თორი: რაგნაროკი“ — 2017 წლის ამერიკული სუპერგმირული ფილმი Marvel Comics-ის პერსონაჟ თორის შესახებ. იგი გადაიღო Marvel Studios-მა, Walt Disney Studios Motion Pictures-ის დისტრიბუციით. „თორი: რაგნაროკი“ არის „თორის“ და „ბნელი სამყაროს“ გაგრძელება და რიგით მეჩვიდმეტე ფილმი Marvel-ის კინოსამყაროში. გადაღებული ტაიკა ვაიტიტის მიერ, ფილმი ეფუძნება ერიკ პირსონის, კრეიგ კაილის და კრისტოფერ იოსტის სცენარს. როლებს ასრულებენ კრის ჰემსვორთი, ტომ ჰიდლსტონი, კეიტ ბლანშეტი, იდრის ელბა, ჯეფ გოლდბლუმი, ტესა თომპსონი, კარლ ურბანი, მარკ რუფალო და ენტონი ჰოპკინზი. ამ ფილმში თორი დატყვევებულია პლანეტა საკაარზე და უნდა დაიხსნას თავი, რათა გადაარჩინოს მშობლიური ასგარდი ჰელასგან და მოსალოდნელი რაგნაროკისგან.

„თორი: რაგნაროკი“

ფილმის პოსტერი
რეჟისორი ტაიკა ვაიტიტი
პროდიუსერი კევინ ფაიგი
სცენარის ავტორი
ეფუძნება
როლებში
მუსიკა მარკ მაზერსბო
ოპერატორი ხავიერ აგირესარობე
მონტაჟი
სტუდია Marvel Studios
დისტრიბუტორი Walt Disney Studios
Motion Pictures
გამოსვლის თარიღი
  • 10 ოქტომბერი, 2017 (2017-10-10) (El Capitan Theatre)
  • 3 ნოემბერი, 2017 (2017-11-03) (აშშ)
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 180 მილიონი აშშ დოლარი[2][3]
შემოსავალი 853.8 მილიონი აშშ დოლარი[2]

ფილმის პრემიერა გაიმართა ლოს-ანჯელესში 2017 წლის 10 ოქტომბერს. კინოგაქირავებაში იგი გამოვიდა 3 ნოემბერს, 3D, IMAX და IMAX 3D ფორმატებში. მან ძირითადად დადებითი შეფასებები მიიღო და მრავალი კრიტიკოსის მიერ აღიარებული იქნა „თორის“ სერიის საუკეთესო ნამუშევრად. არანაკლებ აღფრთოვანებული შეფასებები მიენიჭა ვაიტიტის რეჟისურას, მსახიობებს, მოქმედებით სცენებს, საუნდტრეკს და იუმორს. ფილმის შემოსავალმა 739.2 მილიონი აშშ დოლარი მილიონი აშშ დოლარი შეადგინა[2].

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. http://www.webcitation.org/6uBnzftdY
  2. 2.0 2.1 2.2 Thor: Ragnarok (2017). Box Office Mojo. ციტირების თარიღი: November 20, 2017.
  3. Kois, Dan. (October 19, 2017) The Superweirdo Behind 'Thor: Ragnarok'. The New York Times Magazine. დაარქივებულია ორიგინალიდან — ნოემბერი 7, 2017. ციტირების თარიღი: November 6, 2017.