ნასიბ იუსიფბეილი
ნასიბ იუსიფის ძე იუსიფბეილი (აზერ. Nəsib Yusif oğlu Yusifbəyli; დ. 1881, განჯა, რუსეთის იმპერია — გ. 31 მაისი, 1920, განჯა, რუსეთის იმპერია) — აზერბაიჯანელი პუბლიცისტი, სახელმწიფო მოღვაწე და ძირითადი პოლიტიკური ფიგურა აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკაში.
ნასიბ იუსიფბეილი | |
აზერბაიჯანის დრ-ის ფინანსთა მინისტრი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
28 მაისი, 1918 – ივნისი, 1918 | |
პრეზიდენტი | ფათალი ხან ხოისკი (პარლამენტის თავმჯდომარე) |
წინამორბედი | თანამდებობა შეიქმნა |
მემკვიდრე | აბდულალი ბეი ამირჯანოვი[1] |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
14 აპრილი, 1919 – 1 აპრილი, 1920 | |
წინამორბედი | ფათალი ხან ხოისკი |
მემკვიდრე | მამედჰასან ჰაჯინსკი (მ/შ) |
დაბადებული | 1881 განჯა, რუსეთის იმპერია |
გარდაცვლილი | 31 მაისი, 1920 (39 წლის) ბაქო, აზერბაიჯანი |
მოქალაქეობა | რუსეთის იმპერია → აზერბაიჯანის დრ |
ეროვნება | აზერბაიჯანელი |
პოლიტიკური პარტია | მუსავათი |
ადრეული წლები
რედაქტირებანასიბ იუსიფბეილი 1881 წელს, ელიზავეტპოლში (დღეს განჯა, აზერბაიჯანი) დაიბადა. განჯაში გიმნაზიის (საშუალო სკოლის) დამთავრების შემდეგ, ის 1902 წელს ნოვოროსიის უნივერსიტეტის (დღეს ოდესის უნივერსიტეტი) იურიდიულ ფაკულტეტზე ჩაირიცხა. მეფის რუსეთის ხელისუფლების მიერ, რევოლუციური იდეების მიზეზით უნივერსიტეტის დროებით დახურვის შემდეგ, იუსიფბეილიმ თავისი საქმიანობა ყირიმში, ბახჩისარაიში განაგრძო, სადაც ის თურქ-ყირიმელ ინტელექტუალთან, ისმაილ გასპრინსკისთან ერთად, გაზეთ „თერჯუმენი“-ს რედაქტირება დაიწყო.
1908 წელს, იუსიფბეილი სტამბოლში გადავიდა და განაგრძო თავისი საქმიანობა, როგორც პუბლიცისტი და შექმნა თურქული საზოგადოება. 1909 წელს, ის ელიზავეტპოლში დაბრუნდა და ქალაქის საკრებულოში დაიწყო მუშაობდა.
1917 წელს, იუსიფბეილიმ დააფუძნა თურქ ფედერალისტთა ეროვნული პარტია განჯაში, რომლის მიზანი რუსეთის იმპერიის ფედერალიზაცია იყო. 1917 წლის ივლისში, პარტია შეუერთდა მამედ ემინ რასულზადეს მუსავათთა მუსლიმ დემოკრათთა პარტიას და იუსიფბეილი პარტიის რეგიონული თავმჯდომარე გახდა განჯაში.
პოლიტიკოსის კარიერა
რედაქტირება1918 წლის 10 თებერვალს, ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკის დაარსებისას, იუსიფბეილი რესპუბლიკის განათლების მინისტრი გახდა. 1918 წლის 28 მაისს, როდესაც აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკა (ადრ) გამოცხადდა, იუსიფბეილი კვლავ განათლების მინისტრის პოსტი დაიკავა. 1919 წლის მარტიდან 1920 წლის მარტის ჩათვლით, იგი აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი იყო, პარალელურად, 1919 წლის დეკემბრიდან კი შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაც ეკავა.
1920 წლის აპრილში, ბოლშევიკური შემოჭრისას იუსიფბეილი ბაქო დატოვა, მაგრამ იგი დაიჭირეს და 1920 წლის 31 მაისს მოკლეს.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Ministry of Finance of Republic of Azerbaijan. History of the ministry. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-11-24. ციტირების თარიღი: 2010-11-08.