ოპერაცია ნემესისი

ოპერაცია ნემესისი (სომხ. "Նեմեսիս" գործողութիւն ნემესის გორწოღუციუნ) — სომხური რევოლუციური ფედერაციის მიერ განხორციელებული ფარული ოპერაცია, რომელიც 1920 წლიდან 1922 წლამდე გრძელდებოდა. ოპერაციის დროს მოკლეს ოსმალეთის იმპერიის და აზერბაიჯანის ყოფილი პოლიტიკოსები და სამხედრო პირები, რომელთაც მონაწილეობა ჰქონდათ მიღებული სომეხთა გენოციდში და 1918 წელს ბაქოში სომეხთა ხოცვა-ჟლეტაში. შაან ნატალი და გარო არმენი მიიჩნევიან მის სულისჩამდგმელებად[1]. ოპერაციას ეს სახელი შურისძიების ბერძნულ ქალღმერთ ნემესისის გამო დაერქვა[2].

ოსმალური გაზეთის პირველი გვერდი 1918 წლის 4 ნოემბერი. მას შემდეგ რაც ქვეყნიდან სამი ფაშა: ჯემალ-ფაშა, თაალათ-ფაშა და ენვერ-ფაშა გაიქცნენ პირველი მსოფლიო ომის გამო.

სომხური რევოლუციური ფედერაცია 1890-იან წლებში აქტიური იყო ოსმალეთის იმპერიაში. მათი მიზანი იყო გაეერთიანებინათ მცირე ჯგუფები, რომლებიც მოითხოვდნენ რეფორმებს და ავტონომიას იმპერიის ფარგლებში. სომხური რევოლუციური ფედერაციის წევრებმა ჩამოაყალიბეს პარტიზანული ჯგუფები, რომლებიც სომეხ მოსახლეობას ეხმარებოდნენ თავდაცვაში. 1914 წლის ივლისსა და აგვისტოში ფედერაციის მერვე ყრილობა მათი დაშლის დასაწყისი გამოდგა. კავშირისა და პროგრესის კომიტეტის წევრებმა მოითხოვეს პარტიის დახმარება ამიერკავკასიის დაპყრობაში, მათ უნდა მოეხდინათ რუსეთში მცხოვრები სომხების პროვოცირება რუსეთის არმიის წინააღმდეგ[3][4] . სომხები საკუთარი ხელისუფლების ერთგულნი დარჩნენ, თუმცა აღნიშნეს რომ შეეძლოთ დათანხმებოდნენ სხვა წინადადებებსაც[5].

სომხური რევოლუციური ფედერაციის გამოჩენილი წევრები, მათ შორის რამდენიმე ინტელექტუალიც გახდნენ 1915 წლის 24 აპრილის თავდასხმის მსხვერპლები კონსტანტინოპოლში[6]. დაკავებულები ანკარასთან ახლოს ორ სხვადასხვა შენობაში გადაიყვანეს შინაგან საქმეთა მისინტრ მეჰმედ თალაათ-ფაშას ბრძანებით. მათი უმრავლესობა მოკლეს ან თურქეთიდან გააძევეს.

1919 წლის მუდროსის დროებითი ზავის შემდეგ თურქეთის სასამართლოს შემადგენლობა მოიწვიეს კონსტანტინოპოლში, მათი გადაწყვეტილებით 1919-1920 წელს სომეხთა გენოციდში ბრალდებული რამდენიმე ადამიანი სიკვდილით დაისაჯა[7]. ბრიტანეთის ხელისუფლებამ რამდენიმე ბრალდებული მალტის ბრიტანულ ციხეში გადაიყვანა ოსმალეთის იმპერიის ციხეებიდან, მას შემდეგ რაც იქ ვერ მოხერხდა სამართლიანი სასმართლო პროცესის ჩატარება. არსებობდნენ მალტის გადასახლებულები (ასე მათ თურქული წყაროები უწოდებენ), რომლებიც შეირჩნენ გენოციდში დამნაშავეებისგან და გაგზავნილნი იქნენ მალტის ციხეში მუსტაფა ქემალ ათათურქის დროს. შემდგომში ისინი ომში აყვანილ ბრიტანულ ტყვეებში გაცვალეს[8][9]. რადგან არ არსებობდა საერთაშორისო კანონი რომლის საფუძველძეც დააკავებდნენ გენოციდის მომწყობებს, გათავისუფლების შემდეგ მათ უპრობლემოდ შეეძლოთ ცხოვრება არა მარტო თურქეთში არამედ თითქმის მთელს მსოფლიოში[9].

კონგრესი ერევანში

რედაქტირება

1918 წლის 28 მაისს სომხეთის ეროვნულმა საბჭომ, რომელიც თბილისში დაარსდა, დამოუკიდებლობა გამოაცხადა. შეიქმნა სომხეთის პირველი რესპუბლიკა[10]. ოვანეს კაჩაზნუნი და ალექსანდრ ხატისოვი, რომლებიც სომხური რევოლუციური ფედერაციის წევრები იყვნენ ერევანში ჩავიდნენ 1918 წლის 30 მაისს, სომხეთის დამოუკიდებლობის ოფიციალურად გამოცხადების გამო. ერევანი სომხეთის დედაქალაქი გახდა, სწორედ ამ ქალაქში მოიწვია სომხურმა რევოლუციურმა ფედერაციამ მეცხრე გენერალური კონგრესი 1919 წლის 27 სექტემბრიდან, ოქტომბრის ბოლომდე.

სამართლიანობის აღდგენა სომეხთა გენოციდში მონაწილე პირების მიმართ სომხეთის კონგრესის დღის წესრიგში მოწინავე ადგილას იდგა. მრავალწლიანი სომხურ-რუსული მოლაპარაკებების შედეგად გადაწყდა, რომ სამართალი შეიარაღებული ძალებით მოეპოვებინათ. სომხური რევოლუციოური ფედერაციის წევრებმა განსაკუთრებით სიმონ ვრაციანმა, რუბენ ტერ-მინასიანმა და რუბენ დარბინიანმა წინააღმდეგობა გაუწიეს ამ გეგმას. მიუხედავად ამისა შეიქმნა „შავი სია“ სადაც 200-მდე სახელი იყო შესული, რომლებზეც იგეგმებოდა შურისძიება, რადგან მათ მონაწილეობა მიიღეს სომეხთა გენოციდში.

ოპერაცია

რედაქტირება

ოპერაციის განხორციელებაზე პასუხისმგებლობა ეკისრებოდა შაან ნატალის, რომელიც გრიგოლ მერჯანოვთან ერთად მუშაობდა. პირველადი სამიზნე თაალათ-ფაშა იყო, რომელსაც "ნომერ პირველს" ეძახდნენ. მისი მოკვლა დაევალა სოგომონ ტეილირიანს. ნატალის მიზანი იყო ტეილირიანის პროცესისთვის პოლიტიკური ელფერი მიეცა და სომეხთა გენოციდისთვის გასამართლებულებთან დაეკავშირებინა. მოგონებებში ნატალი იხსენებს მის ბრძანებებს: შენ მოკლავ ჩვენი ქვეყნის ნომერ პირველ მტერს და არ ეცდები დამალვას, მიხვალ დააბიჯებ მის გვამს და დაელოდები პოლიციას, რომ მოვიდნენ და დაგაკავონ, როგორც თაალათ-ფაშას მკვლელი[11].

შედეგები

რედაქტირება

1923 წლის 24 ივლისს ლოზანის საზავო ხელშეკრულების მიხედვით, რომელიც შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში გაფორმდა, ოსმალეთის იმპერია ორ ნაწილად: ანატოლიად და აღმოსავლეთ თრაკიად გაიყო. ოსმალეთის იმპერიის დაშლის—სევრის ხელშეკრულებას ხელი მოაწერა კონსტანტინოპოლის ხელისუფლებამ[12].

