ავიატორი (2004 წლის ფილმი)

„ავიატორი“ (ინგლ. The Aviator) — 2004 წლის ამერიკული ეპიკური ბიოგრაფიული ფილმი, რომლის რეჟისორია მარტინ სკორსეზე, პროდიუსერები არიან მაიკლ მენი, სენდი კლიმანი, გრემ კინგი და ჩარლზ ევანზ უმცროსი, ხოლო სცენარისტი — ჯონ ლოგანი. მონაწილეობენ: ლეონარდო დიკაპრიო, კეიტ ბლანშეტი, კეიტ ბეკინსეილი, ჯონ კრისტოფერ რაილი, ალეკ ბოლდუინი, ალან ალდა, იენ ჰოლმი, დენი ჰიუსტონი, გვენ სტეფანი და ჯუდ ლოუ.

„ავიატორი“
რეჟისორი მარტინ სკორსეზე
პროდიუსერი
სცენარის ავტორი ჯონ ლოგანი
როლებში
მუსიკა ჰოვარდ შორი
ოპერატორი რობერტ რიჩარდსონი
მონტაჟი თელმა შუნმეიკერი
მწარმოებელი კომპანია
დისტრიბუტორი [1]
გამოსვლის თარიღი
  • 14 დეკემბერი, 2004 (2004-12-14) (ნიუ-იორკი)
  • 25 დეკემბერი, 2004 (2004-12-25) (აშშ)
ხანგრძლივობა 170 წუთი
ქვეყანა აშშ-ის დროშა აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 110 მილიონი აშშ დოლარი[2]
შემოსავალი 213.7 მილიონი აშშ დოლარი[3]

დაფუძნებულია ჩარლზ ჰიგემის ბიოგრაფიულ წიგნზე „ჰოვარდ ჰიუზი: საიდუმლო ცხოვრება“ (ინგლ. Howard Hughes: The Secret Life). ფილმში ასახულია ავიაციის პიონერის, ჰოვარდ ჰიუზის ცხოვრება 1927-1947 წლებში. მოღვაწეობის ამ პერიოდში იგი ხდება წარმატებული კინოპრდიუსერი და ავიაციის მაგნატი, ამასთანავე შეპყრობილია ობსესიურ-კომპულსიური აშლილობით.

ფილმი აშშ-ში გამოვიდა 2004 წლის 25 დეკემბერს. მისმა ბიუჯეტმა შეადგინა 110 მილიონი აშშ დოლარი, ხოლო შემოსავალმა — 213.7 მილიონი. ფილმი DVD ფორმატში ორ დისკად გამოვიდა 2005 წლის 24 მაისს.[4] მოგვიანებით, 2007 წლის 6 ნოემბერს გამოიცა Blu-ray და HD DVD ფორმატებში.[4]

„ავიატორი“ დადებითად დაახასიათეს კინოკრიტიკოსებმა. ფილმმა მიიღო ოსკარის 11 ნომინაცია, მათ შორის: საუკეთესო სურათი, საუკეთესო რეჟისორი, საუკეთესო ორიგინალური სცენარი, საუკეთესო მსახიობი კაცი, საუკეთესო მსახიობი კაცი მეორეხარისხოვან როლში, ხოლო გაიმარჯვა ხუთ ნომინაციაში: საუკეთესო მონტაჟი, საუკეთესო კოსტიუმების დიზაინი, საუკეთესო მხატვრული გაფორმება და საუკეთესო მსახიობი ქალი მეორეხარისხოვან როლში.[5][6] აგრეთვე გადაეცა სამი BAFTA და სამი ოქროს გლობუსი.[7] საერთო განხილვების საიტ Rotten Tomatoes-ზე ფილმი ფლობს 86% (226 მიმოხილვაზე დაყრდნობით).[8]

როლებში რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Miramax Gets Distribution Rights to The Aviator. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-01-11. ციტირების თარიღი: 20 თებერვალი, 2015.
  2. The Aviator (2004). ციტირების თარიღი: 1 ნოემბერი, 2015.
  3. The Aviator (2004). ციტირების თარიღი: 11 იანვარი, 2011.
  4. 4.0 4.1 The Aviator (2004). ციტირების თარიღი: 21 თებერვალი, 2015.
  5. The 77th Academy Awards (2005) Nominees and Winners. oscars.org. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-06-10. ციტირების თარიღი: 2011-11-20.
  6. 'Baby' stages late-round Oscar rally :: rogerebert.com :: Oscars. Rogerebert.suntimes.com (2005-02-27). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-14. ციტირების თარიღი: 2012-03-10.
  7. Silverman, Stephen M.. (2005-01-16) Leo, Swank, Foxx Score Golden Globes - Hilary Swank. People.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-01-12. ციტირების თარიღი: 2012-03-10.
  8. The Aviator (2004). ციტირების თარიღი: 1 ნოემბერი, 2015.