ნოეს მავზოლეუმი
ნოეს მავზოლეუმი, ანუ წინასწარმეტყველი ნოეს აკლდამა (აზერ. Nuh peyğəmbərin türbəsi) — მავზოლეუმი-ტიურბე ქალაქ ნახიჩევანის (აზერბაიჯანი) სამხრეთ ნაწილში, ქიოხნე-გალის (ძველი ციხის) ტერიტორიაზე. ბროკჰაუზისა და ეფრონის ენციკლოპედიური ლექსიკონის მიხედვით, ზოგიერთი სპარსი და სომეხი ისტორიკოსი აკლდამას მიაკუთვნებს ძვ. წ. 1539 წელს[1]. თანამედროვე სახით მავზოლეუმი აღდგენილია 2006 წელს ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით. აკლდამა შედგება ქვედა სართულის ტაძრის ნარჩენებისგან. მასში ჩადიან კიბეებით. აკლდამაში დგას ქვის ბოძი. გადმოცემის მიხედვით, ამ ბოძის ქვეშ დამარხულია ნოეს ნეშთი. აზერბაიჯანის ეროვნულ მუზეუმში ინახება ბაჰრუზ კენგერლის ნახატი, რომელზეც გამოსახულია დაახლოებით 100 წლის წინანდელი ნოეს აკლდამის მდგომარეობა.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ნოეს მავზოლეუმი“ ვიკისაწყობში.
- ნოეს მავზოლეუმი (რუსული)