მოა (კუნძული)
მოა (ინგლ. Moa Island) — კუნძული ავსტრალიის შტატ კვინსლენდში. იგი არის ტორესის სრუტის კუნძულებიდან ერთ-ერთი.
მშობ. სახელი: ინგლ. Moa Island | |
---|---|
მოა სხვა ტორესის სრუტის კუნძულებთან ერთად | |
გეოგრაფია | |
მდებარეობა | ტორესის სრუტე |
კოორდინატები | 10°10′ ს. გ. 142°16′ ა. გ. / 10.167° ს. გ. 142.267° ა. გ. |
კუნძულთა რაოდენობა | 1 |
ფართობი | 171,7 კმ² |
სიგრძე | 13,4 კმ |
სიგანე | 12,8 კმ |
სანაპიროს სიგრძე | 52,6 კმ |
უმაღლესი წერტილი | 399 მ |
კუინზლენდი | |
დემოგრაფია | |
მოსახლეობა | 439 (2006) |
სიმჭიდროვე | 2,557 ად. /კმ² |
კუნძულზე ორი დასახლებაა, კუბინი და წმ. პოლსი, რომლებიც ბიტუმენისა და გრაველის გზითაა დაკავშირებული ერთმანეთს.
გეოგრაფია
რედაქტირებამოა წარმოადგენს დიდ კუნძულს, რომელიც მდებარეობს ტორესის სრუტის დასავლეთ ნაწილში, დაახლოებით პაპუა-ახალი გვინეასა და ავსტრალიის შუაში. უახლოესი კუნძული, ბადუ, მისგან გამოყოფილია სამკილომეტრიანი სრუტით. მოას ფართობი შეადგენს 171,7 კმ²-ს (ეს სიდიდით მეორე კუნძულია ტორესის სრუტეში). სანაპირო ზოლის სიგრძე — 52,6 კმ. უმაღლესი წერტილი აღწევს 399 მეტრს[1].
გეოლოგიური თვალსაზრისით კუნძულები მოა და მისი მეზობელი ბადუ წარმოადგენენ პლეისტოცენის პერიოდში არსებულ ერთიანი ხმელეთის ნაწილის ნარჩენს კუნძულ ახალი გვინეასა და კონტინენტ ავსტრალიას შორის, ასევე კეიპ-იორკის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთის დაბოლოვებაა, რომლის წარმოშობაც დათარიღებულია დაახლოებით გოლოცენის პერიოდით. თვითონ კუნძული მოა გამოეყო ნახევარკუნძულს დაახლოებით 8-6 ათასწლეულში ჩვენს ერამდე[2].
მოას ზედაპირი უპირატესად კლდოვანია და დაფარულია იშვიათი მცენარეულობით[3].
ისტორია
რედაქტირება1908 წელს კუნძულზე დაარსდა ანგლიკანური ეკლესიის მისია[4].
მოსახლეობა
რედაქტირება2006 წლის მონაცემებით კუნძულ მოაზე ცხოვრობდა 439 ადამიანი. კუნძულზე არსებობს ორი დასახლებული პუნქტი: კუბინი (201 ადამიანი 2006 წელს)[3]), რომელიც განლაგებულია მოას სამხრეთ სანაპიროზე, და წმ. პოლსი (238 ადამიანი 2006 წელს[5]) კუნძულის ჩრდილოეთ ნაწილში. კუბინი უპირატესად დასახლებულია უელსის პრინცის კუნძულიდან და სხვა ახლომდებარე კუნძულებიდან 1870-იან წლებში გადმოსახლებულებით. წმ. პოლსში ძირითადად ცხოვრობენ წყნარი ოკეანის კუნძულებიდან გადმოსახლებულნი.
წყარო
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Islands of Australia. UN SYSTEM-WIDE EARTHWATCH Web Site. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-29. ციტირების თარიღი: 29 იანვარი 2009.
- ↑ David, Bruno; McNiven, Ian; Mitchell, Rod; Orr, Meredith; Haberle, Simon; Brady, Liam; Crouch, Joe, Badu 15 and the Papuan-Austronesian settlement of Torres Strait, სიდნეი: Archaeology in Oceania, 2004, ტ. 39, № 2.
- ↑ 3.0 3.1 Kubin Community - Moa Island. Torres Strait Regional Authority. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-29. ციტირების თარიღი: 29 იანვარი 2009.
- ↑ Buchanan, Florence Griffiths (1861 - 1913). Australian Dictionary of Biography. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-29. ციტირების თარიღი: 29 იანვარი 2009.
- ↑ St Pauls Community - Moa Island. Torres Strait Regional Authority. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-29. ციტირების თარიღი: 29 იანვარი 2009.