ცურვის საერთაშორისო ფედერაცია

ცურვის საერთაშორისო ფედერაცია (Federation Internationale de Natation — FINA) 1908 წლის 19 ივლისს ლონდონში დაარსდა. დამფუძნებელი ქვეყნები იყვნენ: ბელგია, გერმანია, დანია, ინგლისი, ირლანდია, საფრანგეთი, უელსი, უნგრეთი, ფინეთი და შვედეთი.

ფედერაციის ლოგო

ფედერაციის შტაბ-ბინა მდებარეობს ლოზანაში. სამუშო ენებია ინგლისური და ფრანგული. ფედერაცია აღიარებულია საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიერ და არის საერთაშორისო სპორტული ფედერაციების გენერალური ასოციაციის წევრი.

ფედერაციის პრეზიდენტი 2009 წლიდან არის ურუგვაელი ხუან ცეზარ მაგნიოლე.

ამჟამად ფედერაცია აერთიანებს 201 ქვეყანას.

ფედერაციის უმაღლესი ორგანოა კონგრესი, რომელიც ოთხ წელიწადში ერთხელ იკრიბება. კონგრესებს შორის მმართველი ორგანოა ბიურო, რომლის შემადგენლობაში შედიან: პრეზიდენტი, 4 ვიცე-პრეზიდენტი, საპატიო მდივანი, ხაზინადარი და 7 არჩეული წევრი. ბიუროს წევრები ირჩევიან კონგრესზე 4 წლის ვადით. გარდა ბიუროსა, ფედერაციაში შექმნილია ცურვის, წყალში ხტომის, წყალქვეშ ცურვის, სინქრონული ცურვის და წყალბურთის (შეიქმნა 1926 წელს) კომიტეტები, რომლებიც ხელმძღვანელობენ სპორტის თავის სახეობებს.

შექმნილია სამედიცინო კომიტეტიც. კომიტეტები შედგება 12 არჩეული წევრისაგან და მათაც ირჩევენ 4 წლის ვადით.

ფედერაციის უმთავრესი ტურნირებია მსოფლიოს ჩემპიონატები ცურვაში, წყალში ხტომაში, წყალქვეშა ცურვაში, სინქრონულ ცურვაში და მსოფლიოს ჩემპიონატი ვაჟთა და ქალთა შორის, მსოფლიოს თასი ვაჟთა და ქალთა გუნდებს შორის და მსოფლიოს ლიგა ვაჟთა და ქალთა შორის.

ფედერაციაში შედიან ცალკეული კონტინენტალური კონფედერაციები, რომლებიც FINA-ს თან შეთანხმებით ხელმძღვანელობენ სპორტის ამ სხეობების განვითრებას თავიანთ კონტინენტებზე და ატარებენ კონტინენტალურ ჩემპიონატებს.

ცურვის საერთაშორისო ფედერაციის წევრები არიან:

ზონალური (კონტინენტალური) კომიტეტები და მისი წევრი ქვეყნები

რედაქტირება
ევროპის ცურვის ლიგა
  ავსტრია   აზერბაიჯანი   ალბანეთი   ანდორა   სომხეთი
  ბელარუსი   ბელგია   ბულგარეთი   ბოსნია და ჰერცეგოვინა   გერმანია
  გიბრალტარი   დანია   ესპანეთი   ესტონეთი   თურქეთი
  ინგლისი   საბერძნეთი   საქართველო   ირლანდია   ისრაელი
  ისლანდია   იტალია   კვიპროსი   ლატვია   ლიეტუვა
  ლიხტენშტაინი   ლუქსემბურგი   ჩრდილოეთი მაკედონია   მალტა   მონტენეგრო
  მოლდოვა   მონაკო   ნორვეგია   პოლონეთი   პორტუგალია
  რუმინეთი   რუსეთი   სან-მარინო   საფრანგეთი   სერბეთი
  სლოვაკეთი   სლოვენია   უკრაინა   უნგრეთი   ფარერის კუნძულები
  ფინეთი   შვედეთი   შვეიცარია   ჩეხეთი   ხორვატია
  ნიდერლანდები
აზიის ცურვის ფედერაცია (AASF)
  ავღანეთი   არაბთა გაერთიანებული საამიროები   ბაჰრეინი   ბანგლადეში   ერაყი
  ვიეტნამი   თურქმენეთი   იაპონია   იემენი   იორდანია
  ინდოეთი   ინდონეზია   ირანი   კამბოჯა   სამხრეთი კორეა
  კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა   ლაოსი   ლიბანი   მიანმარი   მაკაო
  მალდივი   მონღოლეთი   მალაიზია   ნეპალი   ომანი
  პაკისტანი   პალესტინა   საუდის არაბეთი   სინგაპური   სირია
  ჩინეთის ტაიბეი   ტაილანდი   ტაჯიკეთი   უზბეკეთი   ფილიპინები
  ქუვეითი   ყაზახეთი   კატარი   ყირგიზეთი   შრი-ლანკა
  ჩინეთი   ჰონგ-კონგი
აფრიკის ცურვის კონფედერაცია (CANA)

  ალჟირი   ანგოლა   ბენინი   ბოტსვანა   ბურკინა-ფასო
  ბურუნდი   განა   გვინეა   გვინეა-ბისაუ   ეგვიპტე
  ეთიოპია   ეკვატორული გვინეა   ზამბია   ზიმბაბვე   კამერუნი
  კომორის კუნძულები   კონგოს რესპუბლიკა   კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა   კოტ-დ’ივუარი   ლესოთო
  ლიბია   ლიბერია   კენია   მავრიკი   მალავი
  მალი   მაროკო   მადაგასკარი   მავრიტანია   მოზამბიკი
  ნამიბია   ნიგერია   ნიგერი   რუანდა   სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა
  სოლომონის კუნძულები   სენეგალი   ესვატინი   სიერა-ლეონე   სომალი
  სუდანი   ტანზანია   ტოგო   ტუნისი   უგანდა
  ჩადი   ჯიბუტი
ამერიკის ცურვის კავშირი (ASUA)
  ამერიკის ვირჯინიის კუნძულები   აშშ   ანტიგუა და ბარბუდა   არგენტინა   არუბა
  ბარბადოსი   ბაჰამის კუნძულები   ბერმუდის კუნძულები   ბოლივია   ბრაზილია
  გვატემალა   საფრანგეთის გვიანა   გრენადა   დომინიკა   დომინიკანელთა რესპუბლიკა
  ეკვადორი   ვენესუელა   იამაიკა   კაიმანის კუნძულები   კანადა
  კოლუმბია   კოსტა-რიკა   კუბა   მექსიკა   ნიდერლანდის ანტილები
  ნიკარაგუა   პანამა   პარაგვაი   პერუ   პუერტო-რიკო
  სალვადორი   სენტ-ვინსენტი და გრენადინები   სენტ-ლუსია   სურინამი   ტრინიდადი და ტობაგო
  ტერქსისა და კაიკოსის კუნძულები   ურუგვაი   ჩილე   ჰონდურასი
ოკეანეთის ცურვის ასოციაცია (OSA)
  ავსტრალია   ამერიკის სამოა   ახალი ზელანდია   გუამი   ვანუატუ
  კუკის კუნძულები   მარშალის კუნძულები   მიკრონეზიის ფედერაციული შტატები   პალაუ   პაპუა-ახალი გვინეა
  სამოა   სოლომონის კუნძულები   საფრანგეთის პოლინეზია   ფიჯი   ჩრდილოეთ მარიანას კუნძულები

ლიტერატურა

რედაქტირება
  • სპორტის ენციკლოპედია. თბილისი. 2006
  • МОК и международные спортивные обьединения. Москва. изд. „ФиС“ 1979

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება