ბრესტ-ლიტოვსკის ზავი

(გადამისამართდა გვერდიდან ბრესტის ზავი)

ბრესტის ზავი — სეპარატული სამშვიდობო ხელშეკრულება, ერთი მხრით, საბჭოთა რუსეთსა და მეორე მხრივ, გერმანიას, ავსტრია-უნგრეთს, ოსმალეთსა და ბულგარეთს შორის. ხელი მოაწერეს 1918 წლის 3 მარტს ბრესტ-ლიტოვსკში. რუსეთის მხრიდან ხელშეკრულების რატიფიცირება მოხდა სრულიად რუსეთის საბჭოების საგანგებო მეოთხე ყრილობის მიერ 15 მარტს. გერმანულმა რაიხსტაგმა მოიწონა 22 მარტს და გერმანიის იმპერატორმა ვილჰელმ II-მ რატიფიკაცია მოახდინა 26 მარტს.

ზავის შედეგად თურქეთმა მიიღო ბათუმის, ყარსისა და არტაანის ოლქები.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება