არტავაზდ II (გ. ძვ. წ. 31) — დიდი სომხეთის მეფე (ძვ. წ. 54 - ძვ. წ. 34), ტიგრან II-ის ძე.

არტავაზდ II
Արտավազդ Երկրորդ

მონეტა არტავაზდ II-ის გამოსახულებით
დიდი სომხეთის 5 მეფე
მმართ. დასაწყისი: ძვ. წ. 54
მმართ. დასასრული: ძვ. წ. 34
წინამორბედი: ტიგრან II
მემკვიდრე: არტაშეს II
გარდ. თარიღი: ძვ. წ. 31
მეუღლე: კლეოპატრა
შვილები: არტაშეს II და ტიგრან III
დინასტია: არტაშესიანები
მამა: ტიგრან II
დედა: პონტოელი კლეოპატრა

იბრძოდა რომის იმპერიისაგან სომხეთის დამოუკიდებლობისათვის. ამ მიზნით სახელმწიფო და დინასტიური კავშირი დაამყარა პართიის სამეფოსთან. დაიბრუნა რომაელთაგან მიტაცებული წოფქი (სოფენე) და მცირე სომხეთი. მაგრამ საგარეო ვითარების შეცვლის გამო იძულებული გახდა თავი „რომაელი ხალხის მეგობრად და მოკავშირედ“ გამოეცხადებინა. მიუხედავად ამისა, ძვ. წ. 34 წელს რომის ლაშქარი სომხეთში შეიჭრა. რომაელებთან ნებით გამოცხადებული არტავაზდ II მარკუს ანტონიუსმა დააპატიმრა და ოჯახითურთ ალექსანდრიაში ჩაიყვანა. ეგვიპტის დედოფალ კლეოპატრას ბრძანებით არტავაზდ II-ს თავი მოჰკვეთეს. არტავაზდ II ცნობილია, აგრეთვე, როგორც მწერალი და ისტორიკოსი.

ლიტერატურა

რედაქტირება