ავსტრალიის ისტორია
ავსტრალიაში ადამიანის დასახლება დაახლ. 42 000 - 48 000 წწ. წინ დაიწყო[1]. ვარაუდობენ, რომ ავსტრალიელებს შესაძლოა ჰყოლოდათ თანამედროვე ავსტრალიელი აბორიგენების წინაპრები. სავარაუდოდ მათი ავსტრალიაში ჩამოსვლა სახმელეთო ხიდებისა თუ ზღვის გადმოლახვით ხდებოდა დღევანდელი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ტერიტორიიდან. ეს ხალხი მეტწილად მონადირეობასა და მიწათმოქმედებას მისდევდა. ტორესის სრუტის კუნძულებზე მცხოვრებთა ძირითად საქმიანობას აგრეთვე მებაღეობა და მონადირეობა წარმოადგენდა.
ავსტრალიის ისტორია | |
---|---|
ეს სტატია არის ნაწილი სერიისა | |
ქრონოლოგიურად | |
ავსტრალიის პრეისტორია | |
1606–1787 | |
1788–1850 | |
1851–1900 | |
1901–1945 | |
1945 წლიდან | |
ქრონოლოგია | |
აქტუალური | |
მონარქია · გამოკვლევა | |
კონსტიტუცია · ფედერაცია | |
ეკონომიკა · რკინიგზა | |
ადგილობრივი მკვიდრები · იმიგრაცია | |
დიპლომატიური · შეიარაღებული ძალები | |
შტატები, ტერიტორიები და ქალაქები | |
ახალი სამხრეთ უელსი · სიდნეი · ნიუკასლი | |
ვიქტორია · მელბურნი | |
კვისლენდი · ბრიზბენი | |
დასავლეთ ავსტრალია · პერტი | |
სამხრეთ ავსტრალია · ადელაიდა | |
ტასმანია · ჰობარტი | |
ფედერალური ტერიტორია · კანბერა | |
ჩრდილოეთ ტერიტორიის ისტორია · დარვინი | |
ავსტრალიის ტერიტორიების ევროპელთა მიერ პირველი დასაბუთებული დათვალიერება განხორციელდა ნიდერლანდელი მეზღვაურის, ვილემ იანსცის მიერ, რომელმაც 1606 წელს აღმოაჩნა იორკის ნახევარკუნძულის სანაპირო. XVII საუკუნის განმავლობაში ნიდერლანდელებმა მოიარეს მთელი დასავლეთ და ჩრდილოეთ საზღვაო საზღვრები, რომელთაც მათ აქ დასახლების მცდელობის გარეშე ახალი ჰოლანდია უწოდეს. 1770 წელს ჯეიმზ კუკმა გაცურა ავსტრალიის გასწვრივ და შეადგინა ავსტრალიის აღმოსავლეთ სანაპიროს რუკა, ადგილი რომელსაც ახალი სამხრეთ უელსი უწოდა და მან ეს ტერიტორია დიდი ბრიტანეთის საკუთრებად გამოაცხადა.[2] კუკის აღმოჩენები გზას უხსნიდა დამსჯელი კოლონიის დაარსებას. 1788 წლის 26 იანვარს ახალი სამხრეთ უელსის ბრიტანეთის ზღვისიქითა კოლონიებმა დაიწყეს დასახლება პორტ-ჯექსონზე კაპიტან არტურ ფილიპის ხელმძღვანელობით. ეს დღე შემდეგში გამოცხადდა ავსტრალიის ეროვნულ დღედ. ვან-დიმენის მიწა, ცნობილი როგორც ტასმანია, 1803 წელს იქნა დასახლებული, ხოლო 1825 წელს ის ცალკეულ კოლონიად გამოცხადდა. 1829 წელს დიდი ბრიტანეთის იმპერიამ ოფიციალურად მოითხოვა ავსტრალიის დასავლეთ ნაწილი.
ცალკეული კოლონიები შეიქმნა ახალი სამხრეთ უელსის ნაწილებისგან: სამხრეთი ავსტრალია 1836 წელს, ვიქტორია 1851 წელს და კუინზლენდი 1859 წელს. ჩრდილოეთ ტერიტორია გაჩნდა 1911 წელს, როდესაც იგი გამოჰყვეს სამხრეთ ავსტრალიისაგან. სამხრეთ ავსტრალია დაარსდა, როგორც „თავისუფალი პროვინცია“, რაც მიუთითებს იმაზე, რომ იგი არასდროს არ წარმოადგენდა სადამსჯელო კოლონიას. ვიქტორია და დასავლეთ ავსტრალია ასევე „თავისუფალი პროვინციებად“ დაარსდა, მაგრამ მათზე მოგვიანებით გადმოყვანილი მსჯავრდადებულების მიღება ხორციელდებოდა.[3] მსჯავრდადებულების გადმოყვანა ახალ სამხრეთ უელსის კოლონიაში მხოლოდ 1848 წელს ახალმოსახლეების ლაშქრობის შემდეგ შეწყდა.[4]
ევროპული დასახლებების დროს ავსტრალიელი აბორიგენების მოსახლეობა დაახლ. 350 000 კაცს შეადგენდა,[5] რომლის რიცხვიც მომდევნო 150 წლის მანძილზე მკვეთრად დაეცა და ამის ძირითად მიზეზს ინფექციურ დაავადებათა გავრცელება წარმოადგენდა.[6] „გატაცებული თაობების“ თაობაზე (ასე მოიხსენიება ოჯახებიდან აბორიგენული წარმოშობის ბავშვების წაყვანა) ჰენრი რეინოლდსი და სხვა ისტორიკოსები დავობენ, ვინაიდან სხვადასხვა თვალსაზრისით ამ ფაქტს ბევრი გენოციდად განიხილავს. [7] სავარაუდოდ ეს ფაქტი უნდა მეტყველებდეს ადგილობრივი მოსახლეების კლების მიზეზზე.[8] საისტორიო წყაროთა თარგმანები აბორიგენთა შესახებ კონსერვატ პრემიერ-მინისტრ ჯონ ჰოვარდის მიერ განიხილება გაზვიადებულად, ანდაც გამოგონილ ფაქტად, რიგი პოლიტიკურ თუ იდეოლოგიურ მიზეზთა გამო. ეს დებატები ავსტრალიის ისტორიაში „ისტორიის ომების“ სახელითაა ცნობილი. 1967 წლის რეფერენდუმის თანახმად ფედერალურმა მთავრობამ შეიძინა ძალაუფლება გაეტარებინა პოლიტიკა და შეექმნა შესაბამისი კანონები აბორიგენთა პატივსაცემად.
ავსტრალიაში ე.წ. ოქროს ხანა დაიწყო 1850-იანი წლების დასაწყისში ეურეკა სტოკეიდის აჯანყებით სამთო საქმის ლიცენზიის გადასახადების წინააღმდეგ. აჯანყებულები დემოკრატიულ რეფორმებს ითხოვდნენ. აჯანყება ბრიტანული სამხედრო ძალისა და ადგილობრივი პოლიციის მიერ იქნა ჩახშობილი. დროთა განმავლობაში ადამიანთა ავსტრალიაში მიგრაციამ ხელი შეუშალა ქვეყანაში კოლონიების შენარჩუნებას და ნელ-ნელა განვითარდა ერთიან ერად ჩამოყალიბების პროცესი. 1855-1890 წლებს შორის ცალკეულმა კოლონიებმა ბრიტანეთის იმპერიისაგან მიიღეს პასუხისმგებელი მთავრობა და ამის მეშვეობით დამოუკიდებლობაც, რომელიც განაგებდა კოლონების შიდა საქმეს. ოფიციალური ლონდონი კი უმთავრესად კონტროლს საგარეო და თავდაცვის, აგრეთვე საერთაშორისო ვაჭრობის საქმეებზე განაგებდა. 1901 წლის 1 იანვარს კოლონიების ფედერაცია სისრულეში მოვიდა ათეული გეგმის, კონსულტაციებისა და ხმის მიცემათა შედეგად. ავსტრალიის რესპუბლიკა დაიბადა და ის 1907 წ. ბრიტანეთის იმპერიის დომინიონი გახდა. ფედერალური დედაქალაქის ტერიტორია (შემდეგში ავსტრალიის ფედერალური ტერიტორია) შეიქმნა ახალი სამხრეთ უელსის ნაწილიდან 1911 წელს, (მელბურნი წარმოადგენდა დროებითი მთავრობის ადგილსამყოფელს 1901-1927 წწ. ვიდრე გაშენდებოდა კანბერა). 1911 წელს ავსტრალიის ჩრდილოეთ ტერიტორიები სამხრეთ ავსტრალიის პროვინციის მთავრობის კონტოლიდან ერთა თანამეგობრობას გადაეცა.[9] 1914 წელს ავსტრალია შეუერთდა დიდ ბრიტანეთს პირველ მსოფლიო ომში, როგორც ლიბერალური პარტიის, ასევე ლეიბორისტული პარტიის მხარდაჭერით.[10] ავსტრალიელებმა მონაწილეობა მიიღეს ბევრ მთავარ ბრძოლაში დასავლეთ ფრონზე.[11] ბევრი ავსტრალიელი პატივს სცემს ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის არმიის კორპუსების დამარცხებას გალიპოლის ოპერაციაში, როგორც ერის დაბადებას - იგი იყო პირველი მთავარი საომარი მოქმედება.[12]
ბრიტანეთის 1931 წლის ვესტმინსტერის სტატუტმა ბრიტანული იმპერიის დომინიონებს ფორმალურად მიანიჭა დამოუკიდებლობა. თუმცა ავსტრალის პარლამენტმა ამ აქტს მხოლოდ 1942 წელს მისცა დასტური. დიდი ბრიტანეთის აზიაში დამარცხებამ (განსაკუთრებით სინგაპურში) 1942 წელს და იაპონიის შეჭრის საშიშროებამ, ავსტრალია იძულებული გახდა აშშ-კენ, როგორც ახალ მოკავშირისა და მხარდამჭერისაკენ აეღო კურსი. 1951 წლიდან ავსტრალია ოფიციალურად გახდა ANZUS-ის ხელშეკრულების თანახმად აშშ-ის სამხედრო მოკავშირე. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ავსტრალიამ დაიწყო ევროპიდან მასიური იმიგრაციის პოლიტიკის გარეტება. 1970-იანი წლების შემდეგ თეთრი ავსტრალიის პოლიტიკის გაუქმებას მოჰყვა აგრეთვე აზიიდან და დედამიწის სხვადასხვა კუთხეებიდან მიგრაცია, რის შედეგაც ავსტრალიის დემოგრაფია მოკლე ხანში მკვეთრად გაიზარდა და რასაც ასევე ქვეყნის ეკონომიკური ზრდა მოჰყვა. უკანასკნელი კონსტიტუციურ კავშირს ავსტრალიასა და დიდ ბრიტანეთს შორის 1986 წლის ავსტრალიის აქტი წარმოადგენდა, რომლითაც დასრულდა ბრიტანეთის როლი ავსტრალიის შტატების მთავრობაში.[13] 1999 წლის რეფერენდუმზე ავსტრალიელების 54%-მა ხმა მისცა და უარყო წინადადება, რომლის თანახმადაც ავსტრალია გახდებოდა რესპუბლიკა საპრეზიდენტო მმართველობით. ვიტლემის მთავრობის არჩევნების შემდეგ გაიზარდა ფოკუსირება წყნარი ოკეანის რგოლის ერების მიმართ, რომლებიც მხარს უჭერენ ავსტრალიის ტრადიციულ მოკავშირეობას და სავაჭრო პარტნიორობას.
XX საუკუნე: ავსტრალიის კავშირი შეიქმნა 1901 წელს და მან ავტონომია დიდი ბრიტანეთისაგან 1942 წელს მიიღო. 1967 წელს აბორიგენ მოსახლეობას მიენიჭა ყოველგვარი მოქალაქეობრივი უფლებები. 1999 წელს ქვეყანაში ჩატარდა რეფერენდუმი, რომელსაც უნდა დაედგინა ავსტრალიის პოლიტიკური მოწყობის საკითხი. მოსახლეობის უმრავლესობამ უარი თქვა რესპუბლიკური მოწყობის მოდელზე და ხმა არსებულ მონარქიულ სისტემას მისცა.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Gillespie, R. (2002). Dating the first Australians. Radiocarbon 44:455–72; Dating the First Australians. Ingenta. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2005-01-03. ციტირების თარიღი: 2008-03-18.
- ↑ RJW. (2004-03-29) The Birth of the Commonwealth of Nations. Know-britain.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-10-28. ციტირების თარიღი: 2009-10-07.
- ↑ Convict Records დაარქივებული 2005-12-25 საიტზე Wayback Machine. Public Record office of Victoria; State Records Office of Western Australia დაარქივებული 2007-03-15 საიტზე Wayback Machine. .
- ↑ Australian Bureau of Statistics 1998 Special Article—The State of New South Wales.
- ↑ Smith, L. (1980), The Aboriginal Population of Australia, Australian National University Press, Canberra.
- ↑ Smallpox Through History. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-10-31. ციტირების თარიღი: 2009-12-21.
- ↑ Tatz, Colin. (1999)Genocide in Australia. AIATSIS Research Discussion Papers No 8. Australian Institute of Aboriginal and Torres Strait Islander Studies. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2005-08-08. ციტირების თარიღი: 2007-09-13.
- ↑ Bain Attwood, Telling the Truth about Aboriginal History. (2005) online edition დაარქივებული 2011-06-23 საიტზე Wayback Machine. .
- ↑ (1957) Official year book of the Commonwealth of Australia – Google Books. Books.google.com. ციტირების თარიღი: 2009-10-07.
- ↑ Stuart Macintyre, The Oxford History of Australia: vol 4 (1986), p. 142; C. Bean Ed. (1941). Volume I - The Story of Anzac: the first phase დაარქივებული 2008-08-28 საიტზე Wayback Machine. , First World War Official Histories, Eleventh Edition.
- ↑ First World War 1914 – 1918. Australian War Memorial. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-02. ციტირების თარიღი: 2006-12-05.
- ↑ Macintyre, 151–3; Liz Reed, Bigger than Gallipoli: war, history, and memory in Australia (2004) p. 5 online.
- ↑ Australia Act text.