სომხეთის ისტორიის ქრონოლოგია
სომხეთის ისტორია მოითვლის სამი ათას წელზე მეტ ხანს
სომხეთის ისტორია | |
---|---|
ეს სტატია არის ნაწილი სერიისა | |
პრეისტორიული სომხეთი ძვ. წ. 2492 - ძვ. წ. 590 | |
სომხების ეთნოგენეზი | |
ურარტუ | |
დიდი სომხეთი ძვ. წ. 590 – 428 | |
აირარატის სამეფო | |
მცირე სომხეთი, სოფენეს სამეფო, კომაგენეს სამეფო | |
არტაშესიანების სამეფო | |
არშაკიდების სამეფო | |
ქრისტიანობის გავრცელება | |
ფეოდალიზმი სომხეთში | |
სომხური ანბანის ისტორია | |
შუა საუკუნეების სომხეთი 428 – 1375 | |
სპარსულ-ბიზანტიური მმართველობა | |
სომხეთის საამირო | |
ანისის სამეფო | |
ვასპურაკანის სამეფო | |
ყარსი, ლორი, სიუნიქი | |
კილიკიის სომეხთა სამეფო | |
სომხეთი საქართველოს სამეფოში | |
უცხოელთა ბატონობა 1375–1918 | |
ყარა-ყოიუნლუ, აყ-ყოიუნლუ | |
რუსული მმართველობა | |
სომხების გენოციდი | |
სომხური დიასპორა | |
თანამედროვე ისტორია 1918-დან | |
სომხეთის დემოკრატიული რესპუბლიკა | |
სომხეთის სსრ | |
ყარაბაღის ომი | |
მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა | |
სომხეთი | |
უძველესი ისტორია. ჩვენს ერამდე
რედაქტირებათანამდევი მოვლენები ჩვენს ერამდე
- XVI — კონფედერაცია ჰაიასის ფორმირება
- XIII — პირველი ცნობები ურარტუს შესახებ
- 1190 — "ზღვის ხალხების" თავდასხმების შედეგად ხეთების სამეფოს დაცემის სავარაუდო თარიღი
- 1000 — რკინის ხანის დასაწყისი.
- VIII ბოლოს — სკვითებისა და კიმერიელების შეჭრა სომხეთის მთიანეთში
- 612 — ასურეთის იმპერიის დაცემა
- 558 — აქემენიდების იმპერიის წარმოქმნა
- 549 — მიდიის დაპყრობა აქემენიდთა მიერ
- 522—486 — დარიოს I -ის მეფობა სპარსეთში
- 455—444 — ჰეროდოტეს მოგზაურობა აღმოსავლეთის ქვეყნებში.
- 336 — 30 — ელინიზმის ეპოქა
- 331 — ალექსანდრე დიდის გამარჯვება სპარსეთზე
- 190 — მაგნეზიის ბრძოლა .
- 171—138 — მითრიდატეს I-ის გაძლიერება. პართია .
- 2492 — ჰაოსის მიერ სომხური სახელმწიფოს დაარსების მითოლოგიური თარიღი. ძველსომხური კალენდრის დასაწყისი.
- 2000 — ხეთები ანატოლიაში შეჭრის მიახლოებითი თარიღი
- XIII ს. — სომეხთა ეთნოგენეზის დასაწყისი
- 859—844 — არამეს მმართველობა
- 844—828 — სარდური I-ის მმართველობა
- 828—810 — იშპუინის მმართველობა
- 810—786 — მენუას მმართველობა
- 786—764 — არგიშთი I-ის მმართველობა
- 786—639 — ურარტელი მეფეები იძულებით ასახლებენ მუშქების ნაწილს ურარტუს ტერიტორიაზე
- 782 — ერებუნის მმართველობა
- 775 — არგიშთიხინილის მმართველობა
- 764—735 — სარდური II-ის მმართველობა
- 735—714 — რუსი I-ის მმართველობა
- 714—680 — არგიშთი II-ის მმართველობა
- 680—639 — რუსი II-ის მმართველობა
- 639—635 — სარდური III-ის მმართველობა
- 590 — ურარტუს დაცემა
სომეხი ხალხის ფორმირების შემდგომ
რედაქტირება- VI ს. — სომეხთა პირველი სამეფოს წარმოქმნა
- VI ს. შუა ხანები — სომხეთის დაპყრობა აქემენიდების მიერ. სპარსეძთის სახელმწიფოში სომეხეთის სამეფოს სატრაპიად გადაქცევის პროცესი
- 401— ქსენოფონტე სომხეთში.
- 401—344 — ქემენიდთა სატრაპის ერვანდ I -ის მმართველობა სომხეთში.
- 331 — აქემენიდთა იმპერიის დაცემის შედეგს სომხეთი იღებს ფაქტობრივ დამოუკიდებლობას
- 322 — მცირე არმენიის სამეფოს წარმოქმნა
- III ს. I ნახევარი ჩვ. ერამდე — სომხური სამეფოს სოფენას წარმოქმნა
- III ს ჩვ. ერამდე — სოენას დაპყრობა სელევკიდების მეფის ანტიოქოს I დიდის მიერ
- 200 — მეფე ერვანდ IV-ის მიერ სომხეთის დედაქალაქის ერვანდაშატის დაარსების მიახლოებითი თარიღი
- 190/189 — სოფენას დამოუკიდებლობის აღდგენა და დიდი არმენიის სახელმწიფოს დაარსება.
- 189—159 — არტაშეს I დიდის მმართველობა სომხეთში
- 176 — არტაშეს I-ის მიერ ქალაქ არტაშატის დაარსების თარიღი
- 163 — კომაგენის სამეფოს წარმოქმნა
- 95 — 55 — ტიგრან II დიდის მმართველობა სომხეთში - ახლო აღმოსავლეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სახელმწიფო ხდება
- 77 — ტიგრანაკერტის დაარსება და მისი გადედაქალაქება
- 69 — ტიგრანაკერტის ბრძოლა. სომეხთა არმიის განადგურება რომაელი სარდლის ლუკულუსის მიერ. არტაშატის კვლავ გადედაქალაქება.
- 68 — არტაქსატის ბრძოლა სომეხთა მიერ ლუკულუსის არმიის განადგურება
- 65 — პომპეუსის ლაშქრობა სომხეთში. სომხეთი რომის ვასალი
- 62 — კომაგენის მეფე ანტიოქ I-ის სამარხის მშენებლობა ნემრუტის მთაზე.
- 34 — არტავაზდ II- ის დატყვევება მარკუს ანტონიუსის მიერ
ჩვენი ერა
რედაქტირებათანმდევი მოვლენები
- 64 — რომის მიერ პონტოს სამეფოს დაპყრობა
- 53 — კარახთან ბრძოლა რომაელი მხედართმტავრის კრასუსის განადგურება პართელტა არმიის მიერ სურენის მეთაურობით
ჩვენი ერა
- II ს დასაწყისი — რომის იმპერიის უმაღლესი ძალაუფლების პერიოდი
- 226 — სასანიდების დინასტიის დამხობა
- 325 — ნიკეის I საეკლესიო კრება
- 380 —ქრიატიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება რომის იმპერიაში თეოდოსი I-ის დროს
- 395 — რომის იმპერიის გაყოფა ორნაწილად: აღმოსავლეთ რომის ( ბიზანტიის) და დასავლეთ რომის იმპერიებად
- 53 — პართელთა მიერ თრდატ I–ის მეფედ დასმა. არშაკიდების სომეხთა დინასტიის დამფუძნებელი.
- 58 — გნეუს დომიციუს კორბულონის შეჭრა სომხეთში
- 63 — რომაულ–პართიული ომის დამამთავრებელი ფაზა. რანდეის ბრძოლა და სომეხთა მიერ კორბულონის არმიის განადგურება.
