Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ევროპის ლიგა.
ლიგის ლოგო

ევროპის ცურვის ლიგა (Ligue Europeemm de Natation — LEN) — დაარსდა 1924 წელს ბუდაპეშტში.

ლიგის შტაბ-ბინა მდებარეობს ლაფბოროში (ინგლისი).

ლიგის უმაღლესი ორგანოა კონგრესი, რომელიც შეიძლება გაიმართოს ორ წელიწადში ერთხელ და აუცილებლად იმართება ოთხ წელიწადში ერთხელ. კონგრესებს შორის ლიგის საქმიანობას ხელმძღვანელობს ბიურო, რომლის შემადგენლობაში შედიან პრეზიდენტი, ორი ვიცე-პრეზიდენტი, გენერალური მდივანი, ხაზინადარი და 6 წევრი. ბიუროს წევრებს კონგრესი ირჩევს ოთხი წლით. ფედერაციის ყოველდღიურ საქმიანობას უძღვებიან ცურვის, წყალში ხტომის, წყალქვეშა ცურვის, სინქრონული ცურვის და წყალბურთის კომიტეტები.

ამჟამად ლიგის პრეზიდენტია ნორი კრუსტენი (ლუქსემბურგი).

ლიგის ოფიციალური ენებია: ინგლისური და ფრანგული.

ლიგა ატარებს (წყალბურთში):

2003 წლამდე თამაშდებოდა ევროპის თასის მფლობელთა თასი ვაჟთა შორის.


ევროპის ცურვის ლიგის წევრი ქვეყნებირედაქტირება

  ავსტრია   აზერბაიჯანი   ალბანეთი   ანდორა   სომხეთი
  ბელარუსი   ბელგია   ბულგარეთი   ბოსნია და ჰერცეგოვინა   გერმანია
  გიბრალტარი   დანია   ესპანეთი   ესტონეთი   თურქეთი
  ინგლისი   საბერძნეთი   საქართველო   ირლანდია   ისრაელი
  ისლანდია   იტალია   კვიპროსი   ლატვია   ლიეტუვა
  ლიხტენშტაინი   ლუქსემბურგი   მაკედონია   მალტა   მონტენეგრო
  მოლდოვა   მონაკო   ნორვეგია   პოლონეთი   პორტუგალია
  რუმინეთი   რუსეთი   სან-მარინო   საფრანგეთი   სერბეთი
  სლოვაკეთი   სლოვენია   უკრაინა   უნგრეთი   ფარერის კუნძულები
  ფინეთი   შვედეთი   შვეიცარია   ჩეხეთი   ხორვატია
  ნიდერლანდები

ლიტერატურარედაქტირება

  • სპორტის ენციკლოპედია. თბილისი. 2006
  • МОК и международные спортивные обьединения. Москва. изд. „ФиС“ 1979

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება