არშუშა პიტიახში
(გადამისამართდა გვერდიდან არშუშა III)
არშუშა პიტიახში, არშუშა III[1][2] — სამშვილდის ერისთავი[2] და პიტიახში[2] VI საუკუნის 40–იან წლებში. მოხსენიებულია „ევსტათი მცხეთელის მარტვილობაში“ ქართლის მარზპანის არვანდ გუშნასპის გასაცილებლად მოსულ ქართლის მთავრებს შორის. მათ მარზპანისათვის უთხოვიათ მცხეთაში გაქრისტიანებული სპარსელების პატიმრობიდან გათავისუფლება, რაც მარზპანს დაუკმაყოფილებია.
არშუშა III | |
---|---|
სამშვილდის ერისთავი | |
მმართ. დასაწყისი: | 482 |
მმართ. დასასრული: | 540/541 წ.-ის შემდეგ |
წინამორბედი: | ვარსქენი |
მემკვიდრე: | არშუშა IV |
ქართლის პიტიახში | |
წინამორბედი: | ვარსქენი |
მემკვიდრე: | არშუშა IV |
დინასტია: | ფეროზიანი |
მამა: | ბაგრატ II |
დედა: | შუშანიკი |
არშუშა პიტიახში სახელისა და ტიტულის მიხედვით ქვემო ქართლის პიტიახშთა ცნობილ საგვარეულოს უნდა ეკუთვნოდეს. ის V საუკუნეში ცნობილი არშუშა ქართლის პიტიახშის შთამომავალი უნდა იყოს სახელის დარქმევის წესის მიხედვით.
ლიტერატურა
რედაქტირება- ბოგვერაძე ა., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 219.
- არშუშა პიტიახში — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
სქოლიო
რედაქტირება- ↑ კირილ თუმანოვი (1963). „Studies in Christian Caucasian History“. Georgetown University Press, გვ. 262.
- ↑ 2.0 2.1 2.2 ბახტაძე მ., ერისთავობის ინსტიტუტი საქართველოში, თბ., 2003, გვ. 69