ავსტრალიის პარლამენტი

ავსტრალიის პარლამენტი - საკანონმდებლო ორგანო, შედგება ორი პალატისაგან, წარმომადგენელთა პალატისა და სენატისაგან. პირველში სამი წლის ვადით 150 დეპუტატს ირჩევენ, სწორედ ამ პალატაში უმრავლესობის მქონე ლიდერი ხდება ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, რომელიც სათავეში უდგას ავსტრალიის მთავრობას. სენატში ყოველი შტატი 12 სენატორით არის წარმოდგენილი, ტერიტორიები კი - ორ-ორი წევრით. სენატორთა არჩევის ვადა ექვსი წელია.

პარლამენტის შენობა (კანბერა) კანბერაში
პარლამენტის შენობის გახსნა, მხატვარი ტომ რობერტსი

76 წევრიან ავსტრალიის სენატში, 32 ლეიბორისტი და ამდენივე ლიბერალია. სენატში ასევე შედიან:

ავსტრალიის პარლამენტი გაიხსნა 1901 წლის 9 მაისს მელბურნში. ერთადერთი შენობა მელბურნში, რომელიც 14,000 სტუმარს დაიტევდა, იყო სამეფო საგამოფენო დარბაზი. ამის შემდეგ, 1901 წლიდან 1927 წლამდე, პარლამენტი იკრიბებოდა მელბურნის პარლამენტის შენობაში, რომელიც ითხოვეს ვიქტორიის პარლამენტისაგან (რომელიც გადავიდა სამეფო საგამოფენო დარბაზში). 1927 წლის 9 მაისს, პარლამენტი გადავიდა ახალ ეროვნულ დედაქალაქ კანბერაში, სადაც პარლამენტი შეიკრიბა შენობაში, რომელიც დღეს ცნობილია როგორც ძველი პარლამენტის შენობა. შემდეგი 60 წლის განმავლობაში, პარლამენტი სწორედ ამ შენობაში იკრიბებოდა. დღევანდელი პარლამენტის შენობა გაიხსნა 1988 წლის 9 მაისს. ავსტრალიას აქვს რიგით მეოთხე ყველაზე გრძელი განუწვეტლად მართვადი დემოკრატია მსოფლიოში[1].

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება