ტორესის სრუტის კუნძულები

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ტორესის სრუტის კუნძულები (ინგლ. Torres Strait Islands) — 274 პატარა კუნძულის ჯგუფი, რომლებიც მდებარეობენ ტორესის სრუტეში, რომელიც ყოფს კონტინენტური ავსტრალიის კონცხ კეიპ-იორკს კუნძულ ახალ გვინეისგან. კუნძულების დიდი ნაწილი ეკუთვნის ავსტრალიის შტატ კუინზლენდს, თუმცა აქვს განსაკუთრებული სტატუსი ძირძველი მოსახლეობის მელანეზიელების უფლებების დასაცავად. კუნძულებს მართავს ადგილობრივი მთავრობა — ტორესის სრუტის რეგიონული სამმართველო. რამდენიმე კუნძული, რომლებიც მდებარეობენ ახალ გვინეასთან ძალიან ახლოს ადმინისტრაციულად ეკუთვნის პაპუა-ახალი გვინეის დასავლეთ პროვინციას. ყველაზე აღსანიშნავია პაპუა-ახალი გვინეის კუნძული დარუ პროვინციის დედაქალაქ დარუსთან ერთად.

ტორესის სრუტის კუნძულები
მშობ. სახელი: ინგლ. Torres Strait Islands

ტორესის სრუტის კუნძულები
გეოგრაფია
9°52′49″ ს. გ. 142°35′26″ ა. გ. / 9.88028° ს. გ. 142.59056° ა. გ. / -9.88028; 142.59056 (Torres Strait Islands)
მდებარეობა ტორესის სრუტე
კოორდინატები კოორდინატები: განედი არ არის მითითებული
კუნძულთა რაოდენობა 274
ფართობი 566 კმ²
კუინზლენდი, დასავლეთ პროვინცია
დემოგრაფია
მოსახლეობა 4248[1] (2011)
სიმჭიდროვე 7,505 ად. /კმ²
ტორესის სრუტის მდებარეობა

გეოგრაფია

რედაქტირება

ტორესის სრუტის კუნძულები ქმნიან კუნძულთა ჯგუფს, რომელიც გადაჭიმულია დაახლოებით 150 კმ-ზე ავსტრალიის მატერიკული ნაწილიდან კუნძულ ახალ გვინეამდე და 200—300 კმ-ზე დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ. კუნძულების საერთო ფართობი შეადგენს დაახლოებით 48 ათას კმ²-ს. ხმელეთის ფართობია — 566 კმ²[2]. დასავლეთიდან არქიპელაგს აკრავს არაფურის ზღვის წყლები, აღმოსავლეთიდან — მარჯნის ზღვის.

ბოლო გამყინვარების პერიოდში რაიონი, სადაც დღეისათვის მდებარეობს ტორესის სრუტის კუნძულები, ქმნიდა ფეხითმოსიარულეთა ხიდს, რომელიც აერთებდა თანამედროვე ავსტრალიის კონტინენტალურ ნაწილს ახალ გვინეასთან (ერთად გაერთიანებულნი ისინი ცნობილია, როგორც კონტინენტი საჰული ან ავსტრალია-ახალი გვინეა). ეს ფეხითმოსიარულეთა ხიდი შედარებით უახლოეს პერიოდში ჩაიძირა მსოფლიო ოკეანის დონის აწევით ბოლო გამყინვარების პერიოდში (დაახლოებით 12 000 წლის წინ). ამის შედეგად წარმოიშვა ტორესის სრუტე, რომელმაც შეაერთა არაფურის ზღვა და მარჯნის ზღვა. ამ რაიონში მარჯნის რიფების გაბურღვამ დაგვანახა, რომ არქიპელაგმა მიიღო თავისი თანამედროვე მოხაზულობა დაახლოებით VIII-VII ათასწლეულში ჩვენს წელთაღრიცხვამდე. ამასთან ერთად სრუტეში კუნძულების ფორმირების გეოლოგიური პროცესი გრძელდება დღესაც.[3] დასავლეთ ტორესის კუნძულებიდან ბევრი ფეხითმოსიარულეთა ხიდის მწვერვალებია, რომლებიც არ იქნა ჩაძირული.

კუნძულები და მასთან ახლოს მყოფი წყლები და რიფები ქმნიან ძალიან მრავალფეროვან ხმელეთის და წყლის ეკოსისტემებს, ბევრ იშვიათი და უნიკალური სახეობებისათვის თავშესაფარს. კუნძულების ზღვის ფაუნა შედგება დუგონებისაგან (წყლის ძუძუმწოვარა; დუგონების ოჯახის ერთადერთი წარმომადგენელი სირენების ჯგუფიდან, რომლებიც ძირითადად ბინადრობენ ახალი გვინეის წყლებში (ლათ. Dugong dugon)), ასევე მწვანე კუებისაგან, ბისებისგან (ზღვის კუს სახეობა, ლათ. Eretmochelys-ის ერთადერთი წარმომადგენელი) და en:Flatback Turtle. ტორესის სრუტის კუნძულები არის ადგილი, სადაც ბუდობენ და ბინადრობენ ჩიტების მრავალრიცხოვანი სახეობები, ორფეროვანი შხამნაყოფიანი მტრედის ჩათვლით, რომელიც კუნძულელთა ეროვნული ემბლემის სიმბოლოა.

გეოლოგიური სტრუქტურის და ადგილმდებარეობის საფუძველზე, კუნძულები, როგორც წესი, იყოფიან ოთხ ძირითად ჯგუფად:

  • დასავლეთის კუნძულების ჯგუფი უპირატესად ვულკანური წარმოშობის;
  • ცენტრალური კუნძულების ჯგუფი უპირატესად მარჯნული წარმოშობის;
  • ჩრდილოეთის კუნძულების ჯგუფი, კუნძულები, რომლებიც ფორმირებულია უპირატესად ახალი გვინეის მდინარეების ალუვიონური დანალექებისაგან (ეს, როგორც წესი, დაბალი სიმაღლის კუნძულებია ვრცელი ჭაობიანი ადგილებით);
  • აღმოსავლეთის კუნძულების ჯგუფი, ფორმირებულია შედარებით ახლო პერიოდში გეოლოგიური თვალსაზრისით ვულკანური აქტივობის შედეგად.

გეოგრაფიულად კუნძულები იყოფიან ხუთ ჯგუფად:

კუნძულები კოორდინატები კუნძულების ჯგუფი მოსახლეობა,
ად. (2001)
ფართობი,
კმ²
1 Aipus Island 9°56′28″S 142°10′19″E / 9.941° ს. გ. 142.172° ა. გ. / -9.941; 142.172 Bellevue Islands
2 Albany Island 10°43′48″S 142°36′18″E / 10.730° ს. გ. 142.605° ა. გ. / -10.730; 142.605 Manar Group
3 Allison Islet 10°06′00″S 142°04′59″E / 10.100° ს. გ. 142.083° ა. გ. / -10.100; 142.083
4 Anchor Cay 9°22′01″S 144°07′01″E / 9.367° ს. გ. 144.117° ა. გ. / -9.367; 144.117
5 Arden Island 9°52′01″S 143°10′01″E / 9.867° ს. გ. 143.167° ა. გ. / -9.867; 143.167
6 Aubussi Island 9°13′59″S 142°10′01″E / 9.233° ს. გ. 142.167° ა. გ. / -9.233; 142.167 Talbot Islands
7 Aukane Islet 9°52′01″S 143°24′00″E / 9.867° ს. გ. 143.400° ა. გ. / -9.867; 143.400 Bourke Isles
8 Aureed Island 9°57′00″S 143°16′59″E / 9.950° ს. გ. 143.283° ა. გ. / -9.950; 143.283 Bourke Isles
9 ბადუ 10°07′01″S 142°09′00″E / 10.117° ს. გ. 142.150° ა. გ. / -10.117; 142.150 690 97,8
10 Barn Island 10°50′20″S 142°22′52″E / 10.839° ს. გ. 142.381° ა. გ. / -10.839; 142.381
11 Barney Island 10°13′08″S 142°10′01″E / 10.219° ს. გ. 142.167° ა. გ. / -10.219; 142.167
12 Bet Islet 10°08′46″S 142°49′08″E / 10.146° ს. გ. 142.819° ა. გ. / -10.146; 142.819 The Three Sisters
13 ბოიგუ 9°10′S 142°08′E / 9.16° ს. გ. 142.13° ა. გ. / -9.16; 142.13 Talbot Islands 270 72,2
14 Bond Island 10°04′26″S 142°15′54″E / 10.074° ს. გ. 142.265° ა. გ. / -10.074; 142.265
15 Booby Island 10°36′14″S 141°59′28″E / 10.604° ს. გ. 141.991° ა. გ. / -10.604; 141.991
16 Bramble Cay 9°07′59″S 143°52′59″E / 9.133° ს. გ. 143.883° ა. გ. / -9.133; 143.883
17 Browne Island 10°13′26″S 142°09′14″E / 10.224° ს. გ. 142.154° ა. გ. / -10.224; 142.154
18 Bush Islet 10°42′32″S 142°35′53″E / 10.709° ს. გ. 142.598° ა. გ. / -10.709; 142.598 Manar Group
19 Campbell Island 9°33′36″S 143°29′35″E / 9.560° ს. გ. 143.493° ა. გ. / -9.560; 143.493
20 Canoe Island 10°20′38″S 142°06′32″E / 10.344° ს. გ. 142.109° ა. გ. / -10.344; 142.109
21 Cap Islet 9°50′10″S 142°42′54″E / 9.836° ს. გ. 142.715° ა. გ. / -9.836; 142.715 Bellevue Islands
22 Castle Island 10°02′49″S 142°09′29″E / 10.047° ს. გ. 142.158° ა. გ. / -10.047; 142.158
23 პორუმი (Coconut) 10°02′56″S 143°04′05″E / 10.049° ს. გ. 143.068° ა. გ. / -10.049; 143.068 180 0,54
24 Crab Island 10°56′13″S 142°06′22″E / 10.937° ს. გ. 142.106° ა. გ. / -10.937; 142.106
25 Dalrymple Islet 9°36′00″S 143°18′00″E / 9.600° ს. გ. 143.300° ა. გ. / -9.600; 143.300
26 დარნლი 9°35′13″S 143°46′16″E / 9.587° ს. გ. 143.771° ა. გ. / -9.587; 143.771 316 5,5
27 დაუანი (Dauan Island) 9°25′23″S 142°32′10″E / 9.423° ს. გ. 142.536° ა. გ. / -9.423; 142.536 120 4
28 Dayman Island 10°45′43″S 142°22′26″E / 10.762° ს. გ. 142.374° ა. გ. / -10.762; 142.374
29 Deliverance Island 9°31′01″S 141°34′19″E / 9.517° ს. გ. 141.572° ა. გ. / -9.517; 141.572
30 Dove Islet 9°58′59″S 143°01′01″E / 9.983° ს. გ. 143.017° ა. გ. / -9.983; 143.017
31 Dugong Islet 10°31′12″S 143°06′00″E / 10.520° ს. გ. 143.100° ა. გ. / -10.520; 143.100
32 Dumaralug Island 10°45′50″S 142°12′47″E / 10.764° ს. გ. 142.213° ა. გ. / -10.764; 142.213
33 East Cay 9°24′00″S 144°13′01″E / 9.400° ს. გ. 144.217° ა. გ. / -9.400; 144.217
34 East Strait Island 10°29′46″S 142°27′00″E / 10.496° ს. გ. 142.450° ა. გ. / -10.496; 142.450
35 Eborac Island 10°40′55″S 142°32′02″E / 10.682° ს. გ. 142.534° ა. გ. / -10.682; 142.534 Manar Group
36 Entrance Island 10°43′05″S 142°17′46″E / 10.718° ს. გ. 142.296° ა. გ. / -10.718; 142.296
37 Farewell Islets 10°03′00″S 142°04′01″E / 10.050° ს. გ. 142.067° ა. გ. / -10.050; 142.067
38 Flat Islet 10°07′01″S 142°04′59″E / 10.117° ს. გ. 142.083° ა. გ. / -10.117; 142.083
39 ფრიდეი (Friday Island) 10°35′49″S 142°09′54″E / 10.597° ს. გ. 142.165° ა. გ. / -10.597; 142.165 20 4,8
40 Gabba Island 9°45′54″S 142°37′59″E / 9.765° ს. გ. 142.633° ა. გ. / -9.765; 142.633
41 Getullai Island 10°10′59″S 142°31′01″E / 10.183° ს. გ. 142.517° ა. გ. / -10.183; 142.517
42 Goods Island 10°33′47″S 142°09′36″E / 10.563° ს. გ. 142.160° ა. გ. / -10.563; 142.160
43 Great Woody Island 10°42′14″S 142°21′11″E / 10.704° ს. გ. 142.353° ა. გ. / -10.704; 142.353
44 Green Islet 10°11′28″S 142°07′05″E / 10.191° ს. გ. 142.118° ა. გ. / -10.191; 142.118
45 Halfway Island 10°07′59″S 143°18′00″E / 10.133° ს. გ. 143.300° ა. გ. / -10.133; 143.300
46 ჰამონდი 10°32′46″S 142°12′50″E / 10.546° ს. გ. 142.214° ა. გ. / -10.546; 142.214 204 14,5
47 Hawkesbury Island 10°22′16″S 142°07′55″E / 10.371° ს. გ. 142.132° ა. გ. / -10.371; 142.132
48 High Island 10°12′00″S 142°10′08″E / 10.200° ს. გ. 142.169° ა. გ. / -10.200; 142.169
49 ნგურუპაი (ჰორნი) 10°11′28″S 142°07′05″E / 10.191° ს. გ. 142.118° ა. გ. / -10.191; 142.118 650 53,8
50 Ida Island 10°42′36″S 142°33′29″E / 10.710° ს. გ. 142.558° ა. გ. / -10.710; 142.558 Manar Group
51 Kabbikane Islet 9°49′08″S 143°25′05″E / 9.819° ს. გ. 143.418° ა. გ. / -9.819; 143.418 Bourke Isles
52 Kamutnab Islet 9°57′36″S 142°09′11″E / 9.960° ს. გ. 142.153° ა. გ. / -9.960; 142.153 Bellevue Islands
53 Kanig Island 10°14′31″S 142°04′59″E / 10.242° ს. გ. 142.083° ა. გ. / -10.242; 142.083
54 Kaumag Island 9°22′05″S 142°41′46″E / 9.368° ს. გ. 142.696° ა. გ. / -9.368; 142.696
55 Keatinge Islet 10°39′00″S 142°41′00″E / 10.650° ს. გ. 142.6832° ა. გ. / -10.650; 142.6832 Bellevue Islands
56 Keats Island 9°40′59″S 143°25′59″E / 9.683° ს. გ. 143.433° ა. გ. / -9.683; 143.433 Yorke Islands
57 Kerr Islet 9°37′01″S 141°34′01″E / 9.617° ს. გ. 141.567° ა. გ. / -9.617; 141.567
58 Lacey Island 10°36′43″S 142°36′36″E / 10.612° ს. გ. 142.610° ა. გ. / -10.612; 142.610
59 Layoak Islet 9°51′00″S 143°19′01″E / 9.850° ს. გ. 143.317° ა. გ. / -9.850; 143.317 Bourke Isles
60 Little Adolphus Island 10°35′38″S 142°36′58″E / 10.594° ს. გ. 142.616° ა. გ. / -10.594; 142.616
61 Little Woody Island 10°42′54″S 142°20′38″E / 10.715° ს. გ. 142.344° ა. გ. / -10.715; 142.344
62 Lowry Islet 10°06′00″S 142°49′01″E / 10.100° ს. გ. 142.817° ა. გ. / -10.100; 142.817
63 მაბუიაგი 9°57′14″S 142°10′52″E / 9.954° ს. გ. 142.181° ა. გ. / -9.954; 142.181 Bellevue Islands 50 7,5
64 Mai Islet 10°43′19″S 142°37′30″E / 10.722° ს. გ. 142.625° ა. გ. / -10.722; 142.625
65 Maitak Island 10°13′59″S 142°04′59″E / 10.233° ს. გ. 142.083° ა. გ. / -10.233; 142.083
66 Marsden Islet 9°43′01″S 143°22′01″E / 9.717° ს. გ. 143.367° ა. გ. / -9.717; 143.367 Yorke Islands
67 Meddler Island 10°42′07″S 142°22′59″E / 10.702° ს. გ. 142.383° ა. გ. / -10.702; 142.383
68 Meth Islet 10°13′23″S 142°04′01″E / 10.223° ს. გ. 142.067° ა. გ. / -10.223; 142.067 Duncan Islands
69 Middle Brother Islet 10°42′43″S 142°40′52″E / 10.712° ს. გ. 142.681° ა. გ. / -10.712; 142.681 Manar Group
70 Mimi Islet 9°57′00″S 143°24′00″E / 9.950° ს. გ. 143.400° ა. გ. / -9.950; 143.400 Bourke Isles
71 მოა 10°10′59″S 142°16′01″E / 10.183° ს. გ. 142.267° ა. გ. / -10.183; 142.267 394 171,7
72 Moimi Island 9°13′59″S 142°15′00″E / 9.233° ს. გ. 142.250° ა. გ. / -9.233; 142.250 Talbot Islands
73 Morilug Islet 10°49′19″S 142°41′00″E / 10.822° ს. გ. 142.6832° ა. გ. / -10.822; 142.6832
74 Mouinndo Islet 10°49′41″S 142°21′58″E / 10.828° ს. გ. 142.366° ა. გ. / -10.828; 142.366
75 Mount Adolphus Island 10°40′23″S 142°39′07″E / 10.673° ს. გ. 142.652° ა. გ. / -10.673; 142.652
76 ნაგირი (Mount Ernest Island) 10°15′00″S 142°28′59″E / 10.250° ს. გ. 142.483° ა. გ. / -10.250; 142.483
77 Murangi Islet 10°41′42″S 142°29′35″E / 10.695° ს. გ. 142.493° ა. გ. / -10.695; 142.493
78 მერი (Марри) 9°55′59″S 144°03′07″E / 9.933° ს. გ. 144.052° ა. გ. / -9.933; 144.052 431 4,1
79 Nepean Island 9°34′01″S 143°39′00″E / 9.567° ს. გ. 143.650° ა. გ. / -9.567; 143.650
80 Nicklin Islet 10°40′16″S 142°39′00″E / 10.671° ს. გ. 142.650° ა. გ. / -10.671; 142.650
81 North Island 9°57′00″S 142°12′00″E / 9.950° ს. გ. 142.200° ა. გ. / -9.950; 142.200
82 North Possession Island 10°04′55″S 142°19′37″E / 10.082° ს. გ. 142.327° ა. გ. / -10.082; 142.327
83 North West Islet 10°40′01″S 142°06′00″E / 10.667° ს. გ. 142.100° ა. გ. / -10.667; 142.100
84 Obelisk Islet 10°06′00″S 142°06′00″E / 10.100° ს. გ. 142.100° ა. გ. / -10.100; 142.100
85 პეიკი (Packe Island) 10°44′35″S 142°13′23″E / 10.743° ს. გ. 142.223° ა. გ. / -10.743; 142.223 10 0,7
86 Passage Island 9°58′37″S 142°14′21″E / 9.977° ს. გ. 142.2393° ა. გ. / -9.977; 142.2393
87 Pearce Cay 9°30′00″S 143°16′59″E / 9.500° ს. გ. 143.283° ა. გ. / -9.500; 143.283
88 Phipps Island 10°16′37″S 142°06′07″E / 10.277° ს. გ. 142.102° ა. გ. / -10.277; 142.102
89 Poll Islet 10°12′00″S 142°49′59″E / 10.200° ს. გ. 142.833° ა. გ. / -10.200; 142.833 The Three Sisters
90 Yeta 10°26′S 142°08′E / 10.44° ს. გ. 142.14° ა. გ. / -10.44; 142.14 Inner islands
91 Portlock Island 10°07′01″S 142°21′32″E / 10.117° ს. გ. 142.359° ა. გ. / -10.117; 142.359
92 უელსის პრინცის კუნძული 10°41′02″S 142°11′06″E / 10.684° ს. გ. 142.185° ა. გ. / -10.684; 142.185 20 204,6
93 Pulu Islet 9°57′25″S 142°09′47″E / 9.957° ს. გ. 142.163° ა. გ. / -9.957; 142.163 Bellevue Islands
94 Quoin Island 10°42′47″S 142°22′12″E / 10.713° ს. გ. 142.370° ა. გ. / -10.713; 142.370
95 Red Island 10°53′02″S 142°21′32″E / 10.884° ს. გ. 142.359° ა. გ. / -10.884; 142.359
96 Red Wallis Island 10°50′56″S 142°01′34″E / 10.849° ს. გ. 142.026° ა. გ. / -10.849; 142.026
97 Rennel Island 9°46′01″S 143°16′01″E / 9.767° ს. გ. 143.267° ა. გ. / -9.767; 143.267 Yorke Islands
98 Roberts Islet 9°58′01″S 143°07′01″E / 9.967° ს. გ. 143.117° ა. გ. / -9.967; 143.117 Bourke Isles
99 Roko Island 10°44′28″S 142°24′36″E / 10.741° ს. გ. 142.410° ა. გ. / -10.741; 142.410
100 Saddle Island 10°10′01″S 142°40′59″E / 10.167° ს. გ. 142.683° ა. გ. / -10.167; 142.683
101 საიბაი (Saibai Island) 9°23′24″S 142°37′12″E / 9.390° ს. გ. 142.620° ა. გ. / -9.390; 142.620 317 107,9
102 Salter Island 10°35′53″S 142°38′13″E / 10.598° ს. გ. 142.637° ა. გ. / -10.598; 142.637
103 Sassie Island 10°01′59″S 142°51′00″E / 10.033° ს. გ. 142.850° ა. გ. / -10.033; 142.850
104 Smith Cay 9°45′00″S 143°19′59″E / 9.750° ს. გ. 143.333° ა. გ. / -9.750; 143.333 Yorke Islands
105 Spencer Island 10°17′24″S 142°06′04″E / 10.290° ს. გ. 142.101° ა. გ. / -10.290; 142.101
106 სტეფენსი (Stephens Island) 9°30′25″S 143°32′42″E / 9.507° ს. გ. 143.545° ა. გ. / -9.507; 143.545 100 0,35
107 Suarji Island 10°10′01″S 142°31′01″E / 10.167° ს. გ. 142.517° ა. გ. / -10.167; 142.517
108 Subur Islet 9°58′19″S 142°13′01″E / 9.972° ს. გ. 142.217° ა. გ. / -9.972; 142.217 Bellevue Islands
109 ვარაბერი (Sue) 10°12′25″S 142°49′30″E / 10.207° ს. გ. 142.825° ა. გ. / -10.207; 142.825 The Three Sisters 216 0,8
110 სერზდეი 10°34′44″S 142°13′12″E / 10.579° ს. გ. 142.220° ა. გ. / -10.579; 142.220 2682 3,5
111 Tobin Island
112 Travers Island 10°22′05″S 142°21′47″E / 10.368° ს. გ. 142.363° ა. გ. / -10.368; 142.363
113 Tree Island 10°42′14″S 142°35′49″E / 10.704° ს. გ. 142.597° ა. გ. / -10.704; 142.597
114 Tudu Island 9°48′00″S 142°58′01″E / 9.800° ს. გ. 142.967° ა. გ. / -9.800; 142.967
115 Tukupai Island 10°12′29″S 142°08′46″E / 10.208° ს. გ. 142.146° ა. გ. / -10.208; 142.146
116 Turnagain Island 9°34′01″S 142°16′59″E / 9.567° ს. გ. 142.283° ა. გ. / -9.567; 142.283
117 Turtle Head Island 10°55′48″S 142°40′48″E / 10.930° ს. გ. 142.680° ა. გ. / -10.930; 142.680
118 Turtle Island 10°53′20″S 142°41′46″E / 10.889° ს. გ. 142.696° ა. გ. / -10.889; 142.696
119 Turu Cay 9°49′01″S 141°25′01″E / 9.817° ს. გ. 141.417° ა. გ. / -9.817; 141.417
120 Twin Island 10°27′46″ ს. გ. 142°26′32″ ა. გ. / 10.46278° ს. გ. 142.44222° ა. გ. / -10.46278; 142.44222
121 Underdown Islet 9°28′59″S 143°52′01″E / 9.483° ს. გ. 143.867° ა. გ. / -9.483; 143.867
122 Warakuikul Talab Island 9°57′00″S 142°13′16″E / 9.950° ს. გ. 142.221° ა. გ. / -9.950; 142.221 Bellevue Islands
123 Wednesday Island 10°31′37″S 142°18′25″E / 10.527° ს. გ. 142.307° ა. გ. / -10.527; 142.307
124 West Island 10°21′36″S 142°03′11″E / 10.360° ს. გ. 142.053° ა. გ. / -10.360; 142.053
125 Whale Island 10°14′46″S 142°04′16″E / 10.246° ს. გ. 142.071° ა. გ. / -10.246; 142.071
126 Widul Island 9°56′42″S 142°09′36″E / 9.945° ს. გ. 142.160° ა. გ. / -9.945; 142.160 Bellevue Islands
127 Woody Wallis Island 10°52′55″S 142°02′06″E / 10.882° ს. გ. 142.035° ა. გ. / -10.882; 142.035
128 იამა 9°54′00″S 142°46′01″E / 9.900° ს. გ. 142.767° ა. გ. / -9.900; 142.767 Bourke Isles 338 2,6
129 Yeta 10°26′S 142°08′E / 10.44° ს. გ. 142.14° ა. გ. / -10.44; 142.14 Inner islands
130 York Island 10°41′02″S 142°31′44″E / 10.684° ს. გ. 142.529° ა. გ. / -10.684; 142.529
131 მასიგი (იორკი) 9°44′42″S 143°26′02″E / 9.745° ს. გ. 143.434° ა. გ. / -9.745; 143.434 100 2
132 Zagai Island 9°51′00″S 142°55′01″E / 9.850° ს. გ. 142.917° ა. გ. / -9.850; 142.917

ასევე ეს დაყოფა ზოგიერთ ხარისხში ასახავს კუნძულთა შორის სოციალურ და კულტურულ სხვაობას. მაგალითად, ხალხი, რომლებიც ლაპარაკობენ პაპუასურ ენებზე, ცხოვრობენ აღმოსავლეთის ჯგუფის კუნძულებზე, ისინი კი, ვინც საუბრობს ავსტრალიურ ენებზე, — დასავლეთის, ჩრდილოეთის და ცენტრალური ჯგუფის კუნძულებზე. აღმოსავლეთის და ჩრდილოეთის კუნძულების მოსახლეობა მისდევს სოფლის მეურნეობას და ცხოვრობს სოფლებში, სხვა კუნძულების მოსახლეობა უპირატესად დაკავებულია ნადირობით, თევზაობითა და სურსათის შეგროვებით. ცენტრალური ჯგუფის კუნძულების მაცხოვრებლები დაკავებული არიან ვაჭრობით.

წელიწადში გამოიყოფა ორი სეზონი: წვიმიანი და გვალვიანი პერიოდი. ნალექების უმრავლესობა მოდის დეკემბერ—აპრილის მონაკვეთში. ტროპიკული ციკლონები შედარებით იშვიათია. წლის განმავლობაში ტემპერატურული რეჟიმი პრაქტიკულად მუდმივია: ნოემბერ—დეკემბერში მერყეობს 25,4—31,2 °C-ს შორის, ივლისში — 22,5—27,7 °C-ია.[4]

ტოპ-უესტერნ-აილენდსის კუნძულები

რედაქტირება

ამ ჯგუფის კუნძულები მდებარეობენ ახალი გვინეის სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროსთან ძალიან ახლოს (ყველაზე ახლო მდებარე კუნძული დაშორებულია 4 კმ-ზე ახლოს). საიბაი (ტორესის კუნძულებიდან ერთ-ერთი ყველაზე დიდი კუნძული) და ბოიგუ — დაბალი სიმაღლის კუნძულებია, წარმოქმნილია ტორესის სრუტეში ჩამავალი ახალი გვინეის მდინარეების ალუვიონური დანალექებისაგან. არსებობს ვრცელი ჭაობიანი ადგილები და მანგროს ტყეები. კუნძულებზე პერიოდულად ხდება წყალდიდობები.

ამ ჯგუფში ასევე გამოსარჩევია შედარებით მცირე ზომის კუნძული — დაუანი — მკვეთრი გორაკებით, აგებული უპირატესად გრანიტისგან. სინამდვილეში ის არის ავსტრალიის აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროს გასწვრივ 4000 კმ-ზე გადაჭიმული მთიანი სისტემის დიდი წყალგამყოფი ქედის ყველაზე ჩრდილოეთი წერტილი.[5] ეს მწვერვალი გახდა კუნძული გამყინვარების ბოლო პერიოდში მსოფლიო ოკეანეში წყლის დონის აწევის შედეგად.

უესტერნ-აილენდსის კუნძულები

რედაქტირება

ამ ჯგუფის კუნძულები მდებარეობენ ტორესის სრუტის შუა ნაწილის სამხრეთით და შედგება უპირატესად გრანიტის გორაკებისაგან, რომელიც დაფარულია ამჟამად ჩაძირული ფეხითმოსიარულეთა ხიდის ძველი მთების ბაზალტის ჯიშის ფენით. ამ ჯგუფში შედიან მოა — ტორესის სრუტის კუნძულებიდან სიდიდით მეორე კუნძული, ასევე ბადუ — შედარებით პატარა კუნძული გარშემორტყმული ვრცელი მანგროს ტყეებიანი ჭაობებით. სხვა პატარა კუნძულებია — მაბუიაგი, პულუ და ნაგჰირი.

კულტურისა და ლინგვისტიკის მიხედვით კუნძულთა ეს ჯგუფი ყველაზე რთულია სრუტის ყველა დანარჩენ კუნძულებს შორის. აქ ცხოვრობენ დასავლეთ-ცენტრალური კუნძულელების ოთხიდან სამი ჯგუფი, რომლებიც ლაპარაკობენ დამოუკიდებელ დიალექტებზე.

ლოუერ-უესტერნ-აილენდსის კუნძულები

რედაქტირება

ეს ჯგუფი, აგრეთვე ცნობილი როგორც სერზდეის კუნძულის ჯგუფი, მდებარეობს კონცხ კეიპ-იორკთან ძალიან ახლოს. ამ კუნძულების ადგილების გეოგრაფიული და გეომეტრიული თავისებურებანი, ასევე მათი გეოლოგიური წარმოშობა ძალიან მსგავსია. მურალაგი — ყველაზე დიდი კუნძული ტორესის სრუტეში, ამ ჯგუფის ახლო განლაგებული კუნძულების ცენტრია. გაცილებით პატარა კუნძული სერზდეი ამ რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრია: ის ყველაზე უფრო დასახლებულია. კიდევ ერთი პატარა კუნძული — დუმარალაგი, მდებარეობს რამდენიმე ასეულ მეტრზე მურალაგის სამხრეთით. ზოგიერთ ამ კუნძულზე არსებობს მუდმივი მტკნარი წყლის წყარო, ხოლო ზოგიერთ მათგანს ასევე აქვთ ოქროს მცირე რაოდენობის საბადო, რომელთა დამუშავება მიმდინარეობდა XIX საუკუნის ბოლოს და XX საუკუნის დასაწყისში. კუნძულები კონტინენტალურ ავსტრალიასთან სიახლოვის გამო ასევე არიან თევზჭერისა და მარგალიტის მოპოვების ცენტრი. კუნძულ ნგურულაიზე მდებარეობს რეგიონული აეროპორტი, რის შედეგადაც მასზე შეიქმნა რაღაც ღია პორტის მაგვარი, სადაც ცხოვრობენ წამოსულები არქიპელაგის სხვადასხვა თემიდან. კირირი — ამ ჯგუფის კიდევ ერთი მუდმივად დასახლებული კუნძულია. კუნძული პოსეიშენი ცნობილია იმით, რომ ჯეიმზ კუკი აქ გადაჯდა 1770 წელს. უესტერნ-აილენდსის ჯგუფის კუნძულების კუნძული მოა კულტურული და ლინგვისტიკური თვალსაზრისით არის ლოუერ-უესტერნ-აილენდსის ჯგუფის კუნძულების ნაწილი.

სენტრალ-აილენდსის კუნძულები

რედაქტირება

ამ ჯგუფს უკავია ტორესის სრუტის ცენტრის დიდი ფართობი, შედგება ბევრი ქვიშიანი ბარიერებისგან, გარშემორტყმული მარჯნის რიფებით, მსგავსი მათი, რომელიც აღმოჩენილია დიდ ბარიერულ რიფთან. ამ ჯგუფის უფრო ჩრდილოეთით მდებარე კუნძულები, როგორებიცაა გებარი ან იამა, შედგება ბაზალტის ჯიშისაგან, და არა ქვიშისაგან. კულტურულ მდგომარეობასთან მიმართებაში კუნძული ნაგი უესტერნ-აილენდსის კუნძულების ჯგუფიდან ასევე ნაწილია სენტრალ-აილენდსის კუნძულების ჯგუფისა. გარდა ამისა, ის აგებულია ბაზალტის ჯიშისგან. დაბლობი კუნძულები, რომელთაც აქვთ მარჯნული წარმოშობა და გარშემორტყმულია მარჯნის რიფებით, როგორებიცაა პორუმა, უარპაბერი და მასიგი, უმეტესად 2-3 კმ-ით მცირეა სიგრძეში და არ არის 800 მეტრზე განიერი.[6]

ისტერნის კუნძულები

რედაქტირება

ამ ჯგუფის კუნძულებს (ძირითადად მარი, დაუარი და ვაიერი, ასევე უფრო ჩრდილოეთით მდებარე ერუბი და უგარი) აქვთ არქიპელაგის სხვა კუნძულებისგან განსხვავებული გეოლოგიური აგებულება. ისინი წარმოშობით ვულკანურია, აქვთ ვულკანის პიკები, რომლებიც აქტიური იყო პლეისტოცენის დროს. რის შედეგადაც მათ ფერდოებზე არსებობს მდიდარი და ნაყოფიერი წითელი ვულკანური ნიადაგი ხშირი მცენარეული საფარით. ამ ჯგუფის კუნძულებიდან ყველაზე აღმოსავლეთით მდებარე კუნძული მდებარეობს 20 კმ-ზე უფრო ახლოს დიდი ბარიერული რიფიდან.

მიუხედავად იმისა, რომ სრუტე, რომელშიც განლაგებულია კუნძულები, აღმოჩენილი იქნა ჯერ კიდევ 1606 წელს ესპანელი ზღვაოსანის ლუის ვაეს დე ტორესის (და დაერქვა მისი სახელი) მიერ, XIX საუკუნემდე, როდესაც დაიწყო ავსტრალიის აქტიური კოლონიზაცია, არქიპელაგი ევროპელების მხრიდან არავითარ განსაკუთრებულ ინტერესს არ იწვევდა. ავსტრალიის კოლონიზაციის დროსაც ევროპელებს უფრო აინტერესებდათ უსაფრთხო გასასვლელები კუნძულებს შორის, რისი მეშვეობითაც გემები ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე შეძლებდნენ მრავალრიცხოვანი მარჯნის რიფებიანი სრუტის გაცურვას, ვიდრე ადგილობრივი მაცხოვრებლები და მათი კულტურა.

1791 წელს ედვარდ ედვარდსმა აღმოაჩინა მარის კუნძულები. მოგზაურმა შეადგინა დაწვრილებითი აღწერა აღმოსავლეთით მდებარე კუნძულების მაცხოვრებლების კანოეებისა. 1789 და 1792 წლებში სრუტეში იმყოფებოდა ინგლისელი კაპიტანი უილიამ ბლაი, რომელმაც გამოიკვლია არქიპელაგის მნიშვნელოვანი ნაწილი. მან ასევე დაიტანა რუკაზე და უწოდა სახელები რეგიონის კუნძულებს და რიფებს. XVIII საუკუნის დასაწყისში ტორესის სრუტის კუნძულები შეისწავლა ზოგიერთმა მოგზაურმა, რომელთა ექსპედიციები ორგანიზებული იყო ახალი სამხრეთ უელსის მთავრობის მიერ (მაგალითად მეტიუ ფლინდერსი). მიუხედავად ამისა, მხოლოდ XIX საუკუნის შუაში გაუკეთდა ორგანიზება მსხვილ სამეცნიერო და კვლევით ექსპედიციებს, რომელთა მიზანი იყო არქიპელაგისა და მისი მაცხოვრებლების საფუძვლიანი შესწავლა.[7]

1860-იან წლებში ტორესის სრუტის კუნძულები გახდა მარგალიტისა და ჰოლოთურიების კომერციული მოპოვების ცენტრი. ეკონომიკური ურთიერთობების აქტივიზაციამ ევროპელებთან მნიშვნელოვნად იმოქმედა ადგილობრივი მაცხოვრებლების ცხოვრებაზე, რომელთა დიდი ნაწილი მუშაობდა უცხოურ აფრიან გემებზე. შემდგომში არქიპელაგზე შეიყვანეს მრავალრიცხოვანი მუშა ძალა ფილიპინებიდან, მალაიადან, იაპონიიდან, ასევე ოკეანეთის სხვა ქვეყნებიდან. სრუტის კუნძულების ეკონომიკურმა პოტენციალმა გამოიწვია ბრიტანეთიოს კოლონიის კუინზლენდის დიდი ინტერესი, რომელიც ცდილობდა აეყვანა იგი თავის კონტროლის ქვეშ. უკვე 1864 წელს რეგიონში თავისი გავლენის გასაძლიერებლად კუინზლენდის მთავრობამ კეიპ-იორკის ნახევარკუნძულზე დააარსა დასახლება სომერსეტი. კუინზლენდის გუბერნატორმა უწოდა კიდევაც მას „მეორე სინგაპური“. მიუხედავად იმისა, რომ ძირითადი მიზანი მიღწეული ვერ იქნა, სომერსეტმა, შემდეგ კი კუნძულმა სერსდეიმ, შეიტანეს მნიშვნელოვანი წვლილი კუინზლენდის პოლიტიკური კონტროლის გაფართოებაში ტორესის სრუტის კუნძულებზე.[8]

1877 წლისათვის მხოლოდ კუნძულები მერი, ერუბი, უგარი, საიბაი, დაუანი და ბოიგუ იყვნენ ფიჯის გუბერნატორისა და დასავლეთწყნარიოკეანის ტერიტორიის მაღალი კომისარის იურისდიქციის ქვეშ. 1879 წელს მიღებულმა კანონმა სანაპირო კუნძულების შესახებ (ინგლ. Queensland Coast Islands Act) კუინზლენდის ანექსიონისტური მიზნები ტორესის სრუტის კუნძულების მიმართ ფაქტობრივად მიღწეული იქნა: ამ კანონმა კოლონიას ოფიციალურად დაუმტკიცა კონტროლი ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ კუნძულებზე. თუმცა შემდგომში ბრიტანეთის ახალი გვინეის ადმინისტრატორები ცდილობდნენ ამ კანონის გადახედვას, მაგრამ ეს ცდები აღმოჩნდა უშედეგო.[9]

დემოგრაფია

რედაქტირება

არქიპელაგის მკვიდრი მოსახლეობაა ტორესის სრუტის კუნძულელები, მელანეზიელები, რომლებიც კულტურის მხრივ ახლოს დგანან მეზობელ პაპუა-ახალი გვინეის ხალხებთან.

