სპიტაკის მიწისძვრა

ძლიერი მიწისძვრა სომხეთის ჩრდილოეთ ნაწილში

სპიტაკის მიწისძვრა (სომხ. Սպիտակի երկրաշարժ) — 6,8–7,2 მაგნიტუდის მიწისძვრა, რომელიც მოხდა 1988 წლის 7 დეკემბერს, ადგილობრივი დროით 11:41:27 საათზე, სომხეთის სპიტაკის რეგიონში (იმ დროისთვის საბჭოთა კავშირის ნაწილი).

გიუმრის მაცხოვრის ტაძარი მიწისძვრის შემდეგ.

ადგილობრივი ინფრასტრუქტურა (განსაკუთრებით სკოლები და საავადმყოფოები) მიწისძვრისთვის მოუმზადებელი აღმოჩნდა, რის გამოც სულ მცირე 25.000 ადამიანი დაიღუპა[1]. შენობათა უმრავლესობა დაბალი სეისმომედეგობის იყო. თვითმხილველთა ვარაუდით, მიწისძვრა 10 წუთით გვიან რომ მომხადრიყო, ბავშვები სტრუქტურულად არასაიმედო სკოლებიდან გამოსული იქნებოდნენ და დაღუპვას გადაურჩებოდნენ.

სრულიად დაინგრა ქალაქი სპიტაკი და 58 სოფელი მის გარშემო; ნაწილობრივ დაინგრა ქალაქები: ლენინაკანი (დღევანდელი გიუმრი), სტეფანავანი, კიროვაკანი და დაახ; 400 დასახლებული პუნქტი. მიწისძვრამ 16.2 მილიარდი დოლარის ზარალი მოიტანა. დაღუპულების გარდა, დაახლოებით 19 ათასი ადამიანი დაშავდა, ხოლო 500 ათასი ადამიანი უსახლკაროდ დარჩა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. რობერტ სერვისი (2003). A History of Modern Russia: From Nicholas II to Vladimir Putin. Cambridge, Massachusetts: Harvard University Press. გვ. 468–469. ISBN 0-674-01801-X.