ჰოვანეს თუმანიანი

(გადამისამართდა გვერდიდან ოვანეს თუმანიანი)

ჰოვანეს თათევოსის ძე თუმანიანი (სომხ. Հովհաննես Թադևոսի Թումանյան, დ. 19 თებერვალი [ ძვ. სტ. 7 თებერვალი], 1869, სოფ. დსეღი, ლორეს მაზრა — გ. 23 მარტი, 1923, მოსკოვი) — სომეხი მწერალი და საზოგადო მოღვაწე.

ჰოვანეს თუმანიანი
სომხ. Հովհաննես Թադևոսի Թումանյան
დაბადების თარიღი 7 (19) თებერვალი, 1869[1] [2] [3]
დაბადების ადგილი დსეღი[4] [2] [3]
გარდაცვალების თარიღი 23 მარტი, 1923(1923-03-23)[4] [5] [6] [7] [2] [3] (54 წლის)
გარდაცვალების ადგილი მოსკოვი[4] [2] [3]
დასაფლავებულია თბილისის სომხური პანთეონი[3]
საქმიანობა პოეტი[2] [3] , პროზაიკოსი[2] [3] , საზოგადო მოღვაწე[2] [3] და მწერალი[8]
ენა სომხური ენა და რუსული ენა
ეროვნება სომხები[2]
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
 სსრკ
ალმა-მატერი ნერსისიანის სკოლა[2]
ჟანრი პოემა, narrative poetry, ზღაპარი და ბალადა
Magnum opus ანუში, თმოგვის ციხის აღება, Q16376668?, Q21213142? და Fairy tales of Hovhannes Toumanian
მეუღლე Olga Tumanyan
შვილ(ებ)ი Nvard Tʻumanyan, Tamar Tumanyan, Moushegh Toumanyan, Ashkhen Tumanyan, Artavazd Tumanyan, Hamlik Tumanyan, Areg Tumanyan, Anush Tumanyan, Arpenik Tumanyan და სედა თუმანიანი
ხელმოწერა

პირველდაწყებითი განათლება სოფელში მიიღო. შემდეგ ჯალალოღლის (ახლანდელი ...) ოთხკლასიან სასწავლებელში და თბილისის ნერსესის სემინარიაში სწავლობდა (უკანასკნელი ვერ დაამთავრა უსახსრობის გამო). სწავლას მოწყურებულმა თვითგანვითარებას მიჰყო ხელი. 1886 წელს გამოვიდა სამწერლო ასპარეზზე. მისი ადრინდელი ნაწარმოებებია „ძაღლი და კატა“, „უიღბლო ვაჭრები“ (ორივე 1886). თუმანიანი მრავალმხრივი შემოქმედი იყო. წერდა ლექსებს, პოემებს, მოთხრობებს, ზღაპრებს, იგავებს, ბალადებს. მის ნაწარმოებებში ასახულია სომხეთის სინამდვილისთვის დამახასიათებელი სოციალური-ფსიქოლოგიური კონფლიქტები, ხალხის ზნე-ჩვეულებანი, სომეხი ხალხის წარსული და აწმყო. მისი საუკეთესო პოემებია „ანუში“ (1890, გამოქვეყნდა 1892), „მარო“ (1887, გამოქვეყნდა 1892), „თმოგვის ციხის აღება“ (1902, გამოქვეყნდა 1905), სომხების საგმირო თქმულებების საფუძველზე შექმნა პოემა „დავით სასუნცი“ (1902). ფართოდაა ცნობილი თუმანიანის მიერ სომხური და აღმოსავლური ლეგენდების სიუჟეტებზე შექმნილი მრავალი ბალადა და ზღაპარი („ერთი წვეთი თაფლი“, გამოქვეყნდა 1909; „გულადი ნაზარა“, 1908, გამოქვეყნდა 1912 და სხვა) . თუმანიანის მოთხრობები („გიქორი“, 1895, გამოქვეყნდა 1907 და სხვა) სომხური პოეზიის საუკეთესო ნიმუშებია. მათში მართლადაა გადმოცემული გლეხკაცის ფსიქოლოგია. თუმანიანი ოპტიმისტი მწერალი იყო. სწამდა თავისი სამშობლოსა და მშრომელი ხალხის ნათელი მომავალი. იგი ქართველი და სომეხი ხალხების ძმობა-მეგობრობის თავდადებულ და მგზნებარე დამცველად გამოდიოდა. ამ თემაზე შექმნა მრავალი ლექსი - „შერიგება“ (1893), „საქართველოს შესახებ“ (1916), „საქართველოს სული“ (1919), „საქართველოს პოეტებს“ (1919) და სხვა. თუმანიანის ნაწარმოებები თარგმნილია მსოფლიოს ხალხთა მრავალ ენაზე. მისი არაერთი ნაწარმოები თარგმნა ქართულად ი. გრიშაშვილმა (ოვ. თუმანიანი, რჩეული ნაწარმოები, თბ., 1924).

ლიტერატურა

რედაქტირება
  • არველაძე ბ., ოვანეს თუმანიანი და საქართველო, თბ., 1969;
  • ლაიშვილი ნ., ოვანეს თუმანიანი ქართულად (ანოტირებული ბიბლიოგრაფიული საძიებელი), თბ., 1973;
  • Ганаланян О. Т., Очерки армянской поэзии XIX-XX веков, 2 изд., Ер., 1964
  1. Большая российская энциклопедияМосква: Большая российская энциклопедия, 2004.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 2.5 2.6 2.7 2.8 სომხური საბჭოთა ენციკლოპედია / Վ. Համբարձումյան, Կ. ԽուդավերդյանՀայկական հանրագիտարան հրատարակչություն, 1974.
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 3.5 3.6 3.7 Հայկական համառոտ հանրագիտարանՀայկական հանրագիտարան հրատարակչություն, 1990. — ტ. 2.
  4. 4.0 4.1 4.2 Туманян Ованес Тадевосович // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  5. Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  6. SNAC — 2010.
  7. ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  8. Czech National Authority Database