სომხეთის გათავისუფლების სომხური საიდუმლო არმია

სომხეთის გათავისუფლების სომხური საიდუმლო არმია (სომხ. Հայաստանի Ազատագրութեան Հայ Գաղտնի Բանակ, ՀԱՀԳԲ) — სომხური სამხედრო ორგანიზაცია, რომელიც ფუნქციონირებდა 1975[2] წლიდან 1990[3]-იან წლებამდე. რამდენიმე წყაროს[4][5][6][7] მიხედვით ის მიჩნეულია ტერორისტულ ორგანიზაციად, სხვა წყაროები მას პარტიზანული ომისთვის[8][9][10][11] გაწვრთნილ სამხედრო[12] ორგანიზაციად რაცხავენ. 1980-იან წლებში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ასალა ტერორისტული[13] ორგანიზაციების სიაში შეიყვანა, მათ მიერ აშშ-ში მოწყობილი თავდასხმების შედეგად 46 ადამიანი დაიღუპა და 299 დაშავდა. ორგანიზაციის მიზანი იყო „ეიძულებინათ თურქეთის მთავრობა საჯაროდ აეღო პასუხისმგებლობა 1915 წლის სომეხთა გენოციდზე, გადაეხადათ კონპესაცია და დაეთმოთ სომხეთის კუთვნილი ტერიტორია“[14], საბოლოოდ კი სურდათ განეხორციელებინათ ერთიანი სომხეთის კონცეფცია, რომლის მიხედვითაც სომხეთის შემადგენლობაში შედიოდა ყოფილი საბჭოთა სომხეთის და დასავლეთ სომხეთის (დღევანდელი თურქეთის) ტერიტორია[15]. ეს ტერიტორიები სომხეთისთვის უნდა დაეთმოთ სევრის ხელშეკრულების მიხედვით, რომელის განხორციელების პირობა აშშ-ს პრეზიდენტმა ვუდრო ვილსონმა დადო 1920 წელს, თუმცა ხელშეკრულება არასოდეს ყოფილა რატიფიცირებული[16].

სომხეთის გათავისუფლების სომხური საიდუმლო არმია
ოპერაციის ჩატარების თარიღები 1975-1988
ლიდერი იაკობ იაკობიანი[1]
მოტივები „აიძულონ თურქეთის მთავრობა საჯაროდ აიღოს პასუხისმგებლობა 1915 წლის სომეხთა გენოციდზე, გადაიხადონ კონპესაცია და დათმონ სომხეთის კუთვნილი ტერიტორია[2]
მოქმედების რეგიონ(ებ)ი აშშ, თურქეთი
იდეოლოგია გაერთიანებული სომხეთი
ძირითადი მოქმედებები რამდენიმე თურქი დიპლომატის და მათი ახლობლების მკვლელობა. თურქული, ფრანგული და შვეიცარული სამიზნეების დაბომბვა სხვადასხვა მოტივით. დასავლეთ ევროპაში მდებარე ამერიკული ავიაკომპანიების რამდენიმე უმნიშვნელო დაბომბვა.
აღსანიშნავი თავდასხმები თურქეთის საკონსულოზე თავდასხმა პარიზში (1981), ესენბოგის საერთაშორისო აეროპორტზე თავდასხმა (1982), ორლის აეროპორტზე თავდასხმა (1983)
სტატუსი გაუქმებული

ორგანიზაციამ მიიღო სოლიდური მხარდაჭერა სომხური დიასპორის მხრიდან ევროპასა და ამერიკაში[17].

შიდა განხეთქილებით დასუსტებული ორგანიზაცია შედარებით უმოქმედო იყო 1990-იან წლებში, თუმცა 1991 წელს განახორციელეს წარუმატებელი თავდასხმა თურქეთის საელჩოზე უნგრეთში. ამის შემდეგ ორგანიზაციას მონაწილეობა აღარ მიუღია ბოევიკურ საქმიანობებში[18].

ჯგუფის დევიზი იყო „შეიარაღებული ბრძოლა და სწორი პოლიტიკური მიმართულება არის გზა გაერთიანებული სომხეთისაკენ“ და „გაუმარჯოს რევოლუციონარულ სოლიდარობას დაჩაგრული ხალხისადმი“[19].

100 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ოსმალეთის იმპერიამ დაიწყო საკუთარი სომხური მოსახლეობის განადგურება, რომელიც ძირითადად კონცეტრირებული იყო მის აღმოსავლეთ ნაწილში და რომელსაც იმ დროს დასავლეთ სომხეთად მოიხსენიებდნენ. სიკვდილსა და თავისუფლების აღკვეთას გადარჩენილმა მოსახლეობამ თავი ახლო აღმოსავლეთისა და დასავლეთ ევროპის ქვეყნებს ან აშშ-ს შეაფარა. 1920-იან წლებში სომხებმა მოკლეს გენოციდის წამომწყები და ხელმძღვანელი პირები (ოპერაცია ნემესისი), თუმცა ოსმალეთის იმპერიის მემკვიდრე თურქეთის რესპუბლიკა უარყოფს გენოციდს. ის ეწინააღმდეგება ყველა მცდელობას, რომ სომეხთა გენოციდმა მოიპოვოს აღიარება დასავლეთში. მათ ფაქტობრივად, დაადანაშაულეს სომხები ძალადობის პროვოცირებაში და განაცხადეს, რომ სომხებმა დახოცეს ათასობით თურქი, რის გამოც დაიწყო მათი დეპორტაცია. 1965 წელს სომხებმა მთელი მსოფლიოს მასშტაბით აღნიშნეს გენოციდის 50 წლისთავი და დაიწყეს ბრძოლა საყოველთაო აღიარებისთვის. რადგან თურქეთი ვერ ურიგდება ამგვარ მოთხოვნებს და არ აღიარებს გენოციდს, ახალგაზრდა სომხებმა გადაწყვიტეს შეცვალონ წინა თაობის მიდგომები და აღიარებისა და ზარალის ანაზღაურებისთვის სამშვიდობო მსვლელობებით და დემონსტრაციებით იბრძოლონ.

1973 წელს გურგენ იანიკიანმა, კაცმა, რომელიც გადაურჩა სომეხთა გენოციდს[20] მოკლა ორი თურქი დიპლომატი ლოს-ანჯელესში. ეს მოვლენა შეიძლება მალე დავიწყებას მისცემოდა, თუმცა ის გახდა დასასრული სომეხთა გენოციდის ირგვლივ არსებული დუმილისა, რომელიც 1915 წლიდან გრძელდებოდა. სომხეთის გათავისუფლების სომხური საიდუმლო არმია 1975 წელს დაარსდა ბეირუთში ლიბანელი იაკობ იაკობიანის მიერ, ლიბანის სამოქალაქო ომის დროს, პასტორი ჯეიმზ კარნუსიანის[21] და ცნობილი პალესტინელი[22] მწერლის გევორქ აჩემიანის[23] დახმარებით. თავდაპირველად ორგანიზაცია იწოდებოდა „პატიმარი იაკობ იაკობიანის ჯგუფად“[24] და ძირითადად შედგებოდა ლიბანში დაბადებული სომხებისაგან (რომელთა მშობლები ან ბებია/ბაბუა გადაურჩა სომეხთა გენოციდს). ისინი მემერცხენე იდეოლოგიის[25] მიმდევარნი იყვნენ და არ მოსწონდათ მათი წინამორბედი სომხური დიასპორის მიერ შექმნილი პარტიები, რომლებიც ვერ გაუმკლავდნენ სომეხი ხალხის პრობლემებს[26]. მათი საქმიანობა პირველ რიგში თურქი დიპლომატების მკვლელობა იყო აშშ-ს, დასავლეთ ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში[22]. მათი პირველი მკვლელობის მსხვერპლი დენის ტუნალიგილი იყო, რომელიც 1975 წლის 22 ოქტომბერს ვენაში მოკლეს. 1980 წლის 3 ოქტომბერს ჟენევაში განხორციელებული წარუმატებელი შეტევის შემდეგ, რომლის დროსაც ორი სომეხი სამხედრო დაშავდა გუნდმა ახალი ზედმეტსახელი — „3 ოქტომბრის გუნდი“ შეიძინა. მათი 8 პუნქტიანი მანიფესტი 1981 წელს გასაჯაროვდა.

სომხეთის გათავისუფლების სომხური საიდუმლო არმია ბეირუთში პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციის ბანაკებში გადიოდა წვრთნებს, ეს ორგანიზაცია ყველაზე ცნობილია პარტიზანული საქმიანობებით, ისინი პასუხისმგებლობას იღებენ მინიმუმ 36 თურქი დიპლომატის მკვლელობაზე[27]. 1975 წლიდან მოეწყო რამდენიმე ათეული თავდასხმა თურქ დიპლომატებზე და მათი ახლობლებზე, რომლის შედეგად სომხების შურისძიება და მათი ბრძოლა გენოციდის აღიარებისათვის მსოფლიო პრესის ყურადღების სფეროში მოექცა, ასე რომ, მცირე ჯგუფების მიერ განხორციელებული თავდასხმებს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა სომეხთა გენოციდის გარშემო არსებული დუმილის დარღვევასა და მისი საერთაშორისო ასპარეზზე გააქტუალურების მხრივ[20].

პოლიტიკური მიზნები

რედაქტირება
  1. ბოლო მოუღონ თურქეთის კოლონიზაციას, NATO-ს იმპერიალიზმს და სიონიზმს, რევოლუციის საშუალებით.
  2. თავს დაესხან თურქეთის და მისი მოკავშირეების ინსტიტუციებს და წარმომადგენლობებს.
  3. გახადონ სოციალიზმი სომხეთის ძირითადი იდეოლოგია[15].

თავდასხმები

რედაქტირება

ტერორიზმის აღმკვეთი ნაციონალური ინსტიტუტის ვებ-გვერდის მიხედვით, სომხეთის გათავისუფლების სომხურ საიდუმლო არმიას მონაწილეობა აქვს მიღებული 86-მდე ინციდენტში, რომელთა შედეგადაც 46 დაიღუპა და 299 დაშავდა. ამ შეტევებს შორის აღსანიშნავია[1]:

1975 წლის 22 ოქტომბრის თავდასხმა თურქეთის საელჩოზე ავსტრიაში, რომლის შედაგად მოკლეს დენის ტუნალიგილი. ოპერაციაში მონაწილეობას სომხეთის გათავისუფლების სომხური საიდუმლო არმიის სამი წევრი იღებდა. ორი დღის შემდეგ შეტევა განხორციელდა თურქეთის საელჩოზე საფრანგეთში, ისმაილ ერეზი და მისი მძღოლი დაიღუპა, ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღეს სომხეთის გათავისუფლების სომხური საიდუმლო არმიამ და ორგანიზაციამ „სომეხთა გენოციდის სამართლიანობისთვის მებრძოლები“.

ორგანიზაციის პირველი ორი ბოევიკი, რომლებიც 1980 წლის 3 ოქტომბერს დააკავეს იყვნენ ალეკ ენიგომშიანი და სუზი მასერეჟიანი. ისინი ჟენევაში სასტუმროს შემთხვევით აფეთქების შემდეგ აიყვანეს.

1981 წელს თურქეთის საკონსულოზე შეტევისას პარიზში, სომხეთის გათავისუფლების სომხური საიდუმლო არმიის მებრძოლებმა 56 ტყვე აიყვანეს თხუთმეტი საათით, ამ სახის ოპერაცია მათთვის პირველი იყო. გამტაცებლები თურქეთში პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვდნენ, მათ შორის: ორი სომეხი სასულიერო პირის, ხუთი თურქის და ხუთი ქურთის[28]. ოპერაციის გაშუქება ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული იყო ფრანგულ ტელევიზიებში[29] 1981 წელს. გამტაცებლების მოთხოვნას მხარი დაუჭირეს ანრი ვერნეიმ[30], მელინე მანუჩიანმა, მისაკ მანუჩიანმა და ცნობილმა მომღერალმა ლიზ სარიანმა.

ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი თავდასხმა იყო ესენბოგის საერთაშორისო აეროპორტზე თავდასხმა ანკარაში, 1982 წლის 7 აგვისტოს. ამ დროს მათი შეტევების მსხვერპლი პირველად გახდნენ არა მხოლოდ დიპლომატები არამედ უბრალო ადამიანებიც. ორმა შეიარაღებულმა მებრძოლმა ცეცხლი გახსნა ხალხმრავალ მოსაცდელ ოთახში, ერთ-ერთმა მათგანმა 20 ტყვეც კი აიყვანა, მეორე კი მალევე დააკავა პოლიციამ. მთლიანობაში 9 ადამიანი დაიღუპა, 82 კი დაშავდა. დაკავებულმა ტერორისტმა ლევონ ეკმეკიანმა შემდგომში დაგმო ძალადობა და სომხეთის გათავისუფლების სომხური საიდუმლო არმიის სხვა წევრებსაც მოუწოდა უარი ეთქვათ შეტევებზე. 1982 წლის 10 აგვისტოს, თურქეთში მცხოვრებმა სომეხმა ართინ პენიკმა თავი დაიწვა ამ შეტევის გასაპროტესტებლად[31][32][33].

