ძველი პარლამენტის შენობა (კანბერა)
ძველი პარლამენტის შენობა, ოფიციალურად დროებითი პარლამენტის შენობა, იყო ავსტრალიის პარლამენტის შეკრების ადგილი 1927 წლიდან 1988 წლამდე. იგი მდებარეობს ავსტრალიის დედაქალაქ კანბერაში. შენობა გაიხსნა 1927 წლის 9 მაისს. აქამდე, ავსტრალიის პარლამენტი იმყოფებოდა მელბურნის პარლამენტის შენობაში. დღესდღეობით, შენობა გამოიყენება დროებითი გამოფენებისთვის, ლექციებისა და კონცერტებისთვის.