ვაჰან მამიკონიანი

ვაჰან მამიკონიანი (სომხ. Վահան Մամիկոնյան — დ. 440-445 — გ. 503 -510) — სომეხი დიდგვაროვანი მამიკონიანთა ოჯახიდან. 481 წელს აუჯანყდა სასანიანთა ირანს, რომელიც აკონტროლებდა სომხეთის აღმოსავლეთ ნაწილს (აგრეთვე ცნობილი, როგორც სასანიანთა სომხეთი). 485 წელს იგი დაინიშნა სასანიანთა სომხეთის მარზპანად და იკავებდა ამ ტიტულს გარდაცვალებამდე (მიახლოებით 503-510 წელი).

ვაჰან მამიკონიანი
Վահան Մամիկոնյան

ვაჰან მამიკონიანის პორტრეტი
სომხეთის მარზპანი
მმართ. დასაწყისი: 485
მმართ. დასასრული: 503/510
წინამორბედი: შარპურ რაიდანელი
მემკვიდრე: ვარდ მამიკონიანი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 440-445
დაბ. ადგილი: სომხეთის მარზპანატი
გარდ. თარიღი: 503/510
გარდ. ადგილი: სომხეთის მარზპანატი
დინასტია: მამიკონიანთა საგვარეულო
მამა: ჰმაიაკ მამიკონიანი
დედა: ძოიკ არწრუნი

პოლიტიკური მდგომარეობა

რედაქტირება

387 წლის შემდეგ, სომეხთა სამეფო გაიყო ორ — ბიზანტიურ და სპარსულ ნაწილად. ამასთანავე, 428 წელს, უკანასკნელი არშაკუნიანი მონარქი, არტაშირ IV გადააყენა ბაგრამ V-მ ნახარარების მოთხოვნით, რითაც სასანიანთა სომხეთში დაიწყო მარზპანატის პერიოდი. მალევე, სომხებს იმედი გაუცრუვდათ: 449 წელს, იაზდეგერდ II-მ დიდგვაროვნებს ზოროასტრიზმზე გადასვლა უბრძანა. სომხები აჯანყდნენ ვარდ მამიკონიკანის მეთაურობით, მაგრამ აჯანყება ჩაეხშო 451 წლის 2 ივნისს (ან 26 მაისს), ავარაირის ბრძოლაში. ნახარარების უმეტესობა, რომელიც რევოლუციაში მონაწილეობდა, ქტესიფონში გადაასახლეს.

ახალგაზრდობა

რედაქტირება

ვაჰანი დაიბადა დაახლოებით 440-445 წლებში. იგი მაიეკ და ძოიკ მამიკონიანების უფროსი შვილი იყო. ჰყავდა სამი უმცროსი დედმამიშვილი: ვარდი, ვასაკი და არტაშირი. მისი მამა მოკეს ტაიქში, ავარაირის ბრძოლის შემდგომ. ვაჰანი, ვასაკთან და არტაშირთან ერთად სომხეთის მარზპანმა დაიჭირა და გადაასახლა ქტესიფონში.

სამივე ძმას სიკვდილი მიესაჯა, მაგრამ ისინი გამოუშვეს მირანიდის და არშუშა II-ის დახმარებით შემდეგ ვაჰანმა დაიბრუნა თავისი ქონება, თუმცა, მას ბრალი ედებოდა ოქროს მაღაროების შემოსავლის მითვისებაში და მას თანხების დიდი თანხის გადახდა მოუწია სასანიანებისთვის.

რევოლუცია

რედაქტირება

არარაირის ბრძოლის შემდგომ, სასანიანები სომხებს მუდმივად აიძულებდნენ შორეულ სამხედრო ექსპედიციებში (ძირითადად აღმოსავლეთ სპარსეთი) წასვლას. სომეხ ხალხში სასანიანთა განდგომის მსურველთა რიცხვი იზრდებოდა, რასაც, საბოლოოდ, მოჰყვა რევოლუცია ვახტანგ გორგასალთან ერთად. ვაჰანმა თავი შეიკავა 481 წლის აჯანყებაში მონაწილეობისგან. მან აიძულა სომხეთის მარზპანს — ადურ გუშნასპს დაეტოვებინა დვინი და გადასულიყო არტაშატში.

ვაჰანმა თხოვა სხვა აჯანყებულებს, რომ დაეფიცათ სახარების ჯვარზე, რომ იქნებოდნენ იმ შეთანხმების ერთგულები, რომლის მიხედვითაც ის გახდებოდა მომავალი მარზპანი. შემდეგ მან მარზპანად დასვა საჰაკ II ბაგრატუნი. ამ დროს ადურ გუშნასპი დაბრუნდა გადასახლებიდან 7000 ცხენოსნისგან შემდგარი ჯარით მეამბოხეებთან საბრძოლველად, თუმცა იგი დაამარცხა და მოკლა ვაჰანმა თავისი არმიით აკორის ბრძოლაში (არარატის ჩრდილოეთ ფერდობი). ვაჰანი დარჩა დვინში ქალაქის დასაცავად. სასანიანთა დამხმარე ჯარი მოვიდა 483 წელს და გაიმართა ნერსეჰაფათის ბრძოლა არტაზში (მაკუს რეგიონი), სადაც ვაჰანმა მოახერხა მათი დამარცხება.