- 113 — ტრაიანეს შეჭრა სომეხეთში
- 117 — ადრიანეს მიერ სომხეთიდან რომის ჯარების გამოყვანა.
- 130 — ვაგარშატ I–ის მიერ ქალაქ ვაგარშაპატის დაარსების მიახლოებითი თარიღი.
- 163 — დიდი არმენიის დედაქალაქის გადატანა ვაგარშაპატში
- 287—330 — თრდატ III-ის მმართველობა
- 298 — ნიზიბინის ზავი. დიდი არმენიის დამოუკიდებლობის აღიარება
- 301 — ქრისტიანობის აღიარება სახელმწიფო რელიგიად
- 330—338 — ხოსროვ III-ის მმართველობა
- 335 — დვინის დაარსება
- 338—350 — ტირანის მმართველობა
- 350—367 — არშაკ II-ის მმართველობა
- 364—368 — სომხეთ-სპარსეთის ომი
- 370—374 — პაპის მმართველობა
- 374 — სომხეთის სამოქციქულო ეკლესიის საბოლოო ჩამოყალიბება
- 387 — არმენიის განაწილება რომსა და სპარსეთს შორის
- 405/406 — მესროპ მაშთოცის მიერ სომხური ანბანის შექმნა
- 428 — აღმოსავლეთ სომხეთში სასანიდთა სამეფო ხელისუფლების გაუქმება. დიდი არმენიის სახელმწიფოს დაცემა, მარზპანის ხელისუფლების დაწესება სომხეთში.
- 449 — სომეხთა მიერ ანტისასანიდური აჯანყების დაწყება
- 451 — ავარაირის ბრძოლა
შუა საუკუნეები
რედაქტირებათანმდევი მოვლენები
- 527—565 — ბიზანტიის იმპერატორის იუსტინიანე I დიდის მმართველობა
- 633—651 — არაბთა მიერ სპარსეთის დაპყრობა
- XI ს. — შუა აზიიდან წინა აზიაში თურქთა მასობრივი მიგრაციის დასაწყისი
- 1077 — იკონიის სასულთნოს შექმნა მცირე აზიაში
- 1099 — იერუსალიმის აღება ჯვაროსნების მიერ
- 1204 — კონსტანტინეპოლის აღება ჯვაროსნების მიერ
- 1256 — ჰულაგუიდთა სახელმწიფოს შექმნა
- 1291 — ეგვიპტელთა მიერ ლევიტანში ჯვაროსანთა უკანასკნელი საყრდენის პორტ აკოს აღება
- 1402 — თემურ-ლენგის გამარჯვება ოსმანის არმიაზე ანკარასთან
- 1453 — ოსმალთა მიერ კონსტანტინეპოლის აღება. ბიზანტიის დაცემა
- 481—484 — ანტიირანული აჯანყება ვაჰან მამიკონიანის ხელმძღვანელობით
- 484 — ნვარსაკის ხელშეკრულება- სომეხთა მიერ ნახევრადდამოუკიდებელი ქვეყნის სტატუსის და სრული რელიგიური თავისუფლების მოპოვება
- 506 — დვინის საეკლესიო კრება ბაბკენ I-ის ხელმძღვანელობით. სომხური ეკლესიის მიერ მონოფიზიტობის საბოლოოდ მიღება
- 552 — სომხური საეკლესიო კალენდრის, სომხური ქრონოლოგიის დასაწყისი
- 572—591 — ირან-ბიზანტიის ომი, რომლის შემდეგ თითქმის მთელი სომხეთი გადადის ბიზანტიის ხელში.
- 629 — ჰერაკლე კეისრის მიერ სომხეთის საბოლოო დაპყრობა
- 645 —არაბთა მიერ სომხეთის საბოლოო დაპყრობა
- 653 — არაბთა მიერ სომეხი დიდებულის თეოდოროს პშტუნის ცნობა სომხეთის, საქართველოსა და ალბანეთის უმაღლეს მმართველად.
- 744 — ბაგრატიდების მიერ სომხეთის მმართველის ტიტულის მოპოვება
- 806 — ხალიფას მიერ სომეხი დიდებულის აშოტ მსაკერის სომხეთის გამგებლად დანიშვნა.
- 851—852 — არაბი სარდლის ბუღა თურქის დამსჯელი ექსპედიცია სომხეთში
- 862 — არაბთა ხალიფას მიერ აშოტ I ბაგრატიდის ცნობა სრულიად სომხეთის ერისთავთ ერისთავად.
- 885 — აშოტ I ბაგრატიდის-ის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვება და ანისის სამეფოს შექმნა.
- 890—914 — სუმბატ I-ის მმართველობა
- 908 — ვასპურაკანის სამთავროს გამოყოფა არწრუნების მიერ ბაგრატიდების სახელმწიფოსაგან და დამოუკიდებელი სამთავროს შექმნა.
- 914—928 — აშოტ II-ის მმართველობა
- 921 — სევანის ბრძოლა: აშოტ II-ის მიერ სომხეთიდან არაბთა განდევნა
- 922 — ხალიფატის მიერ აშოტ II-ის დამოუკიდებელი არმენიის შაჰინშაჰად ცნობა
- 929—953 —აბას I-ის მმართველობა
- 953—977 — აშოტ III-ის მმართველობა
- 961 — აშოტ III „კეთილშობილის“ მიერ დედაქალაქის ყარსიდან ანისში გადმოტანა.
- 963 — ანისელი ბაგრატიდებისადმი ვასალიტეტით დაქვემდებარებული ყარსის სამეფოს წარმოქმნა
- 966 — ბაგრატუნების სამფლობელოთა ანექსია ბიზანტიის იმპერიის მიერ
- 977—989 — სუმბატ II-ის მმართველობა
- 978 — ანისის ბაგრატუნების ვასალი ტაშირ-ძორაგეტის სამეფოს შექმნა.
- 987 — ანისის ბაგრატუნების ვასალი სიუნიქის სამეფოს შექმნა.
- 989—1020 — გაგიკ I-ის მმართველობა ანისში
- 998 — ქართველ-სომეხთა კოალიციის გამანადგურებელი ლაშქრობა რავადიდების დინასტიის წარმომადგენელ მამლან I -ზე
- 1016 — ოღუზთა პირველი მარბიელი ლაშქრობები სამხრეთ არმენიაში
- 1020—1041 — ოვანეს-სუმბატის მმართველობა
- 1021 — ბიზანტიელთა მიერ ვასპურაკანის მიერთება.
- 1022 — ტრაპიზონის შეთანხმება, ოვანეს-სუმბატის ანდერძი - ბიზანტიისათვის სომხეთის სამფლობელოების გადაცემის შესახებ მეფის სიკვდილის შემდეგ
- 1041—1045 —ბაგრატიდების სომეხთა სამეფოს უკანასკნელი მეფის გაგიკ II-ის მმართველობა
- 1045 — ბიზანტიელთა მიერ ანისის აღება. სომხეთის ცენტრალიზებული სამეფოს დაცემა.
- 1048 — თოღრულ-ბეგის პირველი ლაშქრობა სომხეთში. თურქ-სელჩუკთა მიერ არზნის განადგურება
- 1054 — თოღრულ-ბეგის შემოსევა სომხეთში
- 1064 — ალფ-არსლანის ლაშქრობა სომხეთში. თურქ-სელჩუკთა მიერ ანისის აღება
- 1065 — ყარსის სამეფოს შეერთება ბიზანტიასთან
- XI ს შუა ხანები — სომეხთა დიდი ისტორიული მიგრაციის დასაწყისი. სომხეთის მთიანეთში თურქ-სელჩუკთა მესაქონლე ტომების ჩამოსახლება.
- 1071 — მანაზკერტის ბრძოლა და ბიზანტიის ჯარის განაგდურება.
- 1071 — ფილარეტ ვარაჟნუნის სამეფოს შექმნა
- 1072 — შედადიანთა ანისის საამიროს შექმნა
- 1080 — რუბენ I-ის მიერ კილიკიის სომეხთა სამთავროს შექმნა.
- 1097 — პირველი ჯვაროსნული ლაშქრობა და სომეხთა კილიკიის სამეფოში
- 1100 — შაჰ არმენთა საემიროს შექმნა დასავლეთ არმენიის დიდ ნაწილზე
- 1118 — ტაშირ-ძორაგეტის სამეფოს დაცემა და ქართული ხელისუფლების კონტროლის დამყარება ამ მიწებზე.
- 1170 — ილდეგიზიდების მიერ სიუნიქის სამეფოს დაპყრობა
- 1196 — ქართველ-სომეხთა არმიის მიერ გაგარკუნიკის გათავისუფლება
- 1198 — ლევონ II -ის ცნობა კილიკიის მეფედ. წმინდა რომის იმპერიის და პაპის ტახტის მიერ კილიკიის სომეხთა სამეფოს დამოუკიდებლობის აღიარება.
- 1199 — ქართველ-სომეხთა არმიის მიერ ანისის გათავისუფლება შედადიანთა მმართველობისაგან
- 1203 — ქართველ-სომეხთა არმიის მიერ დვინის გათავისუფლება
- 1206 — ქართველ-სომეხთა არმიის მიერ ყარსის გათავისუფლება
- 1207 — ეიუბიდების მიერ შაჰ-არმენების საემიროს შეერთება
- 1211 — ქართველ-სომეხთა არმიის მიერ სიუნიქის გათავისუფლება. ორბელთა მთავრობის დასაწყისი.
- 1220—1222 — მონგოლთა პირველი თავდასხმა
- 1225 — გარნისის ბრძოლა, ქართველ-სომეხთა არმიის განადგურება ჯალალედინის მიერ
- 1226—1270 — ჰეთუმ I -ის მმართველობა კილიკიაში
- 1236 — მონღოლთა მიერ არმენიის დაპყრობა
- 1266 — ეგვიპტელი მამლუქების მიერ კილიკიის სომეხთა სახელმწიფოს განადგურება
- 1292 — რუმკალეს აღება ეგვიპტელთა მიერ
- 1338 — არმენიის დიდი ნაწილის დაპყრობა ჩობანიდების მიერ
- 1375 — ეგვიპტელთა მიერ კილიკიის სომეხთა სამეფოს დაპყრობა
- 1385 — თოხთამიშის შემოსევები და ათასობით სომხის დატყვევება
- 1386 — თემურ-ლენგის პირველი შემოსევა.
- 1410 — არმენია ყარა-ყოინლუს კონტროლის ქვეშ
- 1435 — ორბელთა სამთავროს გაუქმება სიუნიქში
- 1441 — სრულიად სომეხთა კათოლიკოსის ტახტის დაბრუნება ეჩმიაძინში
- 1468 — არმენია აყ-ყოინლუს კონტროლის ქვეშ
- 1502 — სეფევიდების მიერ არმენისს კავკასიური ნაწილის დაპყრობა.
ახალი დრო
რედაქტირებათანმდევი მოვლენები
- 1501 — სეფიანების გამეფება ირანსა და აზერბაიჯანში
- 1513 — ირან-თურქეთის ომების ხანგრძლივი სერიის დასაწყისი.
- 1520—1566 — სულეიმან I-ის მმართველობა ოსმალეთის იმპერიაში
- 1587—1629 — შაჰ აბას-ის მეფობა სპარსეთში.
- 1639 — დღემდე შენარჩუნებული ირან-თურქეთის საზღვარის დადგენა
- 1722—1723 — პეტრე Iის ლაშქრობა სპარსეთში.
