ვარსქენ პიტიახში
ვარსქენი — არშუშას ძე, ფეროზიანთა საგვარეულოს წარმომადგენელი, ქართლის საპიტიახშოს პიტიახში V საუკუნის 60-80-იან წლებში. ჩანს, ქართლის ცენტრალური ხელისუფლებისადმი ოპოზიციურად განწყობილი, აღმავალი ფეოდალური ძალების ერთ-ერთი მეთაური იყო. ცდილობდა გამოეყენებინა გარეშე ძალაც — დამპყრობელი ირანელები. ამ მიზნით მიიღო ირანში სახელმწიფო სარწმუნოებად აღიარებული მაზდეანობა. ამიტომ ვახტანგ I გორგასალმა ირანის წინააღმდეგ აჯანყება დაიწყო იმით, რომ მოაკვლევინა ვარსქენ პიტიახში 482 წელს.
ვარსქენი | |
---|---|
ქართლის პიტიახში | |
მმართ. დასაწყისი: | 470 |
მმართ. დასასრული: | 482 |
წინამორბედი: | არშუშა II |
მემკვიდრე: | არშუშა III |
მეუღლე: | შუშანიკი |
დინასტია: | ფეროზიანი |
მამა: | არშუშა II |
დედა: | ანუშვრამ არწრუნი |
გენეალოგიარედაქტირება
ვარდან მამიკონიანი სპასპეტი (გ. 451) | ჰმაიაკ მამიკონიანი გენერალი (გ. 451) | ძოიკ არწრუნი | ალან არწრუნი მღვდელი 450 წ. | ანუშვრამ არწრუნი | არშუშა II პიტიახში (გ. 457/470) | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ვაჰან მამიკონიანი მარზპანი (გ. 485) | ვარდ მამიკონიანი მარზპანი (გ. 505) | ვასაკ | არტაშეს | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
შუშანიკი (გ. 475) | ვარსქენი პიტიახში (გ. 482) | ჯოჯიკი | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
3 ვაჟი | არშუშა III პიტიახში 540 წ. | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ლიტერატურარედაქტირება
- ჯანაშია ნ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 312.
- კირილ თუმანოვი (1963). Studies in Christian Caucasian History ("კვლევები ქრისტიანული კავკასიის ისტორიაში").. Georgetown University Press, გვ. 262. OCLC 716309476.