ერა (ლათ. aera — „ცალკეული“, „საწყისი რიცხვი“) — მოვლენა, მომენტი, საიდანაც იწყება წელთაღრიცხვა, წელთაღრიცხვის ესათუ ის სისტემა.

ძველ ქრონოლოგიაში სხვადასხვა ხალხი სხვადასხვა ერებს იყენებდა. ამ ერებს საფუძვლად ედო ესა თუ ის პოლიტიკური მოვლენა, მმართველი დინასტიების ტახტზე ასვლის მომენტი ან რომელიმე რელიგიური მოვლენა. მაგალითად, ქრისტეს ერა (ახალი ერა, ჩვენი ერა); ბაბილონში ნაბონასარის ერა ძვ. წ. 747 წლის 26 თებერვლიდან იწყებოდა; ძველ რომში ერის დაწყება რომის დააესებას (ab urbe condita) — ძვ. წ. 754 (ან 753) დაუკავშირეს; მუსლიმური ერა (ჰიჯრა) მუჰამადის მექიდან მედინაში გაქცევის დროიდან — 622 წლიდან იწყება. ზოგი ერა დაკავშირებულია დროის რომელიმე მომენტთან, რომელიც ხელოვნურად არის აღებული ასტრონომიული და რელიგიურ მოსაზრებათა საფუძველზე. მაგალითად მსოფლიო ერები, რომლებსაც „სამყაროს შექმნიდან“ იწყებენ. ებრაელების ერა ძვ. წ. 3761 წლიდან იწყება, მართლმადიდებლური ეკლესიის ერა ძვ. წ. 5509 წლიდან, ქართული — ძვ. წ. 5604 წლიდან, ამავე კატეგორიისაა ინდიელების კალიუგა ან „რკინის ხანა“, რომელიც ძვ. წ. 3102 წლიდან იწყება. XVI საუკუნის ბოლოს შემოიღეს იულიუსისეული ერა, ეს ერა ძვ. წ. 4713 წლიდან იწყება.

ლიტერატურა

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ერა&oldid=4380198“-დან