შარური (აზერ. Şərur) — ქალაქი აზერბაიჯანში, შარურის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი.

ქალაქი
შარური
აზერ. Şərur
ქვეყანა აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი
რაიონი შარური
კოორდინატები 39°33′02″ ჩ. გ. 44°59′30″ ა. გ. / 39.55056° ჩ. გ. 44.99167° ა. გ. / 39.55056; 44.99167
ოფიციალური ენა აზერბაიჯანული ენა
მოსახლეობა 6 964 (2008),
3 285 (1979)[1] ,
2 282 (1970)[2] ,
1 377 (1959)[3] ,
659 (1939)[4] ,
734 (1912)[5] ,
867 (1897)[6]
სასაათო სარტყელი UTC+04:00
შარური — აზერბაიჯანი
შარური

ისტორია რედაქტირება

დრეზდენში შენახულ XVI საუკუნის ოღუზთა გმირული ეპოსის წიგნის, „დედე კორკუტის“ ხელნაწერში ნახსენებია ადგილი „შერიუგუზი“, რომელიც რუსი აღმოსავლეთმცოდნისა და ისტორიკოსის, ვასილ ბარტოლდის აზრით, შარურის დამახინჯებული ფორმაა.[7] რუსეთის იმპერიაში ქალაქი იყო ერევნის გუბერნიის შარურ-დარალაიაზის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი და ცნობილი იყო, როგორც „ბაშ-ნორაშენი“.

1948 წელს ბაშ-ნორაშენმა მიიღო ურბანული ტიპის დასახლების სტატუსი, 1964 წლის 26 მაისს კი, ვლადიმერ ლენინის პატივსაცემად დაარქვეს ილიჩევსკი.[8][9] 1981 წელს ილიჩევსკმა მიიღო ქალაქის სტატუსი, ხოლო 1991 წელს ქალაქს დაარქვეს შარური, ტერიტორიის ისტორიული სახელწოდების მიხედვით.[10]

მოსახლეობა რედაქტირება

რუსეთის იმპერიის 1897 წლის აღწერის მონაცემებით, სოფელ ბაშ-ნორაშენში ცხოვრობდა 867 კაცი[11]:

1912 წლის „კავკასიური კალენდრის“ მიხედვით, სოფელში 1911 წლის დასაწყისისთვის ცხოვრობდა 734 ადამიანი, ძირითადად, აზერბაიჯანელები, სომხები და ქურთები.[12]

ეკონომიკა რედაქტირება

შარურში მდებარეობს საკონსერვო ქარხანა და რკინიგზის სადგური.[13][14] ქალაქს აკრავს ვრცელი სასოფლო-სამეურნეო მიწები.

კულტურა და სპორტი რედაქტირება

ქალაქს აქვს ორი პარკი, სტადიონი, მუზეუმი, მეჩეთი, ყარაბაღის კონფლიქტში დაღუპულთა ძეგლი-მემორიალი და კინოთეატრი. 2009 წელს შარურში ოლიმპიური კომპლექსი გაიხსნა. იმავე წელს მან ახალგაზრდული ჭიდაობის საერთაშორისო ტურნირს, „ნახჩევანის თასს“ უმასპინძლა.[15]

გამოჩენილი ადამიანები რედაქტირება

დაძმობილებული ქალაქები რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. http://www.ethno-kavkaz.narod.ru/sharur79.html
  2. http://www.ethno-kavkaz.narod.ru/sharur70.html
  3. http://www.ethno-kavkaz.narod.ru/sharur59.html
  4. http://www.ethno-kavkaz.narod.ru/sharur39.html
  5. https://web.archive.org/web/20160304190151/http://irakly.org/plugins/editors/xinha/plugins/ImageManager/demo_images/5Population/132.jpg
  6. Населенные места Российской империи в 500 и более жителей с указанием всего наличного в них населения и числа жителей преобладающих вероисповеданий, по данным первой всеобщей переписи населения 1897 г / / N. A. Troynitskyპეტ.: 1905. — ტ. Губерніи и области Кавказа. — გვ. 52.
  7. Bartold, Vasily (1962) Книга моего деда Коркута. Moscow: Academy of Sciences of the USSR. ISBN 978-5-02-026519-6. 
  8. Поспелов, Евгений Михайлович (1998). Географические названия мира: Топонимический словарь: Свыше 5 000 единиц (ru). Moscow: «Русские словари», გვ. 160. ISBN 5-89216-029-7. 
  9. Шарур (Ильичёвск), დიდი საბჭოთა ენციკლოპედია
  10. Шарур что такое sharur значение слова, Словарь географических названий.
  11. Первая всеобщая перепись населения Российской Империи, 1897 г. т. 71 Эриванская губерния. Н. А. Тройницкий, С.-Петербург, 1904. Стр. 1-3, 52-71.
  12. Кавказский календарь. Тифлис 1912. с. 132.
  13. Шарур на сайте azerbaijan.az. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-10-18. ციტირების თარიღი: 2011-09-13.
  14. Зерно Он-Лайн
  15. Азербайджанские борцы завоевали семь золотых медалей на «Кубке Нахчывана»