მონაცემები ტორესის სრუტის კუნძულების მოსახლეობის შესახებ XIX საუკუნის შუამდე ძალიან მწირი იყო. მიუხედავად ამისა არსებობდა განსაზღვრული კანონი მოსახლეობის გადანაწილებაში. მაგალითად, იმ კუნძულის მოსახლეობის რაოდენობა, რომელშიც განვითარებული იყო სოფლის მეურნეობა, განსაკუთრებით მაღალი იყო, ვიდრე არქიპელაგის სხვა კუნძულებზე.

არქიპელაგის ავსტრალიური ნაწილის რეგიონული ცენტრია კუნძული სერზდეი, რომელიც მდებარეობს უელსის პრინცის კუნძულისა და ნახევარკუნძულ კეიპ-იორკის სიახლოვეს. პაპუა-ახალი გვინეის ნაწილის რეგიონული ცენტრია — კუნძული დარუ.

2001 წლის მოსახლეობის აღწერის მონაცემებით, ტორესის სრუტის კუნძულების ავსტრალიურ ნაწილში ცხოვრობდა 8089 ადამიანი, მათ შორის 6214 ადამიანი იყო კუნძულების მკვიდრი მოსახლეობა. არქიპელაგზე ძირითადი სასაუბრო ენებია კალა-ლაგავ-ია და მერიამ-მირი. ამის გარდა, ფართოდ გამოიყენება კრეოლური ენა ბროკანი. ამ დროს კუნძულელები ცხოვრობდნენ 18 დასახლებულ პუნქტში 17 არქიპელაგის კუნძულზე. რეგიონში პირველი ევროპული დასახლებაა 1863 წელს დაარსებული სომერსეტი ნახევარკუნძულ კეიპ-იორკში. 1877 წელს რეგიონული ცენტრი გადავიდა პორტ-კენედიში კუნძულ სერზდეიზე.[10]

2011 წლის მოსახლეობის აღწერის მონაცემებით, ტორესის სრუტის კუნძულების ავსტრალიურ ნაწილში ცხოვრობს 4248 ადამიანი[1], მათ შორის 2180 კაცია, ხოლო 2068 ქალი. კუნძულების მკვიდრი მოსახლეობის რაოდენობაა 3856 ადამიანი. მოსახლეობის საშუალო ასაკია 23 წელი. ბავშვების რაოდენობა 1-14 წლის ჩათვლით შეადგენს მთლიანი მოსახლეობის 36,3 %-ს, ხოლო 65 წელზე უფროსი ასაკის მაცხოვრებლების მაჩვენებელია 4,8 %. მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ქრისტიანია: ანგლიკანი — 2045 ადამიანი, ორმოცდაათიანელი — 758 ადამიანი, კათოლიკე — 250 ადამიანი. არ გამოხატა თავისი რელიგიური შეხედულება 313 ადამიანმა. კუნძულების მკვიდრი მოსახლეობის ადგილობრივ ენაზე საუბრობს 2365 ადამიანი, კალა-ლაგავ-იას ენაზე 676 ადამიანი, მერიამ-მირის ენაზე 84 ადამიანი, კრეოლურ ენაზე 59 ადამიანი. სახლში ინგლისურ ენაზე საუბრობს 339 ადამიანი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 მოსახლეობის აღწერა, 2011 წელი (ტორესის სრუტის კუნძულები). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-09-24. ციტირების თარიღი: 2014-07-05.
  2. Soils - Torres Strait Islands. Australian Natural Resources Atlas. Department of Sustainability, Environment, Water, Population and Communities (6 May 2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 ოქტომბერი 2012. ციტირების თარიღი: 4 July 2011.
  3. David, Bruno; McNiven, Ian; Mitchell, Rod; Orr, Meredith; Haberle, Simon; Brady, Liam; Crouch, Joe, Badu 15 and the Papuan-Austronesian settlement of Torres Strait // Archaeology in Oceania, სიდნეი, 2004, ტ. 39, № 2.
  4. Stuart B. Kaye., The Torres Strait, Martinus Nijhoff Publishers, 1997, ISBN 9041105069.
  5. Stuart B. Kaye., The Torres Strait, Martinus Nijhoff Publishers, 1997, ISBN 9041105069.
  6. Stuart B. Kaye., The Torres Strait, Martinus Nijhoff Publishers, 1997, ISBN 9041105069.
  7. David Lawrence and Helen Reeves Lawrence., Torres Strait: the region and its people // Aboriginal Studies Press.
  8. David Lawrence and Helen Reeves Lawrence., Torres Strait: the region and its people // Aboriginal Studies Press.
  9. David Lawrence and Helen Reeves Lawrence., Torres Strait: the region and its people // Aboriginal Studies Press.
  10. Anna Shnukal, Torres Strait Islanders // Multilcutlural Queensland 2001: 100 years, 100 communities, A century of contributions., 2001.