პერთი

(გადამისამართდა გვერდიდან პერტი)

პერთი[3] (ინგლ. Perth) — ქალაქი ავსტრალიის სამხრეთ-დასავლეთში, ინდოეთის ოკეანის სანაპიროზე. დასავლეთ ავსტრალიის შტატის დედაქალაქი და ავსტრალიის ერთ-ერთი უდიდესი ქალაქი. ავსტრალიის სიდიდით მე-4 ქალაქი სიდნეის, მელბურნისა და ბრიზბენის შემდეგ. პერთში ცხოვრობს დასავლეთ ავსტრალიის შტატის მთელი მოსახლეობის დაახლოებით 75 %. ქალაქში 2011 წლის მოსახლეობის აღწერის მონაცემებით ცხოვრობს 1 728 867 ადამიანი[4]. პერთის მოსახლეობის ზრდის მაჩვენებელი მუდმივად მყარია, უფრო ჩქარი, ვიდრე ქვეყნის საშუალო მაჩვენებელი.[5]

ქალაქი
პერთი
ინგლ. Perth
დროშა გერბი

ქვეყანა ავსტრალიის დროშა ავსტრალია
შტატი (ავსტრალია)|ავსტრალიის შტატები და ტერიტორიები|შტატი დასავლეთი ავსტრალია
კოორდინატები 31°57′08″ ს. გ. 115°51′32″ ა. გ. / 31.95222° ს. გ. 115.85889° ა. გ. / -31.95222; 115.85889
დაარსდა 1829
ფართობი 5386 კმ²
ცენტრის სიმაღლე 2
მოსახლეობა 1 728 867 კაცი (2011)
სიმჭიდროვე 320,99 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+8, ზაფხულში UTC+9
სატელეფონო კოდი 0852[1] [2] , 0853[1] [2] , 0854[1] [2] , 08610[1] [2] , 08611[1] [2] , 08612[1] [2] , 08614[1] [2] , 08615[1] [2] , 08616[1] [2] , 08618[1] [2] , 08621[1] [2] , 08622[1] [2] , 08623[1] [2] , 08624[1] [2] , 08625[1] [2] , 08626[1] [2] , 08627[1] [2] , 08628[1] [2] , 08631[1] [2] , 08632[1] [2] , 08633[1] [2] , 08635[1] [2] , 08636[1] [2] , 08637[1] [2] , 08638[1] [2] , 08640[1] [2] , 08642[1] [2] , 08643[1] [2] , 08644[1] [2] , 08645[1] [2] , 08646[1] [2] , 08647[1] [2] , 08648[1] [2] , 08650[1] [2] , 08654[1] [2] , 08655[1] [2] , 08920[1] [2] , 08921[1] [2] , 08922[1] [2] , 08923[1] [2] , 08924[1] [2] , 08925[1] [2] , 08926[1] [2] , 08927[1] [2] , 08928[1] [2] , 08931[1] [2] , 08932[1] [2] , 08933[1] [2] , 08934[1] [2] , 08935[1] [2] , 08936[1] [2] , 08937[1] [2] , 08938[1] [2] , 08941[1] [2] , 08942[1] [2] , 08943[1] [2] , 08944[1] [2] , 08945[1] [2] , 08946[1] [2] , 08947[1] [2] და 08948[1] [2]
ოფიციალური საიტი cityofperth.wa.gov.au
პერთი — ავსტრალია
პერთი
პერთი — დასავლეთი ავსტრალია
პერთი

პერთი, საპორტო დასახლება ფრიმანტლის დაფუძნებიდან სულ მალე, 1829 წლის 12 ივნისს დააარსა კაპიტანმა ჯეიმზ სტირლინგმა, რომელმაც მას შოტლანდიური პერთის სახელი უწოდა. ქალაქში მდებარეობს უძველესი დასავლეთ ავსტრალიის უნივერსიტეტი, რომელიც 1911 წელს დაარსდა.

პერთი ცნობილი გახდა როგორც „ცეცხლის ქალაქი“, როდესაც ყველა მაცხოვრებელმა გამორთო განათება ქალაქის თავზე კოსმოსური ხომალდის „Friendship 7“-ის გადაფრენის მომენტში 1962 წელს[6][7].

ჟურნალ The Economist-ის შეფასების თანახმად 2012 წლის მდგომარეობით პერთი იკავებდა მეცხრე ადგილს ცხოვრებისათვის ყველაზე ხელსაყრელ ქალაქებს შორის მსოფლიოში[8].

გეოგრაფია

რედაქტირება

ქალაქი მდებარეობს კონტინენტის სამხრეთ-დასავლეთით ინდოეთის ოკეანესა და ქვედა კლიფს შორის, ცნობილი როგორც დარლინგ რეინჯი. ქალაქის საქმიანი ცენტრი და ქალაქის შემოგარენი მდებარეობს მდინარე სუონზე. პერთიდან უახლოესი მილიონ მაცხოვრებელზე მეტი ქალაქი — ადელაიდაა სამხრეთ ავსტრალიაში, რომელიც მდებარეობს 2104 კილომეტრის მანძილზე (1307 მილი). პერთი გეოგრაფიულად უფრო ახლოა აღმოსავლეთ ტიმორთან და ჯაკარტასთან, ვიდრე სიდნეისთან და მელბურნთან.

ქალაქის საქმიანი ცენტრი

რედაქტირება

ქალაქის ცენტრალური რაიონი შემოფარგლულია მდინარე სუონით სამხრეთიდან და აღმოსავლეთიდან, კინგზ პარკით დასავლეთიდან და სარკინიგზო ხაზით ჩრდილოეთიდან. პერთიდან 2360 კმ-ში ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს ავსტრალიის კუთვნილი შობის კუნძული.

პერთში მოდის ზომიერი და სეზონური წვიმები. ზაფხული ძირითადად ცხელია და მშრალი, გრძელდება დეკემბრიდან მარტის ჩათვლით. თებერვალი — ყველაზე ცხელი თვეა. თავის მხრივ ზამთარი — საკმაოდ ნოტიო და ცივია. ასეთი ამინდი პერთს ხდის ხმელთაშუა ზღვის კლასიკურ მაგალითად[9]. ზაფხული ზოგჯერ წვიმიანია, შემთხვევითი მოკლე ჭექა-ქუხილით. ყველაზე მაღალი ტემპერატურა — 46,2 °С დაფიქსირდა 1991 წლის 23 თებერვალს[10][11]. ხშირად, ზაფხულის დღეებში, შუადღის შემდეგ სამხრეთ-დასავლეთიდან ქრის ზღვის ბრიზი, რომელსაც ცვლის ცხელი ჩრდილო-აღმოსავლეთის ქარები. ასეთ დღეებში, ქარის შეცვლის შემდეგ რამდენიმე საათში ტემპერატურა ეცემა 30 გრადუსზე დაბლა[12]. პერთი — საკმაოდ მზიანი ქალაქია ხმელთაშუა ზღვის კლიმატისთვის, სადაც წელიწადში 2800-დან[13] 3000 საათამდე[14] ანათებს მზე.

ზამთარი — შედარებით ცივი და ნოტიოა. ყველაზე დიდი ნალექების რაოდენობა მოდის მაისსა და სექტემბერს შორის. ყველაზე დაბალი ტემპერატურა −0,7°С დარეგისტრირდა 2006 წლის 17 ივნისს[10].

მიუხედავად იმისა, რომ წვიმის დიდი ნაწილი მოდის ზამთარში, რეკორდი დარეგისტრირდა 1992 წლის 9 თებერვალს, როდესაც მოვიდა 120,6 მმ ნალექი[10]. პერთში და დასავლეთ ავსტრალიის სამხრეთ ნაწილში წვიმების სტრუქტურა საკმაოდ შეიცვალა 1970-იანი წლების შუაში. მოხდა ზამთრის ნალექების მნიშვნელოვანი შემცირება და ჭექა-ქუხილის რაოდენობის ზრდა ზაფხულის თვეებში[15].

ისტორია ევროპელების მოსვლამდე

რედაქტირება

ევროპელების მოსვლამდე ეს ტერიტორია 40 000 წლის განმავლობაში დასახლებული იყო ნუნგარამის (ინგლ. Noongar) ტომის ხალხით, რაც დადასტურებულია მდინარე სუონის რაიონში წარმოებული გათხრებით[16]. აბორიგენებს ეკავათ დასავლეთი ავსტრალიის სამხრეთ-დასავლეთი კუთხე და ცხოვრობდნენ ნადირობის და შეგროვების ხარჯზე. როდესაც ევროპელები აქ პირველად შეხვდნენ აბორიგენებს, ისინი აქაურ ტერიტორიას ეძახდნენ ბურლუს. მდინარე სუონის სანაპიროებზე მცხოვრებმა რამდენიმე ტომმა, შექმნა ინგლ. Whadjuk. Whadjuk სხვა ტომებთან ერთად შეადგენდა სამხრეთ-დასავლეთის სოციო-ლინგვისტიკურ ბლოკს, რომელიც ასევე ცნობილია როგორც ნუნგარები (ადამიანები).

პირველი ევროპელები

რედაქტირება

ამ რეგიონში პირველი ევროპელები იყვნენ ადამიანები ნიდერლანდელი კაპიტნის ვილემ დე ვლამინკის გუნდიდან, რომლებიც აქ გამოჩნდნენ 1697 წლის 10 იანვარს[17]. ევროპელების შემდგომი დაკვირვებები ამტკიცებდნენ დე ვლამინკის გაკეთებულ დასკვნებს მასზეს, რომ ადგილი არასტუმართმოყვარეა და უვარგისია სოფლის მეურნეობისათვის, რომელიც აუცილებელია დასახლების შემთხვევაში.

სუონ-რივერის კოლონია

რედაქტირება

პირველი დარეგისტრირებული ევროპელთა გამოჩენა მდინარე სუონის ხეობაში დათარიღებულია 1619 წლის 19 ივლისს. ეს გააკეთა ფრედერიკ დე ჰაუტმანის ეკიპაჟმა, რომელმაც ცუდი ამინდის გამო ადგილზე გადასვლა ვერ მოახერხა. შემდგომში ტერიტორიას არაერთხელ სტუმრობდნენ ევროპელი ზღვაოსნები, მაგრამ დაფუძნებული დასახლებული პუნქტები არ იყო მუდმივი.

სუონ-რივერის კოლონია დააარსა 1829 წელს კაპიტანმა ჯეიმზ სტერლინგმა. ერთ-ერთი პირველი შენობა, მრგვალი სახლი, დღემდე შემორჩა და დღეს მდებარეობს ქალაქ ფრიმანტლის ტერიტორიაზე. 1832 წლისთვის კოლონიის მოსახლეობამ მიაღწია 1,5 ათას მაცხოვრებლამდე, და მას ოფიციალურად ეწოდა „დასავლეთი ავსტრალია“, 1826 წელს ოლბანის რაიონში დაარსებული იმავე დასახელების კოლონიის პატივსაცემად.[18] მაგრამ, სახელწოდება სუონ-რივერი კიდევ დიდხანს გამოიყენებოდა მთელი ტერიტორიის აღსანიშნავად. შემდგომში დასავლეთი ავსტრალია გაფართოვდა ავსტრალიის კონტინენტის აღმოსავლეთით და ჩრდილოეთით, რის შედეგადაც ფართობის მიხედვით გახდა მეორე ადმინისტრაციული ერთეული მსოფლიოში. დღეისათვის შტატს უკავია ქვეყნის ტერიტორიის დაახლოებით მესამედი.

დემოგრაფია

რედაქტირება
პერთის მეტროპოლიტური ზონა
მოსახლეობა წლების მიხედვით (ABS)
1850 1400
1861 3507
1871 5007
1881 5044
1891 8447
1901 27 553
1911 106 792
1921 154 873
1933 207 440
1947 272 528
1961 420 133
1971 641 800
1981 809 036
1991 1 142 646
2001 1 325 392
2006 1 445 079
2007 1 554 769
2008 1 600 000
2009 1 650 000
2011 1 728 867
პერთის ძირითადი ეროვნული ჯგუფების
რაოდენობა დაბადების ადგილის მიხედვით[19]
  გაერთიანებული სამეფო 168 483
  ახალი ზელანდია 33 751
  მალაიზია 18 939
  იტალია 18 701
  სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა 18 683
  ინდოეთი 14 007
  სინგაპური 11 199
  ვიეტნამი 10 081
  ირლანდია 7706
  ჩინეთი 7681
  გერმანია 7617
  ნიდერლანდები 7570
  ინდონეზია 7392
  აშშ 5524

პერთი სიდიდით მეოთხე ქალაქია ავსტრალიაში. 1980-იანი წლების დასაწყისში ქალაქმა ამ მაჩვენებლით გაუსწრო ადელაიდას. 2011 წლის მოსახლეობის აღწერის თანახმად, ქალაქში ცხოვრობს 1 728 867 ადამიანი.

ეთნიკური შემადგენლობა

რედაქტირება

2006 წელს ქალაქში ყველაზე დიდი ეთნიკური ჯგუფები იყო: ინგლისელები (534 555 ადამიანი, ანუ 28,6 %), ავსტრალიელები (479 174 ადამიანი, ანუ 25,6 %), ირლანდიელები (115 384 ადამიანი, ანუ 6,2 %), შოტლანდიელები (113 846 ადამიანი, ანუ 6,1 %), იტალიელები (84 331 ადამიანი, ანუ 4,5 %) და ჩინელები (53 390 ადამიანი, ანუ 2,9 %). ასევე ქალაქში ცხოვრობდა 3101 მკვიდრი ავსტრალიელი აბორიგენი (0,2 %)[20].

პერთი მოსახლეობის შემადგენლობაში გამოირჩევა ინგლისელების დიდი რაოდენობით. 2006 წლის მოსახლეობის აღწერის თანახმად ქალაქში ცხოვრობდა დიდ ბრიტანეთში დაბადებული 142 424 მაცხოვრებელი[21], მაშინ როდესაც სიდნეიში ცხოვრობდა 145 261[22], ხოლო პერთის მოსახლეობის საერთო რაოდენობა მხოლოდ 35 %-ია სიდნეის მოსახლეობის საერთო რაოდენობისა.

ქალაქის ეთნიკური შემადგენლობა შეიცვალა XX საუკუნის შუაში, როდესაც ქალაქში დასახლდა დიდი რაოდენობით ემიგრანტი ევროპიდან. რადგანაც ფრიმანტლი ევროპიდან წამოსული გემების სავალ გზაზე იყო პირველი ავსტრალიური ქალაქი, პერთში შეიმჩნეოდა იტალიელების, ბერძნების, ნიდერლანდელების, გერმანელების, ხორვატების, ბოსნიელების, სერბების, პოლონელების, ჩეხების, სლოვაკების, რუსების, უკრაინელების, მაკედონელების, თურქების და სხვა ეთნიკური ჯგუფების შემოსვლა.

ეკონომიკა

რედაქტირება

პერთი — მსხვილი პორტია ავსტრალიის დასავლეთ სანაპიროზე, ასევე სარკინიგზო კვანძი და საერთაშორისო აეროპორტია. ქალაქში მდებარეობს ნავთობგადამამუშავებელი, ცემენტის და გემთმშენებელი ქარხნები. ქიმიური, ტექსტილის და საკვები მრეწველობის საწარმოები.

ტრანსპორტი

რედაქტირება

პერთში მდებარეობს ორი აეროპორტი.

1968 წელს ქალაქთან გაიყვანეს სარკინიგზო ხაზი ქალაქ კალგურლიდან. დღეისათვის ეს ხაზი, რომელიც ეკუთვნის Indian Pacific-ის რკინიგზას, პერთის რაიონში ელექტროფიცირებულია, გამოიყენება ლიანდაგის სიგანე 1435 მმ.

ავტოგზების სისტემა შედგება 3 ავტოსტრადისაგან და 9 შოსესაგან, ყველა ავტოგზა უფასოა.

საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოიცავს მატარებლებს, ავტობუსებს და ბორანს. ქალაქის ფარგლებში მდებარეობს სამი ხაზი, რომელიც შედგება 200 საავტობუსო და 60 სარკინიგზო სადგურისგან:

  • Frimantle — Perth — Midland Terminal;
  • Joondalup — Perth — Armadale;
  • Mandurah — Kwinana.

ქალაქი პერთი მსახიობ ჰითკლიფ ენდრიუ ლეჯერის მშობლიური ქალაქია, რომელიც უფრო ჰით ლეჯერის სახელითაა ცნობილი, ასევე მუსიკალური ჯგუფების Karnivool-ის, Pendulum-ის და Knife Party-ის შემქმნელების და მონაწილეების რობერტ სვაირ-ტომპსონის, გარეტ მაკგრილენის და პოლ ჰარდინგის მშობლიური ქალაქიცაა.

პარკები და დასასვენებელი ზონები

რედაქტირება

ქალაქის აღმოსავლეთ გარეუბანში მდებარეობს კოუნუ კოალა პარკი — ნაკრძალი-ზოოპარკი, რომელიც იღებს ტურისტულ და სკოლის ჯგუფებს და ტურისტებს შესაძლებლობას აძლევს ფოტოსურათები გადაიღონ კოალებთან და ისინი ხელში დაიჭირონ.

მუზეუმები

რედაქტირება

ქალაქში მდებარეობს დასავლეთ ავსტრალიის მუზეუმი და სახანძრო საქმის ისტორიის მუზეუმი.

დამეგობრებული ქალაქები

რედაქტირება
  1. 1.00 1.01 1.02 1.03 1.04 1.05 1.06 1.07 1.08 1.09 1.10 1.11 1.12 1.13 1.14 1.15 1.16 1.17 1.18 1.19 1.20 1.21 1.22 1.23 1.24 1.25 1.26 1.27 1.28 1.29 1.30 1.31 1.32 1.33 1.34 1.35 1.36 1.37 1.38 1.39 1.40 1.41 1.42 1.43 1.44 1.45 1.46 1.47 1.48 1.49 1.50 1.51 1.52 1.53 1.54 1.55 1.56 1.57 1.58 1.59 1.60 Telecommunications Numbering Plan 2015
  2. 2.00 2.01 2.02 2.03 2.04 2.05 2.06 2.07 2.08 2.09 2.10 2.11 2.12 2.13 2.14 2.15 2.16 2.17 2.18 2.19 2.20 2.21 2.22 2.23 2.24 2.25 2.26 2.27 2.28 2.29 2.30 2.31 2.32 2.33 2.34 2.35 2.36 2.37 2.38 2.39 2.40 2.41 2.42 2.43 2.44 2.45 2.46 2.47 2.48 2.49 2.50 2.51 2.52 2.53 2.54 2.55 2.56 2.57 2.58 2.59 2.60 Telstra J // Charging Zones — 2018. — 274 p.
  3. ქსე ტ. VIII, გვ. 24
  4. 2011 Census QuickStats: Greater Perth. Australian Bureau of Statistics. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-01-01. ციტირების თარიღი: 2015-02-03.
  5. Regional Population Growth, Australia 2008–2009. Australian Bureau of Statistics (30 March 2010). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-04. ციტირების თარიღი: 2015-02-03.
  6. (1970) Perth — a city of light Perth, W.A. Brian Williams Productions for the Government of WA, 1970 (Video recording) The social and recreational life of Perth. Begins with a 'mock-up' of the lights of Perth as seen by astronaut John Glenn in February 1962
  7. Howard, Sir Henry Rudolph (Harry) (1890—1970) Biographical Entry — Australian Dictionary of Biography Online
  8. Australian gold
  9. Linacre, Edward; Geerts, Bart (1997). Climates and Weather Explained. London: Routledge, გვ. 379. ISBN 0-415-12519-7. 
  10. 10.0 10.1 10.2 Annual Climate Summary for Perth: Near average rainfall with warmer days for Perth in 2008. Australian Bureau of Meteorology (2 January 2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 თებერვალი 2012. ციტირების თარიღი: 5 August 2009.
  11. Perth Airport climate statistics. Australian Bureau of Meteorology. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-16. ციტირების თარიღი: 30 July 2009.
  12. Heatwaves in Perth. Australian Bureau of Meteorology (June 2005). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-16. ციტირების თარიღი: 5 August 2009.
  13. Weather Centre – World Weather – Average Conditions – Perth. BBC. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2005-05-22. ციტირების თარიღი: 14 June 2010.
  14. weather travel
  15. How extreme south-west rainfalls have changed (PDF). Indian Ocean Climate Initiative (2000). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-16. ციტირების თარიღი: 5 August 2009.
  16. Sandra Bowdler. The Pleistocene Pacific. Published in ‘Human settlement’, in D. Denoon (ed) The Cambridge History of the Pacific Islanders. pp.41–50. Cambridge University Press, Cambridge. University of Western Australia. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-16. ციტირების თარიღი: 27 April 2011.
  17. Major, Richard Henry. (1859)Early Voyages to Terra Australis, now called Australia. Project Gutenberg of Australia. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-16. ციტირების თარიღი: 26 February 2008.
  18. კოლერის ენციკლოპედია. ავსტრალია. ისტორია
  19. «Community Profile Series: Perth (Statistical Division)»
  20. Indigenous Affairs (PDF). Department of Indigenous Affairs (11 May 2006). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2006-08-25. ციტირების თარიღი: 2015-02-04.
  21. «Perth (Statistical Division)»
  22. «Sydney (Statistical Division)»
  23. Houston-Perth Sister City Association. Sister Cities of Houston. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-16. ციტირების თარიღი: 2011-04-22.