გალიპოლის ბრძოლა

სამხედრო ოპერაცია გელიბოლუს ნახევარკუნძულზე პირველი მსოფლიო ომის პერიოდში.
(გადამისამართდა გვერდიდან გალიპოლის ოპერაცია)
გალიპოლის ბრძოლა
პირველი მსოფლიო ომის ნაწილი
თარიღი 19 თებერვალი, 19159 იანვარი, 1916
მდებარეობა გალიპოლი
შედეგი ოსმალეთის იმპერიის გამარჯვება
მხარეები
ოსმალეთის დროშა ოსმალეთის იმპერია
გერმანიის იმპერიის დროშა გერმანიის იმპერია
ბრიტანეთის იმპერიის დროშა ბრიტანეთის იმპერია
ავსტრალიის დროშა ავსტრალია
ინდოეთი
ნიუფაუნდლენდი
ახალი ზელანდიის დროშა ახალი ზელანდია
საფრანგეთის დროშა საფრანგეთი
მეთაურები
გერმანიის იმპერიის დროშა ოტო ლიმან ფონ სანდერსი
ოსმალეთის დროშა მუსტაფა ქემალი
ოსმალეთის დროშა ესათ-ფაშა
ოსმალეთის დროშა ბეჰიფ-ფაშა
ოსმალეთის დროშა ჯევათ-ფაშა
ოსმალეთის დროშა ფუათ-ფაშა
ბრიტანეთის იმპერიის დროშა იან ჰამილტონი
ბრიტანეთის იმპერიის დროშა ჰ. ჰ კიტჩენერი
ბრიტანეთის იმპერიის დროშა ჯონ დე რობეკი
ბრიტანეთის იმპერიის დროშა სეკვილ კარდენი
ბრიტანეთის იმპერიის დროშა ჩ. კ. მონრო
საფრანგეთის დროშა ალბერ დ’ამადი
საფრანგეთის დროშა ანრი გურო
ძალები
450 000 დიდი ბრიტანეთი 490 000
საფანგეთი 120 000
დანაკარგები
74 635 დაღუპული,
174 634 დაჭრილი
დიდი ბრიტანეთი
21 255 დაღუპული,
52 230 დაჭრილი

საფრანგეთი
10 000 დაღუპული,
17 000 დაჭრილი ავსტრალია
7594 დაღუპული,
20 000 დაჭრილი ახალი ზელანდია
2701 დაღუპული,
4546 დაჭრილი ინდოეთი
1358 დაღუპული,
3421 დაჭრილი ნიუფაუნდლენდი
49 დაღუპული,
93 დაჭრილი

გალიპოლის ბრძოლა ვიკისაწყობში

გალიპოლის ბრძოლა, გალიპოლის ოპერაცია, დარდანელის ოპერაცია, ჩანაქქალეს ბრძოლა (თურქ. Çanakkale Savaşı; ინგლ. Gallipoli Campaign) — მასშტაბური სამხედრო ოპერაცია პირველი მსოფლიო ომის პერიოდში. გაიმართა უინსტონ ჩერჩილის ინიციატივით[1]. ბრძოლაში მონაწილეობდა ანტანტის ქვეყნები, ძირითადად დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი, ოპერაციის მიზანი იყო კონსტანტინოპოლის ხელში ჩაგდება და რუსეთისათვის საზღვაო გზების გახსნა[2].

წინა პირობები

რედაქტირება

1915 წლისათვის დიდი ბრიტანეთისა და რუსეთის იმპერიის ინტერესები დაემთხვა ყურეების კონტროლის სფეროში. დიდი ბრიტანეთი ცდილობდა კონსტანტინოპოლის ხელში ჩაგდებას, ხოლო რუსეთისათვის უკვე XIX საუკუნიდან ყურეების საქმე უმნიშვნელოვანესი სამხედრო სტრატეგიული კონცეფცია იყო.

 
დარდანელის სრუტის თავდაცვითი სისტემა

სამხედრო ოპერაციის გეგმა ვიცე-ადმირალმა სეკვილ კარდენმა წარუდგინა უინსტონ ჩერჩილს. იგი იყოფოდა ოთხ ეტაპად[3]:

  1. გარე თავდაცვითი სისტემის აღება.
  2. შუალედური გამაგრებების აფეთქება ფსკერიდან.
  3. შიდა თავდაცვითი სისტემის აღება.
  4. მარმარილოს ზღვაზე გასვლა.

