ერნსტ ლუდვიგ კირხნერი
ერნსტ ლუდვიგ კირხნერი (გერმ. Ernst Ludwig Kirchner; დ. 6 მაისი, 1880, აშაფენბურგი, ბავარია, გერმანია — გ. 15 ივნისი, 1938, ფრაუენკირხი, დავოსის მახლობლად, შვეიცარია) — გერმანელი მხატვარი, ფერმწერი, გრაფიკოსი და მოქანდაკე. ფერწერას სწავლობდა დამოუკიდებლად. ექსპრესიონიზმის ერთ-ერთი პირველი პრაქტიკოსი და თეორეტიკოსი. გერმანული ექსპრესიონიზმის გამოჩენილი ოსტატი. მუშაობდა ფერწერისა და გრაფიკის სხვადასხვა ჟანრებში. ქმნიდა ნამუშევრებს, სადაც დინამიური, „პულსირებული“ სივრცე ფერთა მკვეთრ, ნერვულ კონტრასტებს ერწყმის.
ერნსტ ლუდვიგ კირხნერი | |
---|---|
![]() | |
დაიბადა | 6 მაისი, 1880[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] |
დაბადების ადგილი | აშაფენბურგი[14] [15] [16] |
გარდაიცვალა | 15 ივნისი, 1938[14] [1] [17] [18] [3] [4] [5] [6] [7] [9] [19] [11] [12] (58 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | Davos Frauenkirch[16] |
ჟანრი | პორტრეტი[15] , პეიზაჟი[15] , საჟანრო ფერწერა[15] , ნიუ[15] , animal painting[15] და ნატურმორტი[15] |
საიტი | http://www.ernstludwigkirchner.com/ |
ბიოგრაფია რედაქტირება
დაიბადა ინჟინერ-ქიმიკოსის ერნსტ კირხნერის ოჯახში. 1901 წელს დაამთავრა კემნიცის გიმნაზია და დრეზდენის უმაღლესი ტექნიკური სასწავლებლის[კომ. 1] არქიტექტურის ფაკულტეტზე განაგრძო სწავლა. სწავლის პერიოდში გაიცნო გერმანელი არქიტექტორი და მხატვარი-ექსპრესიონისტი ფრიც ბლეილი (გერმ. Fritz Bleyl; 1880–1966), რომელიც ახალისებდა და იზიარებდა კირხნერის ინტერესს ფერწერის მიმართ.
1903–04 წლებში სწავლობდა მიუნხენის უმაღლეს ტექნიკურ სასწავლებელში,[კომ. 2] ამავე დროს ესწრებოდა ფონ დებშიცის და ჰერმან ობრისტის ლექციებს თავისუფალი და გამოყენებითი ხელოვნების სასწავლო-ექსპერიმენტულ სახელოსნოში. 1905 წელს დრეზდენში ბრუნდება, სადაც არქიტექტორის დიპლომს იღებს.
1905 წელს ერიხ ჰეკელთან (გერმ. Erich Heckel; 1883–1970) და კარლ შმიდტ-როტლუფთან (გერმ. Karl Schmidt-Rottluff; 1884–1976) ერთად დააარსა შემოქმედებითი გაერთიანება „ხიდი“ (გერმ. Die Brücke), საიდანაც საფუძველი ეყრება გერმანული ექსპრესიონიზმის განვითარებას. გაერთიანების (ჯგუფის) შექმნის თარიღად 7 ივნისი ითვლება. ჯგუფის სახელწოდება ერიხ ჰეკელის მიერ იქნა მოწოდებული, ხოლო მის იდეოლოგად ერნსტ ლუდვიგ კირხნერი იქცა, რომელსაც ახალი შემოქმედებითი გაერთიანების საერთო კონცეფციის ფორმულირება ეკუთვნის. ჯგუფის ესთეტიკის ძირითად პრინციპს წარმოადგენდა რეალიზმის, იმპრესიონიზმის, მოდერნისა და მატერიალისტური მსოფლმხედველობის უარყოფა.
1915 წლიდან ცხოვრობდა შვეიცარიაში. ნაცისტების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გარიცხეს პრუსიის სამხატვრო აკადემიიდან.
1937 წელს ნაცისტებმა იგი ე.წ. „დეგენერატიული ხელოვნების“ წარმომადგენლად შერაცხეს და მისი 639 ნამუშევარი გაიტანეს გერმანული მუზეუმებიდან; მათი ნაწილი კი გაანადგურეს. მხატვრის 25 სურათი ნაცისტების მიერ მოწყობილ ე.წ. „დეგენერატიული ხელოვნების“ საჩვენებელ გამოფენაზე იქნა წარმოდგენილი, სადაც პირადად ჰიტლერმა მას და მის ნამუშევრებს „ერის შეურაცხყოფა“ უწოდა.
1938 წელს კირხნერი მუშაობას აგრძელებს, თუმცა მისი ფიზიკური და სულიერი მდგომარეობა სულ უფრო და უფრო უარესდება. იმავე წლის 15 ივნისს, ავადმყოფობითა და ნარკოტიკებზე დამოკიდებულებით გაწამებული მხატვარი შვეიცარიის ქალაქ დავოსის მახლობლად, ფრაუენკირხში მდებარე საკუთარ სახლში სიცოცხლეს თვითმკვლელობით ასრულებს.
