აზერბაიჯანის ისტორია

(გადამისამართდა გვერდიდან ადარბადაგანი)

აზერბაიჯანი — ისტორიულ-გეოგრაფიული საზღვარი აღმოსავლეთ ევროპასა და დასავლეთ აზიას შორის. აღმოსავლეთით კასპიის ზღვითაა შემოსაზღვრული, ჩრდილოეთით დაღესტანი ესაზღვრება, საქართველო ჩრდილო–დასავლეთით, სომხეთი და თურქეთი სამხრეთ–დასავლეთით, ირანი კი სამხრეთით. აზერბაიჯანი ეთნიკურად განსხვავებული მრავალი ადამიანის სახლია, მათ უმრავლესობას აზერბაიჯანელები შეადგენენ. დამოუკიდებელი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ეთნიკური ჯგუფების რიცხვი 8 მილიონს აღწევს.

წარმოშობა

რედაქტირება
 
პეტროგლიფი გობუსტანში, 10 000 წლის წინანდელი.

აზერბაიჯანის მემკვდირეობას, კულტურას და ცივილიზაციას როგორც ძველი, ასევე თანამედროვე ფესვები აქვს. აზერბაიჯანელები ისეთი ხალხებისა და ცივილიზაციების შთამომავლებად ითვლებიან, როგორებიც არიან კავკასიელი ალბანელები, ირანული ტომები: სკვითები და ალანები, ოღუზი თურქები მათ შორის. უკანასკნელი გენეალოგიური დნმ ტესტები გვიჩვენებენ, რომ აზერბაიჯანელების გენი უფრო ახლოსაა ირანელების და თურქების გენებთან.

კავკასიის 80 წლიანი კოლონიზაციის შემდეგ რუსეთის იმპერიის ქვეშ, აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკა 1918 წელს შეიქმნა. 1920 წელს სახელმწიფოში საბჭოთა ჯარები შეიჭრნენ და 1991 წლამდე დარჩნენ, სანამ საბჭოთა კავშირი არ დაიშალა.

უძველესი ისტორია

რედაქტირება
 
ოქროს ჩაცმულობის აპლიკაცია, გვიჩვენებს ორ სკვით შვილდოსანს, ძვ.წ. 400-350. ბრიტანეთის მუზეუმი.

აზიხის ქვაბული, აზერბაიჯანში, ფიზულის ოლქში მდებარეობს და პირველყოფილი ადამიანის ერთ–ერთ უძველეს საცხოვრებელ ადგილად მიიჩნევა ევრაზიაში. აზიხის ქვაბულის უდაბლეს ფენებში ნაპოვნია პრე–აშელური კულტურის ნარჩენები. ეს კულტურა ერთ–ერთი უძველესი კულტურაა და ძალიან ჰგავს ოლდუვაის კულტურას ტანზანიაში და ლასკოს კულტურას სამხრეთ–აღმოსავლეთ საფრანგეთში.

პალეოლითის ხანის დროინდელ ადგილებში, როგორებიც არის ავეიდეგი, ტაგლარი, დემჯილი, იათაგერი, დაშ სელეხლი, სწორედ აქ არის და მდებარეობს დღევანდელი აზერბაიჯანი. გობუსტანში, ბაქოს სამხრეთით თქვენ შეგიძლიათ იხილოთ ქვაზე ნაკვეთი ნახატები, სადაც აღწერილია უძველესი ადამიანის ნადირობის, თევზაობის, მუშაობის და ცეკვის სცენები, ეს ნახატები მეზოლითური პერიოდით თარიღდება. ნეოლითური ხანა (IV-VI ათასწლეული ჩვ.წ.) იყო პერიოდი, როდესაც ადამიანი ქვის ხანიდან ბრინჯაოს ხანაში გადავიდა. ბევრი ნეოლითის დროინდელი დასახლებაა აღმოჩენილი აზერბაიჯანში, აქ ნაპოვნი არტიფაქტები გვიჩვენებენ მაშინდელ სახლებს, სპილენძის იარაღებს და მეურნეობას.

აზერბეიჯანის ტერიტორიაზე იკვეთება მრავალი ხალხებისა და ცივილიზაციების გავლენა, მათ შორის შუმერებისა და ელამების. როგორც ჩანს სამხრეთ კავკასიის უძველესი მაცხოვრებლები კავკასიელი ხალხი იყო და მათ შორის ყველაზე გამოკვეთილი და ცნობილი წარმომადგენელი კავკასიელი ალბანელები არიან.

ძვ.წ. VIII საუკუნეში, მანას სამეფოს ტერიტორიაზე, ნახევრად მომთაბარე კიმერიელები და სკითები დასახლდნენ. ასირიელების ცივილიზაცია, ტბა ურმიას სამხრეთით აღმოცენდა, წინა საუკუნეებში, სანამ მიდია და ალბანეთი შეიქმნებოდა. უძველესი დოკუმენტები და ჩანაწერები, რომლებიც გამოიყენება ისტორიული ანალიზისთვის ასირიიდან მოდის, კერძოდ ურარტუს სამეფოდან. ხოლო აზერბაიჯანთან მიმართებაში, მეცნიერები ბერძნულ, არაბულ, რომაულ და სპარსულ წყაროებს იყენებენ.

კავკასიური ალბანეთი

რედაქტირება

კავკასიელი ალბანელები აზერბაიჯანის ტერიტორიაზე პირველ მაცხოვრებლებად მიიჩნევიან. პირველი დამპყრობლები სკვითები არიან, ძვ. წ. IX საუკუნეში. საბოლოოდ ტერიტორია ხელში აქემენიდებმა ჩაიგდეს 550 წელს. ამ პერიოდში აზერბაიჯანში ზოროასტრიზმი გავრცელდა. ძვ. წ. 330 წელს კი აქემენიდები ალექსანდრე დიდმა დაამარცხა. სპარსეთში სელეკიდების დაცემის შემდეგ, სომხეთმა თავისი კონტროლის ქვეშ მოაქცია თანამედროვე აზერბაიჯანის ნაწილები და მათი ბატონობა ძვ. წ. 190–428 წლებში გრძელდებოდა. ძვ.წ. I საუკუნეში კავკასიელმა ალბანელებმა სამეფო ჩამოაყალიბეს და დამოუკიდებლობა დიდი ხნის მანძილზე შეინარჩუნეს, იქამდე სანამ სასანიდებმა, იგი არ დაიპყრეს და პროვინციად არ გადააქციეს 252 წელს. კავკასიელი ალბანელების მმართველმა, მეფემ არნეირმა, ქრისტიანობა IV საუკუნეში ოფიციალურ რელიგიად გამოაცხადა და ალბანეთი VIII საუკუნემდე ქრისტიანულ სახელმწიფოდ რჩებოდა. სასანიდების მმართველობა 642 წელს დასრულდა, როდესაც ისინი არაბმა მუსლიმებმა დაამარცხეს.

აქემენიდებისა და სელევკიდების მმართველობა

რედაქტირება
 
აქემენედების იმპერიის დიადი სივრცე.

მიდიის იმპერიის დამხობის შემდეგ, დღევანდელი აზერბაიჯანის ტერიტორია, სპარსმა მეფემ ცირუსმა დაიპყრო ძვ.წ. VI საუკუნეში. ამ უძველეს სპარსეთის იმპერიაში ზოროასტრიზმი იყო გავრცელებული და მალე ალბანელებიც ცნობილი იყვნენ, როგორც ცეცხლთაყვანისმცემლები.

ამ იმპერიამ ცოტა ხანი იარსება და ორი საუკუნის შემდეგ ალექსანდრე დიდის მიერ იქნა დაპყრობილი და სპარსეთის ძველ ტერიტორიაზე ელინების კულტურა აღმოცენდა. სელევკიდი ბერძნები კავკასიაში ალექსანდრე დიდის სიკვდილის შემდეგ დამკვიდრდნენ ძვ.წ. 323 წელს, თუმცა რომის ზეგავლენის ქვეშ იმყოფებოდნენ, ერთი მხრივ გამოცალკევებული ბაქტრიელი ბერძნები და მეორე მხრივ უფრო მტრულად განწყობილი პართიელები (კიდევ ერთი მომთაბარე ტომი ცენტრალური აზიიდან), რომლებიც გვიანი IV საუკუნიდან (ძვ.წ.) III საუკუნემდე (ძვ.წ.) სერიოზულ დარტყმებს ახორციელებდა სელევკიდების სამფლობელოებზე. ყოველივე ამან საბოლოოდ ადგილობრივ კავკასიელ ტომებს საშუალება მისცა გაერთიანებულიყვნენ და შეემქნათ ერთიანი, დამოუკიდებელი სახელმწიფო.

ალბანეთი, რომაულ–პართიული კონკურენცია და სასანიდური გამარჯვება

რედაქტირება

ალაბენთის სახელმწიფო კავკასიელი ადგილობრივების გარშემო გაერთიანდა და ზოროასტრიზმის საუძველზე დიდი, ვრცელი იმპერია–სახელმწიფო შექმნა. თუმცა ჩვ.წ. I საუკუნის II ნახევარში სომხებმა მნიშვნელოვნად შეამცირეს ალბანელთა ტერიტორიები სამხრეთიდან და არტსტახი და უტიკი დაიპყრეს, რომლებიც ალბანური ტომებით – უდიელებით, გარგარიანელებით და კასპიელებით იყო დასახლებული. ამ დროს ალბანეთსა და სომხეთს შორის საზღვარი მდინარე მტკვარი იყო.

ალბანეთი ომების არენად იქცა, როდესაც რომაელებმა და პართიელებმა, ტერიტორიების გაფართოება დაიწყეს. ალბანეთის დიდი ნაწილი რომაელთა მმართველობის ქვეშ მოექცა, ამ დროისთვის რომაელთა ლეგიონის მთავარსარდალი პომპეუსი იყო. სამხრეთ ნაწილს კი პართიელები განაგებდნენ. თუმცა ქვაზე ამოკვეთილი ჩანაწერი გვარწმუნებს, რომაელებს მხოლოდ ბაქოს სამხრეთ–დასავლეთი ჰქონდათ დაკავებული, მიახლოებით გობუსტანის ტერიტორიაზე. ჩანაწერი გაკეთებულია ლეგიო XII ფულმინატას მიერ, იმპერატორ დომიციანეს მმართველობის დროს.

როდესაც 387 წელს ბიზანტიამ და სპარსეთმა სომხეთი გაიყვეს, ალბანელმა მეფეებმა ატიზე და არტახზე კონტროლი აღადგინეს, ეს იყო ჯილდო სასანიდებისგან ალბანელი მეფეებისთვის, კერძოდ არშაკიდების დინასტიითვის, რადგან მათ პატივი მიაგეს სპარსეთს. ამ პერიოდში ცნობილი სომეხი ისტორიკოსი მოსეს ხორენატისი ადასტურებს, რომ მდინარე მტკვარი უკვე სომხეთის ყოფილი საზღვარია.

შუა საუკუნეების ისტორიკოსები, როგორებიც არიან მოვსეს ხორენაცი და მოვსეს კალანკატვაცი, წერენ რომ ალბანელები ქრისტიანულ სარწმუნოებაზე, მხოლოდ IV საუკუნეში გადავიდნენ სომეხი წმინდანის გრიგოლ განმანათლებელის მეოხებით. თუმცა ქრისტიანობა ალბანეთში ერთიანად არ გავრცელებულა, მას ნაბიჯ–ნაბიჯ ეყრებოდა საფუძველი, მაგრამ ალბანელების დიდი ნაწილი ძველებურად ისევ ზოროასტრიანი და კერპთაყვანისმცემელი დარჩა, სანამ იგი ისლამმა არ ჩაანაცვლა.

წინა–ისლამური ევრაზიელი მომთაბარეები

რედაქტირება

ევრაზიელი და ცენტრალურ აზიელი მომთაბარეები უძველესი დროიდან ახორციელებდნენ წარმატებულ მიგრაციასა და დასახლებას კავკასიაში. ირანელი მომთაბარეებიდან, ვინც აზერბაიჯანში შეიჭრა, იყვნენ, სკვითები, ალანები და კიმერიელები. ალტაელი მომთაბარეები როგორებიც არიან ხაზარები და ჰუნები, ხაზარული და ჰუნიკური ერის პერიოდში ესხმოდნენ თავს აზერბაიჯანს. სასანიდების ერაში, დარბანდში აიგო კედლები და ციხე–სიმაგრეები, რათა მომთაბარეთა გადმოსახლება შეეჩერებინათ. თუმცა ისინი მუდმივ საცხოვრებლად არსად არ ჩერდებოდნენ.

ისლამური პერიოდი

რედაქტირება
 
ხალიფების ხანა.
  წინასწარმეტყველი მუჰამედი, 622-632
  პატრიარქარული ხალიფატი, 632-661
  ომაიანური ხალიფატი, 661-750

როგორც კი ისლამმა არაბებმა დაამარცხეს სასანიდები და ბიზანტიელები, მათ კავკასიის რეგიონში მოაწყეს ლაშქრობა. ქრისტიანი ალბანელი მეფის ჯავანშირის წინააღმდეგობის დაძლევის შემდეგ 667 წელს, მათ კავკასია ვასალ ქვეყანად აქციეს. ამის შემდეგ არაბებმა მდინარე მტკვრისა და არანის ტერიტორიაზე ცნობების მოძიება დაიწყეს. ამ პერიოდში ბევრი არაბი წამოვიდა ბასრადან და კუფადან და აზერბაიჯანში რჩეული მიწები დაისაკუთრა, ის მიწები რომლებიც ადრე მკვიდრ მოსახლეებს ჰქონდათ დაკავებული. ასე გახდნენ არაბები აზერბაიჯანის მოსახლეები. პატარ–პატარა წინააღმდეგობების მიუხედავად, აზერბაიჯანის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ისლამურ სარწმუნოებაზე მოექცა. მოგვიანებით, X-XI საუკუნეებში ქურთებიც კი განაგებდნენ აზერბაიჯანის გარკვეულ ნაწილებს.

სელჩუკები და მონაცვლე სახელმწიფოები

რედაქტირება

სელჩუკების პერიოდი აზერბაიჯანის ისტორიაში იყო უფრო მნიშვნელოვანი ვიდრე არაბების ლაშქრობა, რადგან მათ მოახდინეს თანამედროვე აზერბაიჯანელი თურქების ნაციონალური ეთნო–ლინვგვისტური ფორმირება.

აბასიანელი ხალიფას დამხობის შემდეგ, აზერბაიჯანი რამდენიმე ხალხის მმართველობის ქვეშ მოექცა, როგორებიც არიან სალარიდები, საჯიდები, შადადები, რავადიები და ბუიდები. თუმცაღა, XI საუკუნის დასაწყისში ტერიტორია, თურქულმა ოღუზთა ტომებმა ჩაიგდეს ხელში, რომლებიც ცენტრალური აზიიდან გადმოვიდნენ. ამ ტომების წარმომადგენლები, ღაზნევიდები იყვნენ, ჩრდილოეთ ავღანეთიდან, მათ აზერბაიჯანი 1030 წლისთვის დაიკავეს. ოღუზების დასავლური შტო სელჩუკები იყვნენ, მათ დაიპყრეს მთლიანად ირანი, კავკასია და განდევნეს ბუიდები ერაყიდან ბაღდადში 1055 წელს.

სელჩუკები ფართო იმპერიის მმართველები გახდნენ, რომელიც მოიცავდა ირანს, ერაყს და აზერბაიჯანს XII საუკუნემდე. სელჩუკების პერიოდის განმავლობაში, სელჩუკების გავლენიანმა ვაზირმა, სელჩუკმა სულთანმა, ნიზამ ალ–მალკმა (სპარსი სწავლული და მოხელე), გაატარა რამდენიმე საგანმანათლებლო და ბიუროკრატიული რეფორმა. მისი სიკვდილიდან დაიწყო სელჩუკთა საუკეთესოდ ორგანიზებული სახელმწიფოს დაცემა, შემდეგში დაცემის გამწვავებას ხელი შეუწყო სულთან აჰმად სანჯარის სიკვდილმაც 1153 წელს.

თვითონ სელჩუკები, ათაბაგის მიერ იმართვებოდნენ, ვინც თავის დროზე სელჩუკების ვასალები იყვნენ, მაგრამ მათ როგორღაც მოახერხეს მართველობის სათავეში მოქცეულიყვნენ. სიტყვა ათაბეგი ჯერ კიდევ სელჩუკების შუა აღმოსავლეთზე ბატონობის დროიდან მოდის, XII საუკუნის დასაწყისიდან. XII საუკუნის ბოლოდან XIII საუკუნის დასაწყისამდე, აზერბაიჯანი, თურქი ხალხის მნიშვნელოვან კულტურულ ცენტრად მიიჩნეოდა. ყველაზე ცნობილი ათაბეგი მმართველი იყო შამს ელ–დინ ელდექიზი.

სელჩუკების დროს, დიდი წინსვლა განიცადა სხვადასხვა მეცნიერებამ და განსაკუთრებით ფილოსოფიამ, ისეთი ირანელების მეოხებით, როგორებიც არიან ბაჰმანიარი, ხათიბ ტაბრიზი, შაჰაბ ელ–დინ სუჰრავარდი და სხვები. სპარსმა პოეტებმა ნიზამი განჯელმა და ხაქანი შირვანმა, ვინც ცხოვრობდა ამ რეგიონში, მიაღწიეს შუა საუკუნეების სპარსულ ლიტერატურაში უმაღლეს მწვერვალს. აქ ასევე ძალიან განვითარდა მშენებლობის კულტურა. სელჩუკების პერიოდში აიგო უნიკალური არქიტექტორული ნიმუშები ციხესიმაგრეების კედლების, მეჩეთების, სკოლების, მავზოლეუმების და ხიდების სახით, რომლებსაც ბაქოში, განჯაში და აფშერონში დღესაც შეხვდებით. ეს ყველაფერი XII საუკუნის განმავლობაში იგებოდა.

1225 წელს, ათაბეგების მმართველობას ბოლო ჯალალედინმა მოუღო.

მონღოლები და ილხანიდების მმართველობა

რედაქტირება

მონღოლების შემოჭრა შუა აღმოსავლეთსა და კავკასიაში, გამანადგურებელი ფაქტი იყო აზერბაიჯანისთვისაც და მისი მეზობლებისთვისაც. ჯებე და სუბუდაიმ ამ პატარა სახელმწიფოს ნეიტრალიტეტი მოახდინეს. 1231 წელს მონღოლებმა დაიკავეს აზერბაიჯანის დიდი ნაწილი და მოკლეს ხორეზმშაჰი, ჯალალ ად-დინ მანგუბერდი, ვინც ათაბეგების დინასტია გაანადგურა. 1235 წელს, როდესაც მონღოლები კიევის რუსეთის დასაპყრობად მიდიოდნენ, გზაზე მრავალი ქალაქი ააოხრეს განჯა, შამკირი, ტოვუზი, შაბრანი. 1236 წლისთვის მთელი სამხრეთ კავკასია უგედეის ხელში იყო.

მონღოლების მმართველობის ხანის დასასრული, თეთრ და შავ ბატკნიანთა შუღლი

რედაქტირება

უკანსკელ ილხანიდ მმართველს, აბუ საიდს, მემკვიდრე არ დარჩენია, ამან გამოიწვია ილხანთა იმპერიის დაშლა პატარა სასულთნოებად. შემდეგი სახელმწიფო აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ჯალაირიდებმა შექმნეს, რომლებიც ერაყს, დასავლეთ სპარსეთს და აზერბაიჯანის დიდ ნაწილს ფლობდნენ. ჯალაირიდების მმართველობამ 50 წელს გასტანა, სანამ თემურლენგის ლაშქრობა და ყარა–ყოინლუს ან "შავ ბატკნიანი თურქები" აჯანყება არ მოუღებდა ბოლოს.

პირველი ჯალაირიდი მმართველი ჰასან ბუზურგი იყო, ვინც ტახტი ტაბრიზში 1337 წელს დაიკავა. მისმა ვაჟმა შეიხ უვეისმა მისი ყველაზე სერიოზული პოტენციური მტრები დაამარცხა, ჩობანიდები, რათა განემტკიცებინა მამის სიძლიერე. ის მეფობდა აზერბაიჯანში 1360–1374 წლებში, მშვიდობისა და სტაბილურობის პერიოდში. თუმცა სუსტი მმართველის სულთან ჰუსეინის დროს, ჯალაირიდების დინასტიამ კრახი განიცადა.

თემურლენგი (ამირა თემური) 1380 წელს აზერბაიჯანში ამაოხრებელ ბრძოლებს აწარმოებდა, თუმცა მას ამავდროულად ვასალ ქვეყნადად იტოვებდა, ისევე როგორც ევრაზიის უდიდეს ნაწილს. შირვანშაჰი იბრაჰიმ I, ასევე თემურის ვასალი იყო და მას მონღოლი ხანის, ოქროს ურდოს მეთაურის, თოღთამიშ–ხანთან ბრძოლაში ეხმარებოდა. ამ დროს აზერბაიჯანი მწვავე სოციალურ და რელიგიურ წნეხს განიცდიდა ჰარაფიზმისა და ბეხთაშის სახით.

შირვანშაჰები

რედაქტირება
 
ტურბე შირვანშაჰების მავზოლეუმი ბაქოში. XV საუკუნე.

შირვანშაჰი შუასაუკუნეების ისლამური პერიოდის არაბული წარმოშობის სპარსული დინასტიის სახელწოდებაა. მათ შექმნეს სახელმწიფო აზერი და მართვადნენ შირვანს, რომელიც დღევანდელი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარეობდა. ასევე მათ შექმნეს უდიდესი ისლამური დინასტია ისლამური სამყაროს ისტორიაში.

აზერბაიჯანის ნაციონალურ განვითარებაში დიდი წვლილი შირვანშაჰებს მიუძღვით. 861 წლიდან 1539 წლამდე ისინი ინარჩუნებდნენ ავტონომიასა და ვასალური ქვეყნის სტატუსს. აქ გამოარჩევენ დამოუკიდებელი შირვანის ორ პერიოდს: პირველი XII საუკუნეს, როდესაც შირვანს სულთნები მანუჩარი და ეგზისტანი მართავდნენ, ამ უკანასკნელმა ბაქოს ციხე–სიმაგრე ააგო და მეორე პერიოდს, XV საუკუნეს, როდესაც შირვანი დერბენდიდების დინასტიის მმართველობის ქვეშ იმყოფებოდა. XIII-XIV საუკუნეებში შირვანის მონღოლეთისა და თემურიდების იმპერიის ვასალ ქვეყანას წარმოადგენდა.

შირვანშაჰების ხალილუია I–სა და ფარუხ იასარის მეფობის დროს, დინასტიამ თავისი განვითარების მწვერვალს მიაღწია. არქიტექტორული კომპლექსი "შირვანშაჰების სასახლე" ბაქოში (ეს იყო ასევე დინასტიის საგვარეულო აკლდამაც) და ჰალუატია სუფი ხანექა ამ ორი მმართველის დროს აიგო, XV საუკუნის შუაში. შირვანშაჰები მეტ–ნაკლებად სუნიტურ ორთოდოქსიალობას აღაირებდნენ და აქედან გამომდინარე ქიშპობდნენ შიიტურ სეფიანთა დინასტიას. 1462 წელს, შირვანშაჰებმა სეფიანებთან ბრძოლაში შეიხი ჟუნეიდი მოკლეს, ქალაქ ხაჩმასთან ახლოს. სწორედ ამ მოვლენამ გამოიწვია სეფიანების შემდგომი მოქმედებები, რომლებმაც თავის მხრივ აზერბაიჯანის ისტორია ახალ ფაზაში გადაიყვანეს.

სეფიანთა დინასტია და შიიტური ისლამის აღმოცენება

რედაქტირება
 
შაჰ აბას I, სეფიანების ლხინი
სასახლის ჭერის ფრესკა; ჩიილ სოტუნი; ისფაჰანი

სეფიანები სუფიზმის მიმდევრები იყვნენ და 1330 წლისთვის შეიხმა საფი ელ–დინმა ეს ოფიციალურად გამოაცხადა, ვისი სახელიდანაც სიტყვა "სუფიზმი" წარმოსდგა.

XV საუკუნისთვის სუფიზმი, შიიტური ისლამის ერეტიკულ მხარედ გადაიქცა. სუფიზმის მიმდევრებს, განსაკუთრებით ყიზილბაშ თურქებს, მათი მმართველების და ალის სახლთან ურთიერთობის მისტიკური და ეზოთერული ბუნების სწამდათ, ამიტომ მგზნებარე შემართებით იბრძოდნენ მათთვის. სეფიანმა მეფეებმა, თავი ალისა და მისი ცოლის ფატიმას (წინასწარმეტყველი მუჰამედის შვილი) შთამომავლებად გამოაცხადეს, მეშვიდე იმამის მუსა ალ–კაზიმის მეშვეობით. 1500 წლისთვის ყიზილბაშთა რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა, ასე რომ ისინი უკვე წარმატებულ საბრძოლო კამპანიებს ახორცილებდნენ აყ–ყოინლუს სახელმწიფოს წინააღმდეგ და ტაბრიზის დაკავებაც მოახერხეს.

სეფიანებმა, ისმაილ I–ის მეთაურობით, გააფართოვეს ტერიტორიები, აიღეს ბაქო და განდევნეს შირვანშაჰები.

ისმაილ I–სა და მისი შვილის შაჰ თამაზი|ტამასპი]]ს მეფობის დროს, შიიზმი ირანისა და აზერბაიჯანის სუნისტურ მოსახლეობაზე ძალით ვრცელდებოდა. ყველაზე დიდ წინააღმდეგობას შირვანში შეხვდნენ, სადაც მრავალი სუნიტი მოსახლე გაიჟლიტა. ამ პერიოდში ირანმა ფეოდალური თეოროკრატიულობა მოიპოვა და შაჰი გახდა სახელმწიფოსა და რელიგიის ღვთაებრივი მამამთავარი. ამავე პერიოდში ყიზილბაშები დაინიშნენ პროვინციების მმართველებად და ძირითადად ისინი შეადგენდენ შიიტური ისლამის განათლებულ საზოგადოებას.

ომები სუნიტურ ოტომანთა იმპერიასთან ტამასპის მეფობის დროსაც მიმდინარეობდა. 1580 წლისთვის ოტომანებმა დაიკავე აზერის ისეთი მნიშვნელოვანი ქალაქები როგორებიცაა ბაქო, განჯა და შამახა.

შაჰ აბას I–ის მეფობის დროს, მკაფიოდ გამოიკვეთა სპარსული ნაციონალურობა, რაც შიიტურმა ისლამმა შეითავსა. შაჰ აბასის მმართველობა სახელმწიფოს განვითარების პიკს წარმოადგენდა, მან მოახერხა განედევნა ოტომანები და 1603 წელს დაებრუნებინა აზერბაიჯანი და შირვანი.

გვიანი XVIII და ადრეული XIX საუკუნის სახანოები

რედაქტირება
 
კაჯარების დროის ნახატი. მულაჰები სასახლის მისაღებში.

იმ დროს, როდესაც ირანში ადგილობრივი ბრძოლები მიმდინარეობდა, აზერბაიჯანის უდიდესი ნაწილი XVIII საუკუნეში, ოტომანების მიერ იყო დაკავებული. ამასობაში, 1722–1735 წლებში იმპერიალისტურმა რუსეთმა, პეტრე დიდის მეფობის ჟამს, დაიკავა კასპიის ზღვის სანაპირო რაიონები, დერბენტი, ბაქო და სალიანი.

საფავიდების იმპერიის დანგრევის შემდეგ, ნადირ შაჰ აფშარი (ნადირ გული ბეი), ყოფილი მონა, რომელიც ხორასნის თურქომანი ტომიდან იყო (საფავიდების ვასალური სახელმწიფო), მოვიდა მილიტარული სიძლიერის სათავეში. მან ჯერ ირანზე დაამყარა კონტროლი, რომელიც ავღანელებს გამოგლიჯა ხელიდან 1729 წელს, ხოლო შემდეგ თამამი მილიტარული სვლებით ხელთ იგდო დელის დასავლეთ ნაწილი, მაგრამ ვერ გააძლიერა საკუთარი სპარსული ბანაკი და საბოლოოდ დასუსტებული, გამოფიტული არმია შერჩა. ნადირი მარჯვედ აკონტროლებდა შაჰ თამასპ II–ს და მოგვიანებით მართავდა სახელმწიფოს როგორც მცირელწლოვანი აბას III–ის რეგენტი, სანამ 1736 წელს თვითონ არ ეკურთხა შაჰად. ნადირ შაჰის კორონაცია მუღანში ჩატარდა, დღევანდელი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, სადაც აზერის სამხედრო და ტომების არისტოკრატია იკრიბებოდა.

10 წლის მოგვიანებით, ნადირ შაჰის მკვლელობის შემდეგ, 1747 წელს, ირანი ნაწილებად დაიშალა. ამ ნაწილებს რამდენიმე სპარსი მმართველი ედგა სათავეში და მუსლიმანურ სახანოებს წარმოადგენდნენ, თუმცაღა რჩებოდნენ თვითგამოცხადებულ დამოუკიდებელ სახელმწიფოებად. ასეთი დე ფაქტო დამოუკიდებელი სახანო იყო შირვანი, ბაქო, ყარაბაღი, განჯა, ქუბა, შაკი, ტალიში, ერევანი, ნახჩევანი და სხვა ქალაქი–სახელმწიფოები. ამ სახანოებს ერთმანეთში მუდმივად ჰქონდათ გაჩაღებული ბრძოლა. ყველაზე ძლიერი ჩრდილოეთის ხანებს შორის ქუბის ხანი, ფათ'ჰ ალი ხანი იყო, რომელმაც ბევრი მეზობელი სახანო შემოიერთა და ტაბრიზზეც კი მოაწყო ექსპედიცია, ებრძოდა რა ზენდების დინასტიას. მეორე ძლიერი ხანი ყარაბაღის სახანოს ჰყავდა, რომელმაც დაიმორჩილა ნახჩევანის სახანო და ერევანის ნაწილები. მდინარე არაქსის ჩდილოეთ ტერიტორია, რომელზეც თანამედროვე აზერბაიჯანის რესპუბლიკაა გაშენებული, ირანს ეკუთვნოდა სანამ მას რუსები დაიმორჩილებდნენ. 1796 წლისთვის აღა მუხამედ კაჯარმა მოაწყო ლაშქრობა და დაიპყრო აზერბაიჯანი და საქართველო. ამ დროს ზოგიერთმა სახანომ მიიღო საბედისწერო გადაწყვეტილება, დახმარება ეთხოვათ რუსეთისთვის, როდესაც აზერების უმეტესობა კმაყოფილი იყო კაჯარების მმართველობით. რუსებს, რომლებიც ამ დროისთვის უკვე აკონტროლებდნენ საქართველოს, დაპყრობილი ჰქონდათ სახანოების უმეტესობა კავკასიაში 1806 წლისთვის. ამ მოვლენას კაჯარებმა ომის გამოცხადებით უპასუხეს, რომელიც 1813 წელს დასრულდა, როდესაც რუსები ტაბრიზში შეიჭრნენ.

პროფ. თადეუს სვიეტოვსკი წერს:

"რუსული ხანმოკლე, მაგრამ წარმატებული სამხედრო კამპანია 1812 წელს გულისტანის ზავით დასრულდა, რომელიც მომდევნო წლის 12 ოქტომბერს დაიდო. ზავით რუსეთის იმპერიაში ირანის ვრცელი ტერიტორია შევიდა, დაღესტნის ჩათვლით. ასევე მასში შედიოდა საქართველო იმერეთის, გურიის, სამეგრელოს და აფხაზეთის პროვინციებით. რუსეთმა შეიერთა ყარაბაღის, განჯის, შაკის, შირანის, დერბენტის, ქუბის, ბაქოს და თალიშის სახანოები."

სვანტე კორნიელზე დაყრდნობით:

"1812 წელს რუსეთმა დაასრულა თურქეთთან ბრძოლა და ირანისკენ გაილაშქრა, ეს გახდა საფუძველი 1813 წელს გულისტანის ზავისა, რამაც რუსეთს უზარმაზარ ტერიტორიებზე კონტროლი მისცა, რომლებიც ამ დრომდე ირანული ნომინალური მმართველობის ქვეშ იმყოფებოდნენ. მთლიანი დაღესტანი და საქართველო სამეგრელო–აფხაზეთით რუსეთს გადაეცა. რუსეთს გადაეცა ასევე აზერის 8 სახანო (ყარაბაღი, განჯა, ქუბა, შაკი, შირვანი, თალიში, ბაქო და დერბენტი). როგორც დავინახეთ სპარსელებმა მიიღეს რუსეთის გამოწვევა და შედეგად სამხედრო კატასტროფა შერჩათ ხელთ. ირანმა დაკარგა კონტროლი მთელ აზერბაიჯანზე და 1822 წელს რუსები მათ თურქმენეთის წარმთმევითაც დაემუქრნენ, იმ შემთხვევაში თუ ირანი ომში მიყენებულ ზარალს არ აუნაზღაურებდა. ამ პრობლემის გადაჭრაში ირანს ინგლისელები დაეხმარნენ, თუმცა ფაქტი იყო ერთი, რომ რუსეთის ჯარები უკვე სამხრეთით, ტაბრიზისკენ მარშირებდნენ. თუმცა განსაზღვრული ტერიტორიები (მათ შორის ტაბრიზიც). ირანს დაუბრუნდა. რუსეთი ტერიტორიული ექსპანსიის მწვერვალზე იმყოფებოდა."

კემბრიჯის ირანის ისტორიაზე დაყრდნობით:

"მაშინაც კი როდესაც პლატოს მმართველები არასში სიუზერენიტეტის განხორციელებისთვის სახსრების უკმარისობას განიცდინენ, მეზობელი სახანოები ჯერ კიდევ მიიჩნეოდნენ ირანის სატელიტ ქვეყნებად. ბუნებრივია ეს ის სახანოები იყო, რომლებიც ყველაზე ახლოს მდებარეობდნენ აზერბაიჯანის პროვინციასთან და რომლებსაც ყველაზე ხშირად გამოუცდიათ ირანული სიუზერენიტეტის დამყარების ცდების სიმწარე: არასის გასწვრივ მდებარე ერევანი, ნახჩევანი და ყარაბაღის სახანო, თარიშის ცის–არასის სახანო, რომლის შტაბ–ბინაც ლანკარანში მდებარეობდა და აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანი სტრატეგიული ცენტრი იყო და ხშირად განიცდიდა ზეწოლას ორივე მხრიდან, ტაბრიზის და რაშთის მხრიდან. ასევე განჯის სახანო და გურჯისტანის ვალი (საქართველოს სამხრეთ–აღმოსავლეთში ქართლ–კახეთის სამეფოს მმართველი) ნაკლებად გამოსადეგი თავდაცვის მიზნებისთვის, მოიხსენიებოდნენ შაჰის ვასალებად, ასევე იყო შაკის და შირვანის სახანო, მდინარე მტკვრის ჩრდილოეთით. კონტაქტები იარანსა და ბაქო–ქუბას სახანოებს შორის შედარებით უმნიშვნელო იყო, ხოლო ანზალთან და რაშთასთან საზღვაო ვაჭრობით შემოიფარგლებოდა. თუმცაღა სიუზერენიტეტის სიმტკიცე მაინც დიდად იყო დამოკიდებული შაჰის პიროვნულ თვისებებზე, რათა მისი სურვილისთვის ვასალი ქვეყნების მმართველებს ანგარიში გაეწიათ, მისი სურვილი ხომ ერთობ სამძიმო იყო მათთვის."

რუსული მმართველობა

რედაქტირება

რუსეთის გამარჯვების შემდეგ, კაჯარული ირანი იძულებული გახდა ხელი მოეწერა გულისტანის 1813 წლის ზავს, რითაც ფორმალურად ამოწმებდა დაკარგული ტერიტორიების რუსეთის მფლობელობაში გადასვლას. ადგილობრივი სახანოები გაუქმდა (მაგ. ბაქო და განჯა) ან რუსეთის პატრონაჟს დაექვემდებარა. რუსეთ–სპარსეთის ომი, რომელიც 1826-28 წლებში მიმდინარეობდა კვლავ ირანის არმიის მარცხით დასრულდა. 1828 წელს კი ირანი რუსეთის მიერ ნაკარნახევ მეორე ხელშეკრულებას, თურქმანჩის სამშვიდობო მოლაპარაკებას აწერს ხელს, რითაც იგი რუსეთს კავკასიურ ტერიტორიებს აბარებს. ხელშეკრულებამ გადო ამჟამინდელი საზღვარი აზერბაიჯანსა და ირანს შორის, რითაც ბოლო მოეღო სახანოების მმართველობას. რუსეთის კონტროლირებად ტერიტორიაზე ორი პროვინცია დაარსდა, რომელმაც შეადგინა თანამედროვე რესპუბლიკა – ელისავეტპოლი (განჯა), დასავლეთით და შამახა, აღმოსავლეთით.

თავიდან რუსეთი, აზერბაიჯანის საშინაო საქმეებში არ ერეოდა და ქრისტიანობის პოპულარიზაციაც მინიმალური იყო. 1858 წლის მიწისძვრის შედეგად დედაქალაქი შამახადან ბაქოში გადაიტანეს, ამ მოვლენამ შემდეგში დიდი მნიშვნელობა შეიძინა.

XIX საუკუნის 70–ან წლებში პეტროლიუმის აღმოჩენამ და ექსპლოატაციამ ეკონომიკის უპრეცედენტო ზრდა და განვითარება გამოიწვია, რაც I მსოფლიო ომამდე გრძელდებოდა და რამაც შესამჩნევი კონტრასტი შექმნა კაპიტალისტურ ევროპასა და ადგილობრივ მუსლიმანურ სამუშაო ძალას შორის. 1900 წლისთვის, რუსეთის იმპერიიდან, ირანიდან და სხვა ადგილებიდან მუშა ხელის მიგრაციის გამო ბაქო მოსახლეობა 10 000–დან 250 000–მდე გაიზარდა. ეკონომიკურმა აყვავებამ აზერბაიჯანში, ნაციონალისტური ინტელიგენციის საზოგადოების ჩამოყალიბება გამოწვია, რომელიც ნასაზრდოები იყო ევროპული და ოტომანური იდეებით. გავლენიანი მოაზროვნეები, როგორებიც არიან ჰასან ბეი ზარდაბი, მირზა ფათალი ახუნდოვი და მოგვიანებით, ჯალილ მამადღულუზადე, მირზა ალაკბარ საბირი, ნარიმან ნარიმანოვი და სხვები აღდგნენ სიღარიბის, გაუნათლებლობის, ექსტრემიზმის წინააღმდეგ და გაატარეს რეფორმები განათლებაში, მოახერხეს უფლებაჩამორთმეული კლასების ემანსიპირება, ქალთა ჩათვლით. სწორედ ამ მოაზროვნეებმა მისცეს ბიძგი ქვეყანაში ნაციონალისტური იდეების გავრცელებას. ასევე ფილანტროპისტი მილიონერების, როგორიც იყო ჰაჯი ზეინალაბდინ თაღიევი, ფინანსურმა დახმარებამ დიდად განაპირობა აზერბაიჯანული ბურჟუაზიის შექმნა.

უბედურების მომტანი აღმოჩნდა რუსეთ–იაპონიის ომი, რომლის შემდეგაც ბაქოში ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისი დაიწყო, რაც თავის მხრივ განაპირობა 1904 წელს ნავთობის მუშების პირველმა მასიურმა გაფიცვამ. 1905 წელს კი, რუსეთის პირველი რევოლუციის დროს, კლასების და ეთნოსების დაპირისპირება მუსლიმანურ–სომხურ ეთნიკურ აჯანყებაში გადაიზარდა. ცარისტულმა მთავრობამ, ფაქტობრივად ექსპულატაცია გაუწია ეთნიკურ და რელიგიურ დაპირისპირებას, რათა შეენარჩუნებინა კონტროლი “დაჰყავი და იბატონეს” პოლიტიკით.

სიტუაცია 1906–1914 წლებში გაუმჯობესდა, როდესაც აზერბაიჯანმა რუსეთსა და მუსლიმანურ ქვეყნებს გააცნო შეზღუდული საპარლამენტო სისტემა, სადაც აზერის ინტერესების აქტიური ხელშეწყობა მიდიოდა. 1911 წელს ჩამოყალიბდა პან თურქისტთა და პან ისლამისტთა მუსავათის (თანასწორობის) პარტია, რომელიც ჩაგონებული იქნა ცენტრალური მოდერნიზაციის იდეოლოგიის მემარცხენეს, მამედ არმინ რასულზადეს მიერ.

აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკა

რედაქტირება
 
მამედ ამინ რასულზადე 1918 წელს აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის ერთ-ერთი დამაარსებელი ლიდერი და ორატორი, ფართოდ მოიაზრებოდა როგორც აზერბაიჯანის ნაციონალური ლიდერი.

