არვანდ გუშნასპი
არვანდ გუშნასპი, ერვანდ ვშნაპსი — ქართლისა და ალბანეთის მარზპანი დაახლოებით 535/536 წლიდან. სასანიანთა ირანის ცნობილ მიჰრან-გუშნასპთა საგვარეულოს წარმომადგენელი. „ევსტათი მცხეთელის მარტვლობის“ ავტორის ცნობით, 541 წელს არვანდ გუშნასპთან დააბეზღეს გაქრისტიანებისათვის სპარსელი გვირობანდაკი, რომელიც გაქრისტიანების შემდეგ ევსტათად იწოდა. 542 წლის გაზაფხულზე არვანდ გუშნასპი ირანში გაიწვიეს. მის მაგიერ მარზპანად ვეჟან ბუზმირი დაინიშნა, რომელმაც 3 წელი დაჰყო ამ თანამდებობაზე. არვანდ გუშნასპს 545 წელს კვლავ დაუკავებია ძველი თანამდებობა და 40-იანი წლების ბოლომდე განაგებდა ქართლსა და ალბანეთს.
ლიტერატურა
რედაქტირება- გოილაძე ვ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 194.