მარჯნის ზღვის კუნძულები

მარჯნის ზღვის კუნძულების ტერიტორია (ინგლ. Coral Sea Islands Territory) — პატარა და ძირითადად დაუსახლებელი ტროპიკული კუნძულებისა და რიფების ჯგუფი მარჯნის ზღვაში, კუინზლენდიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით, ავსტრალიაში. ყველა ეს კუნძულები ადმინისტრაციულად წარმოადგენს ავსტრალიის გარე ტერიტორიას.

მარჯნის ზღვის კუნძულების ტერიტორია
მშობ. სახელი: ინგლ. Coral Sea Islands Territory

მარჯნის ზღვის კუნძულები
გეოგრაფია
19°05′27″ ს. გ. 150°54′06″ ა. გ. / 19.09083° ს. გ. 150.90167° ა. გ. / -19.09083; 150.90167
მდებარეობა მარჯნის ზღვა
კოორდინატები კოორდინატები: განედი არ არის მითითებული
ფართობი 10 კმ²
გარე ტერიტორია
დემოგრაფია
მოსახლეობა 0 (2011)

გეოგრაფია

რედაქტირება

ზღვის აკვატორიის საერთო ფართობი მოიცავს 780 000 კმ²-ს. ხმელეთის ფართობი — დაახლოებით 10 კმ². კუნძულთა ჯგუფი მდებარეობს დიდი ბარიერული რიფიდან აღმოსავლეთით და სამხრეთით, რომელიც მოიცავს უილისის კუნძულების ჯგუფს, ჰერალდისა და ბეკონის კუნძულებს, ოსპრეის რიფებს და სხვა 15 კუნძულებისა და რიფების ჯგუფს[1].

მარჯნის ზღვის კუნძულები XVIII-XIX საუკუნეებში მეზღვაურეებისთვის საკმაოდ სერიოზულ ხიფათს წარმოადგენდნენ. ამიტომაცაა, რომ მარჯნის ზღვის ფსკერი ჩაძირული გემების ნამდვილ სასაფლაოდაა გადაქცეული. 1921 წელს კუნძულებზე აშენდა მეტეოროლოგიური სადგური.

1969 წელს კუნძულები გამოცხადდა ავსტრალიის ტერიტორიად. 1982 წელს ლიჰოუს და კორინგას, ხოლო 1987 წლიდან — ელიზაბეტის და მიდლტონ-სეილორის რიფები გამოცხადნენ ავსტრალიის ეროვნულ ნაკრძალებად.

მოსახლეობა

რედაქტირება

ერთადერთი დასახლებული კუნძულია უილისი. მოსახლეობა დროებითია და შედგება მეტეოროლოგიური სადგურის მორიგე თანამშრომლებისაგან.

  1. Coral Sea Islands. Geoscience Australia. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2006-08-21. ციტირების თარიღი: 2014-05-27.