიდრთა კოლექციის წამყვანი ნიმუშია „აბორიგენთა მემორიალი“, რომელიც ხის 200 მოხატულ სვეტს მოიცავს და [[1788]-[1988]] წლებში უცხოელთა წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპულ ადგილობრივებს ეძღვნება. რამინგინინგელმა ხელოვანებმა მონუმენტი ავსტრალიის დაარსებიდან 200 წლისთავის აღსანიშნავად შექმნეს და 1988 წელს სიდნეის ბიენალეზე იყო გამოფენილი. მოლისონი „აბორიგენთა მემორიალის“ მუდმივი გამოფენისთვის შეძენას მონუმენტის დასრულებამდე დათანხმდა.[13]
ავსტრალიური ხელოვნება (არა-აბორიგენული)
რედაქტირებაავსტრალირუი ხელოვნების კოლექციაში შედის: ჯონ გლოვერის, ფრედერიკ მაკ-კაბინის, ტომ რობერტსის, ჩარლზ კონდერის, მარგარეტ პრესტონის, ალბერტ ტაკერის, სიდნეი ნოლანის, ჯონ პერსივალისა და სხვათა ნამუშევრები.
-
ჯონ გლოვერი, პატერდეილის ლანდშაფტი მსხვილფეხა რქოსან პირუტყვთან ერთად, 1833
-
ჯონ მაიკლ კროსლენდი, ნანულტერას პორტრეტი, 1854
-
არტურ სტრითონი, ოქროს ზაფხული, იგლმონტი, 1889
-
ჰიუ რემზი, ნელი პატერსონის პორტრეტი, 1903
-
კლარის ბეკეტი, სენდრინგემის პლაჟი, 1933
დასავლური ხელოვნება
რედაქტირებაგალერეის საერთაშორისო კოლექცია მეტწილად XIX და XX საუკუნის ხელოვნების ნიმუშებს მოიცავს.[14] ყველა ნიმუში არ არის გამოფენილი. ამ კოლექციაში შედის: პოლ სეზანის, კლოდ მონეს, პაბლო პიკასოს, ჯექსონ პოლოკის, ენდი უორჰოლის, როი ლიხტენშტეინის, ანრი მატისისა და სხვათა ნამუშევრები. მასში შედის ევროპელი ძველი ოსტატების ნახატების მცირე კოლექციაც, რომელიც ხანგრზლივი ვადით ვიქტორიას ეროვნულ გალერეასა და ახალი სამხრეთ უელსის სამხატვრო გალერეაში გასესხებული.[15]
-
გიუსტავ კურბე, Study for Les Demoiselles des bords de la Seine, 1856
-
პოლ სეზანი, შუადღე ნეაპოლში, 1875
-
ჟორჟ სერა, Study for Le Bec du Hoc, Grandcamp, 1885
-
კლოდ მონე, თივის ზვინები, შუადღე, 1890
-
კაზიმირ მალევიჩი, მშენებარე სახლი, 1915
ასევე იხილეთ
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- Thomas, Daniel. (2011) Art museums in Australia: a personal account. - Includes link to PDF of the article "Art museums in Australia: a personal retrospect" (originally published in Journal of Art Historiography, No 4, June 2011).
- Green, Pauleen (ed) (2003). Building the Collection. National Gallery of Australia, გვ. 408. ISBN 0-642-54202-3. , pp2-9
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ოფიციალური საიტი
- A virtual walk through National Gallery of Australia - 2015 დაარქივებული 2021-09-03 საიტზე Wayback Machine.
- Kenneth Tyler Printmaking Collection Online at the National Gallery of Australia დაარქივებული 2021-09-03 საიტზე Wayback Machine.
- National Gallery of Australia on Artabase დაარქივებული 2008-05-02 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 archINFORM — 1994.
- ↑ 2.0 2.1 2.2 https://hedendaagsesieraden.nl/2023/10/19/national-gallery-of-australia/
- ↑ Valerie M. Arvidson. (2006)A Curator from the Outback. Dartmouth Free Press. დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 დეკემბერი 2007. ციტირების თარიღი: 14 October 2006
- ↑ Green, Pauleen (ed) (2003). Building the Collection. National Gallery of Australia, გვ. 408. ISBN 0-642-54202-3. , pp2-9
- ↑ (1982) Parliamentary Zone Development Plan. National Capital Development Commission, გვ. 125. ISBN 0-642-88974-0. , p12
- ↑ Parliamentary Zone Development Plan, pp20-1
- ↑ Green: p. 339
- ↑ Parliamentary Zone Development Plan, p23
- ↑ Parliamentary Zone Development Plan, pp23-4
- ↑ Green : pp. 379–80
- ↑ Green : pp14-17
- ↑ Australian National Heritage listing for the High Court-National Gallery Precinct
- ↑ Green, pp. 199-204.
- ↑ Collections of the National Gallery of Australia. National Gallery of Australia. ციტირების თარიღი: 25 January 2013[მკვდარი ბმული]
- ↑ Works on long-term loan. National Gallery of Australia. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-02-23. ციტირების თარიღი: 2021-09-03.