- 1736—სეფევიდების დაცემა და აფშარიდების დინასტიის აღზევება
- 1762—1796 — ეკატერინე II-ის მმართველობა რუსეთის იმპერიაში.
- 1813 — გულისტანის ზავი. რუსეთ-ირანის ომის 1804—1813 დასასრული
- 1815 — სომხების მიერ მოსკოვში დაფუძნდა მოსკოვის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი, იგივე, ლაზარევის ინსტიტუტი.
- 1839 — აბდულ-მეჯიდ I-ის რეფორმები ოსმანთა იმპერიაში
- 1876—1908 — აბდულ-ჰამიდ II-ის მმართველობა ოსმანთა იმპერიაში
- 1877—1878 — რუსეთ-თურქეთის ომი.
.
- 1512 — აკოფ მეგაპარტის მიერ «ურბატაგირკის» ( სომხურ ენაზე პირველი ნაბეჭდი წიგნი) გამოცემა.
- 1514 — ერზინჯანის და ერზრუმის დაპყრობა ოსმანთა მიერ.
- 1533 — ვანის დაპყრობა ოსმანთა მიერ.
- 1547 — კათალიკოს სტეფანოზ V სალმასცეტის მიერ ეჩმიაძინის საიდუმლო კრების მოწვევა სომხეთის გასათავისუფლებლად
- 1555 — ამასიის ზავით სომხეთის გაყოფა სპარსეთსა და ოსმალეთს შორის
- 1562 — კათალიკოს მიქაელ I სებასტაცის მოწვევით გაიმართა ეჩმიაძინის მეორე საიდუმლო კრება სომხეთის გათავისუფლების იდეით.
- 1604—1605 — დიდი სურგუნი - შაჰ აბასის მიერ 250 ათასამდე სომხის გადასახლება სომხეთიდან სპარსეთში.
- 1699 — სომხეთის გათავისუფლებისათვის ანგეხაკოტის კრება.
- 1722—1730 — სიუნიქი XVII—XVIII ს.ს. ზანგეზურის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა დაუდ-ბეგის მეთაურობით.
- 1726—1728 — კავკასიელი სომხების ბრძოლა თურქთა შემოსევების წინააღმდეგ
- 1726—1809 — სომეხთა განმათავისუფლებელი მოძრაობის მეთაურის, იოსებ ემინის ცხოვრება და მოღვაწეობა
- 1794—1796 — პირველი სომხური ჟურნალის «აზდარარის» გამოცემა ინდოეთში.
- 1805—1848 — განმანათლებელ ხაჩატურ აბოვიანის ცხოვრება და მოღვაწეობა.
- 1827 — რუსული არმიის მიერ ერევნის არება გენერალ პასკევიჩის მეთაურობით.
- 1828 — თურქმანჩაის ზავი რუსეთსა და სპარსეთს შორის. აღმოსავლეთ არმენიის შეერთება რუსეთთან. არმენიის ოლქის წარმოქმნა.
- 1850 — ერევნის გუბერნიის წარმოქმნა.
- 1869—1923 — ოვანეს თუმანიანის ცხოვრება და მოღვაწეობა.
- 1878 — ყარსის შეერთება რუსეთის იმპერიასთან. სომეხთა საკითხის განხილვის დაწყება საერთაშორისო დიპლომატიაში.
- 1885 — პარტია არმენაკანის დაარსება.
- 1887 — სოციალ-დემოკრატიული პარტია გნჩაკიანის დაარსება ჟენევაში.
- 1890 — პარტია დაშნაკცუტიუნის დაარსება თბილისში.
- 1894—1896 — სომეხთა მასობრივი მკვლელობა 1894—1896 წ.წ. ოსმალთა იმპერიაში.
XX—XXI ს.ს.
რედაქტირებათანმდევი მოვლენები
- 1908 — ახალთურქები . გადატრიალება ოსმანთა იმპერიაში
- 1914—1918 — პირველი მსოფლიო ომი.
- 1917 — რუსეთის თებერვლის რევოლუცია და ოქტომბრის რევოლუცია
- 1920 — სევრის ხელშეკრულება.
- 1928 — ინდუსტრიალიზაციის და კოლექტივიზაციის დასაწყისი სსრკში
- 1930 — 1940 — სტალინური რეპრესიები სსრკში
- 1939—1945 — მეორე მსოფლიო ომი.
- 1945—1991 — ცივი ომი.
- 1970 — 1985 — «აღმშენებლობის ეპოქა» სსრკში
- 1985 — მიხეილ გორბაჩოვი და მისი პერესტოიკა «საჯაროობის» პოლიტიკა
- 1991 — სსრკ დაშლა და დსთს წარმოქმნა
- 1903—1978 — არამ ხაჩატურიანის ცხოვრება და მოღვაწეობა.
- 1904 — სომეხთა აჯანყება სასუნში.
- 1909 — კილიკიის ხოცვა-ჟლეტა. სომეხთა ხოცვა ადანაში (1909)
- 1915 — სომეხთა გენოციდის დასაწყისი ოსმანთა იმპერიაში
- 1918 — სომხეთის პირველი რესპუბლიკის წარმოქმნა. სარდარაპატის და ბაშ-არაპანის ბრძოლები. სომეხთა ხოცვა-ჟლეტა ბაქოში (1918 წ მარტი)
- 1920—1922 — ოპერაცია ნემესისი.
- 1920 — შუშის ხოცვა-ჟლეტა. თურქეთ-სომხეთის ომი. სომხეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა.
- 1921 — მოსკოვის (1921) და ყარსის ხელშეკრულება დასავლეთ სომხეთის, ნახიჩევანის და ყარაბახის დაკარგვა.
- 1922 —სომხეთის შესვლა ამიერკავკასიის ფედერაციაში.
- 1936 — ამიერკავკასიის ფედერაციის ლიკვიდაცია
- 1943 — სომხეთის მეცნიერებათა აკადემიის დაარსება.
- 1949 — სომეხთა დეპორტაცია შუა აზიაში
- 1947—1950 —აზერბაიჯანელთა დეპორტაცია სომხეთიდან
- 1946—1948 — სომეხთა რეპატრიაცია სომხეთის სსრში
- 1959 — მატენადარანის მშენებლობა ერევანში.
- 1965 — გენოციდის 50-წლისთავისადმი მიძღვნილი აქცია.
- 1975—1991 — სგსსა საბრძოლო აქციები.
- 1988 — ყარაბახის კონფლიქტის დასაწყისი. სუმგაითის დევნა. სპიტაკის მიწისძვრა.
- 1990 — სომეხთა დევნა ბაქოში
- 1991 — ოპერაცია "რკალი". სომხეთის დამოუკიდებლობის აღდგენა
- 1991—1994 — ყარაბახის ომი.
- 1998—2008 — რობერტ ქოჩარიანის პრეზიდენტობა.
- 1999 — სომხეთის პარლამენტის ტერაქტი.
- 2008 — სერჟ სარგსიანის პრეზიდენტობის დასაწყისი
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- (1870) „Armenia“, რედ. William Henry Overall: Dictionary of Chronology. London: William Tegg.
- George Henry Townsend (1877), „Armenia“, Manual of Dates (5th რედ.), London: Frederick Warne & Co., http://hdl.handle.net/2027/wu.89097349427?urlappend=%3Bseq=79
- Benjamin Vincent (1910), „Armenia“, Haydn's Dictionary of Dates (25th რედ.), London: Ward, Lock & Co., http://hdl.handle.net/2027/loc.ark:/13960/t89g6g776?urlappend=%3Bseq=85
- Rouben Paul Adalian (2010). „Chronology“, Historical Dictionary of Armenia, 2nd, Scarecrow Press. ISBN 978-0-8108-7450-3.