სომხეთის გასაბჭოების შემდეგ, სომხეთის დემოკრატიული რესპუბლიკის აქტივისტების ნაწილი უყოყმანოდ თანამშრომლობდა აზერბაიჯანელ და თურქ აქტივისტებთან, რათა დაებრუნებინათ სამთავრობო კონტროლი. ეს პოლიტიკა ეწინააღმდეგებოდა საატ ნატალის რწმენას, რომ სომეხ ერს არ ჰყავს თურქებზე დიდი მტერი და მათზე შურისძიება ღვთის სურვილია. შეხედულებებს შორის დიდი განსხვავება იყო, თუმცა ეს არ გამხდარა მათი გაყოფის მიზეზი. თავისუფლებისთვის მებრძოლებისთვის ხელის შესაშლელად სომხური რევოლუციური ფედერაციის მეთერთმეტე გენერალურ კონგრესზე (27 მარტიდან 2 მაისამდე, 1929) ბიურომ დაიწყო „წმენდის კამპანია“ და პირველი ვინც ფედერაცია დატოვა იყო შაატ ნატალი. საკუთარი განმარტებით მას უსამართლოდ მოუხდა ფედერაციის დატოვება. ამ გადაწყვეტილების საპროტესტოდ ბიურო ასევე დატოვეს ჰაიგ კნტოუნიმ, ბაგრევანდიანმა (საკუთარ ჯგუფთან ერთად), გლეიანმა,ტარტიზიანმა, გენერალმა სმბადამ, ფერაიანმა (საკუთარი ჯგუფით), იერეტზიანცმა, ლევონ მიზიანმა, ვაზგენ შოუშანიანმა, მესროპ კოუიუმიანმა, ლევონ კევონიანმა და სხვ. პროტესტის ნიშნად „ფრანგული კომიტეტის“ რამდენიმე წევრიც გადადგა.

ოპერაციის მსხვერპლთა სია

რედაქტირება
თარიღი ადგილი მსხვერპლი შემსრულებლები
19 ივნისი 1920   თბილისი, საქართველო  
ფათალი ხან ხოისკი
აზერბაიჯანის პრემიერ მინისტრი
არამ იერგანიანი
მისაკ კირაკოსიანი
15 მარტი 1921   ბერლინი, გერმანია  
თაალათ-ფაშა
ოსმალეთის იმპერიის შინაგან საქმეთა მინისტრი
ტალეირანი
18 ივლისი 1921   სტამბოლი
(კონსტანტინოპოლის ოკუპაცია)
 
ბეჰბუდ ხან ჯავანშირი
აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა მინისტრი
მისაკ ტორლაკიანი
5 დეკემბერი 1921   რომი, იტალია  
საიდ ჰალიმ-ფაშა
ოსმალეთის დიდი ვეზირი
არშავირ შირაგიანი
17 აპრილი 1922   ბერლინი, გერმანია  
ბეჰაედინ შაკირი
კავშირისა და პროგრესის კომიტეტის დამფუძნებელი
არამ იერგანიანი
17 აპრილი 1922   ბერლინი, გერმანია ქემალ აზმი
ტრაპიზონის ვილაიეთის ვალი
არშავირ შირაგიანი
25 ივნისი 1922   თბილისი, საბჭოთა საქართველო  
ჯემალ-ფაშა
სირიის გუბერნატორი
სტეპან ძაგიანი
ბედროს ბოიოსიანი

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Eminian, Sarkis J. (2004). West of Malatia: The Boys of '26. Bloomington, IN: AuthorHouse, გვ. 3. ISBN 9781418412623. 
  2. Newton, Michael (2014) Famous Assassinations in World History: An Encyclopedia [2 volumes]. ABC-CLIO, გვ. 269–70. ISBN 1610692861. 
  3. Taner Akcam, A Shameful Act, p. 136
  4. Richard G. Hovannisian, The Armenian People from Ancient to Modern Times, 244
  5. The Encyclopedia Americana, 1920, v.28, p. 412
  6. Finkel, Caroline, Osman's Dream, (Basic Books, 2005), 57; "Istanbul was only adopted as the city's official name in 1930..".
  7. Charny, Israel W. (2000). Encyclopedia of genocide, Repr., Oxford: ABC-Clio. ISBN 0874369282. 
  8. http://www.independent.com.mt/articles/2012-04-19/news/turkeys-eu-minister-judge-giovanni-bonello-and-the-armenian-genocide-claim-about-malta-trials-is-nonsense-308828/
  9. 9.0 9.1 Power, Samantha. "A Problem from Hell", p. 16-17. Basic Books, 2002.
  10. Hovannisian. "Armenia's Road to Independence", p. 298.
  11. "Nayiri" weekly, v. 12, nos. 1-6
  12. http://wwi.lib.byu.edu/index.php/Treaty_of_Lausanne ;
    ARTICLE 91
    All grants of patents and registrations of trade-marks, as well as all registrations of transfers or assignments of patents or trade marks which have been duly made since the 30th October, 1918, by the Imperial Ottoman Government at Constantinople or elsewhere..