1983 წლის 15 ივლისს სომხეთის გათავისუფლების სომხურმა საიდუმლო არმიამ განახორციელა მორიგი თავდასხმა ორლის აეროპორტზე, პარიზის მახლობლად, სადაც 8 ადამიანი დაიღუპა. მათი უმრავლესობა თურქი არ იყო[34][35]. ამ შეტევამ ორგანიზაციაში განხეთქილება გამოიწვია, იმ წევრებს შორის რომელთაც განახორციელეს და მათ შორის ვინც ამას, ორგანიზაციისთვის საზიანოდ მიიჩნევდა[36]. ორგანიზაციის გაყოფით ორი მოძრაობა წარმოიშვა: სამხედრო იაკობ იაკობიანის ხელმძღვანელობით და რევოლუციური მონტე მელკოიანის[37] ხელმძღვანელობით. რევოლუციური მოძრაობა მკაცრად მოითხოვდა შეტევების გაგრძელებას თურქეთის ინსტიტუციებზე, თუმცა იაკობიანის გუნდი ეწინააღმდეგებოდა უშედეგო დანაკარგს.

ამის შემდეგ ფრანგებმა დააკავეს ამ ოპერაციის მონაწილეები[38]. გარდა ამისა, ამ დაკავებამ გაასაჯაროვა კორუფციული შეთანხმება სომხეთის გათავისუფლების სომხური საიდუმლო არმიის და საფრანგეთის სოციალისტურ ხელისუფლებას შორის, რომლის თანახმადაც ორგანიზაციას შეეძლო საფრანგეთი გამოეყენებინა, როგორც მოსამზადებელი ბაზა, სამაგიეროდ კი თავი უნდა შეეკავებინა შეტევებისგან საფრანგეთის ტერიტორიაზე. ამ შეთანხმების არსებობა სარწმუნო გახდა მას შემდეგ, რაც შინაგან საქმეთა მინისტრმა გასტონ დეფერემ ოთხ სომეხს, რომელთაც 1981 წელს თურქეთის საელჩოში ქრთამი აიღეს მსუბუქი სასჯელი მიუსაჯა[39].

 
მემორიალი

სომხეთის გათავისუფლების სომხური საიდუმლო არმიის უწყვეტი შეტევების გამო თურქეთის ხელისუფლებამ ბრალი დასდო კვიპროსს, საბერძნეთს, სირიას, ლიბანსა და საბჭოთა კავშირს ორგანიზაციის წახალისებასა და დაფინანსებაში[22], თუმცა მათ საჯაროდ უარყვეს ამ ორგანიზაციასთან კავშირი[22]. თურქეთის სომხური დიასპორა თურქი ნაციონალისტების თავდასხმის მსხვერპლი გახდა. ეს აშკარა გახდა სომეხი მებრძოლების მიერ 1979 წლის 12 ოქტომბერს ჰააგაში აჰმედ ბენელის მოკვლის შემდეგ, ამ მკვლელობას საპასუხოდ მოჰყვა სტამბოლში სომხური ეკლესიის დაბომბვა[40] 1979 წლის 19 ოქტომბერს. 1980 წელს თურქეთის მთავრობამ დააკავა სომეხი მღვდელი სტამბოლის აეროპორტში, რუკის ქონის გამო, რომელშიც თურქეთის ტერიტორია სომხეთის საკუთრებად იყო აღნიშნული, მღვდელს 14 წელი მიესაჯა სომხეთის გათავისუფლების სომხურ საიდუმლო არმიასთან სავარაუდო კავშირისათვის. ორგანიზაციამ „საერთაშორისო ამნისტია“ ის აღიარა სინდისის პატიმრად, რადგან დაასკვნა რომ მტკიცებულებები მის წინააღმდეგ უსაფუძვლოა[40]. ტესა ჰოფმანის თქმით თურქეთის ხელისუფლება ხშირად იყენებს ამგვარ ბრალდებებს მემარცხენე თურქული ოპოზიციური პარტიების საწინააღმდეგოდ[40].

2000 წლის აპრილში სომხეთის გათავისუფლების სომხური საიდუმლო არმიის დაღუპული მებრძოლების პატივსაცემად სომხეთის სამხედრო პანთეონში, ერაბლურში აიგო მემორიალი, რომლის გახსნასაც ბერძნული ანტი ფაშისტური მოძრაობის ლიდერი გლეზოს მანოლისი და სხვა საპატიო სტუმრები ესწრებოდნენ[41].

საპასუხო ნაბიჯები

რედაქტირება

ესენბოგის საერთაშორისო აეროპორტზე თავდასხმის შემდეგ 1982 წელს, მაშინდელმა თურქეთის პრეზიდენტმა ქენან ევრენმა სომხეთის გათავისუფლების სომხური საიდუმლო არმიის განადგურების ბრძანება გამოსცა. დავალება გადაეცა ეროვნული დაზვერვის საგარეო საქმეთა დეპარტამენტს. პრეზიდენტის ქალიშვილი მონაწილეობას იღებდა ოპერაციაში დაზვერვის საგარეო დეპარტამენტის უფროს მეტინ გიუნოლთან და სტამბოლის რეგიონის უფროს ნური გიუნდესთან ერთად.

ლევონ ეკმეკიანი, რომელიც ამ ოპერაციის დროს დააკავეს და ანკარაში მამაკის ციხეში განათავსეს, დათანხმდა ეთანამშრომლა გამოძიებასთან, მას შემდეგ რაც მას დაპირდნენ, რომ საფრთხეს არ შეუქმნიდნენ მის თანამებრძოლებს, მან გამოძიებას გაუმხილა გეგმა რომლის მიხედვითაც მუშაობდა სომხეთის გათავისუფლების სომხური საიდუმლო არმია. ამ აღიარებით მას სურდა თავიდან აეცილებინა სასიკვდილო განაჩენი, თუმცა მისი მოთხოვნა უგულველყვეს და 1983 წლის 29 იანვარს ის ჩამოახრჩვეს[42][43][44].

1983 წლის ადრეულ გაზაფხულზე ორი გუნდი გაიგზავნა საფრანგეთსა და ლიბანში სომხეთის გათავისუფლების სომხური საიდუმლო არმიის წინააღმდეგ საბრძოლველად. გიუნოლმა დაიქირავა პროფესიონალი მკვლელი აბდულა კატლი, რომელიც სულ ახალი გამოსული იყო შვეიცარული ციხიდან ნარკოტიკებით ვაჭრობის გამო. გიუნოლმა თქვა, რომ არ სურდა მისი იდენტობის გამხელა და მოიხსენიებდა მას „პოლკოვნიკად“. ვარაუდობენ რომ გიუნოლი მას ერთ-ერთ მებრძოლად იყენებდა[45].

მეორე ფრანგულ ერთეულს საბა კეტენი ხელმძღვანელობდა. ლიბანის ერთეულს კი, რომელიც „სპეციალურ საბრძოლო ერთეულად“ იწოდებოდა, ოფიცერი ჰირამ აბასი[44].

ბომბი, რომელიც კატლის გუნდმა 1983 წლის 22 მარტს დაამონტაჟა არა ტორანიანის მანქანაში არ აფეთქდა, მომდევნო მცდელობაც უშედეგო აღმოჩნდა. ტორანიანმა თქვა, რომ მათ ბომბი სხვა მანქანაში დაამონტაჟეს. მსგავსად ბომბი არ აფეთქდა ჰენრი პაპაზიანის მანქანაში 1984 1 მაისს. კატლი დაჯილდოვდა იაკობ იაკობიანის მოკვლისთვის, თუმცა ის ამ დროს ფრანგულ ციხეში იყო (ისევ ნარკოტიკების გაყიდვისთვის). პაპაზიანი შიდა დაპირისპირების შედეგად დაიღუპა. მეორე ფრანგულმა ერთეულმა თავიდან აიცილა რამდენიმე შეტევა (კატლი ამის გამოც დაჯილდოვდა), როგორებიცაა 1984 წელს დაგეგმილი თავდასხმა ალფორტვილის ძეგლზე და სალი პლეიელის საკონცერტო დარბაზზე. ჯერჯერობით უცნობია ლიბანის კონტინგენტის მიერ შესრულებული სამუშაოები[46].

