ახალი სამხრეთ უელსის სამხატვრო გალერეა
ახალი სამხრეთ უელსის სამხატვრო გალერეა - დაარსდა როგორც ახალი სამხრეთ უელსის სამხატვრო აკადემია 1872 წელს. 1883-1958 წლებში ცნობილი იყო როგორც ახალი სამხრეთ უელსის ეროვნული სამხატვრო გალერეა. მდებარეობს სიდნეიში, ახალ სამხრეთ უელსში, ავსტრალიაში. ეროვნული გალერეა სიდნეის ყველაზე მნიშვნელოვანი საჯარო და ავსტრალიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გალერეაა.
ახალი სამხრეთ უელსის სამხატვრო გალერეა | |
---|---|
33°52′07″ ს. გ. 151°13′01″ ა. გ. / 33.868694° ს. გ. 151.217000° ა. გ. | |
ქვეყანა | ავსტრალია |
მდებარეობა | სიდნეი |
ოფიციალური საიტი | https://www.artgallery.nsw.gov.au/ |
გალერეის პირველი საჯარო გამოფენა 1874 წელს გაიმართა. გენერალურ საგამოფენო სივრცეში, სადაც ავსტრალიური ხელოვნების (მათ შორის ავსტრალიელ აბორიგენთა ხელოვნების), ევროპული და აზიური ხელოვნების ნიმუშებია გამოფენილი, შესვლა უფასოა. 2003 წელს მუზეუმში აზიური გალერეა გაიხსნა.
ისტორია
რედაქტირებაXIX საუკუნე
რედაქტირება1871 წლის 24 აპრილს სიდნეიში გამართულ საჯარო შეხვედრაზე ხელოვნების აკადემიის დაარსება გადაწყდა, რათა „ლექციების, სამხატვრო კლასებისა და რეგულარული გამოფენების მეშვეობით, სახვითი ხელოვნების განვითარებისთვის ხელი შეეწყოთ“. 1872 წელს ახალი სამხრეთ უელსის ხელოვნების აკადემია დაარსდა, რომლის დამფუძნებლებს შორის ელისერ ლევი მონტეფიორე (იაკობ ლევი მონეფიორეს ძმა და იაკობ და იოზეფ ბაროუ მონტეფიორეების ძმისწული) იყო.[1][2][3] 1872-1879 წლებში აკადემია ძირითადად ყოველწლიური გამოფენების ორგანიზებაზე იყო ორიენტირებული. აკადემიის ზედამხედველობით, კოლონიური ხელოვნების პირველი გამოფენა 1874 წელს გაიმართა. მომდევნო წელს პირველი სამთავრობო გრანტიდან (500 გირვანქა სტერლინგი) დირექტორთა საბჭომ კონრად მერტენსის ნამუშევარი „ეპსლის ჩანჩქერი“ 50 გირვანქა სტერლინგად შეიძინა. ეს იყო ავსტრალიელი ხელოვანის მიერ შესრულებული პირველი ნახატი, რომელიც გალერეამ შეიძინა.[4]
1874 წელს ახალი სამხრეთ უელსის პარლამენტმა სამხატვრო გალერეის დაფინანსებას დაუჭირა მხარი, რომლის განკარგვაც დირექტორთა საბჭოს დაევალა.[5]
გალერეის კოლექცია თავდაპირველად ელიზაბეთის ქუჩაზე კლარკის ასამბლეის დარბაზში იყო საჯაროდ გამოფენილი პარასკევსა და შაბათს. 1879 წელს კოლექცია გარდენ-პალასში გადაიტანეს, რომელიც სიდნეის საერთაშორისო გამოფენისთვის აშენდა და ოფიციალურად გაიხსნა, როგორც „ახალი სამხრეთ უელსის სამხატვრო გალერეა“ 1880 წის 22 სექტემბერს.[6]1889-1891 წლებში დირექტორთა საბჭოს პრეზიდენტი, ხოლო 1892-1894 წლებში გალერეის დირექტორი ელისერ ლევი მონტეფიორე იყო.[5]
1882 წელს გარდენ-პალასის განადგურების შემდეგ მთავრობა იძულებული გახდა, ეროვნული კოლექციისთვის ახალი ადგილი მოეძებნა.[4] 1883 წელს დირექტორთა საბჭომ შენობის დიზაინის შესაქმნელად კერძო არქიტექტორი ჯონ ჰორბიური ჰანტი მოიწვია. იმავე წელს გალერეას „ახალი სამხრეთ უელსის ეროვნული სამხატვრო გალერეა“ ეწოდა.[3] 1899 წელს გალერეა ბიბლიოთეკებისა და სამხატვრო გალერეების შესახებ კანონში შეიტანეს.[7][8]
XX საუკუნე
რედაქტირება1958 წლის 1-ელ ივლისს გალერეას „ახალი სამხრეთ უელსის სამხატვრო გალერეა“ ეწოდა.[9][3]
1969 წელს ბოტანის ყურეში ჯეიმზ კუკის პირველი შესვლის აღსანიშნავად გალერეაში კაპიტან კუკის ფრთის მშენებლობა დაიწყო. ახალი ფრთა 1972 წლის მაისში გაიხსნა.[4]
პრემიერ-მინისტრ ნევილ ვრანის მხარდაჭერით, გალერეის მთავარი გაფრთოება ავსტრალიის ორი ასწლეულის აღნიშვნას დაუკავშირდა. გაფართოების შემდეგ გალერეის სივრცე ორჯერ გადიდდა. 1994 წელს იირიბანას გალერეა გაიხსნა, რომელიც აბორიგენული და ტორესის სრუტის კუნძულთა მკვიდრების ხელოვნებას ეძღვნება.[4]
კოლექციები
რედაქტირება1871 წელს კოლექციის შეგროვება ხელოვნების საზოგადოებამ დაიწყო, როდესაც ევროპელი ხელოვანების ნამუშევრები შეიძინეს, როგორიც იყო ფორდ მედოქს ბრაუნის ედვარდ III-ის სასამართლო. მოგვიანებით საზოგადოებამ ავსტრალიელ ხელოვანთა ნამუშევრებიც შეიძინა, როგორებიც იყო არტურ სტრიტონის „Fire's On“ (1891), ტომ რობერტსის „ოქროს მატყლი“ (1894) და მაკკუბინის „ვალაბის კვალზე“ (1896).
2014 წლისთვის მუზეუმის კოლექცია შემდეგ კატეგორიებად იყოფა:
აბორიგენთა ხელოვნება
რედაქტირებააბორიგენთა და ტორესის სრუტის მკვიდრთა კოლექცია ავსტრალიის აბორიგენული თემებს წარმომადგენელთა ხელოვნების ნიმუშებს მოიცავს. კოლექციის უძველესი ნიმუში ტომი მაკრაის ნამუშევარია, რომელიც გვიანი XIX საუკუნით თარიღდება. კოლექციაში შესულია დასავლეთ უდაბნოში მცხოვრები პატარა თემის მიერ შესრულებული უდაბნოს ნახატები, სანაპიროზე მცხოვრები თემების მიერ შესრულებული მერქნის ნახატები და თანამედროვე ხელოვანთა მიერ „შავი ქალაქის კულტურის“ ნამუშევრები.[4]
აზიური ხელოვნება
რედაქტირებაამ კოლექციაში პირველი ნამუშევრები, კერამიკისა და ბრინჯაოს ნაკეთობები, 1879 წელს შევიდა. ისინი სიდნეის საერთაშორისო გამოფენაზე იაპონიის მთავრობის საჩუქარი იყო. დაარსების შემდეგ აზიურ კოლექციაში სამხრეთ, სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ნამუშევრებია დაცული.[4]
ავსტრალიური ხელოვნება
რედაქტირებაკოლექცაია 1800-იანი წლებით თარიღდება. მასში XIX საუკუნის ავსტრალიელი ხელოვანების: ჯონ გლოვერის, არტურ სტრიტონის, ჯონ რასელის, ტომ რობერტსის, დევიდ დეივისის, ჩარლზ კონდერის, ფრედერიკ მაკ-კუბინის, სიდნეი ლონგისა და სხვათა ნამუშევრებია შესული. კოლექცია მოიცავს XX საუკუნის ავსტრალიერი ხელოვანების: არტურ ბოიდის, რუპერტ ბანის, რასელ დრისდეილის, ჯეიმზ გლისონის, სიდნი ნოლანის, ჯონ ოლსენის, მარგარეტ პრესტონის, ჰიუ რემზის, ფრედ უილიამსისა და სხვათა ნამუშევრებს.[4] გალერეაში გაცული 44 ნამუშევარი 1973 წელს ავსტრალიური ხელოვნების 100 საუკეთესო ნამუშევარს შორის დაასახელეს.[10]
ნამუშევრები
-
ჩარლს კონდე, ცხელი ქვიშა, მუსტაფა, ალჟირი, 1891
-
ელიოტ გრუნერი, გაზაფხულის სუსხი, 1919
-
არტურ სტრიტონი, Fire's on, 1891
-
ფრედერიკ მაკ-კუბინი ვალაბის კვალზე, 1896
-
ჰიუ რემზი, დები, 1904
-
ე. ფილიპს ფოქსი, ნავი, 1910
დასავლური ხელოვნება
რედაქტირებაგალერეაში ბრიტანული ვიქტორიანული ხანის დიდი კოლექციაა დაცული, რომელიც ფრედერიკ ლეიგტონისა და ედვარდ პოინტერის მთავარ ნამუშევრებს მოიცავს. კოლექციაში XV-XVIII საუკუნის ევროპული ხელოვნების ნამუშერებიც შედის, მათ შორის: პეტერ პაულ რუბენსის, კანალეტოსა და ჯოვანი ბატისტა მორონის ნამუშევრებს. დასავლური ხელოვნების კოლექციაში შედის ეჟენ დელაკრუას, ჯონ კონსტებლის, ვინსენტ ვან გოგის, ოგიუსტ როდენის, კლოდ მონეს, პოლ სეზანისა და კამილ პისაროს ნამუშევრებიც. XX საუკუნის ხელოვანთა ნამუშევრებიდან კოლექციაში წამყვანი ადგილი ბრიტანულ ნამუშევრებს უკავია. კოლექციაში შესულია ჟორჟ ბრაკის, პაბლო პიკასოს, ერნსტ ლუდვიგ კირხნერისა და სხვათა ნამუშევრები.[4]
ნამუშევრები
-
ბენჯამინ უესტი, მართალი ისუ კვეთს მდინარე იორდანეს აღთქმის კიდობანთან ერთად, 1800
-
ჯონ კონსტებლი, ლანდშაფტი თხებთან ერთად, 1823
-
ეჟენ დელაკრუა, ანჟელიკა და დაჭრილი მედორო, 1860
-
ვინსენტ ვან გოგი, გლეხის თავი, 1884
-
ფრედერიკ ლეიგტონი, სიმონი და იფიგენია, 1884
-
კლოდ მონე, Port-Goulphar, Belle-Île, 1887
-
პოლ სეზანი, მარნის ნაპირები, 1888
ლიტერატურა
რედაქტირება- Thomas, Daniel. (2011) Art museums in Australia: a personal account. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-08-15. ციტირების თარიღი: 2021-09-06. - Includes link to PDF of the article "Art museums in Australia: a personal retrospect" (originally published in Journal of Art Historiography, No 4, June 2011).
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ოფიციალური საიტი
- Art Gallery of New South Wales. History and Archives: Historic Buildings. City of Sydney (2004). ციტირების თარიღი: 2010-03-28
- Art Gallery of New South Wales Artabase page დაარქივებული 2011-12-06 საიტზე Wayback Machine.
- Virtual Tour of Art Gallery of New South Wales დაარქივებული 2016-03-09 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Draffin, Nicholas (1988). „An enthusiastic amateur of the arts: Eliezer Levi Montefiore in Melbourne 1853-71“ (e-journal). Art Bulletin of Victoria. National Gallery of Victoria (28). (Published online 2014, and now known as the Art Journal.]
- ↑ Eliezer Levi Montefiore. ციტირების თარიღი: 11 December 2020
- ↑ 3.0 3.1 3.2 New South Wales Academy of Art. National Library of Australia. ციტირების თარიღი: 11 December 2020
- ↑ 4.0 4.1 4.2 4.3 4.4 4.5 4.6 4.7 Home :: Art Gallery NSW. nsw.gov.au.
- ↑ 5.0 5.1 Bergman, G.F.J.. Eliezer Levi Montefiore. ANU. ციტატა: „This article was first published in hardcopy in Australian Dictionary of Biography, Volume 5, (MUP), 1974“ ციტირების თარიღი: 11 December 2020
- ↑ Russell, Roslyn (2008). „Eliezer Montefiore – From Barbados to Sydney“ (PDF). National Library of Australia news. December 2008 (p.13): 11–14. დაარქივებულია ორიგინალიდან (PDF) — 20 January 2012. ციტირების თარიღი: 8 May 2014.
- ↑ Act No 54 (1899) Library and Art Gallery. Australasian Legal Information Institute (AustLII). ციტირების თარიღი: 8 May 2014
- ↑ Stuart, Geoff (1993). Secrets in stone: discover the history of Sydney. Surry Hills, Sydney: Brandname Properties, გვ. 119–120. ISBN 0-646-13994-0.
- ↑ Art Gallery of New South Wales Act (Act No. 1 1958). Australasian Legal Information Institute (Austlii). ციტირების თარიღი: 8 May 2014
- ↑ Works cited in the document '100 masterpieces of Australian painting (1973)', Art Gallery of New South Wales. Retrieved on 9 January 2011.