ნახიჩევანის სახელმწიფო უნივერსიტეტი
აზერბაიჯანის სახელმწიფო უნივერსიტეტი (NSU, აზერ. Naxçıvan Dövlət Universiteti) — საჯარო უნივერსიტეტი, რომელიც მდებარეობს ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში. უნივერსიტეტი დაარსდა 1967 წელს დაფუძნებული აზერბაიჯანის სახელმწიფო პედაგოგიკური ინსტიტუტის ნახიჩევანის ფილიალის ბაზაზე და დამოუკიდებელი 1990 წელს გახდა. უნივერსიტეტში 5000-მდე სტუდენტი სწავლობს, ხოლო აკადემიური პერსონალი 360 ადამიანს შეადგენს. 2003 წელს ნახიჩევანის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ჯორჯ სოროსის ფონდთან „ღია საზოგადოება“ ერთად განათლების, ინფორმაციისა და სამართლის სფეროების განვითარებისთვის ნახიჩევანის სახელმწიფო უნივერსიტეტის კამპუსში საგანმანათლებლო-საინფორმაციო ცენტრი გახსნა.[1]
დაფუძნდა | 1967 |
---|---|
ტიპი | უნივერსიტეტი |
სტუდენტი | 6 000 |
ქვეყანა | აზერბაიჯანი |
http://www.ndu.edu.az/ |
ისტორია
რედაქტირება1967 წელს გახსნილ აზერბაიჯანის პედაგოგიკური ინსტიტუტის ნახიჩევანის ფილიალში 102 სტუდენტს მხოლოდ 3 სპეციალისტი ასწავლიდა. ნახიჩევანის სახელმწიფო პედაგოგიკური ინსტიტუტი აზერბაიჯანის პედაგოგიკური ინსტიტუტის საფუძველზე 1972 წელს შეიქმნა, ხოლო 1990 წელს, აზერბაიჯანის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილებით, ნახიჩევანის სახელმწიფო პედაგოგიკური ინსტიტუტი უნივერსიტეტად გადაკეთდა.[2]
სხვადასხვა დროს ნახიჩევანის სახელმწიფო უნივერსიტეტს მნიშვნელოვანი ფიგურები ხელმძღვანელობდნენ, მათ შორის: ალი ალიევი (1904-1997) - ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი; საფარალი ბაბაევი (1923-2000) - გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი და ასისტენტ-პროფესორი; ისრაილ მამედოვი (1924-1995) - ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი; ისაკ მამედოვი (1925-2011) - ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი და პროფესორი; გასიმ ჰუსეინოვი (1940-...) - ქიმიურ მეცნიერებათა დოქტორი და სხვ. ამჟამად ნახიჩევანის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი აზერბაიჯანის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სრული წევრი, ისსა ჰაბიბაილია (1949-...).[2]
ნახიჩევანის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ავტონომია და თვითმმართველობა 2002 წლის 12 ივნისს, აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ჰეიდარ ალიევის ბრძანების შესაბამისად მიიღო. ჰეიდარ ალიევი ოთხჯერ ეწვია უნივერსიტეტს (1974, 1992, 1999 და 2003 წლებში). უნივერსიტეტს ეწვია აზერბაიჯანის ამჟამინდელი პრეზიდენტი ილჰამ ალიევიც და ელექტრონული ბიბლიოთეკისა და კონსერვატორიის გახსნის ცერემონიას დაესწრო. ნახიჩევანის სახელმწიფო უნივერსიტეტის განვითარებას დიდ ყურადღებას უთმობს ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი მეჯლისის თავმჯდომარე, ვასიფ თალიბოვი.[2]
სტრუქტურა
რედაქტირებანახიჩევანის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფუნქციონირებს საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები. სამეცნიერო პერსონალის რაოდენობა 360-მდეა, მათ შორის 2 აკადემიკოსი, აზერბაიჯანის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის 5 კორესპონდენტი წევრი, 192 ფილოსოფიის დოქტორი და 32 მეცნიერებათა დოქტორია. უნივერსიტეტში ფუნქციონირებს რეგიონის განვითარებადი პრობლემების ლაბორატორია, რომელიც რეგიონის ისტორიას, კულტურასა და ეკონომიკას იკვლევს.
ნახიჩევანის სახელმწიფო უნივერსიტეტი არის კავკასიის უნივერსიტეტთა ასოციაციის წევრი.[3] უნივერსიტეტი მონაწილეობს TEMPUS პროგრამის 3 საერთაშორისო პროექტში. 2012 წლიდან უნივერსიტეტი მონაწილეობს Erasmus-Mundus გაცვლით პროგრამებში. ნსუ არის აზიის უნივერსიტეტთა ასოციაციის, კავკასიის რეგიონის უნივერსიტეტთა კავშირის, ვეროპის რექტორთა კლუბისა და შავი ზღვის აუზის ქვეყნების უნივერსიტეტთა კავშირის წევრი.[2]
საერთაშორისო ურთიერთობების განვითარებისთვის, სამეცნიერო და საგანმანათლებლო სფეროებში მიღწეული წარმატებისთვის, ნახიჩევანის სახელმწიფო უნივერსიტეტი ევროპის რექტორთა კლუბმა „ათასწლეულის უნივერსიტეტის“ ტიტულით დააჯილდოვა.[2]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Soros Foundation (OSI-AF) opens its Education Information Center in Nakhchivan
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 ПУТЬ РАЗВИТИЯ УНИВЕРСИТЕТА :: Нахчыванский Государственный Университет. ციტირების თარიღი: 2019-06-13
- ↑ Tüm Uyeler. kunib.com