1982 წელს ისრაელის ლიბანში შეჭრის პარალელურად, ორგანიზაციამ დაკარგა დახმარების ძირითადი ნაწილი. პალესტინურმა ორგანიზაციებმა და მათ შორის პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციამ შეწყვიტა მათთან თანამშრომლობა და 1983 წელს საფრანგეთის დაზვერვის სამსახურს გადასცა სრული ინფორმაცია მათ შესახებ. ბოლო შეტევა რომელიც 1991 წლის 19 დეკემბერს განხორციელდა ბუდაპეშტში თურქეთის ელჩის წინააღმდეგ წარუმატებელი გამოდგა. ელჩი ბრონირებულ მანქანას მართავდა და არ დაშავებულა, ასევე გადარჩა აშშ-ს ელჩი რომელზე თავდასხმაც პარიზში მოაწყვეს[47].

სომხეთის გათავისუფლების სომხური საიდუმლო არმიის დამფუძვნებელი იაკობ იაკობიანი 1988 წლის 28 აპრილს ტროტუარზე მოკლეს ათენში (საბერძნეთი). მას რამდენიმეჯერ ესროლეს, როცა ორ ქალთან ერთად სეირნობდა დილის 5-ის ნახევარზე[48][49]. ვეტერანი მებრძოლი იაკობ ტარაკჩიანი სიმსივნეთი გარდაიცვალა 1980 წელს. ყოფილი წევრების ლიკვიდაცია 1990-იან წლებშიც გაგრძელდა[50].

თურქეთის ეროვნული დაზვერვის დეპარტამენტის უფროს ნური გიუნდესის განცხადებით, სომხეთის გათავისუფლების სომხური საიდუმლო არმია დაიშალა იაკობიანის მკვლელობის შემდეგ. სხვა თურქული წყაროები ამბობენ, რომ ორგანიზაცია ფინანსური პრობლემების გამო დაიშალა, რადგან 1983 წლის ორლის აეროპორტზე თავდასხმის გამო სომხურმა დიასპორამ მათი დაფინანსება შეწყვიტა[51].

პუბლიკაცია

რედაქტირება

1970-იანი წლებიდან სომხეთის გათავისუფლების სომხური საიდუმლო არმიის შესახებ გამოვიდა წიგნები, ბუკლეტები, პოსტერები და სხვ. „Hayasdan“ („სომხეთი“) იყო ამ მასალების ოფიციალური მრავალენოვანი გამომცემელი 1980-1987 და 1991-1997 წლებში. პირველი ნომერი 1980 წლის ოქტომბერში გამოიცა და 40 გვერდს შეიცავდა[52]. გამოცემის ადგილი და ავტორები უცნობია. გამოიცემოდა ყოველთვიურად, ხანდახან გაერთიანებული თავები. ძირითადი ენა იყო სომხური. 1983 წლიდან 1987 წლამდე გამოდიოდა არაბულ, ინგლისურ, ფრანგულ და თურქულ ენებზეც[53]. ქვეყნდებოდა სომხეთის გათავისუფლების სომხური საიდუმლო არმიის პოლიტიკური და სამხედრო საკითხები. „Hayasdan“ სომხეთის მოსახლეობაში უფასოდ ვრცელდებოდა.

ჟურნალის მოტივი იყო „შეიარაღებული ბრძოლა და სწორი პოლიტიკური მიმართულება არის გზა გაერთიანებული სომხეთისაკენ“ და „გაუმარჯოს რევოლუციონარულ სოლიდარობას დაჩაგრული ხალხისადმი“. მას ჰყავდა პარტნიორი გამომცემლობები ლონდონსა და პარიზში, რომლებიც ამ სტატუსს 1980 წლიდან ატარებდნენ[54]. ორივე მათგანი მსგავს პროპაგანდას ეწეოდა სომხების მობილიზებისა და სომხეთის გათავისუფლების სომხური საიდუმლო არმიის გასაძლიერებლად[55].

