დსეღი
დსეღი (სომხ. Դսեղ) — სოფელი სომხეთში, მდებარეობს ლორეს პროვინციაში. სოფლის მახლობლად გადის თბილისი-ერევნის საავტომობილო გზა და თბილისი-გიუმრის რკინიგზა.
სოფელი | |
---|---|
დსეღი Դսեղ | |
ქვეყანა | სომხეთი |
პროვინცია | ლორეს პროვინცია |
კოორდინატები | 40°57′48″ ჩ. გ. 44°39′06″ ა. გ. / 40.96333° ჩ. გ. 44.65167° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 1225 მეტრი |
ოფიციალური ენა | სომხური ენა |
მოსახლეობა | 2 698 კაცი (2008) |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
ოფიციალური საიტი | https://dsegh.am |
სოფელში დაიბადა სომეხი პოეტი და მწერალი ოვანეს თუმანიანი (1869-1923 წწ.). ამჟამად დსეღში მოქმედებს მისი სახლ-მუზეუმი.