ბაგრატ I (ქართველთა მეფე)
ბაგრატ I, ერისთავთა შორის ბაგრატ II (გ. 945) — ქართველთა მეფე 937–945, კლარჯეთის ბაგრატიონთა ტაოს შტოს წარმომადგენელი, ძე ადარნასე II-ისა. მეფედ იხსენიება იშხნის წარწერაში. ატარებდა მაგისტროსის ბიზანტიის ტიტულს 923–945 წლებში.
ბაგრატ I | |
---|---|
ქართველთა მეფე | |
მმართ. დასაწყისი: | 937 |
მმართ. დასასრული: | 945 |
წინამორბედი: | დავით II |
მემკვიდრე: | აშოტ IV |
ტაოს ერისთავი | |
მმართ. დასაწყისი: | 941 |
მმართ. დასასრული: | 945 |
წინამორბედი: | გურგენ IV (ტაოს I შტო) |
მემკვიდრე: | ადარნასე III |
სხვა წოდებები: | მაგისტროსი (923–945) |
დინასტია: | ბაგრატიონები |
მამა: | ადარნასე II |
ლიტერატურა
რედაქტირება- ბოგვერაძე ა., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 128.