რუმის სასულთნო

(გადამისამართდა გვერდიდან იკონიის სასულთნო)

რუმის სასულთნო — ფეოდალური სახელმწიფო მცირე აზიაში, რომელიც არსებობდა 1077-1307 წლებში.

რუმის სასულთნო
سلجوقیان روم

სასულთნო

10771307
დედაქალაქი ნიკეა (1077-1097)
კონია (1097-1307)
ენა სპარსული (ოფიციალური)
ოსმალური (სალაპარაკო)
მმართველობის ფორმა აბსოლუტური მონარქია
დინასტია სელჩუკები

შეიქმნა თურქ-სელჩუკთა მიერ ანატოლიის დაპყრობის შემდეგ XI—XIII საუკუნეებში. 1090 წლისთვის რუმის სასულთნომ მოახერხა დაეპყრო იმ დროისთვის ანატოლიაში არსებული ყველა ბიზანტიური ქალაქი და მისი საზღვრები დარდანელისა და ბოსფორის სრუტეებთან გავიდა. სასულთნოს დედაქალაქი თავდაპირველად ნიკეა იყო, შემდეგ კი კონიაში გადაიტანეს, ამიტომაც ზოგიერთ წყაროში მოხსენიებულია, როგორც კონიის სასულთნო. 1243 წელს რუმი ქოსე-დაღის ბრძოლაში მონღოლებთან დამარცხდა და მათი ვასალი გახდა. რუმის ტერიტორიაზე XIV საუკუნეში ოსმალეთის იმპერია დაარსდა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება