ნახიჩევანი

ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის დედაქალაქი.
(გადამისამართდა გვერდიდან ნახჩევანი)

ნახიჩევანი (აზერ. Naxçıvan) — ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის დედაქალაქი. მდებარეობს 450 კმ დასავლეთით ბაქოდან. ნახიჩევანის მუნიციპალიტეტი შედგება ქალაქ ნახიჩევანისგან და სოფლებისგან: ალიაბადი, ბაშბაში, ბულქანი, ჰაჯინიიათი, ყარაჩუხი, ყარახანბაილი, თუმბული, ყარაღალიხი და დაშდუზი.[4] იგი მდებარეობს ზანგეზურის ქედის მთისწინეთში, მდინარე ნახიჩევანჩაის მარჯვენა ნაპირზე, თითქმის 1 000 მ სიმაღლეზე.

ქალაქი
ნახიჩევანი
აზერ. Naxçıvan
სომხ. Նախիջևան
ქვეყანა აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი
ავტონომიური რესპუბლიკა ნახიჩევანი
ეკონომიკური რეგიონი ნახიჩევანის რეგიონი
კოორდინატები 39°12′32″ ჩ. გ. 45°24′44″ ა. გ. / 39.20889° ჩ. გ. 45.41222° ა. გ. / 39.20889; 45.41222
დაარსდა ძვ. წ. 1500
პირველი ხსენება მე-2 საუკუნე
ფართობი 15 კვადრატული კილომეტრი
ცენტრის სიმაღლე 873 მეტრი
ოფიციალური ენა აზერბაიჯანული ენა
მოსახლეობა 95 100 (2016)[1] [2] [3]
სასაათო სარტყელი UTC+04:00 და UTC+05:00
საფოსტო ინდექსი AZ 7000
საავტომობილო კოდი 70, 85 და 75
ოფიციალური საიტი http://www.nakhchivan.az/
ნახიჩევანი — აზერბაიჯანი
ნახიჩევანი

აზერბაიჯანის პრეზიდენტის 2009 წლის 9 ივნისის განკარგულებით, ბაბექის რაიონის სოფლები ბულქანი, ყარაჩუხი, ყარახანბაილი, თუმბული და ჰაჯინიიათი შევიდა ქალაქ ნახიჩევანის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის შემადგენლობაში.[5]

ნახიჩევანის დაძმობილებული ქალაქი ბათუმია.

ლეგენდის თანახმად ნახიჩევანი დააარსა ბიბლიურმა ნოემ. ქალაქის დაარსების თარიღი სომხური და სპარსული წყაროების მიხედვით ძ ვ.წ 1539 წ . თანამედროვე ენციკლოპედიური წყაროები კი რეგიონისა და ქალაქის ისტორიას, დაახლოებით, ძვ. წ 1500 წ.[6]

ჩვ. წ II საუკუნეში ქალაქი პტოლემესთვის ცნობილი იყო, როგორც „ნაქსუანა“. XVII საუკუნის თურქი მოგზაური ევლია ჩელები ნახიჩევანის დაარსებას მიაწერდა ირანული მითოლოგიის ლეგენდარულ მეფეს თურან აფრასიაბს[7].

VII საუკუნის შუა წლებში მთელი ამიერკავკასია არაბთა სახალიფოს დაქვემდებარების ქვეშ მოხვდა. არაბულ წყაროებში ნახჩივანს მოიხსენიებენ, როგორც ნაშავას[8].

XI საუკუნეში ნახიჩევანი იყო სელჩუქთა სულთანის რეზიდენცია, XII საუკუნეში კი ილდეგიზითთა სახელმწიფოს დედაქალაქი. ამ ეპოქის მთავარი ღირსშესანიშნაობებია მომინე ხათუნის მავზოლეუმი, რომელიც ითვლება აზერბაიჯანული არქიტექტურის ერთ-ერთ შედევრად და იუსუფ იბნ კუსეირის აკლდამა.[9]

1603 წელს შაჰ აბას I-მა ოსმალეთის იმპერიასთან ბრძოლისას დაიპყრო ნახიჩევანის მხარე, ხოლო 1604 წელს ოტომანთა ჯარი თავს დაესხა მათ. შაჰ აბასმა გადაწყვიტა მიმართოს გადამწვარი მიწის ტაქტიკას და გაიყვანა ნახიჩევანისა და ერევნის მოსახლეობა ღრმა სპარსეთში.

თურქი მოგზაური ელვია ჩელები 1648 წელს, როდესაც ნახიჩევანში ჩავიდა წერდა, რომ ქალაქს ამშვენებს 10 000 დიდი სახლი, 70 მეჩეთი, ასევე 40 კვარტალური მეჩეთი, 20 სახლი ჩამოსუთათვის, 7 აბანო[7].

XVIII - XIX საუკუნეების დასაწყისში ნახიჩევანი არის ნახევრად დამოუკიდებელი ნახიჩევანის სახანოს დედაქალაქი[10]. 1813 წელს, გიულისტანის საზავო ხელშეკრულების თანახმად, რუსეთმა აღიარა ეს სახანო სპარსეთის „სრულყოფილი ძალაუფლების“ ქვეშ[11]. თუმცა, ახალი რუსეთ-სპარსეთის ომის დაწყებისთანავე, სახანო გენერალ პასკევიჩის ჯარებმა დაიკავეს, რომელმაც 1827 წლის 26 ივნისს ნახიჩევანში შეაღწია და დაამარცხა 3000 სპარსული ჯარი[12]. 1828 წლის 10 თებერვალს ხელმოწერილი თურქმენჩაის ზავის თანახმად, ერევნისა და ნახიჩევანის სახანოების ტერიტორია შაჰმა სრულიად დაუთმო რუსეთის იმპერიას[13]. 1849 წლიდან ქალაქი გახდა ნახიჩევანის მაზრის ცენტრი.

1896 წლისთვის ნახიჩევანის მოსახლეობა იყო 7,433 ადამიანი: 4,125 აზერბაიჯანელი, 2,376 სომეხი და 52 რუსი. ქალაქში იყო ერთი მართლმადიდებლური და სამი სომხურ-გრიგორიანული ეკლესია, სამი მეჩეთი[14].

1918 წლის ივნისში ქალაქი პირველად დაიპყრეს თურქეთის ჯარებმა, რომლთა დახმარებით არაქსის რესპუბლიკა გამოცხადდა და შემდეგ 1918 წლის ნოემბერში ისინი შეცვალეს ინგლისელებმა. 1919 წლის მარტში ყარაბაქირის ჯარებმა დაიკავეს ნახიჩევანი, როგორც აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სადავო ტერიტორია[15]. 1920 წლის 28 ივლისი ნახიჩევანი მე -11 წითელი არმიის მიერ იყო დაკავებული. ამავე დროს შენარჩუნდა თურქეთის არმიის დესტაბილიზაციის გავლენა. 1921 წლის დასაწყისში ჩატარდა რეფერენდუმი, რომელმაც აჩვენა, რომ რეფერენდუმში მონაწილეთა 90% აზერბაიჯანის შემადგენლობაში შესვლა სურდა, ავტონომიური რესპუბლიკის უფლებებით.

1924 წლის 9 თებერვლიდან ქალაქი ნახიჩევანის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის დედაქალქია. საბჭოთა პერიოდში ქალაქის რეკონსტრუქცია მოხდა, აშენდა ახალი საცხოვრებელი ადგილები, ადმინისტრაციული და საზოგადოებრივი შენობები[10].

ნახიჩევანის კლიმატი
მაჩვენებელი იან. თებ. მარტი აპრ. მაისი ივნისი ივლისი აგვ. სექ. ოქტ. ნოემ. დეკ. წელი
საშუალო მაქსიმუმი, °C 0,8 4,0 12,3 20,1 24,7 29,5 34,7 33,7 30,1 21,9 12,6 5,1 19,1
საშუალო ტემპერატურა, °C −4 −0,5 5,4 12,4 17,5 22,4 26,9 26,2 21,9 14,1 6,5 0,9 12,4
საშუალო მინიმუმი, °C −6,8 −4,3 1,0 7,4 11,5 15,9 20,0 18,7 14,7 8,2 2,3 −2,5 7,1
ნალექის ნორმა, მმ 19 18 29 38 36 30 17 8 11 26 20 15 267
წყარო: World Climate

ეკონომიკა

რედაქტირება

ტრადიციულად ნახიჩევანის იყო სავაჭრო ინდუსტრიის, ხელაკეთების, ფეხსაცმელებისა და ქუდების შეკერვის ცენტი აზერბაიჯანში. ეს ინდუსტრიები დიდწილად შეცვლილია. უკანასკნელი ორი ათწლეულის განმავლობაში ნახიჩევანში იზრდება საექსპლუატაციო საწარმოებისა და განვითარებადი ინდუსტრიის საქმიანობა, ასევე ვითარდება უცხოური ვაჭრობის ლიბერალიზაცია და საბაჟო ინფრასტრუქტურის გაფართოება, რაც ქალაქის ეკონომიკის ძირითადი ნაწილია[16].

 
მომინე ხათუნის მავზოლეუმი

ქალაქში ფართო კულტურული ღონისძიებები ტარდება. აქ არის კულტურული ცენტრები, მუზეუმები. ერთ-ერთი კულტურული ცენტრია ჰეიდარ ალიევის სასახლე, სადაც ტარდება ადგილობრივი მხატვრების გამოფენები, ასევე 1000 კაცზე გათვლილი თეატრი; საბჭოთა დროინდელი რესტავრირებული ოპერის თეატრი, სადაც ნახიჩევანის სახელმწიფო მუსიკალური დრამის თეატრი დგამს სპექტაკლებს, კონცერტებს, მიუზიკლებსა და ოპერას[17].

ქალაქის ბევრი კულტურული ძეგლი აღინიშნება 2018 წელს, როდესაც ნახიჩევანი ისლამური კულტურის დედაქალაქად გამოცხადდება[18].

ქალაქში მდებარეობს მომინე ხათუნის მავზოლეუმი, გიულისტანის მავზოლეუმი, ნოეს მავზოლეუმი, ყარაბაღლარის მავზოლეუმი, იუსუფ იბნ კუსეირის მავზოლეუმი, იმამზადეს მავზოლეუმი და ჰუსეინ ჯავიდის მავზოლეუმი[19].

 

ქალაქს ასევე აქვს მრავალი ისტორიული მუზეუმი: ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის ლიტერატურის მუზეუმი, ნახიჩევანის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმი, ნახიჩევანის სახელმწიფო ხალიჩის მუზეუმი, ჯამშიდ ნახიჩევანსკისა და ბაჰრუზ ქანგარლის სახლ-მუზეუმები. არსებობს ასევე არქეოლოგიური მუზეუმი. ქალაქს რამდენიმე საინტერესო მეჩეთი გააჩნია, რომელთა შორის შეიძლება გამორჩეულ იქნეს ჯუმა მეჩეთი, თავისი დიდი გუმბათით.

ქალაქის თანამედროვე მუზეუმებია - მუზეუმი ღია ცის ქვეშ, ჰეიდარ ალიევის მუზეუმი და მემორიალური მუზეუმი, რომელიც სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ ეროვნულ დაპირისპირებას ეძღვნება[20].

რეგიონული არხების Naxçıvan TV-სა და Kanal 35-ის, ასევე გაზეთ „შარგ გაფის“ სათაო ოფისები ქალაქში მდებარეობს[21].

Araz Naxçivan ევროპული მინი-ფეხბურთის ერთ-ერთი მოწინავე კლუბია და რეგულარულად მონაწილეობს უეფას მინი-ფეხბურთის თასში[22].

განათლება

რედაქტირება

ქალაქში 3 პროფესიული, 6 მუსიკალური, 22 საშუალო და სამხედრო კადეტთა სკოლაა. ქალაქში მდებარეობს ნახიჩევანის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ნახიჩევანის კერძო უნივერსიტეტი, ნახიჩევანის პედაგოგთა ინსტიტუტი.

ტრანსპორტი

რედაქტირება

ქალაქი რესპუბლიკის ძირითადი სატრანსპორტო ცენტრია. ნახშიშევანში მხოლოდ ერთი აეროპორტია. რეისები სრულდება ბაქოში, განჯაში, კიევში, მოსკოვსა და სტამბოლში.

ნახიჩევანის რკინიგზის სადგურიდან რეგულარული სამგზავრო მატარებლები გადიან შარურში, ჯულფაში, ორდუბადში. რეგულარული საერთაშორისო ურთიერთობა დამყარდა ირანის ქალაქებთან - თავრიზთან, თეირანთან, მეშჰედთან.

1986 წლის 3 ნოემბრიდან 2004 წლის აპრილამდე ქალაქში ფუნქციონირებდა ტროლეიბუსის სისტემა.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. https://nakhchivan.preslib.az/az_a3-1.html
  2. http://imp.nakhchivan.az/index.php/nax-van-haqq-nda/h-r-v-rayonlar
  3. http://virtualnakhchivan.az/naxcivan-seheri
  4. Belediyye Informasiya Sistemi Azerbaijani. დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 September 2008.
  5. AZƏRBAYCAN RESPUBLİKASININ QANUNU
  6. Britannica. Nakhichevan. «The republic, especially the capital city of Nakhichevan, has a long history dating back to about 1500 bc.»
  7. 7.0 7.1 ЭВЛИЯ ЧЕЛЕБИ - КНИГА ПУТЕШЕСТВИЙ
  8. Studies in Caucasian History:
  9. Ronald G. Suny, James Nichol, Darrell L. Slider. Armenia, Azerbaijan, and Georgia: Country Studies. p 88. ISBN 0-7881-2813-2.
  10. 10.0 10.1 Нахичевань
  11. МИРНЫЙ ТРАКТАТ, ЗАКЛЮЧЕННЫЙ МЕЖДУ РОССИЕЙ И ПЕРСИЕЙ
  12. Граф Паскевич
  13. Туркманчайский мирный договор между Россией и Ираном
  14. Нахичевань
  15. Charlotte Mathilde Louise Hille. State Building and Conflict Resolution in the Caucasus. — BRILL, 2010. — Т. 1. — С. 173. — 359 с. — ISBN 9789004179011.
  16. НАХИЧЕВАНЬ. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-06-15. ციტირების თარიღი: 2018-09-30.
  17. Ilham Aliyev attended a ceremony to commemorate the 90th anniversary of the Nakhchivan Autonomous Republic. - president.az
  18. Nakhchivan, Capital of Islamic Culture 2018. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-08-09. ციტირების თარიღი: 2018-09-30.
  19. The mausoleum of Nakhichevan
  20. LAND OF LEGEND - NAKHCHIVAN
  21. Naxçıvan Dövlət Teleradiosu. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-10-02. ციტირების თარიღი: 2018-09-30.
  22. Araz-Naxçıvan