ფადლ ალ-ლაჰ იბნ აბუ ლ-ხაირ მეიჰანი აბუ საიდი (სპარს. ابوسعید ابوالخیر; დ. 7 დეკემბერი, 967, ხორასანი — გ. 12 იანვარი, 1049, იქვე) — სპარსელი პოეტი, სწავლული, მისტიკოსი, სპარსული ადრეული სუფიზმის უმთავრესი წარმომადგენელთაგანი. ერთ-ერთმა პირველმა დაამკვიდრა სუფიურ ქადაგებებში ლექსების ჩართვის ტრადიცია. მიეწერება 750-მდე მისტიკური შინაარსის რობაი, რომლებშიც ურთულესი სუფიური აზრები სადა და დახვეწილი ფორმითაა გადმოცემული. აბუ საიდმა დიდი გავლენა მოახდინა სპარსული სუფიზმის შემდგომ განვითარებაზე.

აბუ საიდი
სპარს. ابوسعید ابوالخیر

დაბადების თარიღი 7 დეკემბერი, 967[1]
დაბადების ადგილი Miana, ხორასანი
გარდაცვალების თარიღი 12 იანვარი, 1049 (81 წლის)
გარდაცვალების ადგილი ხორასანი
დასაფლავებულია Miana
საქმიანობა თეოლოგი და პოეტი
მოქალაქეობა  აბასიანთა სახალიფო

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

  1. Abū Saʿīd b. Abī al-Khayr // Encyclopaedia Islamica