ლუკულუსი
ლუკულუსი ან ლუციუს ლიცინიუს ლუკულუსი (დ. დაახლ. ძვ. წ. 117 — გ. დაახლ. ძვ. წ. 56) — რომაელი მხედართმთავარი და პოლიტიკური მოღვაწე. ძვ. წ. 79 წელს იყო ედილი, ძვ. წ. 77 წელს - პრეტორი, ძვ. წ. 74 წელს - კონსული. თავი გამოიჩინა მითრიდატე VI-ის წინააღმდეგ ომში. მიუხედავად წარმატებისა, ლეგიონები ლუკულუსით უკმაყოფილო იყვნენ. ძვ. წ. 66 წელს გადააყენეს და პომპეუსით შეცვალეს. განთქმული იყო სიმდიდრით და არაჩვეულებრივი ფუფუნებით. ლუკულუსის ნადიმი საარაკოდ იქცა. მფარველობდა მეცნიერებს და მხატვრებს. რომი დაამშვენა ბაღებით და ბრწყინვალე სასახლეებით.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 309.