კარდენის გეგმა მოიწონა უმაღლესმა ხელმძღვანელობამ და დარდანელის სრუტეში გაიგზავნა ბრიტანულ-ფრანგული ესკადრა[4].

სამხედრო საბჭოს 1915 წლის 28 იანვრის სხდომაზე მიიღეს საბოლოო გადაწყვეტილება: დარდანელის სრუტეში განლაგებულ ფრონტს უნდა ემოქმედა დამოუკიდებლად არმიის დახმარების გარეშე.

ოსმალეთის მხარემ დაზვერვის საშუალებით უკვე იცოდა ოპერაციის მზადების შესახებ და დაიწყო საფორტიფიკაციო ნაგებობების გამაგრება[5].

ბრძოლის მსვლელობა

რედაქტირება

ოპერაცია დაიწყო 1915 წლის 19 თებერვალს ოსმალეთის ფორტების დაბომბვით, თუმცა მოკავშირეებმა რაიმე სერიოზული ზიანის მიყენება ვერ შეძლეს. გენერალური შეტევა დაიწყო 18 მარტს დილის 10:30 საათზე. მოკავშირეთა ხომალდები სრუტეში შევიდნენ. თურქები შორიახლო მისდევდნენ მოკავშირეებს, გაიხსნა საარტილერო ცეცხლი. მნიშვნელოვნად დაზიანდა მოკავშირეთა ფლოტი. 18:00 საათისათვის ბრიტანელმა ადმირალმა დე რობეკმა გასცა ბრძანება ოპერაციის შეწყვეტის შესახებ. თურქებმა უმნიშვნელო დანაკარგი განიცადეს.

ზღვაზე წარუმატებლობის შემდეგ მოკავშირეებმა გადაწყვიტეს დესანტის გადასხმით დაეპყროთ გალიპოლი. 25 აპრილს მოკავშირეებმა დესანტი ინგლისელი გენერლის იან ჰამილტონისა და ფრანგი გენერლის ალბერ დ’ამადის სარდლობით გელიბოლუს ნახევარკუნძულზე სედიულბაჰირთან გადასხეს. მოკავშირეთა ცდას შედეგი არ მოჰყოლია, რადგან ოსმალეთის იმპერიის ჯარების ძლიერ წინააღმდეგობას წააწყდნენ.

1915 წლის 7 დეკემბერს ბრიტანეთის მთავრობამ გასცა ბრძანება სრუტეებიდან მოკავშირეთა ძალების ევაკუაციის შესახებ, რომელიც დასრულდა 1916 წლის 9 იანვარს.

შედეგები

რედაქტირება

გალიპოლის ბრძოლაში გამარჯვებას თურქებისთვის ჰქონდა უდიდესი პოლიტიკური და მორალური მნიშვნელობა. ამ ბრძოლის შემდეგ ბულგარეთი პირველ მსოფლიო ომში ჩაება ოსმალეთის მხარეს, ხოლო უინსტონ ჩერჩილი იძულებული გახდა თანამდებობიდან გადამდგარიყო. გენერალ ფონ სანდერსს „აღმოსავლეთის ჰინდენბურგი“ უწოდეს, ხოლო სულთან მეჰმედ V-ს ურჯულოებზე გამარჯვებულის - ღაზის ტიტული მიანიჭეს. დარდანელის ოპერაციის ჩავარდნით წაგებული დარჩა რუსეთი, რომელსაც სრუტეების რაიონი უნდა რგებოდა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Erik Goldstein. Wars and Peace Treaties: 1816 — Present. Routledge, 1992. Page 43.
  2. The Encyclopaedia Britannica, Vol.7, Edited by Hugh Chisholm, (1911)
  3. Больных А. Г. Морские битвы Первой мировой: Трагедия ошибок. — М.: АСТ, 2002
  4. Вильсон x. Линкоры в бою. 1914—1918 гг. — М.: Изографус, ЭКСМО, 2002. — 432 стр.
  5. Первая мировая война на море — Мн.: Харвест; М.: ACT, 2001