რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი
(გადამისამართდა გვერდიდან მოსკოვის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი)
რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი (რუსულად Институт востоковедения РАН (აბრევიატურა - ИВ РАН)) სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი აზიისა და ჩრდილოეთ აფრიკის კომპლექსური კვლევის დარგში.
დაფუძნდა | 1930 |
---|---|
ტიპი | კვლევითი ინსტიტუტი და საგანმანათლებლო დაწესებულება |
მდებარეობა | სანქტ-პეტერბურგი და მოსკოვი |
ქვეყანა | რუსეთი |
https://www.ivran.ru/, https://www.ivran.ru/en, https://www.ivran.ru/ar და https://www.ivran.ru/cn |
- მისამართი: 107031, Москва, Рождественка, д. 12.
- ინსტიტუტის დირექტორი: პროფესორი ვიტალი ნაუმკინი (Наумкин Виталий Вячеславович)
ინსტიტუტის დაარსების ისტორია
რედაქტირებაინსტიტუტი დაარსებულ იქნა 1818 წლის ოქტომბერში სანქტ-პეტერბურგში თავდაპირველი სახელწოდებით „საიმპერატორო სამეცნიერო აკადემიასთან არსებული აზი(ატ)ური მუზეუმი“. 1950 წლიდან ინსტიტუტი ფუძნდება მოსკოვში. 1960-1970 წ.წ. სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებას შეუცვალეს სახელი და ეწოდა „აზიის ხალხთა ინსტიტუტი“. ინსტიტუტის სანქტ-პეტერბურგის ფილიალს 2007 წელს გამოეყო ცალკე ინსტიტუტი - აღმოსავლური ხელნაწერების ინსტიტუტი (Институт восточных рукописей РАН (ИВР РАН)).
ინსტიტუტის სტრუქტურა
რედაქტირება- არაბული და ისლამური კვლევების ცენტრი
- შუა აზიის, კავკასიის და ურალ-ვოლგისპირეთის შესწავლის ცენტრი
- ინდოეთის კვლევების ცენტრი
- იაპონიის კვლევების ცენტრი
- ისრაელის კვლევების განყოფილება
- ჩინეთის კვლევების განყოფილება
- კორეისა და მონღოლეთის კვლევების განყოფილება
- აზიის ხალხთა ლიტერატურების განყოფილება
- შედარებითი კულტუროლოგიის განყოფილება
- შედარებით-თეორიული კვლევების განყოფილება
- ახლო და შუა აღმოსავლეთის ქვეყნების კვლევების განყოფილება
- სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიის კვლევების განყოფილება
- ეკონომიკური კვლევების განყოფილება
- სამხრეთ-წყნარი ოკეანის კვლევების განყოფილება
- აზიის ხალხთა კვლევების განყოფილება