კეიტ ბლანშეტი
კეტრინ ელის ბლანშეტი (ინგლ. Catherine Elise Blanchett; /ˈblæntʃət/;[1][2] დ. 14 მაისი, 1969, მელბურნი) — ავსტრალიელი მსახიობი და თეატრის რეჟისორი, რომელსაც მიღებული აქვს უამრავი ჯილდო, მათ შორის სამი კინომსახიობთა გილდიის ჯილდო, სამი ოქროს გლობუსი, სამი BAFTA, ორი ოსკარი და ერთი ვენეციის კინოფესტივალის ჯილდო. 2007 წელს კეიტ ბლანშეტი მოხვდა ჟურნალ ტაიმის მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიანი ადამიანის სიაში.[3] იგი აგრეთვე მსოფლიოს ერთ-ერთი მაღალანაზღაურებადი მსახიობია.
კეიტ ბლანშეტი | |
---|---|
ბლანშეტი 2018 წელს კანის კინოფესტივალზე | |
მშობლიური სახელი | Catherine Elise Blanchett |
დაბადების სახელი | კეტრინ ელის ბლანშეტი |
დაბადების თარიღი |
14 მაისი, 1969 მელბურნი, ავსტრალია |
მოქალაქეობა | ავსტრალია |
ალმა-მატერი | ეროვნული დრამატული ხელოვნების ინსტიტუტი |
საქმიანობა |
|
აქტიური | 1992-დღემდე |
მეუღლე(ები) | ენდრიუ აპტონი (იქ. 1997) |
შვილ(ებ)ი | 4 |
ჯილდოები | |
ხელმოწერა |
სამსახიობო კერიერას შეუდგა მას შემდეგ, რაც დაასრულა სწავლა ეროვნული დრამატული ხელოვნების ინსტიტუტში. ფართო საზოგადოების ყურადღება მიიპყრო ელისაბედ I-ის როლის შესრულებისთვის ფილმში „ელისაბედი“ (1988), რისთვისაც გადაეცა BAFTA საუკეთესო მსახიობი ქალისთვის,[4] აგრეთვე ნომინირებული იყო ოსკარზე.[5] ფილმ „ავიატორში კათრინ ჰეპბერნის განსახიერებისთვის გადაეცა ოსკარი საუკეთესო მსახიობი ქალისთვის მეორეხარისხოვან როლში 2005 წელს.[5] 2015 წელს მიიღო ოსკარის მეორე ჯილდო ფილმ „სევდიან ჟასმინში“ შესრულებული როლისთვის[5].
ბლანშეტის სხვა განთქმული ფილმებია „.ნიჭიერი მისტერ რიპლი (1999), „ბეჭდების მბრძანებლის ტრილოგია (2001–2003), „ჩანაწერები სკანდალის შესახებ“ (2006), „ბაბილონი“ (2006), „ელისაბედი: ოქროს ხანა“ (2007), „მე იქ არ ვარ“ (2007), „ბენჯამინ ბატონის უცნაური ისტორია“ (2008), „ჰობიტის“ ტრილოგია (2012–2014), „კეროლი“, (2015), „კონკია“ (2015), „თორი: რაგნაროკი“ (2017) და „ოუშენის 8 მეგობარი“ (2018). 2008—2013 წლებში ბლანშეტი, მის მეუღლესთან, ენდრიუ უპტონთან ერთად იკავებდა Sydney Theatre Company-ის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობას.[6][7]
მისი დებიუტი ბროდვეის თეატრში შედგა 2017 წელს. იმავე წელს გახდა ავსტრალიის ორდენის კომპანიონი.[8] 2012 წელს საფრანგეთის მთავრობამ ხელოვნებისა და ლიტერატურის ორდენის კავალერის წოდება მიანიჭა.[9] აგრეთე გადაეცა ლიტერატურის დოქტორის საპატიო ტიტული ახალი სამხრეთი უელსის, სიდნეისა და მაკუორის უნივერსიტეტებისაგან 2017 წელს.[10][11] 2015 წელს გახდა ბრიტანეთის კინოინსტიტუტის წევრი.[12][13]
ფილმოგრაფია
რედაქტირებაწელი | ქართულად | მშობლიური სახელწოდება | როლი | |
---|---|---|---|---|
1993 | ს | პოლიციის სამაშველო რაზმი | Police Rescue | ჰეინსი |
1994 | ს | ჰარტლენდი | Heartland | ელისაბედ ეშტონი |
1996 | ფ | პარკლენდსი | Parklands | როზი |
1997 | ფ | ოსკარი და ლუსინდა | Oscar and Lucinda | ლუსინდა |
1998 | ფ | ელისაბედი | Elizabeth | ელისაბედ I |
1999 | ფ | იდეალური ქმარი | An Ideal Husband | ლედი გერტრუდა ჩილტერნი |
1999 | ფ | ფრენათა მართვა | Pushing Tin | კონი ფალზონე |
1999 | ფ | ნიჭიერი მისტერ რიპლი | The Talented Mr. Ripley | მერედით ლოგი |
2000 | ფ | ნიჭი | The Gift | ანაბელი |
2000 | ფ | ადამიანი,რომელიც ტიროდა | The Man Who Cried | ლოლა |
2001 | ფ | ხომალდის სიახლეები | The Shipping News | პეტალ ბაერი |
2001 | ფ | შარლოტა გრეი | Charlotte Gray | ჩარლოტა გრეი |
2001 | ფ | ბანდიტები | Bandits | კეიტ უილერი |
2001 | ფ | ბეჭდების მბრძანებელი: ბეჭდის საძმო | The Lord of the Rings: The Fellowship of the Ring | გალადრიელი |
2002 | ფ | სამოთხე | Heaven | ფილიპა |
2002 | ფ | ბეჭდების მბრძანებელი: ორი ციხე-კოშკი | The Lord of the Rings: The Two Towers | გალადრიელი |
2003 | ფ | დაკარგული | The Missing | მაგდალენა |
2003 | ფ | ბეჭდების მბრძანებელი: მეფის დაბრუნება | The Lord of the Rings: The Return of the King | გალადრიელი |
2003 | ფ | ყავა და სიგარეტი | Coffee and Cigarettes | საკუთარი თავი |
2003 | ფ | ვერონიკა გუერინი | Veronica Guerin | ვერონიკა გუერინი |
2004 | ფ | ცხოვრება წყალქვეშ | The Life Aquatic with Steve Zissou | ჯეინ უინსლეტ-რიჩარდსონი |
2004 | ფ | ავიატორი | The Aviator | კათრინ ჰეპბერნი |
2005 | ფ | პატარა თევზი | Little Fish | ტრესი ჰარტი |
2006 | ფ | ჩანაწერები სკანდალის შესახებ | Notes on a Scandal | შება ჰარტი |
2007 | ფ | ვითომ მაგარი პოლიციელები | Hot Fuzz | ჟანინი |
2006 | ფ | ბაბილონი | Babel | სუზან ჯონსი |
2006 | ფ | კარგი გერმანელი | The Good German | ლენა ბრანდტი |
2007 | ფ | ელისაბედი: ოქროს ხანა | Elizabeth: The Golden Age | ელისაბედ I |
2007 | ფ | მე იქ არ ვარ | I'm Not There | ბობ დილანი |
2008 | ფ | ინდიანა ჯოუნსი და ბროლის თავის ქალის სამეფო | Indiana Jones and the Kingdom of the Crystal Skull | ირინა სპალკო |
2008 | ფ | ბენჯამინ ბატონის უცნაური ისტორია | The Curious Case of Benjamin Button | დეიზი ფულერი |
2009 | ფ | პონიო კლდეზე | Ponyo | Granmamare |
2010 | ფ | რობინ ჰუდი | Robin Hood | ლედი მარიანა |
2001 | ფ | ჰანა:სრულყოფილი იარაღი | Hanna | მარისა ვიგლერი |
2012 | ფ | ჰობიტი: მოულოდნელი მოგზაურობა | The Hobbit: An Unexpected Journey | გალადრიელი |
2013 | ფ | ჰობიტი: სმაუგის ნაოხარი | The Hobbit: The Desolation of Smaug | გალადრიელი |
2013 | ფ | სევდიანი ჟასმინი | Blue Jasmine | ჯენეტ ფრენსისი |
2013 | ფ | ბედის 10 გაელვება | The Turning | გეილ ლანგი |
2013 | ფ | გალაპაგოსის საქმე: სატანა მოვიდა ედემიდან | The Galapagos Affair | დორი სტრაჩი |
2014 | ს | რეიკი | Rake | კლერ გრინი |
2014 | ფ | განძზე მონადირეები | The Monuments Men | კლერ სიმონი |
2014 | ფ | როგორ მოვარჯულოთ დრაკონი 2 | How to Train Your Dragon 2 | ვალკა |
2014 | ფ | ჰობიტი: ხუთი ლაშქრის ბრძოლა | The Hobbit: The Battle of the Five Armies | გალადრიელი |
2015 | ფ | თასების რაინდი | Knight of Cups | ნენსი |
2015 | ფ | კონკია | Cinderella | ლედი ტრემეინი |
2015 | ფ | კეროლი | Carol | კეროლი |
2015 | ს | დოკუმენტური ფილმი ეხლა! | Documentary Now! | იზაბელა ბარტა |
2015 | ფ | სიმართლე | Truth | მერი მეიპსი |
2015 | ფ | მანიფესტო | Manifesto | სხვადასხვა |
2016 | დფ | დროში მოგზაურობა | Voyage of Time | მთხრობელი |
2017 | ფ | სიმღერიდან სიმღერამდე | Song to Song | ამანდა |
2017 | ფ | თორი: რაგნაროკი | Thor: Ragnarok | ჰელა |
2018 | ფ | ოუშენის 8 მეგობარი | Ocean's 8 | ლუ |
2018 | ფ | სახლი საათებით | The House with a Clock in Its Walls | ფლორენს ციმერმანი |
2018 | ფ | მაუგლი | Mowgli: Legend of the Jungle | კაა |
2019 | ფ | როგორ მოვარჯულოთ დრაკონი: დამალული სამყარო | How to Train Your Dragon: The Hidden World | ვალკა |
2019 | ფ | სად დაიკარგე, ბერნადეტ? | Where'd You Go, Bernadette | ბერნადეტი |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „კეიტ ბლანშეტი“ ვიკისაწყობში.
- კეიტ ბლანშეტი კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზაში
- კეიტ ბლანშეტი — TV Guide
- კეიტ ბლანშეტი TCM-ის კინოფილმების მონაცემთა ბაზაში
- კეიტ ბლანშეტი — ბროდვეის ინტერნეტ მონაცემთა ბაზაში (IBDb) (ინგლისური)
- Cate Blanchett: A Life in Pictures — BAFTA საიტი
- Blanchett, Catherine (Cate) Elise დაარქივებული 2019-06-01 საიტზე Wayback Machine. — „The Encyclopedia of Women and Leadership in Twentieth-Century Australia“
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Say How: B. National Library Service for the Blind and Physically Handicapped. ციტირების თარიღი: 7 მაისი, 2018.
- ↑ Cate Blanchett Thinks the Concept of Anti-Aging Can Be Eradicated. YouTube (7 ნოემბერი, 2017). ციტირების თარიღი: 7 მაისი, 2018.
- ↑ Corliss, Richard (3 მაისი, 2007). „Cate Blanchett – The 2007 TIME 100“. Time. ციტირების თარიღი: 1 აპრილი, 2012. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ Explore the Awards | BAFTA Awards. British Academy of Film and Television Arts. ციტირების თარიღი: 9 იანვარი, 2016.
- ↑ 5.0 5.1 5.2 The Official Academy Awards Database. Academy of Motion Picture Arts and Sciences. დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 თებერვალი, 2009. ციტირების თარიღი: 14 დეკემბერი, 2015.
- ↑ Cate Blanchett on why being CEO is a matter of instinct. Business Review Weekly (27 ივნისი, 2014). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-09-23. ციტირების თარიღი: 17 ნოემბერი, 2014.
- ↑ Margot Saville. (27 June 2014) A class act: the discreet charm of cate blanchett. dailyreview.crikey.com.au. დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 ივლისი, 2015. ციტირების თარიღი: 17 ნოემბერი, 2014.
- ↑ „Queen's Birthday 2017 Honours: The full list“. The Sydney Morning Herald (ინგლისური). 12 ივნისი, 2017. ციტირების თარიღი: 11 ივნისი, 2017. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ Cate Blanchett was conferred the insigna of Chevalier de l'Ordre des Arts et des Lettres. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-12-24. ციტირების თარიღი: 27 თებერვალი, 2014.
- ↑ Cate Blanchett receives honorary doctorate from Macquarie University. Macquarie University, Sydney (25 სექტემბერი, 2014). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-11-29. ციტირების თარიღი: 25 ნოემბერი, 2014.
- ↑ Blanchett receives honorary doctorate. Sky News (25 სექტემბერი, 2014). დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 February 2015. ციტირების თარიღი: 30 სექტემბერი, 2014.
- ↑ MoMA's Eighth Annual Film Benefit to Honor Cate Blanchett on November 17. Museum of Modern Art (30 ივლისი, 2015). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-11-18. ციტირების თარიღი: 21 ოქტომბერი 2015.
- ↑ Cate Blanchett to be Honored at MoMA's 2015 Film Benefit. Indiewire (3 აგვისტო, 2015). ციტირების თარიღი: 21 ოქტომბერი, 2015.