მეტეოროლოგიური სადგური
მეტეოროლოგიური სადგური — დაწესებულება, სადაც რეგულარულად აკვირდებიან ატმოსფეროს. მეტეოროლოგიური სადგური წარმოადგენს მეტეოროლოგიურ მოედანს, სადაც დგას ხელსაწყოები და შენობას, სადაც დისტანციურად აკვირდებიან მეტეოროლოგიურ მოვლენებს, ამუშავებენ დაკვირვების მასალას, ინახავენ გადასატან ხელსაწყოებს. დაკვირვება ტარდება 10 წუთიანი სტანდარტული პროგრამის შესაბამისად ყოველ 3 ან 6 საათში, ზოგ სადგურში — ყოველ საათში ერთხელ. მეტეოროლოგიური სადგური დაკვირვების მასალას უგზავნის ამინდის ბიუროს ან სხვა მეტეოროლოგიურ დაწესებულებას. მეტეოროლოგიურ სადგურში ტარდება აგრეთვე არასტანდარტული დაკვირვებებიც (მზის რადიაციის ინტენსიურობაზე, აორთქლებაზე წყლის ადა მიწის ზედაპირიდან და ა. შ.). ძნელად მისადგომ ადგილებში (უდაბნო, ღია ზღვა, მაღალი მწვერვალი და სხვა) არსებობს ავტომატური მეტეოროლოგიური სადგურები. მეტეოროლოგიურ სადგურს ზოგჯერ გემზე დგამენ. მეტეოროლოგიური სადგურის დაკვირვების მასალას ძირითადად იყენებენ ამინდის პროგნოზის შესადგენად.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 613.