კულტურაში

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 Armenian Secret Army for the Liberation of Armenia (ASALA), MIPT Terrorism Knowledge Base
  2. 2.0 2.1 Hunsicker (2006). Understanding International Counter Terrorism. Universal-Publishers, გვ. 431. ISBN 1-58112-905-X. 
  3. Roy, Olivier. Turkey Today: A European Nation? p. 170. Roy suggests that the Orly incident led to "dissension end[ing] in the settling of scores in which ASALA militants killed each other in their camp at Bekaa (Al-Biqa, Lebanon)... (It) practically disappeared. It resurfaced once again, however, to assassinate important members of the Lebanese section of the Dashnak Party (March 1985 - May 1986)."
  4. John E. Jessup. An encyclopedic dictionary of conflict and conflict resolution, 1945—1996. Greenwood Publishing Group, 1998. ISBN 0-313-28112-2, ISBN 978-0-313-28112-9, p. 39
  5. Michel Wieviorka, David Gordon White. The making of terrorism. University of Chicago Press, 1993. ISBN 0-226-89650-1, ISBN 978-0-226-89650-2, p. 256
  6. Bruce Hoffman. Inside terrorism. Columbia University Press, 2006. ISBN 0-231-12699-9, ISBN 978-0-231-12699-1, p. 71
  7. Global Terrorist Organizations http://www.worldstatesmen.org/Terrorist.html#Armenian
  8. Political dissent: an international guide to dissident, extra-parliamentary, guerrilla, and illegal political movements, by Henry W. Degenhardt, Alan John Day, Gale Research Company, 1983, p. 489
  9. Remembring with Vengeance, by Pico Iyer // Time magazine, № 32, 8 Aug, 1983
  10. The Caucasus: an introduction, by Frederik Coene, 2009 - 238 pages, p. 221
  11. The history of Turkey, by Douglas Arthur Howard - 2001 - 241 pages, p. 161
  12. Untold Histories of the Middle East, by Amy Singer, Christoph Neumann, Selcuk Somel - 2010 - 240 pages, p. 27
  13. United States Department of State. Patterns of Global Terrorism Report: 1989 დაარქივებული 2014-02-19 საიტზე Wayback Machine. , p 57
  14. U.S. Department of State. „Appendix B“, Patterns of Global Terrorism Report - 1996. 
  15. 15.0 15.1 Terrorist Group Profiles. DIANE Publishing, 1989. p. 32
  16. Pitman, Paul M. Turkey: A Country Study. Washington, D.C.: The Federal Research Division of the Library of Congress, 283, 354-355 თარგი:Oclc
  17. Encyclopedia of terrorism. Harvey W. Kushner. SAGE, 2003. p. 47
  18. Armenian Secret Army for the Liberation of Armenia (ASALA). GlobalSecurity.org
  19. (სომხური) G. Yazchian, Thirty years ago this day was born ASALA, Azg daily, Yerevan, January 20, 2005
  20. 20.0 20.1 Kurz & Merari, Anat & Ariel (1985). JCSS Study No. 2 ASALA - Irrational Terror or Political Tool. Jerusalem: The Jerusalem Post, გვ. 3. ISBN 0-8133-0324-9. 
  21. Rev. James Karnusian, retired pastor and one of three persons to establish ASALA, dies in Switzerland // The Armenian Reporter International, 18 April 1998.
  22. 22.0 22.1 22.2 22.3 "Political Interest Groups", Turkey: A Country Study ed. Helen Chapin Metz. Washington, D.C.: The Federal Research Division of the Library of Congress, 283, 354-355 თარგი:Oclc
  23. "Kevork Ajemian, Prominent Contemporary Writer and Surviving Member of Triumvirate Which Founded ASALA, Dies in Beirut, Lebanon დაარქივებული 2012-11-04 საიტზე Wayback Machine. ", Armenian Reporter, 1999-02-01
  24. Near East/South Asia Report‎, by United States Foreign Broadcast Information Service, United States Joint Publications Research Service, 1987, p. 3
  25. Roy, Olivier. Turkey Today: A European Nation? p. 169.
  26. Armenians in London: The Management of Social Boundaries, by Vered Amit Talai, Vered Amit, Manchester University Press, 1989, p. 27
  27. Iyer, Pico (1983-08-08). „Long Memories“. TIME. 32. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-12-22. ციტირების თარიღი: 2008-09-02.
  28. Guerilla threat to kill 40 in Paris siege, The Sydney Morning Herald, Sep. 25, 1981, p. 3
  29. Children of Armenia, by M. Bobelian, Simon and Schuster, 2009, p. 159
  30. Le procés des Arméniens, Paris, traduit du français par Grigor Djanikian, editions VMV-Print, Erevan, 2010, p. 200
  31. Oran, Baskın (2006-12-17). „The Reconstruction of Armenian Identity in Turkey and the Weekly Agos (Interview with Hrant Dink)“. Nouvelles d'Armenie. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-16. ციტირების თარიღი: 2008-09-02.
  32. He was an Armenian: Artin Penik. Turkish Journal. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-03-05. ციტირების თარიღი: 2007-02-21.
  33. „Armenian Dies from Self-Inflicted Burns“. Associated Press. 1982-08-15.
  34. Brian Forst, Jack R. Greene, James P. Lynch. Criminologists on Terrorism and Homeland Security. Cambridge University Press, 2011. ISBN 0521899451, 9780521899451, p. 431
  35. Council of Europe, Documents, Vol. 1, May 1984, Report by Amadei, p. 9
  36. Baghdasaryan, Edik (2007-11-26). „He Was a Man Deeply Connected to the Natural World“. Hetq Online. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-05-22. ციტირების თარიღი: 2008-09-02.
  37. Harvey W. Kushner. Encyclopedia of terrorism. SAGE, 2002. ISBN 0-7619-2408-6, ISBN 978-0-7619-2408-1, стр 47
  38. "French Hold Armenians In Orly Airport Bombing", Associated Press, New York Times, October 9, 1983.
  39. Echikson, William. "Armenian bombing at Orly ends pact between Socialists and terrorists დაარქივებული 2012-10-21 საიტზე Wayback Machine. ", Christian Science Monitor, July 19, 1983.
  40. 40.0 40.1 40.2 Tessa, Hofmann. Armenians in Turkey today დაარქივებული 2020-07-13 საიტზე Wayback Machine.
  41. Arax Monthly, #4, 2000, Tehran, p. 4
  42. BBC, February 2, 1983. Armenian terrorist executed in Turkey.
  43. Reuters (30 January 1983). „Turkey Executes 5, Including an Armenian“. The New York Times. Reuters. p. 5. ციტირების თარიღი: 15 September 2012.
  44. 44.0 44.1 Kilic, Ecevit (2008-09-28). „ASALA operasyonları efsane mi?“. Sabah (Turkish). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-12-04. ციტირების თარიღი: 2008-12-25.
  45. Erdem, Ali Kemal (2007-10-17). „Çatlı'yı kullandık ve başarılı oldu“. Sabah (Turkish). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-02-04. ციტირების თარიღი: 2009-01-02. ციტატა: „Benim gerçek kimliğim mi? Bunu hiçbir zaman bilmedi. Bana 'Albayım' derdi, çünkü beni askerlikten ayrılmış sanıyordu“
  46. Kilic, Ecevit (2008-09-28). „Boş konser salonu bombalandı“. Sabah (Turkish). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-12-04. ციტირების თარიღი: 2008-12-25.
  47. ASALA attacked Diplomatic target. MIPT Terrorism Knowledge Base (1981-12-19). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-08-27. ციტირების თარიღი: 2015-08-24.
  48. Melkonian, Markar. My Brother's Road: An American's Fateful Journey to Armenia. New York: Palgrave Macmillan, 2005 pg. 187.
  49. Gunmen Kill Man in Athens Identified as Armenian Terrorist Chief. Associated Press News Archive. The Associated Press (28 April 1988). ციტირების თარიღი: 15 September 2012.
  50. Melkonian, Markar. My Brother's Road: An American's Fateful Journey to Armenia. New York: Palgrave Macmillan, 2005, pp. 277-278.
  51. Birand, Mehmet Ali (2008-12-21). „Thanks to Nuri Gündeş“. Turkish Daily News. Hürriyet. ციტირების თარიღი: 2008-12-21. ციტატა: „It was the raid of Paris's Orly Airport in 1983 that finished the ASALA off. Feeling ill at ease by the raid, the French and U.S. Armenians who used to support ASALA monetarily stopped the aid and the issue was closed. I know this through French authorities that were involved. The ones that were instrumental in the stopping of the aid were MİT and the Foreign Ministry. Otherwise, ASALA did not yield because it was afraid of the Turkish bullies. They were stopped because they had gone too far with their murders.“
  52. Mamule 1967-1980, by Zhirair Danielyan, Haigazian handes, hador T, 1981
  53. The Armenian Question, encyclopedia, Ed. by acad. K. Khudaverdyan, Yerevan, 1996, p. 209, Hayaqsdan by A. Sanjian
  54. Spurk journal, #12, 1991, p. 32 Hayasdan Gaydzer
  55. Armenians in London: The Management of Social Boundaries. by Vered Amit Talai, Vered Amit, Manchester University Press, 1989, p. 36
  56. Spurk Journal, #1-12, 2005, Beirut, p. 35.
  57. José Antonio Gurriarán, by El Pais, 4 April 1982