არშუშა

(გადამისამართდა გვერდიდან არშუშა II)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ არშუშა (მრავალმნიშვნელოვანი).

არშუშა, არშუშა II[4]ქვემო ქართლის (კალანკატუელი - ქართველთა[5], კორიუნი - ტაშირის[5]) პიტიახში V საუკუნის შუა წლებში.

არშუშა II
ქართლის პიტიახში
მმართ. დასაწყისი: 455
მმართ. დასასრული: დაახლ. 457-დან 470-მდე[1]
467[2]
470[3]
წინამორბედი: ბაკურ II
მემკვიდრე: ვარსქენი
მეუღლე: ანუშვრამ არწრუნი
შვილები: ვარსქენი, ჯოჯიკი
დინასტია: ფეროზიანი

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაახლოებით 450 წელს, ამიერკავკასიაში მაზდეანობა რომ გაევრცელებინათ, არშუშა ქართლის, სომხეთისა და ალბანეთის დიდებულებთან ერთად ირანში შაჰ იეზდიგერდ II-ის კარზე გაიწვიეს. აქ მისი რჩევით ამ სამი ქვეყნის თავკაცებმა ფორმალურად უარყვეს ქრისტიანობა და აღიარეს მაზდეანობა, რათა თავიანთი ქვეყნები აოხრებისაგან ეხსნათ. შაჰმა ქართლის პიტიახში თავისთან დაიტოვა, სომეხთა მხედართმთავარი ვარდან მამიკონიანი (შუშანიკის მამა) კი გამოუშვა. 450-451 წლებში ირანის წინააღმდეგ მოეწყო დიდი აჯანყება, რომელსაც სახალხო ხასიათი ჰქონდა. მას ხელმძრღვანელობდა ვარდან მამიკონიანი. დაიდო სამოკავშირეო ხელშეკრულება იბერიასა და ალბანეთთან. 451 წლის 26 მაისს ავარაირის ველზე გაიმართა გადამწყვეტი ბრძოლა, რა დროსაც დაიღუპა ვარდან მამიკონიანი, ხოლო მისი ოჯახი დაატყვევეს. არშუშას დიდი ძალისხმევა დასჭირდა მათ გამოსახსნელად და თავის საპიტიახშოში გამოსამგზავრებლად. აი, ამ ვითარებაში შეხვდნენ ერთმანეთს და იზრდებოდნენ ერთად არშუშასა და ვარდანის შვილები.

მოგვიანებით არშუშა ჩამოშორდა აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას და ქრისტიანული ეკლესია-მონასტრების აშენება დაიწყო, მათ შორის აღსანიშნავია ბოლნისის სიონი.

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. Settipani 2006, p. 439.
  2. Dédéyan 2007, p. 191.
  3. Toumanoff 1990, p. 385.
  4. Cyril Toumanoff (1963). Studies in Christian Caucasian History. Georgetown University Press, გვ. 262. 
  5. 5.0 5.1 ივანე ჯავახიშვილი - საქართველოს, კავკასიისა და მახლობელი აღმოსავლეთის ისტორიულ-ეთნოლოგიური პრობლემები, თბ. 1998