ავსტრალიის ეროვნული საზღვაო მუზეუმი
ავსტრალიის ეროვნული საზღვაო მუზეუმი ― საზღვაო მუზეუმი დარლინგ-ჰარბორში, სიდნეიში. ეროვნული საზღვაო მუზეუმის იდეის გაჟღერების შემდეგ, ფედერალურმა მთავრობამ განაცხადა, რომ მუზეუმი დარლინგ-ჰარბორში ახალი სამხრეთ უელსის მთავრობის განვითარების გეგმის ფარგლებში აშენდებოდა ავსტრალიის დაარსებიდან ორი ასწლეულის აღსანიშნავად. მუზეუმის შენობის დიზაინი ფილიპ კოქსს ეკუთვნის. მუზეუმის გახსნა 1988 წელს იგეგმებოდა, თუმცა მშენებლობის პროცესში შეფერხებების, გათვალისწინებულზე მეტი ხარჯებისა და ფედერალურ და სახელმწიფო მთავრობებს შორის უთანხმოების გამო, მუზეუმი 1991 წელს გაიხსნა.
ავსტრალიის ეროვნული საზღვაო მუზეუმი | |
---|---|
33°52′09″ ს. გ. 151°11′56″ ა. გ. / 33.869194° ს. გ. 151.199000° ა. გ. | |
ქვეყანა | ავსტრალია |
მდებარეობა | City of Sydney |
ოფიციალური საიტი | https://www.sea.museum/ |
ავსტრალიის ეროვნული საზღვაო მუზეუმი ერთ-ერთია ექვსი მუზეუმიდან, რომელიც ფედერალური მთავრობის მიერ იმართება და ერთადერთია ავსტრალიის დედაქალაქის ტერიტორიის გარეთ. მუზეუმი შვიდი მთავარი გალერეის ირგვლივაა აგებული და ავსტრალიელი აბორიგენების წყალთან ურთიერთობაზე, ავსტრალიის ირგვლივ საზღვაო მოგზაურობებზე, წყალზე დაფუძნებულ რელაქსაციასა და გართობაზე, საზღვაო-სამხედრო დაცვაზე და აშშსა და ავსტრალიას შორის ურთიერთიერთობებზეა ფოკუსირებული. მუზეუმის ბოლო გალერეა აშშ-ის მთავრობამ დააფინანსა და ერთადერთი ეროვნული სამუზეუმო გალერეაა მსოფლიოში, რომელიც სხვა სახელმწიფოს დაფინანსებით აიგო. დროებითი გამოფენებისთვის ოთხი დამატებითი გალერეა გამოიყენება. სამი გემი-მუზეუმი (HM Bark Endeavour-ის ასლი, HMAS Vampire (D11) გამანადგურებელი და წყალქვეშა ნავი HMAS Onslow) საჯაროდაა გამოფენილი.
ისტორია
რედაქტირებაფედერალური მთავრობის მიერ ოპერირებულ ექვს მუზეუმს შორის (ავსტრალიის ომის მემორიალი, ავსტრალიის ეროვნული მუზეუმი, ავსტრალიის ეროვნული გალერეა, პორტრეტების ეროვნული გალერეა და მეცნიერებისა და ტექნოლოგიის ეროვნული ცენტრი) ავსტრალიის ეროვნული საზღვაო მუზეუმი ერთადერთია, რომელიც დედაქალაქის ტერიტორიის გარეთ მდებარეობს.[1] მუზეუმს ავსტრალიისა ხელოვნებისა და კომუნიკაციების დეპარტამენტი განკარგავს.
1985 წელს ფედერალურმა მთავრობამ გამოაცხადა, რომ ეროვნული მუზეუმის დაარსება იგეგმებოდა, რომელიც ავსტრალიის საზღვაო ისტორიასა და ავსტრალიელი ერის ზღვასთან ურთიერთობებზე იქნებოდა ფოკუსირებული,[2] თუმცა მსგავსი შემოთავაზებები უფრო ადრეც არსებობდა.[3] ახალი სამხრეთ უელსის პრემიერის, ნევილ ვრანის ლობირებით, ახალი მუზეუმის დარლინგ-ჰარბორში განთავსება გადაწყვიტეს, როგორც შტატის ხელახალი განვითარების გეგმის ნაწილი.[2][3] ფედერალური და ახალი სამხრეთ უელსის მთავრობის აზრით, მუზეუმი ხელახალი განვითარების გეგმის მნიშვნელოვანი ნაწილი უნდა ყოფილიყო და უბნისთვის კომერციული წარმატებაც უნდა მოეტანა.[4] მუზეუმის შენობა ფილიპ კოქსმა დააპროექტა.[5]
მუზეუმის გახსნა 1988 წლისთვის იგეგმებოდა, თუმცა მშენებლობისისას შეფერხებებისა და გადადებების გამო გახსნა მომდევნო წლის სექტემბერისთვის გადაიდო.[3] მშენებლობა 1989 წლის 17 ნოემბერს დასრულდა. ხარჯებმა 70 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც ბიუჯეტზე 40 მილიონით მეტი იყო. ფედერალური მთავრობა მხოლოდ თავდაპირველი 30 მილიონი დოლარის გადახდას დათანხმდა, რის გამოც სახელმწიფო მთავრობასთან უთანხმოებები წარმოიშვა.[6] პრობლემა ახალი სამხრეთ უელსის მიერ პროექტის სრული დაფინანსებით დასრულდა 1990 წლის ოქტომბერში. საბოლოოდ, მუზეუმი მთლიანად ფედერალური მთავრობის დაქვემდებარებაში გადავიდა.[7] ავსტრალიის ეროვნული საზღვაო მუზეუმი 1991 წლის 30 ნოემბერს გაიხსნა. [1]
ადმინისტრირება
რედაქტირებაკომერციული სტაბილურობის მისაღწევად, ფედერალურმა მთავრობამ ავსტრალიის ეროვნულ საზღვაო მუზეუმში შესვლისთვის საფასური დააწესა.[8] 1988 წელს გახსნილი მეცნიერებისა და ტექნოლოგიის ეროვნული ცენტრის შემდეგ, საზღვაო მუზეუმი პირველი იყო, რომელმაც გადასახადი დააწესა.[9] 2004 წელს საფასური შემცირდა, თუმცა 2011 წლის დეკემბერში კვლავ გაიზარდა.[10]
გახსნიდან პირველი 10 წლის მანძილზე ავსტრალიის ეროვნულ საზღვაო მუზეუმს 3.3. მილიონი დამთვალიერებელი ეწვია.[1]
2010 წელს ლონდონის The Sunday Times-მა ავსტრალიის ეროვნული საზღვაო მუზეუმი „მსოფლიოს 10 ყველაზე მაგარ მუზეუმს“ შორის დაასახელა.[10]
2014 წლის დასაწყისში ავსტრალიის ეროვნულ საზღვაო მუზეუმში განაცხადეს, რომ მას ავსტრალიის სამეფო საზღვაო-სამხედრო ძალების საგამოფენო პავილიონი დაემატებოდა.[11] პავილიონი 2015 წლის 8 ნოემბერს გაიხსნა და „მოქმედების სადგურები“ ეწოდება.[11]
გალერეები
რედაქტირებაავსტრალიის ეროვნულ საზღვაო მუზეუმში ექვსი მუდმივი გალერეაა:
ნავიგატორები
რედაქტირებაგალერეას თავდაპირველად „ავსტრალიის აღმოჩენა“ ერქვა. გალერეაში ნიდერლანდელების, ბრიტანელებისა და ფრანგების მიერ ავსტრალიის სანაპიროების აღმოჩენა, გამოკვლევა და დასახლებაა ასახული. ექსპონატები ევოპელთა ჩასვლამდე ავსტრალიელ აბორიგენებსა და ინდონეზიელებს შორის სავაჭრო ურთიერთობებსაც ასახავს.
ეორა-პირველი ადამიანები
რედაქტირებაგალერეაში ავსტრალიელი აბორიგენებისა და ტორესის სრუტის კუნძულების მკვიდრთა ზღვასთან უერთიერთობაა წარმოჩენილი.
მგზავრები
რედაქტირებაგალერეაშია ავსტრალიაში მოხვედრილ სხვადასხვა ჯგუფის, დაწყებული პირველმოსახლეებიდან, დამთავრებული ლტოლვილებითა და საკრუიზო გემების ვიზიტორებით, მოგზაურობას ასახავს.
Watermarks
რედაქტირებაგალერეაში ავსტრალიელების წყალთან რეკრეაციული და გასართობი ურთიერთობაა ასახული.[1] ის 2001 წლის დეკემბერში გაიხსნა და მთავარ ექსპონატებს შორისაა იახტა Blackmores First Lady (რომელიც ავსტრალიელმა კეი კოტიმ მსოფლისო გარშემო მარტო, გაჩერებების გარეშე, მხარდაჭერის გარეშე მოგზაურობისას გამოიყენა) და Oarsome Foursome-ის ნავი.[1][12] გალერეაში შედიოდა ამერიკის თასის გამარჯვებული იახატა ავსტრალია II-ც, თუმცა ის ავსტრალიის მთავრობას ეკუთვნოდა და არა ახალი სამხრეთ უელსის მთავრობას, რის გამოც 2000 წლის ბოლოს დასავლეთ ავსტრალიის საზღვაო მუზეუმში გადაიტანეს.[13]
გემი-მუზეუმები
რედაქტირებაავსტრალიის ეროვნული საზღვაო მუზეუმის კოლექციაში გემი-მუზეუმებიც შედის. HM Bark Endeavour-ის ასლის, გამანადგურებელ HMAS Vampire (D11)-ისადა წყალქვეშა ნავ HMAS Onslow-ის დათვალიერება ვიზიტორებს შეუძლიათ. დამთვალიერებლებს ტურის ფარგლებში XIX საუკუნის ბარჟის, ჯეიმზ კრეიგის მონახულებაც შეიუძლიათ.
1980-იანი წლების შუა ხანებში მუზეუმისთვის მკვლევარ ჯეიმზ კუკის გემის, HM Bark Endeavour-ის ასლის აგება გადაწყდა.[14] თავდაპირველად გემის მშენებლობას „Bond Corporation“ აფინანსდება. გემის მშენებლობა 1988 წელს დაიწყო,[15] თუმცა 1990 წელს კომპანიას ფინანსური პრობლემები შეექმნა. მშენებლობა 1991 წელს ქველმოქმედებიდან მიღებული თანხებით განახლდა და 1994 წლისთვის დასრულდა.[16] გემი ავსტრალიის ეროვნული საზღვაო მუზეუმის მფლობელობაში 2005 წელს გადავიდა.[17]
ლიტერატურა
რედაქტირებაწიგნები
რედაქტირება- Australian Bureau of Statistics (ABS) (1991). Year Book Australia, 1991. Australian Bureau of Statistics. OCLC 221660900.
- Coombes, John (2006). Tall Ships: The Sixteen Square Riggers of Australia and New Zealand. Wollombi, NSW: Exisle Publishing. ISBN 978-0-908988-84-6. OCLC 85019816.
- Gunton, George (1996). Travellers in Time: Living History in Australia. Yarram, VIC: Oceans Enterprises. ISBN 0-9586657-0-2. OCLC 38391126.
- MacMahon, Bill (2001). The architecture of East Australia: an architectural history in 432 individual presentations. Edition Axel Menges. ISBN 3-930698-90-0. OCLC 759695215.
- NSTC (1989). National Science and Technology Centre Report of Activities 1988–89. Canberra: Commonwealth of Australia. ISBN 0-644-10772-3.
- Shaw, Lindsey (2005). HMAS Onslow: cold war warrior. Sydney, NSW: Australian National Maritime Museum. ISBN 0-9751428-4-4. OCLC 225390609.
- Shaw, Lindsey (2007). HMAS Vampire: Last of the big guns, 2nd, Sydney, NSW: Australian National Maritime Museum. ISBN 978-0-642-51867-5. OCLC 271312410.
- Witcomb, Andrea (2004). Re-Imagining the Museum: Beyond the Mausoleum, Museum Meanings. Routledge. ISBN 0-203-36102-4. OCLC 50166657.
სტატიები
რედაქტირება- Casey, Annie (3 მაისი 1999). „Onslow finds new home“. Navy News. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 ნოემბერი 2012. ციტირების თარიღი: 20 სექტემბერი 2008.
- Cornford, Phillip (5 February 2000). „Cottee sells First Lady to museum“. The Sydney Morning Herald. p. 15.
- „Go west: Australia II heads for home“. The Sydney Morning Herald. 27 October 2000. p. 3.
- Hundley, Paul (September 2010). „USA Gallery Revisited“. Signals. Australian National Maritime Museum (92): 45–8.
- Meacham, Steve (3 December 2001). „How the museum boss got engaged“. The Sydney Morning Herald. p. 14.
- Meacham, Steve (16 November 2011). „Museum sets a course for the future“. The Sydney Morning Herald. ციტირების თარიღი: 18 November 2011.
- Mendelssohn, Joanna (15 October 1999). „Maritime Museum has that sinking feeling“. The Sydney Morning Herald. p. 13.
- O'Brien, Geraldine (3 October 1990). „Finally, smooth sailing for museum“. The Sydney Morning Herald. p. 5.
- Totaro, Paola (29 November 1989). „Museum no-one wants to pay for“. The Sydney Morning Herald. p. 14.
- Walsh, Don (April 1998). „Soviet sub penetrates Sydney Harbour!“. Proceedings. United States Naval Institute. 124 (4): 105.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ოფიციალური საიტი of the Australian National Maritime Museum
- Australian National Maritime Museum at Sydney.com
- Australian National Maritime Museum – Vessels. Australian National Maritime Museum. ციტირების თარიღი: 13 October 2014
- Australian National Maritime Museum at Google Cultural Institute
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 Meacham, How the museum boss got engaged
- ↑ 2.0 2.1 ABS, Year Book Australia, 1991, p. 331
- ↑ 3.0 3.1 3.2 Mendelssohm, Maritime Museum has that sinking feeling
- ↑ Witcomb, Re-Imagining the Museum, p. 27
- ↑ MacMahon, The architecture of East Australia, p. 81
- ↑ Totaro, Museum no-one wants to pay for
- ↑ O'Brien, Finally, smooth sailing for museum
- ↑ Witcomb, Re-Imagining the Museum, p. 48
- ↑ NSTC, Report of Activities 1988–89, p. 34
- ↑ 10.0 10.1 Meacham, Museum sets a course for the future
- ↑ 11.0 11.1 Australian Associated Press (30 იანვარი 2014). „New pavilion for maritime museum“. The Australian. დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 June 2014. ციტირების თარიღი: 7 February 2014.
- ↑ Cornford, Cottee sells First Lady to museum
- ↑ Go West, in The Sydney Morning Herald
- ↑ Coombes, Tall Ships, pp. 36–37
- ↑ Coombes, Tall Ships, p. 37
- ↑ Coombes, Tall Ships, pp. 37–88
- ↑ Coombes, Tall Ships, pp. 38–40