ვაჰანმა შემდეგ მიიღო წერილი ვახტანგისგან, რომელიც თავის მეომრებთან ერთად მდინარე მტკვრის მიმდებარე ტერიტორიაზე ეძებდა სასანიანთა ჯარს შაპურ მიჰრანის მეთაურობით. ერთგული მეომრების სიმცირის გამო, სომხები დამარცხდენ აკესგას ბრძოლაში 483 წელს, რამაც სხვა გართულებებთან ერთად შეიწირა ისააკ და ვასაქ (ბაგრატუნ II) მამიკონიანები. ვაჰანი წავიდა ტაოში, როცა შაპურ მიჰრანი ბრუნდებოდა ქტესიფონში, რამაც სომხებს საშუალება მისცა აღედგინათ კონტროლი მდინარე არაქსზე ზამთარში. 484 წლის გაზაფხულზე, შაპურ მიჰრანი დაბრუნდა ახალი ჯარით და აიძულა ვაჰანი ტაოში და ტარონში ლტოლვილად გადასახლებულიყო.

 
ვაჰან მამიკონიანის დაბრუნება დვინში

სომხეთის მარზპანი

რედაქტირება

სასანიანთა მეფის, პეროზ I-ის ეფტალიტების გარდაცვალებამ სომხეთის ბედი შეცვალა. სასანიანთა სომხეთიდან სპარსები გაიყვანეს, აღადგინეს დვინი და ვაღარშაპატი. პეროზის შთამომავალმა ბალაშმამარტომ ვერ მოახერხა პეროზის ძმის — ზარირის აჯანყების ჩახშობა , ამიტომ სომხებს სთხოვა დახმარება. სამხედრო დახმარების სანაცვლოდ ორმა მხარემ მოაწერა ხელი ნვარსაკის ზავს, რომელიც სომხეთს რელიგიურ თავისუფლებას ანიჭებდა და კრძალავდა ზოროასტრიზმის გავრცელებას, აგრეთვე, ნახარარს დამოუკიდებელს ხდიდა. ვაჰანი დაინიშნა სომხეთის სპასპეტად და მამიკონიანთა საგვარეულოს და მათ მოკავშირეებს დაუბრუნდათ თავიანთი საკუთრება.

ამავე პერიოდში, 485 წელს, ვაჰანი მარზპანად დაინიშნა, შემდეგ კი თავისი ძმა ვარდი დანიშნა სპასპეტად. ჰოვანეს I მანდაცუნის და ბაბგენოს წყაროების მიხედვით, სომხეთში ქრისტინობა ყვაოდა. აღდგა ეკლესიები, გააფართოვეს წმინდა გრეგორის ეკლესია და აღადგინეს ვაღაშაპატის მონასტერი. ქვეყანაში სუფევდა მშვიდობა. 489 წელს, ვაჰანმა ალბანეთის მეფე ვაჩაგან III-სთან ერთად შეაჩერა ჰეპტალიტების დაპყრობითი ომი სამხრეთ კავკასიაში.

ვაჰან მამიკონიანი გარდაიცვალა 503-510 წლებში. მისი მომდევნო მმართველი იყო მისი ძმა — ვარდ მამიკონიანი.

გენეალოგიური ხე

რედაქტირება
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
ჰმაიაკ მამიკონიანი
 
 
 
ძოიკ არწრუნი
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
არტაშესი
 
ვასაკი
 
ვაჰან მამიკონიანი
 
ვარდან მამიკონიანი
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
არტავაზდი
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
სამველ
 
 
 
 
 
 
 
 
 

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Dédéyan, Gérard (2007). History of the Armenian people. Tolosa: Privat. ISBN 978-2-7089-6874-5. 
  • Donabédian, Patrick (1987). Les arts arméniens. Paris: Éditions Mazenod. ISBN 2-85088-017-5. 
  • Grousset, René (1947). Histoire de l’Arménie des origines à 1071. Paris. 
  • Jacobus, Donald Lines (1993). The American Genealogist, Volumes 68-69. Universidade de Wisconsin - Madison: D.L. Jacobus. 
  • Mutafian, Claude (2005). Atlas historique de l'Arménie. Autrement. ISBN 978-2746701007. 
  • Settipani, Christian (2006). Continuité des élites à Byzance durant les siècles obscurs. Les princes caucasiens et l'Empire du vie au ixe siècle. Paris: de Boccard. ISBN 978-2-7018-0226-8. 
  • Toumanoff, Cyril (1990). As dinastias do Cáucaso cristão na Antiguidade ao século XIX: tabelas genealógicas e cronológicas. Rome. 
  • Yarshater, Ehsan (1983). The Cambridge History of Iran: The Seleucid, Parthian, and Sasanian periods. Cambridge University Press. ISBN 052120092X.