ბადუ (ინგლ. Badu Island) — კუნძული სერზდეის კუნძულიდან, (ავსტრალია, კუინზლენდი) ჩრდილოეთით 60 კმ-ში, ტორესის სრუტეში. ბადუ არის ტორესის სრუტის კუნძულებიდან ერთ-ერთი.

ბადუ
მშობ. სახელი: ინგლ. Badu Island

ტორესის სრუტის კუნძულების რუკა
გეოგრაფია
10°07′ ს. გ. 142°09′ ა. გ. / 10.117° ს. გ. 142.150° ა. გ. / -10.117; 142.150 (Badu Island)
მდებარეობა ტორესის სრუტე
კოორდინატები კოორდინატები: განედი არ არის მითითებული
კუნძულთა რაოდენობა 1
ფართობი 97,8 კმ²
სიგრძე 10,2 კმ
სიგანე 9,9 კმ
სანაპიროს სიგრძე 43,2 კმ
უმაღლესი წერტილი 209 მ
კუინზლენდი
დემოგრაფია
მოსახლეობა 818 (2006)
სიმჭიდროვე 8,364 ად. /კმ²

გეოგრაფია

რედაქტირება

ბადუ წარმოადგენს პატარა კუნძულს, რომელიც მდებარეობს ტორესის სრუტის კუნძულების ჯგუფის დასავლეთ ნაწილში, დაახლოებით შუაში პაპუა-ახალი გვინეასა და ავსტრალიას შორის. უახლესი კუნძული, მოა, მისგან გამოყოფილია სამკილომეტრიანი სრუტით. ბადუს ფართობი შეადგენს 97,8 კმ²-ს. სანაპირო ზოლის სიგრძე — 43,2 კმ. უმაღლესი წერტილი აღწევს 209 მ-ს[1].

გეოლოგიური თვალსაზრისით ბადუს კუნძული და მისი მეზობელი მოა წარმოადგენენ პლეისტოცენის პერიოდში არსებულ ერთიანი ხმელეთის ნაწილის ნარჩენს კუნძულ ახალი გვინეასა და კონტინენტ ავსტრალიას შორის, ასევე კეიპ-იორკის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთის დაბოლოვებაა, რომლის წარმოშობაც დათარიღებულია დაახლოებით გოლოცენის პერიოდით. თვითონ კუნძული ბადუ გამოეყო ნახევარკუნძულს დაახლოებით 8-6 ათასწლეულში ჩვენს ერამდე[2].

კუნძულის მნიშვნელოვანი ნაწილი შედგება შიშველი ბაზალტური ჯიშებისაგან. ღია ადგილები მსუბუქად დაფარულია მცენარიული საფარით. გვხვდება ხშირი მანგროს ტყეები[3].

ძველად ბადუს კუნძულს ჰქონდა ადამიანის თავებზე მონადირეთა კუნძულის რეპუტაცია. 1870-იან წლებამდე ადგილობრივი მოსახლეობის ძირითადი საქმიანობა იყო კუებზე და დიუგონებზე ნადირობა. კუნძულელებს შორის ხშირად წარმოიშობოდა კონფლიქტები.

1870-იან წლებში კუნძულზე დაარსდა მარგალიტის მომპოვებელთა ბაზა, ხოლო 1880-იან წლებში ადგილობრივი მოსახლეობის ძირითადი საქმიანობა გახდა პატარა გემებზე მუშაობა. დაახლოებით ამავე დროს კუნძულზე გამოჩნდნენ პირველი ქრისტიანი მისიონერები.

მოსახლეობა

რედაქტირება

2006 წელს კუნძულ ბადუზე ცხოვრობდა 818 ადამიანი[3]. მათში უდიდესი უმრავლესობა (707 ადამიანი) ავსტრალიის ძირძველი მოსახლეობის წარმომადგენელია (ტორესის სრუტის კუნძულელები და ავსტრალიელი აბორიგენები). ძირითადი სასაუბრო ენაა — ტორესის სრუტის კრეოლური ენა (ამ ენაზე საუბრობს 455 ადამიანი) და კალა-ლაგავ-ია (150 ადამიანი). სახლში ინგლისურ ენაზე საუბრობს კუნძულელთა მხოლოდ 7,7 %[4]. ძირითადი რელიგიაა — ქრისტიანობა (ანგლიკანობა). მთავარი დასახლებული პუნქტი მდებარეობს სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროზე. კუნძულზე მოქმედებს აეროდრომი.

ინფრასტრუქტურა

რედაქტირება

ბადუს ინფრასტრუქტურა მოიცავს:

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება
  1. Islands of Australia. UN SYSTEM-WIDE EARTHWATCH Web Site. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-29. ციტირების თარიღი: 5 აპრილი 2009.
  2. David, Bruno; McNiven, Ian; Mitchell, Rod; Orr, Meredith; Haberle, Simon; Brady, Liam; Crouch, Joe, Badu 15 and the Papuan-Austronesian settlement of Torres Strait // ნაუკა, სიდნეი, 2004, ტ. 39, № 2.
  3. 3.0 3.1 Badu Island. Torres Strait Regional Authority. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-29. ციტირების თარიღი: 5 აპრილი 2009.
  4. 2006 Census QuickStats: Badu Island (Badu Island) (State Suburb). Australian Bureau of Statistics. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-29. ციტირების თარიღი: 5 აპრილი 2009.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ბადუ&oldid=3952139“-დან