ვიქტორიას დიდი უდაბნო
(გადამისამართდა გვერდიდან ვიქტორიის დიდი უდაბნო)
ვიქტორიის დიდი უდაბნო (ინგლ. Great Victoria Desert) — უდაბნო ცენტრალურ ავსტრალიაში, ეკვატორულ სარტყელში. ვრცელდება დასავლეთ ავსტრალიისა და სამხრეთ ავსტრალიის შტატებში.
ავსტრალიის უდაბნოებს შორის ყველაზე დიდი ფართობი სწორედ ამ უდაბნოს უკავია და შეადგენს 348 750 კმ². ვიქტორიის დიდ უდაბნოს ესაზღვრება ავსტრალიის ორი უდაბნო ესენია გიბონის უდაბნო და ნულარბორის ვაკე. უდაბნოს ტერიტორია აღწევს სამხრეთის ოკეანემდე.
ეს ტერიტორია საკმაოდ ცხელი უდაბნოა ავსტრალიაში და მსოფლიოს უდაბნოებს შორის 12 ადგილი უკავია, აქ ყოველწლიური ნალექების რაოდენობა 200 - 250 მმ-ს არ აღემატება. ზაფხულობით ამ ტერიტორიაზე საშუალო ტემპერატურა შეადგენს 32 - 40 °C, ხოლო ზამთრობით 18 - 23 °C.