1917 წელს რუსეთის იმპერიის დანგრევის პირზე, განჯაში, 28 მაისს დამოუკიდებელი რესპუბლიკა გამოცხადდა, 1918 წელს კი წარუმატებლობით დასრულდა მცდელობა შექმნილიყო ტრანსკავკასიური რესპუბლიკა სომხეთთან და საქართველოსთან ერთად. ისლამურ სამყაროში ეს იყო პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა. თუმცა, ბაქოში თურქი-მუსლიმები ნურუ ფაშას წინამძღოლობით ბოლშევიკების, დაშნაკების და მენშევიკების კოალიციებს ებრძოდნენ. ეს კოალიცია ცნობილი როგორც "ბაქოს კომუნა" გახდა მიზეზი ან ამ კოალიციამ დაუშვა რომ კარგად შეიარაღებულ დაშნაკ-სომხურ ძალებს მოეწყოთ ადგილობრივი მუსლიმანების ხოცვა-ჟლეტა. მოგვიანებით, ეს კოალიცია დაიშალა და მას 1919 წლის ივლისში ბრიტანული მთავრობის მიერ კონტროლირებადი კოალიცია, ცნობილი როგორც ცენტრალური კასპიის დიქტატურა, ჩაენაცვლა. თუმცა, ბაქო 1918 წლის 15 სექტემბერს აზერ–ოტომანებმა აიღეს და იქიდან ბრიტანული ძალები და სომეხი მოსახლეობა განდევნეს. ოტომანების იმპერია 1918 წლის 30 ოქტომბერს ჩაბარდა და ბაქო კვლავ ბრიტანულ საოკუპაციო ჯარებს გადაეცა.

აზერბაიჯანში გამოცხადდა რესპუბლიკა და მისი პირველი პარლამენტი 1918 წლის 5 დეკემბერს გაიხსნა. ბრიტანულმა ადმინისტრაციამ ღიად არ აღიარა რესპუბლიკა, თუმცა მასთან დახურულად თანამშრომლობდა. 1919 წლის შუა ხანებისთვის აზერბაიჯანში სიტუაცია ასე თუ ისე სტაბილური გახდა და 1919 წლის აგვისტოსათვის ბრიტანულმა ჯარებმა იგი დატოვა. თუმცა, ადრიანი 1920 წლისათვის, რუსეთის სამოქალაქო ომში ბოლშევიკური ძალების გამარჯვების შემდეგ ახალგაზრდა რესპუბლიკის არსებობას დიდი საფრთხე დაემუქრა, ამას დაემატა ასევე კონფლიქტი სომხეთთან ყარაბაღის თაობაზე.

1920 წლის იანვარში, ვერსალის პარიზის მშვიდობის კონფერენციაზე აზერბაიჯანმა მოკავშირეებისგან დე ფაქტო აღიარება მიიღო. რესპუბლიკა იმართებოდა ხუთი კაბინეტით, რომლებიც მუსავათის კოალაციიდან ჩამოყალიბდა, ესენი იყო სოციალისტური ბლოკი, დამოუკიდებლები, ლიბერალები, სოციალ–დემოკრატიული პარტია და კონსერვატები. პირველ სამ კაბინეტში პრემიერი ფათალი ხან ხოისკი იყო, დანარჩენ ორში ნასიბ იუსიფბეილი. პარლამენტის პრეზიდენტი, ალიმარდან ტოპჩუბასევი, ქვეყნის მეთაურად ცნეს. ამ რანგშივე წარადგინა მან აზერბაიჯანი ვერსალის პარიზის მშვიდობის კონფერენციაზე 1919 წელს.

აზერბაიჯანელი დისიდენტების მეოხებით, წითელი არმია 1920 წლის 28 აპრილს აზერბაიჯანში შეიჭრა. აზერბაიჯანის ახლადჩამოყალიბებული არმიის დიდი ნაწილი ყარაბაღის აჯანყების ჩაცხრობაში იყო ჩაბმული. აზერებმა საკუთარი 1918–20 წლების რესპუბლიკა ადვილად ან მალე არ დათმეს. 20 000 აზერბაიჯანელი დაიღუპა რუსული დამპყრობელი ძალის წინააღმდეგ. თუმცა, უნდა აღნიშნოს, რომ აზერბაიჯანში საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის დამყარება გაცილებით ადვილი აღმოჩნდა, რადგან სოციალისტურ იდეოლოგიას ბევრი მხარდამჭერი გამოუჩნდა ბაქოს ინდუსტრიული მუშების სახით. იმავე დღეს საბჭოთა მთავრობა ოფიციალურად გამოცხადდა ნარიმან ნარიმანოვის ხელმძღვანელობის ქვეშ. წლის დასასრულამდე იგივე ბედი ეწია სომხეთსაც და 1921 წლის მარტში საქართველოს.

საბჭოთა აზერბაიჯანი

რედაქტირება
 
აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის პირველი შენობა განჯაში

ნაციონალური მთავრობის ბოლშევიკურ ძალებთან მშვიდობიანი ჩაბარების შემდეგ, აზერბაიჯანი 1920 წლის 28 აპრილს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკად გამოცხადდა. ცოტა ხანში კი ბაქოში 1920 წლის სექტემბერს აღმოსავლეთის ხალხების კონგრესი ჩატარდა. ფორმალურად სახელმწიფო დამოუკიდებელი იყო, მაგრამ რეალურად იგი საბჭოთა ხელისუფლების მიერ იმართებოდა მოსკოვიდან. ის სომხეთთან და საქართველოსთან ერთად 1922 წლის მარტში ამიერკავკასიის საბჭოთა ფედერაციულ სოციალისტურ რესპუბლიკაში (ასფსრ) გაერთიანდა. 1922 წლის დეკემბერში ხელმოწერილი შეთანხმების თანახმად, ასფსრ საბჭოთა კავშირის ოთხი ძირითადი რესპუბლიკიდან ერთ-ერთი გახდა. 1936 წელს ასფსრ დაიშალა და იგი საბჭოთა კავშირის შიგნით სამი ცალკე რესპუბლიკად გადაიქცა.

როგორც კავშირის სხვა რესპუბლიკები, 1930-ან წლებში აზერბაიჯანსაც შეეხო სტალინის ჩატარებული "წმენდა". ამ პერიოდში, ზოგჯერ მოხსენიული როგორც "წითელი ტერორი", დახოცეს ათასობით ადამიანი, ისეთი გამოჩენილი აზერბაიჯანელი ფიგურების ჩათვლით როგორებიც იყვნენ ჰუსეინ ჯავიდი, მიკაილ მუშვიგი, რუჰულა ახუდოვი, აინა სულთანოვა და სხვები. აზერბაიჯანში წმენდას მირ ჯაფარ ბაგიროვი უძღვებოდა, აზერბაიჯანის კომუნისტური პარტიის პირველი მდივანი, რომელიც სტალინის ბრძანებებს უსიტყვოდ ასრულებდა. მისი მთავარი სამიზნე იყო ინტელიგენცია, მაგრამ მან ასევე გაანადგურა კომუნისტური ლიდერები, რომლებსაც სიმპათია გააჩნდათ ოპოზიციის მიმართ ან რომლებიც ერთ დროს პან-თურქიზმისკენ იხრებოდნენ ან ჰქონდათ კავშირი ირანში ან თურქეთში რევოლუციურ მოძრაობებთან.

1940-ანი წლების განმავლობაში, აზერბაიჯანის სსრ საბჭოთა კავშირის გაზისა და ნავთობის ძირითადი მიმწოდებელი, განსაკუთრებით ნაცისტურ გერმანიასთან ომის დროს, მნიშვნელოვანი სტრატეგიული რეგიონი იყო. გერმანელების შეჭრამ საბჭოთა კავშირში 1941 წლის ივნისში, 1942 წლის ივლისში კავკასიონს მიაღწია, მაგრამ გერმანელებს არასდროს გადაუკვეთავთ აზერბაიჯანის საზღვარი. მრავალი აზერბაიჯანი განსხვავებული ჩინით იბრძოდა საბჭოთა არმიაში (დაახლოებით 600 000-800 000), აზერი გენერალ-მაიორი აზი ასლანოვი ორჯერ დააჯილდოვეს საბჭოთა კავშირის გმირის მედლით. დაახლოებით 400 000 აზერბაიჯანელი დაიღუპა მეორე მსოფლიო ომში. ასევე, გერმანელებს ჰქონდათ უშედეგო მცდელობები, რომ ეთანამშრომლათ ემიგრირებულ პოლიტიკურ ფიგურებთან, ყველაზე ცნობილია ამინ რასულზადე.

დე-სტალინიზაციის პოლისებმა და გაუმჯობესებებმა 1950-ანი წლების შემდეგ, აზერბაიჯანის უმეტეს ნაწილში უკეთესი განათლება და საცხოვრებელი პირობები მოიტანა. ეს პროცესი დაემთხვა სწრაფი ურბანიზაციისა და ინდუსტრიალიზაციის პერიოდს. ამ ცვლილებების პერიოდში ამოქმედდა სბლიჟენიეს (დაახლოება) ინსტიტუტები, რომელთა მიზანი სსრკ-ს ხალხების მონოლითურ საბჭოთა ნაციად ქცევა იყო.

1960-ან წლებში საბჭოთა სისტემის სტრუქტურული კრიზისის ნიშნები გამოჩნდა. აზერბაიჯანის ნავთობის ინდუსტრიამ დაკარგა თავისი მნიშვნელობა საბჭოთა ეკონომიკაში, ნაწილობრივ ეს განპირობებული იყო იმით, რომ ნავთობის წარმოებამ საბჭოეთის სხვა რეგიონებში გადაინაცვლა და ნაწილობრივ იმით, რომ გამოიფიტა ყველა ცნობილი ნავთობით მდიდარი ტერიტორია. შედეგად, აზერბაიჯანს ყველაზე დაბალი ზრდა ჰქონდა პროდუქტიულობასა და ეკონომიკურ სარგებელში სხვა საბჭოთა რესპუბლიკებს შორის, თუ ტაჯიკეთს არ ჩავთვლით. ეთნიკური შეხლა-შემოხლა, ძირითადად სომხებსა და აზერბაიჯანელებს შორის იზრდებოდა, მაგრამ ძალადობა ჩაახშეს.

სტრუქტურული კრიზისის დასრულებისათვის მთავრობამ მოსკოვიდან, 1969 წელს, აზერბაიჯანის კომუნისტური პარტიის პირველ მდივნად ჰეიდარ ალიევი დანიშნა. ალიევმა დროებით გააუმჯობესა ეკონომიკური მდგომარეობა და ალტერნატიული ინდუსტრიები წამოსწია წინ, როგორიცაა ბამბა. მან ასევე გადაახალისა რესპუბლიკის მმართველი ელიტა, რომელიც ახლა ძირითადად ეთნიკური აზერბაიჯანელებისგან შედგებოდა, აქედან გამომდინარე უღალატა "დაახლოების" მიმართულებას. 1982 წელს ალიევი მოსკოვის კომუნისტური პარტიის პოლიტბიუროს წევრად დაინიშნა - უმაღლესი პოზიცია, რომელიც როდესმე მიუწღევია აზერბაიჯანელს საბჭოთა კავშირში. 1987 წელს, როდესაც დაიწყო პერესტროიკა, იგი გადაყენებულ იქნა საბჭოთა კავშირის ლიდერის მიხეილ გორბაჩოვის მიერ, რომლის პოლიტიკასაც ალიევი ეწინააღმდეგებოდა.

გვიან 1980ან წლებში, გორბაჩოვის ერაში, კავკასია მზარდი არეულობით ხასიათდებოდა, ძირითადად ეს ეხებოდა მთიანი ყარაბაღის პრობლემას. პოლიტიკური გამოფხიზლება 1988 წლის თებერვალში დაიწყო ეთნიკური კონფლიქტის განახლებასთან ერთად, რომელიც გამოიწვია სომხეთის მოთხოვნამ შეერთებინა აზერბაიჯანის სსრ-ს მთიანი ყარაბაღის ოლქი სომხეთის სსრ-თვის. 1988 წლის მარტისათვის სომხებმა ასობით ათასი აზერი გააძევეს ყარაბაღიდან და სომხეთიდან, ამასთან ერთად ადგილი ჰქონდა სომხური მოსახლეობის პოგრომებს ბაქოსა და სუმგაითში. რუსეთმა სამხედრო ძალის გამოყენებით დაამყარა წესრიგი რამდენიმე შემთხვევაში, მაგრამ არეულობა მაინც გრძელდებოდა.

ეთნიკურმა ბძრძოლამ კომუნისტური პარტიის, როგორც ნაციონალური ინტერესების ლიდერის არარსებობა გამოავლინა და გლასნოსტის ფონზე დაიწყეს გამოჩენა დამოუკიდებელმა პუბლიკაციებმა და პოლიტიკურმა ორგანიზაციებმა. ამ ორგანიზაციებიდან ყველაზე მოწინავე აზერბაიჯანის სახალხო ფრონტი (ასფ) იყო, რომელმაც 1989 წლის დაცემასთან ერთად ძალაუფლება კომუნისტურ პარტიას გაუთანაბრა. ასფ მალე კონსერვატიულ-ისლამურ და ოპორტუნისტულ ფრთად გაიყო. გაყოფას ანტისომხური ძალადობა ბაქოში და საბჭოთა ჯარების ინტერვენცია მოჰყვა.

არეულობამ კულმინაციას 1990 წლის 20 იანვარს მიაღწია, როდესაც საბჭოთა ჯარებმა ბაქოში 132 ნაციონალისტი დემონსტრატი დახოცა. 1991 წლის 30 აგვისტოს აზერბაიჯანმა სსრკ-გან დამოუკიდებლობა გამოაცხადა და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრი გახდა. 1991 წლის დასასრულისათვის ნაგორნო-ყარაბაღის ბრძოლა სრულფასოვან ომში გადაიზარდა, რომელიც საბოლოოდ გაურკვეველი დროით ცეცხლის შეწყვეტით დასრულდა და XXI საუკუნეშიც გრძელდება. მიუხედავად ცეცხლის შეწყვეტისა, ორივე მხარის მიერ მოლაპარაკების უარყოფამ სიტუაცია ჩიხში შეიყვანა - სომხეთის ჯარებმა შეინარჩუნეს დაკავებული პოზიციები ყარაბახში და აზერბაიჯანის ჯარებმა კი ის დერეფანი, რომლითაც ანკლავი სომხეთს უკავშირდება.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება