ნახიჩევანის რეგიონი
ნახიჩევანის (ეკონომიკური) რეგიონი (აზერ. Naxçıvan iqtisadi rayonu) — აზერბაიჯანის ეკონომიკური რაიონებიდან ერთ-ერთი. რეგიონი შეიცავს ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკას, რომელიც წარმოდგენილია ანკლავის სახით. დასავლეთით მისი მოსაზღვრეა თურქეთი, ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით — სომხეთი, სამხრეთით — ირანი. რეგიონში შედის შემდეგი რაიონები: ბაბექი, ჯულფა, კანგარლი, ორდუბადი, სადარაქი, შაჰბუზი და შარური. ასევე, ქალაქი ნახიჩევანი.
ფართობი — 5500 კმ²-ია, რაც მთლიანი აზერბაიჯანის ტერიტორიის 6% შეადგენს. მოსახლეობა — 439,8 ათასი კაცი (2015 წლის მონაცემებით).[1]
მრეწველობა
რედაქტირებარეგიონში მოიპოვება: მოლიბდენი, დოლომიტი, მარმარილო, სამშენებლო მასალები (თაბაშირი და ტრავერტინი).
რეგიონის მრეწველობა ძირითადად წარმოდგენილია მსუბუქი და კვებითი მრეწველობით.
- მსუბუქი მრეწველობის საწარმოებია: კერვის, ქსოვის, ხალიჩების ქსოვის, ელექტროტექნიკის, ალუმინის ჭურჭელის საწარმო, ავეჯის და სხვ. გარდა ამისა, არსებობს რკინაბეტონის საწარმო, ქვიშის და ხრეშის კარიერი.
- კვების მრეწველობის საწარმოებია: თამბაქოს ფერმენტაციის ქარხნები, მინერალური წყალის ჩამომსხმელი ქარხანა, თევზის წარმოების ქარხანა.
სოფლის მეურნეობა
რედაქტირებასოფლის მეურნეობის ძირითადი სფეროებია: მეღვინეობა, თამბაქოს, ხილის და ხორბლის მოყვანა. ასევე ამ ტერიტორიაზე იზრდება შაქრის ჭარხლი, ბოსტნეული და ყვავილები. სასოფლო-სამეურნეო ტერიტორიების სარწყავად გამოიყენება არაქსზე შექმნილი წყალსაცავი. განვითარებულია მეცხვარეობა და მეფუტკრეობა.