ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა

(გადამისამართდა გვერდიდან ამიერკავკასიის ფედერაცია)

ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა — კონფედერაციული რესპუბლიკა, რომელმაც 1918 წლის აპრილ–მაისში იარსება; მასში შედიოდნენ საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი.

ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა
აზერ. Zaqafqaziya Demokratik
Federativ Respublikası
სომხ. Անդրկովկասյան Դեմոկրատական
Ֆեդերատիվ Հանրապետություն
ფედერაციული რესპუბლიკა

 

1918
 

 

ადფრ-ს დროშა

{{{საერთო სახელი}}}-ს მდებარეობა
ამიერკავკასია (სამხრეთი კავკასია) უშუალოდ ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკის ფორმირების დროს
დედაქალაქი თბილისი
უდიდესი ქალაქები თბილისი, ბათუმი, ბაქო, განჯა, ერევანი
ენები ქართულისომხური, აზერბაიჯანული
რელიგია ქრისტიანობა, ისლამი
მთავრობა ფედერაციული რესპუბლიკა
თავმჯდომარე
 -  22 აპრილი, 1918 აკაკი ჩხენკელი
ისტორიული ერა I მსოფლიო ომი
 -  შეიქმნა 22 აპრილი 1918
 -  საქართველომ გამოაცხადა დამოუკიდებლობა 26 მაისი, 1918
 -  აზერბაიჯანმა გამოაცხადა დამოუკიდებლობა 28 მაისი, 1918
 -  სომხეთმა გამოაცხადა დამოუკიდებლობა 28 მაისი, 1918
 -  გაუქმდა 28 მაისი 1918
ვალუტა ამიერკავკასიური მანეთი
დღეს ამ ტერიტორიაზე საქართველოს დროშა საქართველო
აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი
სომხეთის დროშა სომხეთი
თურქეთის დროშა თურქეთი
რუსეთის დროშა რუსეთი

სამხედრო ძალები რედაქტირება

1918 წლის 10 თებერვალს, ოფიციალურად ჯერ კიდევ რუსეთის შემადგენლობაში, ამიერკავკასიის კომისარიატმა მოიწვია ამიერკავკასიის სეიმი, რომელიც რუსეთის დამფუძნებელი კრებისათვის არჩეული ქართველი დეპუტატებისაგან შედგებოდა. სეიმის თავმჯდომარედ არჩეული იქნა ნიკოლოზ (კარლო) ჩხეიძე. ამიერკავკასიის კომისარიატმა სეიმის მოწვევით ხაზი გაუსვა ამ რეგიონის რუსეთიდან გამოყოფას, თუმცა ოფიციალურად დამოუკიდებლობა არ გამოცხადებულა.

3 მარტს რუსეთმა გერმანიასთან და მის მოკავშირეებთან დადო ბრესტის ზავი, რომელიც ითვალისწინებდა ბათუმის,ყარსისა და არტაანის ოლქების თურქეთისათვის გადაცემას. ზავის პირობები ამიერკავკასიის კომისარიატთან შეთანხმებული არ იყო, რადგან მას არც რუსეთი, არც თურქეთი და გერმანია არ ცნობდნენ. თურქეთი ზავით გადაცემულ ოლქებს ითხოვდა, თუმცა ამიერკავკასიამ ეს მოთხოვნა უარყო და შეეცადა დიპლომატიური გზით მოეგვარებინა შექმნილი ვითარება. 1918 წლის მარტში ქალაქ ტრაპიზონში დაიწყო მოლაპარაკება ამიერკავკასიასა და თურქეთს შორის, თუმცა ამ მოლაპარაკებას ამიერკავკასიისათვის დადებითი შედეგი არ მოჰყოლია. თურქეთის არმიამ საომარი მოქმედებები დაიწყო და აპრილისათვის უკვე დაკავებული ჰქონდათ ბათუმი, ოზურგეთი, მესხეთი. თურქული ჯარების შეჩერება მხოლოდ მდინარე ჩოლოქზე მოხერხდა.

22 აპრილს შექმნილი ვითარების გადასაწყვეტად შეიკრიბა ამიერკავკასიის სეიმი. შეკრებაზე გადაწყდა, რომ ამიერკავკასიის დამოუკიდებლობის ოფიციალურად გამოცხადების შემთხვევაში შესაძლებელი იქნებოდა თურქეთის აგრესიის თავიდან აცილება. ამიტომ, 1918 წლის 22 აპრილს გამოცხადდა დამოუკიდებელი სახელმწიფოსამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკის შექმნა. მთავრობის თავმჯდომარედ და საგარეო საქმეთა მინისტრად დაინიშნა აკაკი ჩხენკელი. სეიმმა მიიღო გადაწყვეტილება თურქეთთან საზავო მოლაპარაკების გაგრძელების თაობაზე.

26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ გამოაცხადა საქართველოს დამოუკიდებლობა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაფუძნება.

28 მაისს საქართველომ ხელი მოაწერა გერმანიასთან ფოთის ხელშეკრულებას, რითაც დაიწყო გერმანიის კავკასიური ექსპედიცია როგორც პოსტ-რევოლუციური არასტაბილურობის დამცველი ოსმალეთის სამხედრო ძალების წინააღმდეგ. აზერბაიჯანმა კი თავად აირჩია ოსმალეთი მოკავშირედ.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება