ფრენბურთის საერთაშორისო ფედერაცია
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, 1947 წლის 18 - 20 აპრილს პარიზში გაიმართა ფრენბურთის საერთაშორისო ფედერაციის (Federation Internationale de Volleyball - FIVB) დამფუძნებელი კონგრესი. დამფუნებელი ქვეყნები იყვნენ: ბრაზილია, უნგრეთი, ეგვიპტე, იტალია, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, აშშ, ურუგვაი, საფრანგეთი, ჩეხოსლოვაკია და იუგოსლავია.
ფედერაციის შტაბ-ბინა მდებარეობს ლოზანაში.
სამუაშო ენებია: ფრანგული, რუსული, ინგლისური და ესპანური.
ამჟამინდელი პრეზიდენტია ვეი ცზიჩუნი (ჩინეთი).
ფედერაციის უმაღლესო ორგანოა მსოფლიო კონგრესი, რომელიც იკრიბება ორ წელიწადში ერთხელ. კონგრესი ოთხი წლის ვადით ირჩევს პრეზიდენტს და ადმინისტრაციულ საბჭოს, რომელიც კონგრესებს შორის უძღვება ფედერაციის მუშაობას. ადმინისტრაციულ საბჭოსთან ერთად მუშაობენ კომისიები (იურიდიული, ფინანსური, პრესის, წესების, საარბიტრაჟო, ტექნიკური, სამედიცინო, განვითარების, სატელევიზიო და მასობრივი საშუალებების) და კომიტეტები (საინვენსტიციო და დისციპლინარული). გარდა ამისა შექმნილია 4 სპეციალური საბჭო - სპორტული შეჯიბრებების, პლაჟის ფრენბურთის, მსოფლიო ლიგის და მსოფლიოს დიდი პრიზის.
1961 წლის მარსელის კონგრესმა მიიღო გადაწყვეტილება შექმნილიყო ხუთი რეგიონული კომისია, რომლებიც თავად მიხედავდა ფრენბურთის განვითრებას თავიანთ კონტინენტებზე. შეიქმნა ევროპის, აზიის (ოკეანეთთან ერთად), აფრიკის, ჩრდილოეთ ამერიკის და სამხრეთ ამერიკის ფრენბურთის კომისიები. 1972 წლის კონგრესზე კი მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ეს კომისიები გადაკეთებულიყო კონტინენტალურ ფედერაციებად.
დღეისათვის ფედერაციის წევრია 222 ქვეყანა.
ფედერაციის უმთავრესი ტურნირებია:
- მსოფლიოს ჩემპიონატები ვაჟთა და ქალთა შორის.
- მსოფლიოს თასი ფრენბურთში ვაჟთა და ქალთა შორის
- მსოფლიოს ლიგა ფრენბურთში ვაჟთა შორის
- ჩემპიონთა თასი ფრენბურთში ვაჟთა და ქალთა შორის
- მსოფლიოს დიდი პრიზი ფრენბურთში ქალთა შორის
- მსოფლიოს ჩემპიონატები სხვადასხვა ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის.
პლაჟის ფრენბურთის საბჭო ატარებს
- მსოფლიოს ჩემპიონატები პლაჟის ფრენბურთში ვაჟთა და ქალთა შორის
- მსოფლიოს სერიალი პლაჟის ფრენბურთში ვაჟთა და ქალთა შორის
კონტინენტალური ფედერაციები და მისი წევრი ქვეყნები
რედაქტირებააფრიკის ფრენბურთის კონფედერაცია (Confédération Africaine de Volleyball - CAV) | ||||
---|---|---|---|---|
ალჟირი | ანგოლა | ბენინი | ბოტსვანა | ბურკინა-ფასო |
ბურუნდი | გაბონი | გამბია | განა | გვინეა |
გვინეა-ბისაუ | ეგვიპტე | ეკვატორული გვინეა | ერიტრეა | ზამბია |
ზიმბაბვე | კაბო-ვერდე | კამერუნი | კენია | კომორის კუნძულები |
კონგოს რესპუბლიკა | კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა | კოტ-დ’ივუარი | ლესოთო | ლიბერია |
ლიბია | მავრიკი | მავრიტანია | მადაგასკარი | მალავი |
მალი | მაროკო | მოზამბიკი | ნამიბია | ნიგერი |
ნიგერია | რუანდა | სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა | სან-ტომე და პრინსიპი | ესვატინი |
სეიშელის კუნძულები | სენეგალი | სომალი | სუდანი | სიერა-ლეონე |
ტანზანია | ტოგო | ტუნისი | უგანდა | ჩადი |
ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა | ჯიბუტი |
ჩრდილოეთ ამერიკის ფრენბურთის კონფედერაცია (North, Central America and Caribbean Volleyball Confederation - NORCECA | ||||
---|---|---|---|---|
ანგილია | ანტიგუა და ბარბუდა | არუბა | ამერიკის ვირჯინიის კუნძულები | აშშ |
ბაჰამის კუნძულები | ბარბადოსი | ბელიზი | ბერმუდის კუნძულები | ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულები |
გვატემალა | გვატემალა | გრენადა | დომინიკა | დომინიკანელთა რესპუბლიკა |
იამაიკა | კაიმანის კუნძულები | კანადა | კოსტა-რიკა | კუბა |
მარტინიკა | მექსიკა | მონსერატი | ნიკარაგუა | ნიდერლანდის ანტილები |
პანამა | პუერტო-რიკო | სალვადორი | სენტ-ვინსენტი და გრენადინები | სენტ-კიტსი და ნევისი |
სენტ-ლუსია | სურინამი | ტრინიდადი და ტობაგო | ჰაიტი | ჰონდურასი |
სამხრეთ ამერიკის ფრენბურთის კონფედერაცია (Confederación Sudamericana de Voleibol - CSV) | ||||
---|---|---|---|---|
არგენტინა | ბოლივია | ბრაზილია | გაიანა | ეკვადორი |
ვენესუელა | კოლუმბია | პარაგვაი | პერუ | საფრანგეთის გვიანა |
ურუგვაი | ჩილე |
ლიტერატურა
რედაქტირება- სპორტის ენციკლოპედია. თბილისი. 2006
- Волеибол. Справочник. Москва. изд. ,,ФиС’’ 1982
- МОК и международные спортивные обьединения. Москва. изд. ,,ФиС’’ 1979
- Волейбол: Энциклопедия. Сост. В. Л. Свиридов, О. С. Чехов — Томск: «Компания Янсон», 2001.