გალერეა რედაქტირება
-
„ორი ძმა“, 1921
-
„მოხუცი და ახალგაზრდა“, 1921
-
„ამოძირკვული ხე“, 1915
-
„მარცელა“, 1909–10
-
„ავტოპორტრეტი“, 1915
-
„ქალი სავარძელში (დოდო)“, 1907
-
„ავტოპორტრეტი“, 1918
-
„ქალის თავი“, დაახ. 1909
-
„ტავერნა“, 1909
-
„შიშვლები ერთობიან“, 1910
-
„ფრანცი სკამის წინ“, 1910
-
„ქალის პორტრეტი“, 1911
-
„ნოლენდორფ-პლაცი“, 1912
-
„ბერლინის ქუჩა“, 1913
-
„თიხის კარიერი“, 1906
-
„მწვერვალები“, 1918[20]
-
„ბაღი ალბერტ-პლაცზე დრეზდენში“, 1911
-
„ვილა დრეზდენში“, 1910
-
„სახლები დრეზდენში“, 1909–10
-
„ფემარნის სანაპირო ზოლი შუქურით“, 1912
-
„დავოსი ზაფხულში“, 1925
-
„ბრანდენბურგის კარიბჭე“, 1915
-
„მთის ლანდშაფტი ქოხებით“, 1921
-
„ალპურ საძოვრებზე“, 1920–21
-
„დავოსის რკინიგზის სადგური“, 1925
-
„ავტოპორტრეტი“, 1925
-
„ხიდი მდ. პრისნიცის შესართავთან“, 1910–20
-
„ფემარნის ყურის სანაპირო“, 1913
-
„ფემარნის შუქურა“, 1912
-
„ქალი შავი ქუდით“, 1908
-
„მშვილდოსნები“, 1935–37
-
„ხედი მონშტეინის ეკლესიაზე“, 1919
-
„კენიგშტაინის რკ. სადგური“, 1916
-
„მოცეკვავეები“, 1906
-
„დოდო და მისი ძმა“, დაახ. 1908
-
„ზღვაში მობანავენი“, დაახ. 1914
ლიტერატურა რედაქტირება
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 535.
რესურსები ინტერნეტში რედაქტირება
- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ერნსტ ლუდვიგ კირხნერი“ ვიკისაწყობში.
- Kirchner, Ernst Ludwig / Wikireading.ru დაარქივებული 2019-06-04 საიტზე Wayback Machine.
კომენტარები რედაქტირება
- ↑ ამჟამად, დრეზდენის ტექნიკური უნივერსიტეტი (გერმ. Technische Universität Dresden) — დრეზდენისა და საქსონიის ერთ-ერთი უმსხვილესი უმაღლესი სასწავლო დაწესებულება.
- ↑ ამჟამად, მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტი (გერმ. Technische Universität München) — დაარსდა 1868 წელს. წარმოადგენს ერთადერთ ტექნიკურ უნივერსიტეტს ბავარიაში და ერთ-ერთ უმსხვილეს უმაღლეს სასწავლო დაწესებულებას გერმანიაში.
სქოლიო რედაქტირება
- ↑ Ernst Ludwig Kirchner
- ↑ 3.0 3.1 Ernst Ludwig Kirchner — OUP, 2006. — ISBN 978-0-19-977378-7
- ↑ 4.0 4.1 Encyclopædia Britannica
- ↑ 5.0 5.1 SNAC — 2010.
- ↑ 6.0 6.1 Internet Speculative Fiction Database — 1995.
- ↑ 7.0 7.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია / Hrsg.: Bibliographisches Institut & F. A. Brockhaus, Wissen Media Verlag
- ↑ Discogs — 2000.
- ↑ 9.0 9.1 Grisebach L., Barton L. Kirchner, Ernst Ludwig // Grove Art Online / J. Turner — [Oxford, England], Houndmills, Basingstoke, England, New York: OUP, 2018. — ISBN 978-1-884446-05-4 — doi:10.1093/GAO/9781884446054.ARTICLE.T046696
- ↑ Delarge J. Le Delarge — Paris: Gründ, Jean-Pierre Delarge, 2001. — ISBN 978-2-7000-3055-6
- ↑ 11.0 11.1 Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
- ↑ 12.0 12.1 The Fine Art Archive — 2003.
- ↑ SIKART — 2006.
- ↑ 14.0 14.1 Кирхнер Эрнст Людвиг // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохоров — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
- ↑ 15.0 15.1 15.2 15.3 15.4 15.5 15.6 RKDartists
- ↑ 16.0 16.1 The Fine Art Archive
- ↑ Ernst Ludwig Kirchner
- ↑ Ernst Ludwig [Marsalle, Louis de Kirchner] — 2006.
- ↑ Gran Enciclopèdia Catalana — Grup Enciclopèdia, 1968.
- ↑ Berggipfel დაარქივებული 2022-03-17 საიტზე Wayback Machine. - Medium: Painting - oil on canvas; Dimensions: Height: 79.5 cm (31.3 in.), Width: 90 cm (35.43 in.) / Artworks by Ernst Ludwig Kirchner. The Athenaeum დაარქივებული 2019-06-03 საიტზე Wayback Machine. . წაკითხვის თარიღი: 1 ივნისი, 2019.
ეს არის სტატიის ან სექციის ესკიზი. თქვენ შეგიძლიათ შეავსოთ იგი. |