Disambig-dark.svg ეს სტატია დიდი სომხეთის პროვინციას ეხება. საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიულ მხარის შესახებ იხილეთ ტაო.

ტაიქი (სომხ. Տայք) — ქართული ისტორიული პროვინცია ტაოს სომხური სახელწოდება. წარსულში დიდი სომხეთის ერთ-ერთი პროვინცია, მოგვიანებით ნახევრად დამოუკიდებელი სამთავრო.

ტაიქის პროვინციის მდებარეობა, მამიკონიანთა გვარის ექსპანსიის რუკაზე

ოლქის სახელწოდება მომდინარეობს ქართველური ტომის – ტაოხებისაგან, რომლებიც ძვ. წ. XII საუკუნიდან სათავეში ედგნენ დიაოხის (იგივე ტაოხის, დაიაენის) სახელმწიფოებრივ გაერთიანებას. დიაოხს მოიხსენიებენ ასურული (ძვ. წ. XII—IX სს.) და ურარტული (ძვ. წ. IX—VIII სს.) ლურსმული წარწერები.[1] დიაოხი, სახელწოდებით ტაოხი, აღწერილი აქვს ქსენოფონტს თხზულება ანაბასისში. მას თავად გაუვლია ამ ტერიტორიაზე ძვ. წ. 401 წელს 10 000 ბერძენი ჯარისკაცის თანხლებით.[2]

ძვ. წ. II საუკუნიდან, იბერიასთან წარმოებული ომების შედეგად, შემდგომი პერიოდის ტაიქის ტერიტორიას იპყრობს დიდი სომხეთის მეფე არტაშეს I. ამ ამბებთან დაკავშირებით მოგვიანო დროის სომხურ წყაროებში ჩნდება სახელწოდება "ტაიქი". წარმოადგენდა მამიკონიანების სამფლობელოს.

VII საუკუნის სომეხი გეოგრაფი ანანია შირაკაცი ტაიქს 9 კანტონად ჰყოფს:

  • კოღი
  • ბერდაცფორი
  • პარტიზაცფორი
  • ჭაკქი
  • ბოღხა
  • ვოქაღე
  • აზორდაცფორი
  • კაფორი
  • არსიაცფორი

(სახელწოდებები მითითებულია სომხური წყაროს მიხედვით)

პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი იყო ბოღბერდი (ქართული წყაროების ბოლისციხე, ბოლი). პროვინციის ფართობი 40,105 კმ²-ს შეადგენდა.

387 წლიდან სპარსეთის გავლენის ქვეშ ექცევა. 591 წლიდან ბიზანტიის ხელშია. VIII საუკუნეში ბაგრატიონებმა ტაიქის (ტაოს) პროვინციას დაეუფლნენ– ის შეუერთდა ჯერ ქართლის საერისმთავროს, IX საუკუნის დასაწყისში ხდება ქართველთა სამეფოს (იგივე ტაო-კლარჯეთის სამეფოს) ნაწილი, ხოლო 1008 წლიდან ბაგრატ III-მ, მამის – გურგენ II-ის გარდაცვალების შემდეგ, პროვინცია საქართველოს სამეფოს შეუერთდა.

ტაიქი (ტაო) ამჟამად მთლიანად თანამედროვე თურქეთის შემადგენლობაშია – მცირე ნაწილი ართვინის პროვინციაში, ხოლო დანარჩენი — ერზურუმის პროვინციაში.

იხილეთ აგრეთვერედაქტირება

ლიტერატურარედაქტირება

  • ინაძე მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 658-659.
  • Г. А. Меликишвили Урартские клинообразные надписи. — М.: Изд. Академии наук СССР, 1960.
  • Arutyunova-Fidanyan, Viada A. (1986-87). Some Aspects of the Military-Administrative Districts and Byzantine Administration in Armenia During the 11th Century. REArm 20, გვ. 309-20. 
  • Garsoian, Nina (1977). "The Byzantine Annexation of the Armenian Kingdoms in the Eleventh Century", The Armenian People from Ancient to Modern Times. New York: St. Martin’s Press, გვ. 192. 
  • Hewsen, Robert (2001). Armenia. A Historical Atlas. Chicago: The University of Chicago Press, გვ. 341. 

სქოლიორედაქტირება

  1. Меликишвили, 1960, стр. 424
  2. ინაძე მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 658-659.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ტაიქი&oldid=4180198“-დან