საიბაი
საიბაი (ინგლ. Saibai Island) — ტორესის სრუტის კუნძულებიდან ერთ-ერთი. მდებარეობს ავსტრალიისა და კუნძულ ახალი გვინეას შორის.
მშობ. სახელი: ინგლ. Saibai Island | |
---|---|
საიბაი სხვა ტორესის სრუტის კუნძულებთან ერთად | |
გეოგრაფია | |
9°24′ ს. გ. 142°41′ ა. გ. / 9.400° ს. გ. 142.683° ა. გ. | |
მდებარეობა | ტორესის სრუტე |
კოორდინატები |
კოორდინატები: განედი არ არის მითითებული |
კუნძულთა რაოდენობა | 1 |
ფართობი | 107,9 კმ² |
სიგრძე | 20 კმ |
სიგანე | 6 კმ |
სანაპიროს სიგრძე | 53,9 კმ |
უმაღლესი წერტილი | 3 მ |
კუინზლენდი | |
დემოგრაფია | |
მოსახლეობა | 337 (2006) |
სიმჭიდროვე | 3,123 ად. /კმ² |
მოსახლეობა 337 კაცს (2006 წლის მონაცემებით). კუნძულის მთავარ სოფელში, რომელიც მდებარეობს ჩრდილო-დასავლეთით, ცხოვრობს 171 კაცი. მეორე სოფელი, ჩურუმი, მდებარეობს სამხრეთ-დასავლეთში და მისი მოსახლეობა შეადგენს 128 კაცს.
გეოგრაფია
რედაქტირებასაიბაი წარმოადგენს პატარა დაბლობ კუნძულს, რომელიც მდებარეობს ტორესის სრუტის ჯგუფის კუნძულების ჩრდილოეთ ნაწილში, კუნძულ ახალი გვინეის (პაპუა-ახალი გვინეის ტერიტორია) სანაპიროსთან ახლოს, რომლისგანაც დაშორებულია ვიწრო სრუტით (4 კმ). კუნძულიდან ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს კუნძული ბოიგუ, ავსტრალიის ყველაზე ჩრდილოეთით მდებარე დასახლებული კუნძული. კუნძულის ფართობი შეადგენს 107,9 კმ²-ს. სანაპირო ზოლის სიგრძე — 53,9 კმ[1]. კუნძულის სიგრძე — დაახლოებით 20 კმ, სიგანე — 6 კმ.
კუნძული ფორმირებულია ალუვიონური ნალექებისგან, რომლებიც სრუტეში მოხვდნენ ახალი გვინეის მდინარეებიდან და თანდათან შეეთვისნენ მარჯნის პლატფორმას. იმის გამო, რომ კუნძული დაბლობია (უმაღლესი წერტილი აღწევს მხოლოდ 3 მეტრს), საიბაის ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი დაჭაობებულია[2]. საიბაის ცენტრალური ნაწილი დააშრეს და გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსაყვანად (უპირატესად ტარო). მან უზრუნველყო აქტიური ვაჭრობა სრუტის სხვა კუნძულებთან, ასევე ახალ გვინეასთან[3].
კუნძულის ზედაპირი წარმოდგენილია ალუვიონური დაბლობებით და დაჭაობებული ადგილების დიდი რაოდენობით. საიბაიზე ხშირია წყალდიდობები[4].
მოქმედებს აეროდრომი.
ისტორია
რედაქტირება1871 წელს, ლონდონის მისიონერთა საზოგადოების მისიონერების მოსვლით, კუნძულის მოსახლეობამ მიიღო ქრისტიანობა.
1913 წელს საიბაის კუნძულზე გამოჩნდა კარგოს კულტი, რომელმაც გასტანა 1914 წლამდე.
1948 წელს, დიდი წყალდიდობის შემდეგ, კუნძულელთა მნიშვნელოვანი ნაწილი გადაასახლეს ავსტრალიის კონტინენტურ ნაწილზე, სადაც 1954 წელს საიბაიდან გადმოსახლებულებმა დააარსეს დასახლება ბამაგა[5].
მოსახლეობა
რედაქტირება2006 წლის მონაცემებით კუნძულის მოსახლეობის რიცხვი შეადგენდა 337 ადამიანს[6]. მათ შორის 315 ადამიანი იყო ავსტრალიის ძირძველი მოსახლეობის წარმომადგენელი: 305 ადამიანი — ტორესის სრუტის კუნძულელი, 3 ადამიანი — ავსტრალიელი აბორიგენი. ადგილობრივი მოსახლეობის სასაუბრო ენაა კალა-ლაგავ-ია (2006 წელს ამ ენაზე საუბრობდა 196 ადამიანი). კუნძულიდან გადმოსახლებულთა მნიშვნელოვანი ნაწილი ცხოვრობს ბამაგას დასახლებაში, კეიპ-იორკის ნახევარკუნძულზე[7].
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Islands of Australia. UN SYSTEM-WIDE EARTHWATCH Web Site. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-29. ციტირების თარიღი: 29 იანვარი 2009.
- ↑ Stuart B. Kaye., The Torres Strait, Martinus Nijhoff Publishers, 1997, ISBN 9041105069.
- ↑ Stuart B. Kaye., The Torres Strait, Martinus Nijhoff Publishers, 1997, ISBN 9041105069.
- ↑ Saibai Island. Torres Strait Regional Authority. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-29. ციტირების თარიღი: 29 იანვარი 2009.
- ↑ Stuart B. Kaye., The Torres Strait, Aboriginal Studies Press, 1997, ISBN 9041105069.
- ↑ 2006 Census QuickStats : Saibai (IC) (Indigenous Area). Australian Bureau of Statistics. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-29. ციტირების თარიღი: 29 იანვარი 2009.
- ↑ Bamaga Community. Torres Strait Regional Authority. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-29. ციტირების თარიღი: 29 იანვარი 2009.